;
13 დეკემბერი 2012      kathryn happyborn     35 კომენტარი     ნანახია 8245-ჯერ    
კატეგორიაში: საინტერესოა

უცნობი ფაქტები ოსკარ უალდის შესახებ
“მე ჩემი საუკუნის კულტურისა და ხელოვნების სიმბოლოს წარმოვადგენ„
ამ სიტყვების ავტორი ოსკარ უაილდი
(Oscar Fingal O’Flahertie Wills Wilde)

1854 წლის 16 ოქტომბერს დუბლინში უიალდების ოჯახში მოევლინა ქვეყანას.მისი მშობლები ექსცენტრიულობითა და ბოჰემური ცხოვრების სიყვარულით გამოირჩეოდნენ. დედას უცნაური ხასიათი ქონდა: ოცნებობდა რომ მეორე შვილი გოგონა ყოფილიყო და როცა ბიჭი _უაილდი დაიბადა, კარგა ხანს აცმევდა გოგონას ტანსაცმელს.ასევე ჰყავდა 2 და რომლებიც მოგვიანებით დამწვრობისგან გარდაიცვალნენ.

უილდი იყო ელეგანტური ,ნიჭიერებითა და ქარიზმატულობით დაჯილდოვებული პიროვნება.ოქსფორდში სწავლიდან მოყოლებული ჩაცმის განსაკუთრებული დახვეწილი სტილით , ეპატაჟურობითა და ორიგინალური იდეებით გამოირჩოდა.იყო ხელგაშილი, სკანდალური, თავდაჯერებული და ჰედონიზმისა და დიდებისკენ მიდრეკილი . მისი საზოგადოებრივი ცხოვრებიდან და შემოქმედებიდან გამომდინარე ზოგს წმინდანად მიაჩნდა, ზოგი ანტიქრისტედ აღიქვამდა.

“ჩემი საზრუნავი მხოლოდ ის არის, საკუთარი პიროვნება ხელოვნების ქმნილებად ვაქციო“.ამბობდა ხელოვნებითა და ნარცისიზმით შეპყრობილი მწერალი.,თანამედროვეების მტკიცებით ლონდონის ცნობილ ქუჩაზე პიკადილზე შროშანით ხელში მოსეირნე გრძელთმიანი უაილდი გამვლელთა ყურადღებას იპყრობდა. ( ტიციან ტაბიძე გარეგნობით ამსგავსებდა თავს უაილდს და მასავით ყვავილების სიყვარული დასჩემდა საღილეში წითელი მიხაკი) .. „უაილდის პროფილი... ცისფერი თვალები“.

უცნობი ფაქტები ოსკარ უალდის შესახებ
სიმართლის მოყვარული , მეამბოხე და შაბლონების წინააღმდეგი დენდი თავისი შემოქმედებით მოურიდებლად ამხელდა, ვიქტორიანულ საზოგადოების ნაკლოვანებებს.მისი პიესებით ღიად აცხადებდა რომ თანამედროვე მორალი სისულელე იყო, იდეალები ილუზიური.
კრიტიკოსების თქმით:მან ლიტერატურის ახალ სტილს ჩუყარა საფუძველი დახვეწილი ტექსტით გადმოცემული ლაკონური, ცინიკური ან სატირული წერის მანერით შექმნა ახალი მიმნიდნარეობა სახელად სოციალური სატირა.“მან კომედიადაუბრუნა ინგლისურ სცენას და ლიტერატურა დაუახლოვა ადამიანებს“_აღნიშნავდნენ ისინი.

