;
5 დეკემბერი 2012      TT.West ♥     13 კომენტარი     ნანახია 13175-ჯერ    
კატეგორიაში: საინტერესოა, ხელნაკეთი ნივთები

1. საახალწლო წინდა.
პირველ რიგში აიღეთ თეთრი ნაჭერი, რომელიც ზუსტად სასურველი წინდის ფორმაზე იქნება ამოჭრილი, შემდეგ აიღეთ ნებისმიერი ფერის (მაინც სასურველია წითელი. თუ გაქვთ მხიარული ნახატებიანი, ფიფქებიანი, ირმებიანი ნაჭერი შეგიძლიათ ეს გამოიყენოთ) ნაჭერი, ოთხკუთხა ფორმის, შემდეგ დაადეთ ზემოდან თეთრი ნაჭერი, შემოხაზეთ და ამ დიდი ნაჭრისგან გამოჭერით წინდის ორი ფორმა. შემდეგ ეს გამოჭრილი ნაჭრები დაადეთ ერთმანეთს, გაკერეთ და გადმოატრიალეთ სწორ მხარეს. შემდეგ აიღეთ ნებისმიერი თეთრი ნაჭერი და დააკერეთ ის ზედა ნაწილზე, როგორც ფოტოზეა მოცემული.

საახალწლო დეკორაციები

საახალწლო დეკორაციები

საახალწლო დეკორაციები

2. პატარა ნაძვის ხე.
პირველ რიგში აიღეთ 5 ღია მწვანე ფერის, მრგვალი ფორმის ფურცელი. დაიწყეთ ყველაზე დიდით და დაასრულეთ ყველზე პატარა ზომის ფურცლით. პირველი მრგვალის რადიუსი 16 სმ, მეორესი - 13 სმ, მესამესი - 10 სმ, მეოთხესი - 7 სმ, ხოლო მეხუთესი კი - 4 სმ. აიღეთ ყველაზე დიდი, 16 სმ-იანი ფურცელი, გადაკეცეთ ის 4-ჯერ და მოაჭერით წინა, წვეტიანი ადგილი, შემდეგ გაშალეთ ფურცელი, შემდეგ გადაკეცილ ადგილებში ხელი მაგრად გადაუსვით, რომ შეინარჩუნოს ფორმა. ასე გააკეთეთ სხვა ფურცლებზეც, შემდეგ აიღეთ რამეზე დამაგრებული ფანქარი, და ჩამოაცვით ზომების მიხედვით. ესეც თქვენი პატარა და ლამაზი ნაძვის ხე.

საახალწლო დეკორაციები

საახალწლო დეკორაციები

საახალწლო დეკორაციები

3. დეკორაციული ნამცხვრები.
აიღეთ უბრალო ფურცელი, თუმცა უმჯობესია იყოს თხელი, და არა თეთრი ფერის, დაადეთ შუაში რაიმე მრგვალი ფორმის საგანი, თუნდაც ჭიქა, გვერდით მორჩენილი ადგილები კი რაც შეიძლება ახლოს მიწიეთ და შეკეცეთ, თუმცა ასეთი ფორმების შეძენაც შეგიძლიათ.

საახალწლო დეკორაციები

შემდეგ დაგჭირდებათ უბრალო, ცოტა თხელი ფაქტურის ნაძვის ხის სათამაშო.
საახალწლო დეკორაციები

შემდეგ კი აიღეთ ბისერები, რაც შეიძლება დიდი გასაყრელით. აიღეთ ქინძისთავი, გაუყარეთ ბისერს და გაუკეთეთ სათამაშოს, ეცადეთ% ასე გაავსოთ მთლიანად სათამაშო, ჩაამაგრეთ წებოთი სათამაშო ბურთი ფურცელზე. ახლა კი ცგავაკეთოთ მსგავსი რამ, ოღონდ პატარა სატამაშოზე, დავამაგროთ წითელი 'ფარფლები' ბისერების მაგივრად, იგივე მოქმედებით. ხოლო შემდეგ ეს პატარა ბურთი მივუმაგროთ დიდს.


