;
19 ნოემბერი 2012      Johnny depp     30 კომენტარი     ნანახია 11735-ჯერ    
კატეგორიაში: საინტერესოა

ტყუილი ტყუილი

ტყუილი? --დიახ, ტყუილი , რომელიც ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია, ნაწილი რომელიც
ხშირ შემთხვევაში უდიდეს ტკივილს გვაყენებს, ტკივილს რომელის გაყუჩებასაც ბევრი , ძალიან ბევრი დრო ჭირდება

ტყუილი

ტყუილი ადამიანს გაჩენის დღიდან, უფრო სწორად, პირველი ცოდვის ჩადენის დღიდან დაებედა.
მაცდურმა ევა მოატყუა, ევამ – ადამი, მერე ორივემ, ერთად თუ ცალ-ცალკე, უფლის მოტყუებაც სცადა
… ასე მოვდივართ მას შემდეგ ტყუილ-ტყუილით და ლამის ეს მეორე ბუნებად გვექცეს. ერთ-ერთი
გამოკვლევის შედეგების თანახმად, ადამიანთა უმრავლესობა დღეში ერთხელ მაინც ცრუობს.

..
ტყუილი
ტყუილი ჩვენი ერთგული თანამგზავრია. იტყუება ყველა, ყოველთვის და ყველგან,
საჭიროების და მონაცემების მიხედვით. ამიტაომაც ტყუილი ნორმაა. რატომ?.. რატომ?..
ვინმემ რომ გვკითხოს, ყველანი სიმართლის აპოლოგეტები ვართ და მზად ვართ,
ყოველი ცრუპენტელა სამარცხვინო ბოძზე გავაკრათ, სინამდვილეში კი საზოგადოება
ხშირად სწორედ სიცრუეს ახალისებს...


ტყუილი
ჩვენ გვაიძულებენ, რომ მოვიტყუოთ. ამაზე დგას საზოგადოება. ამბობენ ტყუილი
ერთი დიდი წრეა და აქედან გამოსვლა შეუძლებელია. გინდა-არ გინდა, ჩაბმული
ხარ და ვერ ცვლი ამას. ყველაფერი ერთი დიდი ტყუილია… დასაბამიდან დღემდე
და მერეც…სამოთხე და ჯოჯოხეთიც ტყუილია და ისიც ტყუილია, რომ ვინმეს სჯერა ამის…

ტყუილი

ჩვენ ყველამ ვიცით რომ ტყუილი ცუდია. რატომ და რისთვის ეს არ აგვიხსნეს, უბრალოდ ბავშვობიდან
გვასწავლეს რომ ტყუილი ცუდია, რომ არასოდეს უნდა მოვიტყუოთ, და რომ “ტკბილ ტყუილს, მწარე სიმართლე სჯობს”…


ტყუილი

ფაქტი ერთია- ადამიანებს უყვართ ტყუილი და მთელი ცხოვრებაც ამაზეა აგებული.
და მაინც რა არის ტყუილი? რომ ხარ სიცრუის გარემოცვაში და რომ მთელი შენი ცხოვრებაც ერთი არშემდგარი ზღაპარია. ზღაპარი კი რომ გამონაგონია და არასდროს არაა მართალი, ეგ ყველამ ვიცით. ხოდა, ნურც ფინალს დაელოდები საუკეთესოს.

ტყუილი

და ბოლოს-თუ თქვენ დაგპირდნენ, რომ არასდროს მოგატყუებდნენ, ესე იგი, თქვენ უკვე მოგატყუეს
ტყუილი

კატეგორია: საინტერესოა
Tags:

30


  • AMADEUS თქვა:
    22 ნოემბერი 2012 20:55 - ID: 30,
    ძალიან მაგარი ხარ, ავტორო ^^

  • ani:) თქვა:
    20 ნოემბერი 2012 21:13 - ID: 29,
    მაგარი ხარ ავტორ რა ვგიჟდები შენს ნიუსებზე... feel ბოლო კაი იყოო wink

  • Johnny depp თქვა:
    20 ნოემბერი 2012 17:28 - ID: 28,
    Anniiee,
    natia91,
    LohanFan,
    rihanna_mari,
    salome55555,
    ციტატა: Marriiiammiii
    პასუხი

    აიააიიიიაი ძაააან დიდი მადლობა ვერც კი წარმოიდგენთ თქვენი შექება რამდენს ნიშნავს ჩემთვის love

  • Marriiiammiii თქვა:
    20 ნოემბერი 2012 17:05 - ID: 27,
    ძალიან მაგარი მაგარი და დამაფიქრებელი იყო მაჟრჟოლებდა კითხვის დროს იმიტომ რომ ტყუილი ჩემთვის რთული თემაა..რა კარგი იქნებოდა რომ მცნება ტყუილი არ არსებობდეს..მსოფლიოც უფრო კარგი და ნათელი გახდებოდა..მაგრამ ეს უვკე ჩვენდაუნებურად იმდენადაა ჩვენში გამჯდარი რომ ალბათ რაც არ უნდა ვეცადოთ ტყილს ვერ მოვიშლით..ნიუსზე რა ვთქვა ჩვეული დახვეწილი საოცარი სიმართლით და სიყვარულით დაწერილი..!!

