;
19 ნოემბერი 2012      -Diana-     37 კომენტარი     ნანახია 4387-ჯერ    
კატეგორიაში: საინტერესოა, მუსიკა

Led Zeppelin


Led Zeppelin - Black Dog

Powered by mp3skull.com

ცნობილი სახელებით: The New Yardbirds, The Nobs
წარმოშობის ადგილი: ლონდონი. ინგლისი
ჟანრები: Hard rock, heavy metal, blues rock, folk rock
აქტიური წლები: 1968–1980; (გაერთიანდნენ: 1985, 1988, 1995, 2007)
ლეიბლები: Atlantic, Swan Song
ასოციაცირდება: Band of Joy, The Yardbirds, The Honeydrippers, Page and Plant
ვებ გვერდი: ledzeppelin.com
ჯგუფის წევრები: რობერტ პლანტი
ჯიმი პეიჯი
ჯონ პოლ ჯონსი
ჯონ ბონემი †

Led Zeppelin

ლედ ზეპელინი იყო ინგლისური როკ ჯგუფი, რომელიც აქტიურად მოღვაწეობდა გვიან 60-იან და ადრეულ 70-იან წლებში. თავდაპირველად ჯგუფის სახელი იყო New Yardbirds. ჯგუფი შედგებოდა: ჯიმი პეიჯი (გიტარისტი), რობერტ პლანტი (ვოკალისტი), ჯონ პოლ ჯონსი (ბასისტი, პიანისტი) და ჯონ ბონემი (დრამერი). ჯგუფი ითვლება ერთ-ერთ წარმატებულ, დახვეწილ და გავლენიან როკ ჯგუფად როკის ისტორიაში.

სახელის შეცვლის შემდეგ, ჯგუფმა კონტრაქტი გააფორმა Atlantic Records-თან. მეოთხე ალბომისთვის, რომელშიც შედის - "Stairway to Heaven" ლედ ზეპელინს უწოდეს "superstars". 1980 წელს ლედ ზეპელინი დაიშალა ჯონ ბონემის სიკვდილის გამო. დღევანდელი დღისთვის გაყიდულია ლედ ზეპელინის 300 მილიონზე მეტი ალბომი მთელ მსოფლიოში. ლედ ზეპელინი ერთადერთი ჯგუფია, რომლის ყველა ალბომი აშშ-ს საუკეთესო მუსიკალურ ათეულში მოხვდა. ხოლო საკაბელო ტელეკომპანია VH1-ის საუკეთესო 100 როკ შემსრულებელთა ჩამონათვალში ლედ ზეპელინი პირველ ადგილზეა.

2007 წლის 10 დეკემბერს ლედ ზეპელინის დარჩენილმა სამეულმა, ჯონ ბონემის შვილთან, ჯეისონ ბონემთან (დრამები) ერთად პატივი მიაგო კომპანიის Atlantic Records დამაარსებლის აჰმეტ ერტეგუნის ხსოვნას და გამართა სპეციალური კონცერტი, რომელზეც შეასრულა 16 სიმღერა. ჟურნალმა ''როლინგ სტოუნსმა'' ისინი დაასახელა როგორც: "the heaviest band of all time", "the biggest band of the '70s" და "unquestionably one of the most enduring bands in rock history".
Led Zeppelin

"The Biggest Band in the World"

ლედ ზეპელინის არსებობის პირველი წლების პოპულარობა და წარმატება გაიზარდა 1971-1975 წლებში. ამ წლებში გამოიცა ჯგუფის საუკეთესო ალბომები და ჯგუფის წევრებმა იმიჯი შეიცვალეს. ჯგუფი არა მხოლოდ მუსიკით, არამედ სცენის მიღმა მიმდინარე შეშლილი ცხოვრებით იყო ცნობილი. ლედ ზეპელინი იმ პერიოდში საკუთარი თვითმფრინავით მოგზაურობდა - The Starship-ით.

ჯგუფის წევრები ქირაობდნენ ერთდროულად სასტუმროს რამდენიმე ნომერს. ბევრი ჟურნალისტი თვალს ადევნებდა მათ ცხოვრებას, შემდეგ კი სტატიებს წერდა ჯგუფის მიერ მოწყობილ გიჟურ და შეშლილ მომენტებზე. ისინი ამტვრევდნენ სასტუმროში განლაგებულ ავეჯს და აგდებდა ტელევიზორებს ფანჯრებიდან. ერთ-ერთი ასეთი სიგიჟის დროს ჯონ ბონემი მოტოციკლით დარბოდა სასტუმროს დაქირავებულ სართულზე.

