;

17 November 2012      NiNi_N     Views 10611    
Category: Fun, Interesting

გენიოსები ქალის შესახებ!

John Lennon - Woman



გენიოსები ქალის შესახებ!

ონორე დე ბალზაკი – ფრანგი მწერალი (1799–1850)

"თუ ქალს უყვარს, მისი გული იმედებითაა სავსე, მათ მოსაკლავად ხანჯლის ერთი დარტყმით ვერაფერს გახდები. ქალს სისხლის უკანასკნელ წვეთანმდე უყვარს."

"ქალის დანიშნულება და მისი ერთადერთი მოწოდება მამაკაცის გულის დაპყრობაა."

"ხშირად ქალის თაყვანისცემა იგივეა, რაც იმ შეშის გახმობა, რომელიც სხვისთვის იწვის ხოლმე."

" წესიერია ის ქალი, ვის კომპრომენტირებას მამაკაცი ვერ ბედავს."

"ქალებს ყველაზე მეტად ის უყვართ, როცა მათთვის ფულს ხარჯავენ."

"თუ ქალის მართვა შეგიძლია, ესე იგი, სახელმწიფოსაც მართავ."

"ქალი გაცილებით მეტად ირყვნება მეგობრებთან ინტიმური საუბრით, ვიდრე მამაკაცი."
გენიოსები ქალის შესახებ!

ანდრე მორუა – ფრანგი მწერალი (1885–1967)

"ქალს ყბედობას აპატიებენ, სიმართლის თქმას კი არა."

" რესტორანში მაგიდასთან მსხდომ წყვილზე დაკვირვებისას იოლად შეიძლება ამოიცნო, თუ რამდენ ხანს ცხოვრობენ ერთად – მათ საუბარში პაუზის მიხედვით."

"ქალების დამორჩილების ერთადერთი მეთოდია, შევუქმნათ მათ ილუზია, თითქოს ჩვენზე ბატონობენ."

"ქალი ორაზროვნებას ხედავს იქ, სადაც არ არის. ხოლო იქ, სადაც არის, ვერანაირ აზრს ვერ ამჩნევს."

" ქალთან გატარებული დრო არ შეიძლება დაკარგულად ჩაითვალოს."

"თუ საუბარია სიყვარულზე, ქალს იმაზე მეტი ესმის, ვიდრე მამაკაცი ლაპარაკობს."
გენიოსები ქალის შესახებ!

ჟან დე ლა ბრუიერი – ფრანგი მწერალი (1645–1696)

"რაც უფრო მეტი ყურადღებით ექცევა ქალი მამაკაცს, მით უფრო უყვარს. მაგრამ მით უფრო ნაკლებად უყვარს ამ უკანასკნელს."

"ის ქალი, რომელსაც ცივად თვლიან, უბრალოდ ჯერ არ შეხვედრია მამაკაცს, რომელიც მასში სიყვარულსა და სითბოს გააღვიძებდა."

"არ არსებობს უშნო ქალი. არიან ქალები, რომლებმაც არ იციან კარგად როგორ უნდა გამოიყურებოდნენ."

"საყვარელი ქალი არ ბერდება."
გენიოსები ქალის შესახებ!

ემანუელ კანტი – გერმანელი ფილოსოფოსი (1724–1804)

"ყველაზე დიდი შეურაცხყოფა მამაკაცისთვის მისი სულელად მონათვლაა, ქალისთვის კი იმის თქმა, რომ უშნოა."

"შეყვარებული მამაკაცი ეჭვიანია, ქალი კი მაშინაც ეჭვიანია, როცა შეყვარებული არაა."

"ქალების ხელში მამრიც უფრო ნატიფი ხდება."

"ქალი თავიდან ბოლომდე გულია."

ჰაინრიხ ჰაინე – გერმანელი მწერალი (1797–1856)

"ვერ ვირტყვი, რომ ქალს მტკიცე ხასიათი არ აქვს, უბრალოდ მას ყოველ დღე ეცვლება ხასიათი."
გენიოსები ქალის შესახებ!

ფელიქს ლოპე დე ვეგა – ესპანელი მწერალი (1562–1635)

"ის, ვინც ქალს აქებს, მათ კარგად არ იცნობს, ხოლო ის ვინც ლანძღავს, მათ საერთოდ არ იცნობს."

"ტყუილად როდი უთქვამს ბრძენს, ქალის სილამაზის ნახევარი მისი მკერავის დამსახურებააო."

"ქალის პატივისცემა ეს წმინდა ვალია, ამას მამაკაცი დაბადებიდან უნდა სწავლობდეს."

გოტფრიდ ეფრაიმ ლესინგი - გერმანელი მწერალი (1729-1781)

"ერთი ქალი არასოდეს აღიარებს მეორის მშვენიერებას."
გენიოსები ქალის შესახებ!

პიერ ბომარშე – ფრანგი დრამატურგი (1732–1799)

"ბუნება ცდილობდა ქალის სახით შემოქმედების მწვერვალის შექმნას, მაგრამ შეცდა, თიხა ძალიან რბილი აღმოჩნდა."

"ქალის ბუნება ამბობს: იყავი მშვენიერი – თუ შეგიძლია, სათნო – თუ გსურს, მაგრამ პატივს უნდა გცემდნენ, ეს აუცილებელია."

ჟან-ჟაკ რუსო - ფრანგი მწერალი (1712-1778)

"მენახირის ცოლი უფრო საპატივცემულოა, ვიდრე თავადის ხასა."
გენიოსები ქალის შესახებ!

ფრანსუა დე ლაროშფუკო - ფრანგი მწერალი (1613–1680)

"ცოტაა ამქვეყნად ისეთი ქალი, რომლის ღირსებებიც მის სილამაზეს გადაწონის."

"ქალებს მამაკაცის გასულელება უფრო მოსწონთ, ვიდრე მათი საყვარლად ქცევა."

"ამქვეყნად ცოტაა ისეთი პატიოსანი ქალი, თავს რომ არ აბეზრებდეს საკუთარი პატივმოყვარეობა."

" ქალის ჯამრთელობისთვის მამაკაცის აღფრთოვანებული მზერა ყველაზე მნიშვნელოვანია."
გენიოსები ქალის შესახებ!

ნოელ კაუარდი – ინგლისელი რეჟისორი და მსახიობი (1899–1973)

"მომხიბლავია ქალი, რომლის გვერდზე ყოფნისას საკუთარი თავი მოგწონს."

"ქალის მიუწვდომელობა მისი სამკაულის ერთ–ერთი სახეობაა, რითაც თავის სილამაზეს მეტ ხიბლს მატებს."

კურტ ტუხოლსკი – გერმანელი მწერალი (1890–1935)

"ქალები ზნეობას ქმნიან, მამაკაცები კი კანონებს."
გენიოსები ქალის შესახებ!


Category: Fun, Interesting
Tags:

Share it
Comments



Welcome to ANGEL.GE

at our web page you can see the latest top newses about fashion world, street styles, trends, street styles, films, quotes and many other interesting things...

ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Back to Top