;
28 ნოემბერი 2012      Hermione...♥     42 კომენტარი     ნანახია 6353-ჯერ    
კატეგორიაში: საინტერესოა, დიეტა/რჩევები


Powered by mp3skull.com

ალბათ არ არსებობს ადამიანი, რომელსაც ცხოვრებაში რაიმე მიზანი არ ამოძრავებს. ჩვილი ბავშვებიც კი ილტვიან გემრიელად დანაყრების, ლამაზი სიზმრების ნახვისა და მშობლის მკლავებში ნებივრობისაკენ. რაც დრო გადის, ჩვენ ჩვენივე მოთხოვნილებათა სპექტრთან ერთად ვიზრდებით, დასახული მიზნის მისაღწევად ტირილი კი სულ უფრო იშვიათად ამართლებს. ვაცნობიერებთ რა ამ ყველაფერს, ჩვენ გვეძლევა არჩევანის თავისუფლება. თქვენივე გადასაწყვეტია სიმამაცის გამოჩენა, შიშების დათრგუნვა და სასურველი მიზნის მისაღწევად ეკალ-ბარდიანი გზის გავლა გირჩევნიათ, თუ უმოქმედობა და ოცნებების აუხდენლად დატოვება. საუბედუროდ, ადამიანთა ნაწილი უმოქმედობას არჩევს. რატომ? იმიტომ, რომ მათ მოქმედების ეშინიათ, რადგან საკუთარ თავს არ ენდობიან და თავიანთ შესაძლებლობებს ბოლომდე არ იცნობენ. როგორ უნდა მოიპოვო საკუთარი თავის რწმენა? ნდობა ნაცნობობით მოდის, შენ კი პირველ რიგში, საკუთარი თავი კარგად უნდა გაიცნო.

გთავაზობთ რჩევებს იმისთვის, რომ უკეთ გაიცნოთ საკუთარი თავი და თქვენივე მიზნებისაკენ მიმავალ გზას დაადგეთ.

1. შეეცადეთ, რომ საკუთარ თავს უცხო თვალით შეხედოთ
გაიხსენეთ თქვენი ცხოვრების რომელიმე, თუნდაც ყველაზე ბანალური ეპიზოდი და უცხო თვალით შეხედეთ მას. ყველაფერი მოგეწონათ თქვენს ქცევებში? შეფასებისას ობიექტური იყავით და რაც არ მოგეწონებათ, მომავალში გაითვალისწინეთ.

2. გააკეთეთ ფსიქოლოგიური ტესტები
ეს საკმაოდ სახალისო და საინტერესოა. გაითვალისწინეთ, რომ ტესტების დიდი ნაწილი სიმართლეს არ შეესაბამება, ამიტომაც მათ სერიოზულად არ უნდა შეხედოთ. თუმცა, მათი დახმარებით საკუთარ თავზეც გაიგებთ რაიმე ახალს.

3. იყავით თვითკრიტიკულნი
უცნაურია, მაგრამ ფაქტია, რომ ყოველთვის შესაძლებელია რთული ვითარების თქვენსავე სასარგებლოდ გამოყენება. მშვიდათ მოისმინეთ, თუ რას ამბობენ თქვენზე. თუ თქვენს მიმართ მომართული კრიტიკა საფუძვლიანია, ნაკლოვანებათა გამოსასწორებლად დაიწყეთ ზრუნვა; თუ კრიტიკა უსაფუძვლოა, მას სერიოზულად ნუ შეხედავთ; ხოლო თუ იმის გამო გაქილიკებენ, რისი შეცვლის ძალაც არ შეგწევთ, ცვირს ნუ ჩამოუშვებთ-ამან უნდა წაგაქეზოთ, რომ ცხოვრებაში რაიმეს მიაღწიოთ. გახსოვდეთ, თქვენზე უკეთ ვერავინ შეგიფასებთ შესაძლობლობებს. ასე რომ, იყავით თვითკრიტიკულნი!

4. იცოდეთ საკუთარი თავის ფასი
მოზარდების ნაწილი იმდენად თვითკრიტიკულია, რომ საკუთარი თავის ფასიც კი ავიწყდებათ. ამის თავიდან ასაცილებლად ისღა დაგრჩენიათ, რომ ოქროს შუალედი დაიცვათ. ეს არც ისეთი რთულია, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. მართალია, თქვენ უნდა ებრძოლოთ თქვენს უარყოფით მხარეებს, მაგრამ ნურც საკუთარ ღირსებებს დაივიწყებთ. იამაყეთ იმითი, ვინც ხართ-თქვენნაირი მეორე არ არსებობს!!!