ამავე წლებში მათ ჰქონდათ უამრავი კონცერტი, რომელბმაც უფრო განამტკიცეს ლედ ზეპელინის პოპულარობა და წარმატება. 1973 წელს ჩრდილოეთ ამერიკაში ჰქონდათ კონცერტი, საცად უამრავმა ადამიანმა მოიყარა თავი. Physical Graffiti-ის გამოშვების შემდეგ საუკეთესო 200 ალბომში მოხვდა. ამის შემდეგ კი კიდევ ერთი ტური მოაწყვეს ჩრდილოეთ ამერიკაში. 1975 წელს კი კონცერტი ჰქონდათ Earls Court Arena-ზე ლონდოში, რომელიც ყველაზე დიდი სტადიონია ბრიტანეთში.
Led Zeppelin

ალბომები

Led Zeppelin (1969)
Led Zeppelin II (1969)
Led Zeppelin III (1970)
Led Zeppelin IV (1971)
Houses of the Holy (1973)
Physical Graffiti (1975)
Presence (1976)
The Song Remains the Same (1976)
In Through the Out Door (1979)
Coda (1982)

Led Zeppelin

ჯონ ბონემის სიკვდილი და ჯგუფის დაშლა

1976 წლისათვის ლედ ზეპელინი მსოფლიო მასშტაბით უფრო პოპულარული და ცნობილი იყო, გაყიდა უფრო მეტი ალბომი, ვიდრე სხვა მრავალმა ჯგუფმა, ამასთანავე როლინგ სტოუნზმაც. 1977 წელს გარდაიცვალა რობერტ პლანტის შვილი, ჯიმი პეიჯი ჰეროინს ეტანებოდა, ხოლო 1980 წელს, ჯონ ბონემის დაღუპვამ ყველაფერს წერტილი დაუსვა.

1980-იან წლებში ჯგუფი რეპეტიციებს გადიოდა, რადგანაც ტური აშშ-ში ჰქონდათ. მგზავრობისას ბონემი რესტორანში შევიდა და დალია თექვსმეტი 400 მილილიტრიანი ჭიქა არაყი, რასაც შემდეგ დააყოლა ხორცის დიდი ნაჭერი. სტუდიაშიც კი სვამდა ჯონი. გვიან საღამოს ყველა ჯიმი პეიჯს ესტუმრა სახლში, სადაც ისევდაისევ ბონემი სვამდა და მიირთმევდა საჭმელს. შუაღამისას ბონემს ჩაეძინა, არ გააღვიძეს და გადაიყვანეს საწოლში. მეორე დილით ის მკვდარი იპოვეს. ბონემი 32 წლის ასაკში დაიღუპა.

სიკვდილის მიზეზად დასახელდა ნარწყევის შედეგად შექმნილი ასფიქსია. სხეულის გაკვეთის შედეგად ნარკოტიკული ნივთიერებები ბონემის სხეულში არ აღმოჩნდა. დაღუპვის მთავარი მიზეზი იყო ალკოჰოლის გადამეტებული დოზა. 1980 წლის 10 ოქტომბერს მის სხეულს ჩაუტარდა კრემაცია. გავრცელდა ჭორები, თითქოს მის მაგივრად ჯგუფს შეუერთდებიან ჯონის შემცვლელები, მაგრამ დარჩენილმა სამმა წევრმა ოფიციალურად გააქარწყლა ყველანაირი ჭორი ამის შესახებ და საბოლოოდ განაცხადეს რომ ჯგუფი დაიშალა. 1980 წლის 4 დეკემბერს მათ განაცხადეს, რომ ბონემის გარეშე ჯგუფი არ იარსებებდა.
Led Zeppelin

ჯგუფის სიმბოლოები

ჯონ პოლ ჯონსის ლოგო ასოცირდება რუდოლფ კოხის Book of Signs-თან, ერთი წრე რომელიც აჯვარედინებს სამ წრეს. ახასიათებს ადამიანს რომელიც ფლობს თავდაჯერებულობას და კომპეტენტურობას.

ჯონ ბონემის ლოგო არის სამი გაერთიანებული წრე. ნიშნავს დედის, მამისა და შვილის ერთიანობას.

რობერტ პლანტის ლოგოზე გამოსახულია წრე რომელშიც არის ბუმბული., რომელიც მისი დიზაინით შეიქმნა.