მისი ცხოვრების წესი კი თითქოს გამოწვევა იყო ინგლისური კონსერვატორი საზოგადოებისთვის: :ბოჰემური საღამოები, მეგობრობა ყველა კლასის თავისუფლად მოაზროვნე ადამიანებთან , ეპატაჟური მანერები..ახლგაზრდა ვაჟებისა და სასმელის სიყვარული და ამასთან დაკავშირებული დამაბნეველი ფრაზები:"თუკი რამე ვისწავლი ისევ ჩემზე ახალგაზრდებისგან". ან"ახალგაზრდობის უკან დასაბრუნებლად მზად ვარ აბსოლუტურად ყველაფერისათვის, გარდა ვარჯიშისა, დილით ადრე ადგომისა და პატიოსნებისა."
თავის თავს ზოგჯერ "მე19 საუკუნის მაწანწალა ძაღლს უწოდებდა".

“ხელოვნება ერთფეროვნებისგან თავის დაღწევის ერდათერთი გზაა“
.თანაც _აღნიშნავდა ის და თავს ნამდვილ ხელოვანად თვლიდა ამ სიტყვას კი ყოველთვის დიდი ასოთი წერდა.ჩაბმული იყო ახალგაზრდულ დეკდენტურ მოძრაობაში“ ხელოვნება ხელოვნებისთვის“.ამ მოძრაობის გავლენით 1882 წელს ლექციებს კითხულობდა დასავლეთ ამერიკასა და ინგლისში ხელოვნებასა და ესთეტიზმზე.მოგვიანებით დაწერა წიგნი მის ამერიკულ შთაბეჭდილებებზე.


ახალგაზრდობის წლებში თავდავიწყებით იყო შეყვარებული ფლორენცია მალკომბზე რომელიც მოგვიანებით „დრაკულას „ავტორს გაყვა ცოლად. ოსკარს დიდხანს არ უდარდია და 3 წლიანი ეპისტოლარული სიყვარულის შემდეგ 1884 წელს ცოლად კონსტანს ლოიდი შეირთო რომელთანაც 2 ბიჭი შეეძინა სივილი და ვივიენი.. პირველ პერიოდში ის სამაგალითო მამა და ქმარი იყო მაგრამ ფუფნების და გართობის სიყვარულმა მაინც თავისი გაიტანა და თავისუფლება ოჯახის სიყვარულზე ძვირფასი აღმოჩნდა.მამაკაცებს ქორწინებისკენ დაღლილობა უბიძგებს, ქალს ცნობისმოყვარეობა, საბოლოოდ კი ორივე იმედ გაცრუებული რჩება.“
კონსტანსმა უაილდი პირდაპირი გაგებით სიკვდილისგან იხსნა. ოქსფორდიდან მოყოლებული გაუკუღმართებული ცხოვრების წესისგან გამომდინარე მწერალი სიფილისის მძაფრი ფორმით იტანჯებოდა. მისი ბიოგრაფები ამ ფაქტზე დაყრდობით აცხადებენ რომ იგი მიდრეკილი იყო ჰომოსექსუალიზმისაკენ. დაავადედებისგან გამომდინარე უალდს მკვეთრად შეეცვალა კბილების ფერი, ხასაითი, თუმცა 2 წლიანი მკურნალობის შემდეგ რეციდივი არ ყოფილა.


უცნობი ფაქტები ოსკარ უალდის შესახებ
32 წლის ქორწინებაში მყოფმა უალდმა შექმნა ზღაპრები რომელსაც თავდაპირველად მისი შვილებისთვის თხზავდა, მოთხრობები და საკულტო რომანი“ დორიან გრეის პორტრეტი“.უაილდი ზედმიწევნით გავდა მის გმირს დორიან გრეის. ორიგინალში ის ზუსტად ასეა დახასაითებული ცისფერთვალება, ქერა თმიანი არისტოკრატი დახვეწილი მანერებითა და ქარიზმატული გარეგნობით. დორიან გრეის მუქთმიანი პერსონაჟი მოგვიანებით კინემატოგრაფების სურვილით ჩაანაცვლა, რომანმა მწერლის პირად ცხოვრებაში საბედისწერო როლი შეასრულა მისი წყალობით გაიცნო მომავალი ფავორიტი ალფრედ დუგლასი.ახალგაზრდა პოეტს წიგნი 11 ჯერ ჰქონდა წაკითხული და ცდილობდა შეხვედროდა იმ კაცს რომლის ნაწარმოებმა ასე მაგიურად იმოქმედა მასზე.. ყველაფერი კი აქედან დაიწყო. 37 წლის ოსკარს თავდავიწყებით შეუყვარდა 21 წლის ალფრედ“ ბოსი“ დუგლასი და სკანდალის ახალი ტალღაც აგორდა..ისინი ერთად მოგზაურობდნენ პარიზში, ალჟირში, ფლორენციასა და ლონდონში. "ამორალური წიგნის ავტორმა"როგორც იმდროინდელი ინგლისი უწოდებდა თითქოს წინასწარ აღწერა მისი და დუგლასის ურთიერთობა.

