;
27 ნოემბერი 2012      Medea♥     26 კომენტარი     ნანახია 6436-ჯერ    
კატეგორიაში: საინტერესოა

უნისექსი
უნისექსი

ბოლო რამდენიმე ათეული წელია, ბევრი დიზაინერი, პარფიუმერი, რეჟისორი, ბალეტმეისტერი და ანიმატორიც კი, პირდაპირ „მოწამლულია“ უნისექსის იდეით - სტილის, რომელიც შლის ბოლო ზღვარსაც კი, რომელიც ადამიანებს ქალებად და მამაკაცებად ყოფს. უნისექსია - როცა გოგონას შეუძლია თავისი შეყვარებულის პერანგი ჩაიცვას, ბიჭს კი - გოგონას შარვალი. ისინი ერთსა და იმავე სუნამოს ხმარობენ და ერთ ქურთუკს ყიდულობენ საზიროდ. გოგოსა და ბიჭს, ერთნაირი საშუალო ან მოკლე ვარცხნილობა აქვთ და მათი ტანის წყობაც გასაოცრად ჰგავს ერთმანეთს. ზოგჯერ, ერთი შეხედვით, ძნელიც კია, გაარჩიო თუ ვინ „იმალება“ ფართხუნა შარვლისა და განიერი მაისურის, ჯინსისა და მძიმე ფეხსაცმლის მიღმა. თუმცა უნისექსი - ეს უბრალოდ მოდა არ არის, როგორც ჩანს, მთელი ფილოსოფიაა.
უნისექსი
ახალგაზრდა გოგონები ცდილობენ, ბიჭებს დაემსგავსონ, ბიჭები კი - გოგონებს. მიღებულია ერთგვარი „უსქესობა“ (უფრო სწორად, „ორსქესიანობა“) უნისექსი.
პირველი ნაბიჯი უნისექსისაკენ XX საუკუნის 60-იან წლებში გადაიდგა, როცა მოდის სამყაროში, სექსუალური რევოლუციისა და ჰიპური მოძრაობის ზეგავლენით, ახალი მიმდინარეობა გაჩნდა. დიზაინერებს უნისექსის გამოგონება არ დასჭირვებით, უბრალოდ მათ „ქუჩის მოდის“ ძირითადი ტენდენციის „დაჭერა“ მოახერხეს. მშვენიერმა სქესმა შარვლის ტარების უფლება მოიპოვა. უნისექსის აყვავების ხანა გასული საუკუნის 90-იან წლებში დაიწყო. ამ სფეროში პიონერი კელვინ კლაინი აღმოჩნდა, რომელმაც ორივე სქესის მოხდენილი თინეიჯერებისთვის ახალი კოლექცია შექმნა. მისმა იდეამ გამოხატულება პარფიუმერიაშიც ჰპოვა- გრილმა უნისექს-არომატებმა შეავიწროვა მკვეთრი „მამაკაცური“ და ტკბილი „ქალური“ სურნელი. ახალგაზრდობამ სიამოვნებით აიტაცა ახალი სტილი და უნისექსმა მთელს მსოფლიოში მოიკიდა ფეხი.
უნისექსი
ადამიანი, რომელიც უპირაესობას უნისექსს ანიჭებს, შეგნებულად ცდილობს დაფაროს გარეგნობის ის ნიშნები, რაც მას სქესობრივ კუთვნილებაზე მიუთითებს. ის „გაერთიანებული სქესის“ რიგებში ეწერება. აღსანიშნავია, რომ უნისექსის სტილს არანაირი კავშირი არ აქვს ტრანსექსუალებთან და ტრანსვესტიტებთან.
მაშ ასე, უნისექსს ღრმა ფილოსოფიური ახსნა მოეძებნება. თუმცა ამის შესახებ ბევრი არაფერი იციან ამ მიმართულების მომხრეებმა ან მოწინააღმდეგეებმა. უნისექსის თაყვანისმცემლებს ხშირად ჯარისკაცებს, ან პატიმრებს ადარებენ, რომლებსაც ერთი შაბლონის მიხედვით აცვიათ. მათ ბრალს დებენ უსახურობაში, უსქესობასა და ინდივიდუალურობის დაკარგვაში. მაგრამ გარეგნობა ხშირად მაცდურია: „მაჩოს“ ნიღბის ქვეშ შეიძლება, უბადრუკი მხდალი იმალებოდეს, თავბრუდამხვევი სილამაზე კი ავსულს ფარავდეს. ასე რომ, უნდა ვაღიაროთ: პიროვნების განუმეორებლობა ნამდვილად არ შემოიფარგლება მხოლოდ მისი გარეგნული სახით.
უნისექსი

კატეგორია: საინტერესოა
Tags:

26


  • KoGHo თქვა:
    16 იანვარი 2013 22:34 - ID: 26,
    დავუკვირდეთ და ჩავუღრმავდეთ თვითონ თემას.
    განა უფალმა იმისთვის შეგვქმნა, ცალკე კაცი და ცალკე ქალი რომ შემდეგ ვიღაცას ან ვიღაცეებს მთლიანად გადაეტრიალებინა შემოქმედის ნება/სურვილი?
    ეს რა არის?
    უბრალოდ ამაზრზენია ამის ყურება და მეტი არაფერი..))
    თუ ხარ ქალი, ჩაიცვი ისე, როგორც ქალს შეეფერება. რა თქმა უნდა, არ ვარ წინააღმდეგი იმისა, რომ ქალს ეცვას სპორტულად, ან ეცვას შარვალი, მაგრამ ეს უკვე მეტისმეტია.
    ანდა, მამაკაცი იმიტომაა მამაკაცი და არა ქალი, რომ იყოს უფრო მკაცრი შესახედაობის და არა "პედიკი" სრრული ამ სიტყვის მნიშვნელობით,.

