;

17 November 2012      Ancho.     Views 7774    
Category: Fun, Interesting

ფსიქიკური აშლილობა

♆ 6 ცნობილი პიროვნება, რომლებიც განიცდიდნენ ფსიქიკურ აშლილობას
♆ რამოდენიმე ფილმი დაავადების სხვადასხვა დონეების შესახებ


"ადამიანები ხშირად მიწოდებდნენ შეშლილს, მაგრამ ამ დრომდე ვერ გავიგე განა შეშლილობა
არ ასახავს მაღალი დონის ინტელექტს? არ ისახება კი ყველაფერი ღრმა და დიდებული დაავადებული
ტვინით? ყველაფერი გრანდიოზული ხომ იქმნება სიგიჟით"-ედგარ ალან პო.


მსოფლიო ყოველთვის სავსე იყო გიჟი ადამიანებით. ფსიქიკური აშლილობით დაავდებულნი -
როგორც ბუნებრივად ისე უბრალოდ აზროვნების მხრივ, საუკუნეების განმავლობაში ცვლიდნენ
მსოფლიოს.
განსხვავებული ფიქრები ხდებოდა მათემატიკური თეორიების, განუმეორებელი
გამოგონებების, დამატყვევებელი პოეზიის, მხატვრობისა და მუსიკის საოცარი ქმნილებების
ავტორი.

ფსიქიკური აშლილობა


საფრანგეთის მეფე კარლ მეექვსე

ფსიქიკური აშლილობაფსიქიკური აშლილობა
კარლ მეექვსეს მეორენაირად შეშლილ კარლსაც ეძახდნენ. ის საფრანგეთს მართავდა მეთოთხმეტე საუკუნის დასასრულსა და
მეთხუთმეტე საუკუნის დასაწყისში. მას სიგიჟე დაეწყო მეფობიდან 12 წლის შემდეგ. ის იმდენად განიცდიდა სიგიჟის შემოტევებს, რომ იმ მომენტში საკუთარი სახელიც კი არ ახსოვდა. ხანდახან ვერ ცნობდა ცოლსა და შვილებს. რამოდენიმე თვის შემდეგ უარს ამბობდა ბანაობასა და გამოცვლაზე. ის თვლიდა რომ იყო შუშის ამიტომაც უკრძალავდა ყველას მასთან მიახლოებას, რათა არ გატეხილიყო.

აბრაამ ლინკოლნი

აბრაამ ლინკოლნი აშშ-ს რიგით მე-16-ე პრეზიდენტი იყო. ის განიცდიდა მწვავე მელანქოლიასა
და დამქანცველ დეპრესიას. ამბობენ, იუმორის მეშვეობით ხშირად ცდილობდა გაქცეოდა იმ მწვავე
განცდას, რაც მას მთელი ცხოვრება სტანჯავდა. ასევე, ხშირად ფიქრობდა თვითმკვლელობაზე.
ფსიქიკური აშლილობა


ვინსეტ ვან გოგი

ფსიქიკური აშლილობაფსიქიკური აშლილობა
ჩვენ ყველას ბევრი გვსმენია შეშლილ იმპრესიონისტზე, რომელმაც საკუთარი ყური მოიჭრა და საბოლოოდ სიცოცხლეც სწორედ თვითმკვლელობით დაასრულა. აბსენტის მოხმარების გამო მას სტანჯავდა ეპილეფსია. მთელი მისი ცხოვრება და ბიოგრაფია მოწმობს რომ ის ხშირად იტანჯებოდა დეპრესიით, გარშემომყოფებთან ურთიერთობით, სიყვარულისა და მეგობრობის ნაკლებობით. მისი გონება ვერ უძლებდა ფსიქიკურ შემოტევებს თუმცა სწორედ ფსიქიკური აშლილობის პერიოდში ქმნის ფასდაუდებელ ნამუშევრებს.

ფსიქიკური აშლილობა

ფსიქიკური აშლილობა

ფსიქიკური აშლილობა


ერნესტ ჰემინგუეი

ნობელის პრემიის ლაურეატს ერნესტ ჰემინგუეის სტანჯავდა დეპრესია და ალკოჰოლიზმი.
ვან გოგის მსგავსად მან სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. მისი ეს ქმედება გამოწვეული
იყო ალკოჰოლისა და სხვა წამლების ხშირი მოხმარებით რომლებიც გამანადგურებლად მოქმედებდნენ
მის ფსიქიკაზე. შოკურმა თერაპიამ, რომელიც მას საავადმყოფოში გადაიტანა, მას მეხსიერება
დააკარგვინა და საოცარ დეპრესიაში ჩააგდო.
ფსიქიკური აშლილობა