  • salome55555 თქვა:
    20 ნოემბერი 2012 16:06 - ID: 26,
    ყველაზე ცუდი მომენტია როცა აღმოაჩენ რომ მოგატყუეს კიდევ კარგი არ მაქვს ესეთი შემთხვევები ერთის გარდა.ზოგჯერ ადამიანი ძალაუნებურად იტყუება როცა სხვა გზა არ აქვს. მეც ვიტყუები ხოლმე იმ შემთხვევაში როცა სხვა გზა არ არის და რაგაც საქმეს ესე სჭირდება.
    ნიუსი love

  • rihanna_mari თქვა:
    20 ნოემბერი 2012 15:58 - ID: 25,
    აუუუუუუუუ love ძაააან მაგარი იყოო ავტორრ !! love
    ბოლოზე ლამის ცრემლები წამომივიდა იმიტომ რომ ეს არის ერთ ერთი ყველაზე დიდი ტყუილი

  • LohanFan თქვა:
    20 ნოემბერი 2012 13:00 - ID: 24,
    ფავორიტებში love

  • s თქვა:
    20 ნოემბერი 2012 02:03 - ID: 23,
    თუ თქვენ დაგპირდნენ, რომ არასდროს მოგატყუებდნენ, ესე იგი, თქვენ უკვე მოგატყუეს.- დავიგრუზესავით.მართალია და იმიტომ :(

  • Anniiee თქვა:
    20 ნოემბერი 2012 00:33 - ID: 22,
    მიმაჩნია რომ ყველა იტყუება რაღაც დოზით მაინც...მე რომ ვიტყუები ეგრევე მეტყობა სახე მეცვლება და მეცინება! მაგრამ მაინც ვიტყუები ზოგჯერ...მე ვთვლი რომ ტყუილი მისაღებია მაშინ როდესაც მაგით ვინმეს ეხმარები და ზიანსაც არავის აყენებ...კარგი ნიუსია ძალიან <3

  • Johnny depp თქვა:
    20 ნოემბერი 2012 00:03 - ID: 21,
    უღრმესი მადლობა.... მართლა არ ველოდი თუ მოგეწონებოდათ დიდი დიდი მადლობა love

  • μαριαμι თქვა:
    19 ნოემბერი 2012 23:10 - ID: 20,
    love

  • T A M U თქვა:
    19 ნოემბერი 2012 22:36 - ID: 19,
    ბოლოოოოოოოო მაგარი იყოოოოო

  • nata1990 თქვა:
    19 ნოემბერი 2012 22:29 - ID: 18,
    მეზიზღება ტყუილი snow love

  • Nina√ თქვა:
    19 ნოემბერი 2012 22:16 - ID: 17,
    ძალიან კარგი იყო love
    ბოლო belay

  • Countess A. თქვა:
    19 ნოემბერი 2012 21:38 - ID: 16,
    სიცრუე– ადამიანის ერთ–ერთი ყველაზე დიდი მავნე ჩვევა. დღე არ გავა რომ ტყუილი არ ვთქვათ, დღე არ გავა რომ სხვა სთვალებში ნაცარი არ შვაყაროთ. ადამიანი გარშემომყოფთა გარდა საკუთარ თავსაც ატყუებს.ის ვინც თავს იტყუებს და საკუთარი ტყუილისა სჯერა ბოლოს იქამდე მიდის, რომ სიმართლეს ვერსად პოულობს ვერც საკუთარ თავში და ვერ ირგვლივ მყოფებში, მაშასადამე აღარც საკუთარ თავს სცემს პატივს და აღარც სხვას და პატივს თუ არა სცემს აღარც უყვარს. უსიყვარულოდ დარჩენილი კი საკუთარი თავის გასართობად ვნებებსა და უხეშ კმაყოფილებას ეძლევა, ცოდვაში ეფლობა და პირუტყვის მდგომარეობამდე მიდის

    ნიუსი ძალიან, ძალიან კარგია..:00

  • AnneCrazy თქვა:
    19 ნოემბერი 2012 21:27 - ID: 15,
    ბოლო წინადაება მომეწონა ძალიან love ყველა იტყუება ზოგი მცირე და ზოგიც კი დიდი დოზით...

  • AshleyMGreene თქვა:
    19 ნოემბერი 2012 20:53 - ID: 14,
    კარგი იყო ძაან love

  • Bellania თქვა:
    19 ნოემბერი 2012 20:52 - ID: 13,
    .

  • amanda თქვა:
    19 ნოემბერი 2012 20:49 - ID: 12,
    სამოთხე და ჯოჯოხეთიც ტყუილია და ისიც ტყუილია, რომ ვინმეს სჯერა ამის… -----> ამაში ვერ დაგეთანხმებიი :D

    და ბოლოს-თუ თქვენ დაგპირდნენ, რომ არასდროს მოგატყუებდნენ, ესე იგი, თქვენ უკვე მოგატყუეს -----> ყველაზე ნაღდი :D სამწუხაროდ :( სამწუხაროდ ხალხს უყვარს ტყუილები,ძალიან სამწუხაროა :( მაგრამ რეალობა,თაკჩო მაგარი ნიუსია და მე მესმის შენი,მწარეა ტყუილით ცხოვრება :( :*

  • beauty queen თქვა:
    19 ნოემბერი 2012 20:41 - ID: 11,
    ტყუილი რომ იყოს სიმართლე ზოგიერთ სიტუაციაში მაშინ ...
    უფრო კარგი იქნებოდა ცხოვრება.. სამზუხაროდ ამ ტყუილის უკან მწარე სიმართლე იმალება ... :(

    ძაან კარგი ნიუსია ძაან კარგად გამოგდის ასეთი თემების წერა! :)

« 1 2 »
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top