;
23 ნოემბერი 2012      dakota-fan     0 კომენტარი     ნანახია 1264-ჯერ    
კატეგორიაში: საინტერესოა

✷ბავშვები იწყებენ მშობლების სიყვარულს , შემდეგ ისინი მათ აკრიტიკებენ და ხანდახან პატიობენ.
childhood

✷ადამიანების უმრავლესობა არ იზრდება , მათ უბრალოდ ემატებათ ასაკი , აქვთ საკრედიტო ბარათები , ქორწინდებიან , აქვთ ფული , მანქანები და ამას ეძახიან სიმდიდრეს, აი რა არის ასაკის მომატება.
childhood

✷დიდებს აღარ ახსოვთ , როგორია როცა ხარ ბავშვი . აღარ ახსოვთ , მაგრამ ამბობენ გვახსოვსო. შენც დაგავიწყდება როცა გაიზრდები, ყველას ავიწყდება. დაგავიწყდება როგორი ძლიერი იყავი მაშინ , როდესაც მეგობრებთან თამაშისას პირველ ადგილებზე გადიოდი , დაგავიწყდება , დამიჯერე.
childhood

✷ბავშვების წიგნები დიდებმა არ უნდა წაიკითხონ. მათ ვერ დაუშლი ვერაფერს და ვერ ეტყვი , არ წაიკითხოო , მაგრამ თუ წაიკითხავენ , ვერ მიხვდებიან და ავტორს სულელად მიიჩნევენ. ბავშვების წიგნს მხოლოდ ბავშვები გაიგებენ.
childhood

✷ჩემი აზრით , როცა ცნობილი ადამიანების სურათებს ბეჭდავენ , უმჯობესია მათი ბავშვობის სურათები დაბეჭდონ. ვინმე იფიქრებს , რომ ისინი სულ ასეთი მოხუცები , ნაოჭებიანი , თეთრთმიანები და ჭკვიანები იყვნენ და ბავშვებს ეგონებათ , რომ ვერასდროს გახდებიან ისეთები.
თუ შენ შენს ბავშვობას არ დაივიწყებ და შენთან ახლოს გეყოლება , მაშინ არასდროს გაიზრდები.
childhood

✷ბავშვს შეუძლია დასვას ისეთი შეკითხვა , რომელსაც თვით ბრძენიც კი ვერ უპასუხებს.
childhood

✷ბავშვობა . იცი ეს რა დრო იყო ? როდესაც მჯეროდა , რომ ჩემს კბილს ფერია წაიღებდა და ბალიშის ქვეშ ვდებდი , როდესაც მჯეროდა , რომ სანტა საჩუქარს მომიტანდა და წერილს ვუწერდი, როდესაც მჯეროდა პიტერ პენის და კეთილი ფერიების . დრო , როდესაც მეშინოდა ბოროტი ჯადოქრების. ნელ-ნელა კი გავიზარდე და მივხვდი , რომ ყველა ეს ფერია თუ კეთIლი ამბავი ზღაპარი იყო და ამის შემდეგ საბოლოოდ დავკარგე ბავშვობა.
childhood

✷არასოდეს არაა გვიანი იმისათვის , რომ გქონდეს ბედნიერი ბავშვობა.
childhood

კატეგორია: საინტერესოა
Tags:

0


ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top