ჯიმი პეიჯის სიმბოლო მისივე შექმნილია. ყველა ფიქრობს რომ ლოგოზე წერია ''ZoSo'', მაგრამ ერთ-ერთი ინტერვიუს დროს თქვა რომ სიმბოლოზე არანაირი ასოები და არც სიტყვაა გამოსახული.
Led Zeppelin

კატეგორია: საინტერესოა, მუსიკა
Tags:

37


  • LOL :D თქვა:
    17 ივლისი 2013 11:43 - ID: 37,
    ააა ვაბოდებ <3

  • adriana თქვა:
    15 ივლისი 2013 14:24 - ID: 36,
    ჩემი მხეცები love

  • KeSso13 თქვა:
    25 ნოემბერი 2012 00:08 - ID: 35,
    ერთ-ერთი უძლიერესი როკ ჯგუფი love ვგიჟდები ისე მიყვარს love ლეგენდაა love

  • ketimtvarelidze თქვა:
    23 ნოემბერი 2012 23:32 - ID: 34,
    <3<3)))

  • Tamo Gallagher თქვა:
    23 ნოემბერი 2012 00:43 - ID: 33,
    ყველაზე მაგრები არიან !!!!!!!!!!!!!!

  • -Diana- თქვა:
    22 ნოემბერი 2012 00:03 - ID: 32,
    maco,
    Rainbow,

    - დიდი დიდი მადლობაა love feel

  • maco თქვა:
    21 ნოემბერი 2012 21:13 - ID: 31,
    ვაააა.აი ასეთი სიმღერები აღარ იწერება.ლეგენდები არიან ვგიჯდები მათზე ვაბოდებ. კაი ნიუზი იყო ძაან smile

  • Chuck Bass თქვა:
    21 ნოემბერი 2012 15:18 - ID: 30,
    უბრალოდ ლეგენდები.!!

  • miranda.. თქვა:
    21 ნოემბერი 2012 00:12 - ID: 29,
    ჯასტინ ბიბერის ფანები ნუ შემოხვალთ ამ ნიუსში ერორს მისცემს wink
    love 60-80 იან წლებში იწერებოდა ნამდვილი მუსიკა, თორემ მერე დაიბადა სელენა გომესი :D:D:D:D:D

  • Rainbow თქვა:
    20 ნოემბერი 2012 23:08 - ID: 28,
    დღემდე არმესმის რატომ უნდა უსმენდე რაღაც უგემოვნო მუსიკას როცა არსებობს ზეპელინის ძალიანძალიიაან მაგარი შემოქმედებაა crying love
    პეიჯ, პლანტ, ჯონს, ჯონ მიყვარხართ!
    ავტორსს მადლობა \m/

  • -Diana- თქვა:
    20 ნოემბერი 2012 21:21 - ID: 27,
    lady_tamo,
    მარი ),
    tamo,

    - უღრმესი მადლობაა love

  • Anch_Bey თქვა:
    20 ნოემბერი 2012 21:06 - ID: 26,
    ჩეეეეეეეეეეემი ცხოვრებები♥

  • beauty queen თქვა:
    20 ნოემბერი 2012 21:04 - ID: 25,
    ძაან მაგარი ჯგუფია ნამდვილად!!! love
    ყველაზე ძალიან მომწონს ეს სიმღერა:"Stairway To Heaven"<3

  • lady_tamo თქვა:
    20 ნოემბერი 2012 20:59 - ID: 24,
    ავტორ ამ ნიუსით შემიყვარდი love

  • მარი ) თქვა:
    20 ნოემბერი 2012 20:59 - ID: 23,
    გამიხარდა სიახლე smile

  • tamo თქვა:
    20 ნოემბერი 2012 19:07 - ID: 22,
    მადლობა ჩემს ძმას,რომ გამაცნოო ლედ ზზეპელიინიი.
    Black Dog ამ სიმღერაზეე ხომ რა მემართება ვერ ვიტყვიი ვგიჟდები..ზარად მიყენია love

    საოცრებააა

    ყოჩაღ ავტოროო კარგი სიახლეაა

  • natuka555 თქვა:
    20 ნოემბერი 2012 17:58 - ID: 21,
    "ზე" ჯგუფია. განტვირთვის, ყველაფრის დავიწყებს საუკეთესო საშუალებაა ჩემთვის, ყველაფერია ერთად, ყველაზე ძლიერი ჯგუფია არა მარტო მძიმე როკში ან ჰევი მეტალში, არამედ მთლიანად როკის ისტორიაში.. მიყვარს უზომოდ love

  • Perfection❣ თქვა:
    20 ნოემბერი 2012 17:33 - ID: 20,
    ვგიჟდებიიიიიიიიიიიი love love

  • -Diana- თქვა:
    20 ნოემბერი 2012 16:47 - ID: 19,
    Bellania,
    QiQiTo:):),
    angelll,
    Mari Glonti,

    - ძალიან დიდი მადლობა love

  • Bellania თქვა:
    20 ნოემბერი 2012 16:42 - ID: 18,
    .

« 1 2 »
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top