5. რეალისტურად განსაზღვრეთ საკუთარი შესაძლებლობები
აიღეთ სუფთა ფურცელი და ორად გაყავით. ერთ მხარეს პუნქტებად ჩამოწერეთ, თუ რისი კეთება გინდათ/გიყვართ, ხოლო მეორე მხარეს ჩამოწერეთ, თუ რისი ნიჭი გაქვთ/რა გამოგდით კარგად. ის პუნქტები, რომლებიც ორივე სიაში მოხვდება, თქვენი მომავალი კარიერის/მიზნის შეცნობაში დაგეხმარებათ.

6. დაძლიეთ სიზარმაცე!
გახსოვდეთ, რომ სიზარმაცე თქვენი მთავარი მტერია. ის აბეზარ ნაცნობს ჰგავს, რომელიც გაფერხებთ, როდესაც სადმე (თქვენი მიზნებისაკენ მიმავალ გზაზე) გეჩქარებათ. როდესაც მასთან ურთიერთობით დაიღლებით, მიხვდებით, რომ ძალიან დაიგვიანეთ, მთელი ცხოვრება თვალის დახამხამებაში გასულა, ოცნებები კი ოცნებებადვე დარჩა.

7. ნუ შეგაშინებთ დაბრკოლებები!!!
ცხოვრება სირთულეების გარეშე არა მხოლოდ რთული წარმოსადგენი, არამედ მოსაწყენიც კი იქნებოდა. თუ თქვენ ამქვეყნად რაიმე მიზანი გამოძრავებთ, დაბრკოლებებსაც უნდა ელოდოთ. ღირსეულად შეხვდით მათ და ბოლომდე იბრძოლეთ მათ გადასალახად. საქმის ენთუზიაზმით დაწყება ადვილია, მაგრამ მისი მსვლელობისას ენთუზიაზმის შენარჩუნება დიდ სირთულეს წარმოადგენს. ირწმუნეთ საკუთარი თავის, ფოკუსირება მოახდინეთ დასახულ მიზანზე და არასოდეს დანებდეთ! ეს ძალიან რთულია, მაგრამ შესაძლებელია და სირთულეთა დაძლევის შემდეგ მიხვდებით, რომ ძალისხმევა ტყუილად არ დაგიკარგავთ.




კატეგორია: საინტერესოა, დიეტა/რჩევები
Tags:

42


  • anniuki თქვა:
    18 თებერვალი 2013 14:34 - ID: 42,
    მუსიკას რა ჰქვია შეგიძლიათ დაწეროოოთ?? winked

  • ale თქვა:
    29 იანვარი 2013 16:19 - ID: 41,
    მთავარია მიზანი დაისახო და უნდა ირწმუნო რომ ყველაფერი გამოგივა მთავარი მოტივაციაა

  • SaLiSa თქვა:
    6 დეკემბერი 2012 14:38 - ID: 40,
    აი ზუსტად!

  • mari(piska) თქვა:
    2 დეკემბერი 2012 15:13 - ID: 39,
    love

  • CutiePie თქვა:
    2 დეკემბერი 2012 14:03 - ID: 38,
    მას სხვა უყვარს =| აღარ შემიძლია უკვე.

  • tamo თქვა:
    1 დეკემბერი 2012 16:12 - ID: 37,
    ისე შიშის და მასთან თანხლებიი ფაქტების დათრგუნვა და ხაზის გადასმა ძნელია,რადგან ზოგჯერ გენეტიკასთანნ გვაქვს საქმე და შეიძლება ეს სწორედ გენეტიკიდან მომდინარეობდეს..
    ძალიან ძნელია ერთ დღეშიი შეასრულო ყოველივეე,თუ მასს მონდომეებააა და ნებისყოფა არ ახლავს თან და იმის რწმენა რომ შენ შეძლებ ყოველივე ამას :)))

    ოოო სიზარმაცეევვ მეზიზღეებიიი :((

  • Countess A. თქვა:
    30 ნოემბერი 2012 18:48 - ID: 36,
    Hermione...♥,
    smile

  • Hermione...♥ თქვა:
    30 ნოემბერი 2012 14:12 - ID: 35,
    Johnny depp,
    დიდი მადლობა თაკო winked შენ კი არა მხოლოდ ძალიან ნიჭიერი, არამედ უსაყვარლესი ადამიანიც ხარ! love

  • Johnny depp თქვა:
    30 ნოემბერი 2012 13:59 - ID: 34,
    თიკუნ შექების მეტი გზა არ დამრჩენია ...
    უბრალოდ უნიჭიერესი გოგო ხარ ! love