    სექსუალური გადატრიალება. ))
    ეს მეორე მსოფლიო ომზე უარესია, ჩემი აზრით.

    ბოლოს და ბოლოს, ამაზრზენია ეს ყველაფერი.,,,))))

  • aNuTs თქვა:
    30 ნოემბერი 2012 21:24 - ID: 25,
    ჩემი ძმის მაისურებს მშვენივრად ვიცმევ :)

  • MaaRiiaaMii )) თქვა:
    29 ნოემბერი 2012 16:57 - ID: 24,
    bubunia:),
    გეთანხმებიი

  • Medea♥ თქვა:
    29 ნოემბერი 2012 16:48 - ID: 23,
    ყველაას ძალიაან დიდი მადლობა love

  • Ana smiley თქვა:
    29 ნოემბერი 2012 15:18 - ID: 22,
    ძაან შინაარსიანი ნიუსი love იყო მომეწონაა wink

  • lalaa თქვა:
    28 ნოემბერი 2012 23:39 - ID: 21,
    ძაალიან კარგი ნიუსია მედეა love ვგიჟდები ბიჭის ტანსაცმელებზე ძალიან ხშირად ჩემთვის სასურველ ნივთებს მამაკაცების განყოფილებაში ვნახულობ და ვყიდულობ.

  • ani:) თქვა:
    28 ნოემბერი 2012 21:14 - ID: 20,
    ძალიან საინტერესო იყო ბრავო! winked ვერ ვიტან ბიჭს რო აცვია "მწვანე" შარვალი და რა ვქნა feel

  • Mari Glonti თქვა:
    28 ნოემბერი 2012 19:42 - ID: 19,
    ზალიან კარგი ნიუსია ყოღარ მედეა რომეს აქტუალური თემა გახსენი
    მე მაგალითად სამხედრო სტილის ჯარისკაცულ ბათინკებს ვანიჭებ უპირატესობას და ხშირად მაცვია და ზოგჯერ ვგრძნობ ხოლლმე ჩემში გაერთიანებას ჩემი სტილიდან გამომდინარე და ვცდილობ დავფარო რარაცეები ეს ალბათ ისევ საზოგადოების ბრალია მითუმეტეს საქარტველოში ყყოველვის გაკვირდებიან რა გაცვია და რას ატარებ და სრულიდან უცხო ადამიანებმა კრიტიკა იციან ან რომც არ ტქვან უკვე თავიანთი თვალები მეტყველებენ
    ზოგადად კი ქალური სტილი მამკაცზე არ მომწონს ხოლო ქალს კი უხდება ცოტა ვაჟკააცური სტილი უფრო სექსუალურს ხდის

  • ★ Anastasia ★ თქვა:
    28 ნოემბერი 2012 19:26 - ID: 18,
    მე ხშრირად ბიჭის ტანსაცმელი მაცვია და ვიხდენ, გოგოს ტანსაცმელს ვერ ვგუობ უბრალოდ, თუმცა ბიჭზე ვერვიტან გოგოს ტანსაცმელს

  • Taamoo თქვა:
    28 ნოემბერი 2012 18:57 - ID: 17,
    მე მიყვარს განიერი მაისურები და საროჩკები love

  • marika0704 თქვა:
    28 ნოემბერი 2012 17:33 - ID: 16,
    მომეწონა სიახლე ძალიან smile დიდი მადლოობა ავტორს love

  • usu თქვა:
    28 ნოემბერი 2012 17:19 - ID: 15,
    მე მომწონს ჩემი შეყვარებულის მაისურები და ნელ-ნელა შევაპარებ რო მათხოვოს :D
    ისე რო დავფიქრდეთ ოლ სთარsი და ვანსი დიდი ხანია ამ ხაზზე არიან ))

  • Kristen თქვა:
    28 ნოემბერი 2012 17:04 - ID: 14,
    რაღაცნაიირრიიაა რააა ) ნიუსი კაიი იყო მარა ქალის და კაცის ერთ სტილში ჩაცმა ცოტა არ იყყოოსს ტეეხაავს ჩემთვის თუმცა მშვენიერი იდეაა

  • QiQiTo:):) თქვა:
    28 ნოემბერი 2012 16:46 - ID: 13,
    კარგი იყო ნიუსი!

  • Chuck Bass თქვა:
    28 ნოემბერი 2012 16:00 - ID: 12,
    რაკაისიაახლეა)))

  • anabana თქვა:
    28 ნოემბერი 2012 14:33 - ID: 11,
    hooker,
    რატო სხვებიც კარგია winked
    ძალიან მაგარი ნიუსია love
    მე სულ ასე ვიცვამ love

  • bubunia:) თქვა:
    28 ნოემბერი 2012 13:37 - ID: 10,
    გოგოს უხდება მასეთი რაღაცეები და აი ბიჭს მოტკეცილი შარვალი და საერთოდ ქალური სტილი სასტიკად არ უხდებაა...კაცი კაცურად უნდა გამოიყურებოდეს და არა ქალაჩუნასავით...აი ქალს დიდი ზომის პერანგი რო ეცვას უხდება კიდეც.... ნიუსი კარგია ავტორო მომწონს :)) +5

  • kikimaari თქვა:
    28 ნოემბერი 2012 12:23 - ID: 9,
    ნიუსი love love

  • hooker თქვა:
    28 ნოემბერი 2012 10:57 - ID: 8,
    ოჰოო ძლივს ნორმალური და საინტერესო პოსტი არ დაიდო? :) კარგია

  • mary...p თქვა:
    28 ნოემბერი 2012 09:51 - ID: 7,
    ვგიჟდები ჩემი ძმის ტანსაცმელზე... :)

« 1 2 »
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top