;
29 ნოემბერი 2012      Hermione...♥     28 კომენტარი     ნანახია 3530-ჯერ    
კატეგორიაში: საინტერესოა


სამმა მწერალმა დამ-შარლოტამ, ემილიმ და ენმა თავიანთი ბავშვობა მე-19 საუკუნის ინგლისში, იორკშირის ერთ-ერთ პატარა სოფელში გაატარეს. გოგონებს დედა ადრე გარდაეცვალათ, მამამ კი ისინი თავიანთ ძმასთან, ბრენველთან ერთად გასაზრდელად პასტორის სახლში მიაბარა. ბავშვებმა იქ გამოავლინეს თავიანთი შემოქმედებითი ნიჭი. მიუხედავად მძიმე ცხოვრებისა, გოგონები იმედს არ კარგავდნენ და თხზულებების წერით საზრდოობდნენ. გავიდა წლები და მათ დიდი წვლილი შეიტანეს არა მხოლოდ ინგლისური, არამედ მსოფლიო ლიტერატურის განვითარებაშიც. დები ბრონტეების შედევრები დღემდე არ კარგავს პოპულარობას; შარლოტას "ჯეინ ეარი", ემილის "ქარიშხლიანი უღელტეხილები" და ენის "აგნეს გრეი" კი არც ერთ მკითხველს არ ტოვებს გულგრილად.

შარლოტა... ემილი... ენი...

შარლოტა ბრონტე 1816 წელს დაიბადა ჰეივორტში. პასტორის სახლში გატარებულმა ბავშვობამ ერთგვარი დაღი დაასვა მის ცხოვრებას. იქ გატარებულ წლებში გამოცდილი სისასტიკე მან "ჯეინ ეარში" აღწერა ლოუვუდის სკოლის სახით. შარლოტა ცოტა ხნით გუვერნანტადაც მუშაობდა, მაგრამ ამ სამუშაოზე იგი თავს უბედურად გრძნობდა და მალევე დაანება თავი. მას ემილისთან ერთად სკოლის გახსნის სურვილიც ჰქონდა, მაგრამ განათლების მიღების მსურველი ვერ იპოვა.

რიგი წარუმატებლობების შემდეგ, მას გაუმართლა და გამომცემლობა "ჯეინ ეარის" დასაბეჭდად დაითანხმა. 1847 წელს ქიურერ ბელის ფსევდონიმით გამოქვეყნებულმა ნაწარმოებმა უმალ ჰპოვა აღიარება, მაგრამ იმ დროისათვის არატრადიციული მორალის გამო, მას ბევრი მოწინააღმდეგეც გამოუჩნდა. როგორც მწერალი, შარლოტა ბრონტე თავის მასწავლებლად ინგლისური რეალიზმისა და კრიტიკული მწერლობის ფუძემდებელს, უილიამ თეკერეის მიიჩნევდა. ეს არა მარტო "ჯეინ ეარში", არამედ შარლოტას ყველა ნაწარმოებში აისახება.

"ჯეინ ეარის" ხელნაწერი


ემილი ბრონტე 1818 წელს დაიბადა. თავისი დების მსგავსად, ისიც შემოქმედი სულის პატრონი გახლდათ. ემილის პირველი სიყვარული 14 წლის ასაკში ეწვია. სწორედ ამ გარემოებამ ითამაშა ერთგვარი "ბიძგის" როლი იმისთვის, რათა მას "ქარიშხლიანი უღელტეხილები" დაეწერა. პატარა, შეყვარებული გოგონა ალბათ ვერც კი წარმოიდგენდა, რომ მისი შექმნილი ნაწარმოები კლასიკური ლიტერატურის უკვდავ შედევრად იქცეოდა.

ენ ბრონტე დედმამიშვილებიდან ყველაზე უმცროსი გახლდათ. იგი 1820 წელს დაიბადა. ენი თხზულებებზე მეტად, თავისი ლექსებითაა ცნობილი, მაგრამ მის რომანს, "აგნეს გრეის", მსოფლიო ლიტერატურის შედევრების გვერდით ღირსეული ადგილი უჭირავს.

1848 წელს ემილი გარდაიცვალა, მომდევნო წელს კი ენი. შარლოტამ მძიმედ გადაიტანა ოჯახის წევრების სიკვდილი. 1854 წელს იგი არტურ ნიკოლსზე დაქორწინდა. სიყვარულმა სევდა შედარებით გაუქარწყლა, მაგრამ ორსულობამ ძალიან დაასუსტა იგი. შარლოტა ბრონტე 39 წლის ასაკში გარდაიცვალა ისე, რომ დედობით გამოწვეული სიხარულიც კი ვერ გამოსცადა.

მართალია, დები ბრონტეები დიდი ხნის წინ დაიღუპნენ, მაგრამ მათ უკვდავი შედევრები უანდერძეს მსოფლიო ლიტერატურას.