ედგარ ალან პო

ედგარ ალან პო გატაცებული იყო ფსიქოლოგიით და საოცრად აინტერესებდა ფსიქოლოგიური
დრამები შეშლილების შესახებ.
იყო თუ არა თვითონ შეშლილი? მისი მეტოქეების გადმოცემით
ეს ვარაუდი მოწმდება, მაგრამ მიუხედავად მეტოქეების უარყოფითი დამოკიდებულებისა,
ვარაუდი მართლდება სხვადასხვა ფაქტებით. ის იღებდა დიდი რაოდენობით ალკოჰოლს, წერდა
საკუთარ განცდებზე თვითმკვლელობის შესახებ და განიცდიდა მწვავე აშლილობას.
ფსიქიკური აშლილობა


ლუდვიგ ვან ბეთჰოვენი
ფსიქიკური აშლილობაფსიქიკური აშლილობა

მსოფლიოს ერთ-ერთი განთქმული კომპოზიტორი ასევე დაავადებული იყო ფსიქიკური აშლილობით. ბეთჰოვენი უნიჭიერესი ბავშვი იყო, რომელსაც სასტიკად სცემდა მამა. სწორედ ამან შეუწყო ხელი მისი სმენის დაქვეითებას. მარტოსულობისა და დეპრესიის პერიოდები მთელი მისი ცხოვრების განმავლობაში გრძელდებოდა და ტანჯვა არ ასვენებდა მას. როგორც სხვები, ის ცდილობდა საკუთარი თავის განკურნებას ალკოჰოლით.






♆ რამოდენიმე ფილმი დაავადების სხვადასხვა დონეების შესახებ

ალბათ, ფილმის ყურების დროს ხშირად გქონიათ სურვილი ყოფილიყავით საყვარელი გმირის ადგილზე.
რა თქმა უნდა ყველა არ შექმნილა იმისათვის რომ გახდეს ადამიანი-ობობა, ბეტმენი ან თუნდაც ალ პაჩინო.
მაგრამ ნამდვილად არსებობს შანსი დაავადდეთ ფსიქიკური აშლილობით და თქვენი ცხოვრება დაემსგავსოს
პერსონაჟისას.


The Truman Show/თრუმანის შოუ
ფსიქიკური აშლილობა

ფილმის შესახებ:
ჯიმ ქერი ანსახიერებს თრუმანს, ჩვეულებრივ მამაკაცს ჩვეულებრივი ცხოვრებით(თუმცა არც მას აქვს
იდეალური ცხოვრება: სძულს ცოლი, ეშინია წყლის და განიცდის არასასურველ მოგონებებს).
ერთხელაც ის გაიგებს, რომ მისი ცხოვრება არის ერთი დიდი რეალითი-შოუ, რომელსაც მთელი
მსოფლიო ადევნებს თვალყურს. უბრალო გამვლელები მის ცხოვრებას უთვალთვალებენ.

ფსიქიკური აშლილობა


Inception
ფსიქიკური აშლილობა

ფილმის შესახებ:
ფილმში კრისტოფერ ნოლანი ყვება ისტორიას თუ როგორ მოხვდა ლეონარდო დიკაპრიო
სხვა ადამიანის სიზმარში და გაიგო მისი ჩანაფიქრი. მასთან მან წამოიყვანა 8000 წლის იაპონელი.
ფსიქიკური აშლილობა


ფილმის იდეა შექმნილია იმის საფუძველზე, როდესაც ადამიანები ვერ იგებენ რეალურ ცხოვრებაში
არიან თუ სიზმარში. ამ მდგომარეობის ტრაგიკული დასასრული კი თვითმკვლელობაა. ლეონარდოს ცოლი
ფილმში თვლის, რომ ის სიზმარშია და მხოლოდ სიკვდილი დააბრუნებს რეალურ სამყაროსთან.

სიზმარში დაკარგვა საშინელებაა თუ ვეღარ არჩევ რეალობას სიზმრისაგან და გემართება ჰალუცინაციები.

ფსიქიკური აშლილობა


ერთი და იმავე თემატიკაზე:ავი სულების განდევნა, შექმნილია რამოდენიმე ფილმი The Exorcist-ის
სახელწოდებით. ყოველ ფილმში მთავარი პერსონაჟი უცებ ხდება ძალიან უცნაური: იწყებს
საუბარს განსხვავებული ხმებით, სხვადასხვა ენებზე და აკეთებს უცნაურ ქმედებებს.
ფსიქიკური აშლილობა


ადამიანები, რომლებიც დაავადებულნი არიან რამოდენიმე ადამიანის ჩასახლებით,
ცხოვრობენ სხვადასხვა ხედვით და გაორების დროს ვერ იხსენებ საკუთარ რეალურ სახეს.
ისინი ერთგვარ ტრანსში იმყოფებიან და ამ დროს გაუაზრებლად მოქმედებენ.

ფსიქიკური აშლილობა



Category: Fun, Interesting
Tags:

Share it
Comments

« 1 2 »


Welcome to ANGEL.GE

at our web page you can see the latest top newses about fashion world, street styles, trends, street styles, films, quotes and many other interesting things...

ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Back to Top