;

20 November 2012      Johnny depp     17 Comments     Views 6870    
Category: Fun, Interesting

შეცდომები...ვინ დათვლის ადამიანის შეცდომებს ?.. უშეცდომო არავინაა. უბრალოდ
არსებობენ ადამიანები, რომელიბც უშვებენ შეცდომებს ,არ აპირებენ გამოსწორებას და
მეტიც სრულიად არ თვლიან თავს დამნაშავედ.


✹შეცდომები✹

რამდენნაირი შეცდომები არსებობს,ხო?რამდენიც ცხოვრებისეული სიტუაცია ექმნება ადამიანს –
იმდენნაირი შეცდომა შეიძლება დაუშვას.და რადგან ცხოვრებაში ნებისმიერი სიტუაცია პირველად
’პირველად’ გვხვდება,ამიტომ არის პოტენციურად დიდი შანსი,რომ შეცდომა მოგვივიდეს.


✹შეცდომები✹

კარგია,თუ გავაანალიზებთ,რომ ეს ქმედება შეცდომაა,ეს პირველი ნაბიჯია,მეორე კი მისი
გამოსწორებაა,ან მცდელობა მაინც,რომ დაშვებული გამოვასწოროთ.მაგრამ ხშირად უკან დროს
ვერ ვაბრუნებთ და შანსსაც ვუშვებთ ხელიდან რომ რაიმე გამოვასწოროთ,და ერთადერთი პლუსი
რჩება ის,რომ ვიძენთ გამოცდილებას,რომ თუკი მზგავს სიტუაციაში აღმოვჩნდებით–იგივე შეცდომა არ დავუშვათ!


✹შეცდომები✹

ამბობენ,რომ ჭკვიანი ადამიანი სხვის შეცდომებზე სწავლობსო,ბრიყვი კი თავის შეცდომებზეო.
რაღაც მომენტში შეიძლება ასეც იყოს,მაგრამ საერთოდ ყველა ცხოვრებისეული სიტუაცია
ერთნაირი ვერ იქნება და ვერც ადამიანის საქციელს გავთვლით წინასწარ,და არც ხშირად
ყვებიან ადამიანები თავიანთი შეცდომების შესახებ,რომ მათგან რაიმე ვისწავლოთ..

✹შეცდომები✹

ასე გამოდის,რომ ადამიანი უმეტესწილად თავისივე შეცდომებზე სწავლობს!.
.დრო გადის,და ზოგი შეცდომა უფრო სერიოზული გეჩვენება,ზოგი კი ნაკლებად მნიშვნელოვანი ხდება..
არ არსებობს დიდი და პატარა შეცდომები. არსებობს შეცდომები, რომლების გამოსწორებაც შეიძლება ან უკვე აღარ შეიძლება.
.

✹შეცდომები✹✹შეცდომები✹

ბევრჯერ გვინატრია წარსულში დაბრუნება და შეცდომების თავიდან აცილება, მაგრამ სამწუხაროდ ეს შეუძლებელია.
სამაგიეროდ რადგან ყველანაირ ცუდში არსებობს კარგის მარცვალი ამ შემთხვევაშიც არის ერთი დადებითი ნიუანს
მთავარი ერთია და სწორიც– შეცდომის გამო სინანული! თუ ნანობ ე.ი. იმსახურებ კიდეც პატიებას და უნდა აპატიო საკუთარ თავს!:


✹შეცდომები✹


Category: Fun, Interesting
Tags:

Share it
Comments



Welcome to ANGEL.GE

at our web page you can see the latest top newses about fashion world, street styles, trends, street styles, films, quotes and many other interesting things...

ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Back to Top