კატეგორია: საინტერესოა
Tags:

28


  • Laughing Out Loud თქვა:
    9 დეკემბერი 2012 14:30 - ID: 28,
    'ქარიშხლიან უღელტეხილზე'
    ვგიჯდებიიიი love love

  • FuNnYbUnNy თქვა:
    3 დეკემბერი 2012 19:22 - ID: 27,
    ჯეინ ეარზე მეკეტებააა

  • tamo თქვა:
    2 დეკემბერი 2012 21:25 - ID: 26,
    Hermione...♥,
    თავიდან ნამდვილად არ არისს,თუმცა ბოლოსკენ უკვეე ძგაიწელაა და ვფიქროდბი არ უნდა ჩაერთოოთქოო თუმცა მე ვინ ვარ :))

  • Hermione...♥ თქვა:
    2 დეკემბერი 2012 18:55 - ID: 25,
    tamo,
    დიდი მადლობა love feel ასეა თუ ისე, ძველი ინგლისური ნაწარმოებებიდან "ჯეინ ეარი" ყველაზე ნაკლებადაა გაწელილი. დღესდღეობით რაც ზედმეტად გვეჩვენება, იმდროინდელი ლიტერატურის განუყოფელი ნაწილი იყო. მაგალითად, "სიამაყე და ცრურწმენაში" დაახლოებით 30 გვერდი მხოლოდ იმის აღწერაა, თუ რა განცდებით კითხულობდა ელიზაბეტ ბენეტი დარსის წერილს... "დევიდ კოპერფილდზე" კი აღარაფერს ვიტყვი.
    ellen potter...♥ϟ,
    ძალიან დიდი მადლობა ელე winked love

  • ellen potter...♥ϟ თქვა:
    1 დეკემბერი 2012 17:14 - ID: 24,
    ჯეინ ეარი ყველაზე ძაან მიყვარს ე წიგნიი love ნიუსი კარგია

  • tamo თქვა:
    1 დეკემბერი 2012 15:54 - ID: 23,
    ჯეინ იერში იმდენად არის ღრმად გადმოცემული ყოველივეე სიკეთე, სიყვარულიი,თუნდაც გაჭირვება ისე კარგად აქვს აღწერილი,რომ სულმოუთქმელად ვკითხულობდი,მართალია იყო ცოტა ზედმეტი ადგილებიც ქონდა ჩართული მაგრამ მაინცც კარგი და სასიამოვნო წასაკითხი იყო

    კარგი სიახლეაა laughing

  • Hermione...♥ თქვა:
    30 ნოემბერი 2012 18:54 - ID: 22,
    world-smile,
    beonce,
    Nina√,
    MARAUDER,
    ani:),
    ყველას ძალიან დიდი მადლობა smile love

  • ani:) თქვა:
    30 ნოემბერი 2012 16:57 - ID: 21,
    ძალიან საინტერესო იყო :) !!

  • MARAUDER თქვა:
    30 ნოემბერი 2012 16:02 - ID: 20,
    ავტორო ძალიან გამახარე ამ ნიუსით love დიდი მადლობა love
    სამივე ძალიან მიყვარს love

  • Nina√ თქვა:
    30 ნოემბერი 2012 14:50 - ID: 19,
    ჯეინ ეარიი უძლიერესია love
    კარგი ნიუსია

  • beonce თქვა:
    30 ნოემბერი 2012 14:22 - ID: 18,
    ,,ჯეინ ეარი,, მართლაც,რომ შესანიშნავი ნაწარმოებია love ნიუსი მომეწონა

  • world-smile თქვა:
    30 ნოემბერი 2012 14:19 - ID: 17,
    ძალიან მაგარი ნიუსია love love

  • anabana თქვა:
    30 ნოემბერი 2012 13:49 - ID: 16,
    ვგიჟდები ამ დების შემოქმედებაზე love

  • Hermione...♥ თქვა:
    30 ნოემბერი 2012 13:02 - ID: 15,
    evergreen_angel,
    ეგრე იმდენი ლეგენდა არსებობს გასული საუკუნის ინგლისელ მწერლებზე... მაგალითად, შექსპირზე ამბობენ, რომ არ არსებობდა, მისი შედევრები კი წყაროებში მის მეუღლედ მოხსენიებულმა ენ ჰეტეუეიმ დაწერაო no პირადად მე, აბსურდულად მიმაჩნია მსგავსი ჭორები.
    elga,
    დიდი მადლობა საყვარელო love მე კი ასეთ თემებზე მიყვარს სიახლეების წერა winked
    natia91,
    უღრმესი მადლობა smile love

  • stolen.melody თქვა:
    30 ნოემბერი 2012 10:57 - ID: 14,
    ქარიშხლიანი უღელტეხილის ფილმი მაქვს ნანახი, ძალიან მინდა წიგნიც წავიკითხო :)

  • elga თქვა:
    30 ნოემბერი 2012 10:38 - ID: 13,
    აი კარგი ნიუსი. მიყვარს ნიუსი როცა წიგნებს ეხება love
    "ჯეინ ეარი" შედევრია, უამრავჯერ მაქვს წაკითხული მაგრამ ყოველთვის ვკითხულობ დიდი ემოოციებით.

  • NiNi_N თქვა:
    30 ნოემბერი 2012 10:08 - ID: 12,
    შრლოტამ სწორედ უილიამ თეკერის "ამაოების ბაზარს" მიუძღვნა ჯეინ ეარი love
    "ქარიშხლიანი უღელტეხილები" - როგორ მინდა ამის წაკითხვა და იმედია მოვახერხებ love

  • evergreen_angel თქვა:
    30 ნოემბერი 2012 00:19 - ID: 11,
    ისე არსებობს ჭორი, თითქოს შარლოტას დაწერილი არაა ჯეინ ეარი

  • ANGEL თქვა:
    29 ნოემბერი 2012 23:09 - ID: 10,
    Mახსოვს ადრე მეც დავწერე სიახლე ბრონტეების ოჯახზე,
    ეს ოჯახი თემაა რომელზეც ინფორმაციის გაცნობა არასდრის მკმბეზრდება love

  • Hermione...♥ თქვა:
    29 ნოემბერი 2012 22:53 - ID: 9,
    Nini)),
    ta_mo,
    salomesalo,
    მადლობა და მიხარია, რომ მოგწონთ winked love

« 1 2 »
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top