4. ხის თოვლის ბაბუა.
პირველ რიგში უნდა დავჭრათ მუყაო, რამოდნეიმე წვრილ და გრძელ ნაჭრებად, ავიღოთ ეს ნაჭრები და ერთმანეთს ცხელი წებოთი მივაწებოთ, ასე უკეთესია, რადგან უფრო აძლევს ხის ეფექტს, შემდეგ უნდა აიღოთ საღებავები და მუყაო მთლიანად უნდა შეღებოთ თეთრად. ამის შემდეგ ფუნჯის უკანა მხარე უნდა ამოავლოთ შავ საღებავში და ამით დახატოთ თვალები, შემდეგ კი პატარა წერტილებისგან გავაკეთოთ პირი. გავრეცხოთ ფუნჯი და ცხვირი სტაფილოსფერ ფერში გავუკეთოთ. ძალიან სასაცილო და მხიარული იქნება თუ მას თავზე გავუკეთებთ (დასაკიდებლად) ტელეფონის დახვეულ 'შნურს' გავუკეთებთ. ესეც ასე, მზადაა ჩვენი მხიარული ხის, თოვლის ბაბუა, რომელიც შეგვიძლია, კედელზე, ნაძვის ხეზე და კარზეც კი , ჩამოვკიდოთ.

საახალწლო დეკორაციები

კატეგორია: საინტერესოა, ხელნაკეთი ნივთები
Tags:

13


  • Mari Glonti თქვა:
    24 დეკემბერი 2012 23:17 - ID: 13,
    love

  • mikuss თქვა:
    6 დეკემბერი 2012 22:39 - ID: 12,
    კარგი ნიუსია ძალიან მაგრამ სად მაქ ამის კეთების თავი wink

  • Ana smiley თქვა:
    6 დეკემბერი 2012 16:47 - ID: 11,
    ვაიმე რა კარგია love

  • TT.West ♥ თქვა:
    6 დეკემბერი 2012 15:16 - ID: 10,
    ძალიან დიდი მადლობა ბავშვებო love love

  • me თქვა:
    6 დეკემბერი 2012 11:31 - ID: 9,
    love

  • TiKKaa RonaLDoo თქვა:
    5 დეკემბერი 2012 21:24 - ID: 8,
    ვაიიმმე როდის მოვა ახალი წელიიიი love მაგარი ნიუსიაა love დროზეე მოვიდეს რაა დროზეე ახალი წელლიიი !!! love wink

  • lalaa თქვა:
    5 დეკემბერი 2012 17:45 - ID: 7,
    თათუუუშკა უმაგრესი გოგო ხარ love ვგიჟდბიიიი ისე მინდა ახალი წელი

  • nata1990 თქვა:
    5 დეკემბერი 2012 16:27 - ID: 6,
    რა კაი ნიუსიააააა კაკრას აი ესეთები აქაა snow, new year love

  • ellen potter...♥ϟ თქვა:
    5 დეკემბერი 2012 15:44 - ID: 5,
    აუუ როგორ მომეწონაა :DD კარგი ნიუსია

    ფავორიტებში love

  • Bao თქვა:
    5 დეკემბერი 2012 15:37 - ID: 4,
    სურათები მომეწონა request

  • barsutka))) თქვა:
    5 დეკემბერი 2012 15:20 - ID: 3,
    ყველა მაქ love

  • anabana თქვა:
    5 დეკემბერი 2012 14:05 - ID: 2,
    ნორმ winked

  • niniiiiiii თქვა:
    5 დეკემბერი 2012 12:50 - ID: 1,
    ესეთ რაღაცეებს ბავშვობაში ვაკეთებდი ხოლმე smile

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top