  • Hermione...♥ თქვა:
    29 ნოემბერი 2012 22:52 - ID: 33,
    Countess A.,
    აჰა... ადამიანის ბუნების ზოგადი მიმოხილვა ძალიან რთული და ვრცელი თემაა, მაგრამ სამომავლოდ კარგი იდეა მომაწოდე smile
    tatuu:),
    ვაიმე, რა საყვარელი ხარ winked დიდი მადლობა!!! love

  • tatuu:) თქვა:
    29 ნოემბერი 2012 22:39 - ID: 32,
    ვგიჟდები შენს სიახლეებზე. love

  • Countess A. თქვა:
    29 ნოემბერი 2012 22:12 - ID: 31,
    Hermione...♥,
    მე არ მოველოდი რჩევებს იმის შესახებ თუ როგორ მიაღწიოს ადამიანმა დასახულ მიზანს, როგორ აქციოს ოცნება რეალობად და სხვ. მე ამ ნიუსზე როცა შემოვდიოდი მეგონა რომ თვითონ ადამიანის ბუნება იქნებოდა განხილული, მისი ფენომენი სხვა და სხვა... მოკლედ მეგონა რომ ეს ნიუსი იქნებოდა მთლიანად ადამიანზე, მაგრამ იმედები მაინც არ გამცრუებია...:)))

  • Hermione...♥ თქვა:
    29 ნოემბერი 2012 21:30 - ID: 30,
    Countess A.,
    მადლობა feel love სხვას რას მოელოდი? მართლა ძალიან მაინტერესებს winked
    ellen potter...♥ϟ,
    MARAUDER,
    Ms.Casillas,
    დიდი მადლობა ჩემო კარგებო love love love

  • Ms.Casillas თქვა:
    29 ნოემბერი 2012 21:10 - ID: 29,
    აბა რა
    მე ჩემს მიზანს მივაღწევ !!
    ნიუსი
    love

  • MARAUDER თქვა:
    29 ნოემბერი 2012 21:03 - ID: 28,
    love ჩემთვის ერთერთი ყველაზე დასამახსოვრებელი სტატია იყო იმათ შორის რაც ამ საიტზე დადებულა
    ყოჩაღ ავტორ love

  • ellen potter...♥ϟ თქვა:
    29 ნოემბერი 2012 19:23 - ID: 27,
    Hermione...♥,
    ძაან კარგი იყოო როგორც ყოველთვის love

  • Countess A. თქვა:
    29 ნოემბერი 2012 18:56 - ID: 26,
    ძალიან კარგი ნიუსია..მაგრამ მე უფრო სხვას მოველოდი... ბრწყინვალეა...

  • Hermione...♥ თქვა:
    29 ნოემბერი 2012 18:21 - ID: 25,
    amanda,
    Lucy,
    AshleyMGreene,
    mmmm,
    keti55,
    lalaa,
    D-),
    TiKKaa RonaLDoo,
    nata1990,
    Mari Glonti,
    ek-u,
    Mariaaam,
    Ana smiley,
    ketuusi,
    Medea♥,
    MissDevonne,
    elga,
    ყველას ძალიან დიდი მადლობა love მოხარული ვარ, თუ ეს სტატია თქვენთვის სასარგებლო და დამაფიქრებელი აღმოჩნდა winked სიმღერა არის Bittersweet Symphony The Verve-ის შესრულებით.

  • Nanuukaa თქვა:
    29 ნოემბერი 2012 18:07 - ID: 24,
    . დაძლიეთ სიზარმაცე!
    გახსოვდეთ, რომ სიზარმაცე თქვენი მთავარი მტერია. ის აბეზარ ნაცნობს ჰგავს, რომელიც გაფერხებთ, როდესაც სადმე (თქვენი მიზნებისაკენ მიმავალ გზაზე) გეჩქარებათ. როდესაც მასთან ურთიერთობით დაიღლებით, მიხვდებით, რომ ძალიან დაიგვიანეთ, მთელი ცხოვრება თვალის დახამხამებაში გასულა, ოცნებები კი ოცნებებადვე დარჩა.
    ძალიან დამაფიქრა ამ სიტყვებმაა, ჩემთვის არის, მაგარი ზარმაციი ვარ ხოლმე )) თავს ძალას ვერ ვატან რომ მიზანს მივაღწიო :(

  • elga თქვა:
    29 ნოემბერი 2012 18:05 - ID: 23,
    კარგი იყო love

« 1 2 3 »
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top