რაც შეეხება მის ყველაზე სრულყოფილ და საკულტო რომანს : ის დაიწერა სამ კვირაში, ეკრანიზებულია 25-ჯერ და თარგმნილია თითქმის ყველა ენაზე. 1891 წელს ის მეორედ შეასწორა და ცალკე წიგნად გამოიცა თავად ავტორის მიერ.როგორც ამბობენ წამყვანი ფუგურა სერ ჰენრი ოსკარის რეალური სახეა.
მედიცინაში არსებობს დაავადება „დორიან გრეის სინდრომი“ —, ფიზიკური დაბერების შიში. ოსკარ უაილდმა მედიცინას ახალი „იდეა“ მოაწოდა_ახალგაზრდობის შენარჩუნება_ რომელიც თანამედროვე მედიცინამ პლასტიკური ქირურგიის წყალობით გახადა შესაძლებელი.


ალფრედ ბოსისი მამამ შვილის გზას აცდენა ოსკარს დააბრალა და პირადი შეურაცხოფა მიაყენა. დენდმა ეს ვერ აიტანა და საქმე სასამართლომდე მივიდა სადაც ამ საიდუმლოს ყველა დაფარული დეტალი გამოშკარავდა."მე სიყვარულს ვამჯობინებ გატაცებას ეს უფრო ამაღლებული გრძნობაა“. სასამართლოზე განაცხადა უალდმა. თუმცა სოდომური ცოდვის ბრალდებით, რომელიც მანამდე არაერთხელ შეუმჩნევიათ 2 წლიანი ციხე მიუსაჯეს და ოქროს ბიჭუნას ბობოქარი ცხოვრებაც დასრულდა.ამბობენ რომ ალფრედის მამამ ეს ოსკარის მამაზე შურისძიებით გააკეთაო, უაილდი გისოსებს მიღმა აღმოჩნდა , ალფრედის
თვისაც ეს მოვლენა მთელი ცხოვრება დიდ დაბრკოლებად იქცა და მოიხედავად მისი პოეტური შემოქმედებისა მაინც უაილდის ფავორიტის სახელით შევიდა ისტორიაში.
უცნობი ფაქტები ოსკარ უალდის შესახებ
კადრი ფილმიდან "უაილდი" (1997)ოსკარი სტივენ ფრაი , ბოსი_ ჯად ლოუ .
9. 1894 წელს ლორდ ალფრედ ბოსი დუგლასმა ფრანგულიდან ინგლისურზე თარგმნა „სალომეა“ რომელიც უალდმა ციხეში დაწერა (მწერალი თავისუფლად ფლობდა იტალიურს, ფრანგულს, ძველ ბერძნულსა და ინგლისურ ენებს).პიესა მისი ბიბილიური სიუჟეტის გამო კარგა ხანი აკრძალული არავინ თანხმდებოდა მის დადგმას. ალფრედის დაჟინებული ცდის შემდეგ1896 წელს როგორც იქნა ნავსი გატყდა და მისი პრემიერა პარიზის „კომედი დე ფრანსეზში „შედგა. როგორც ამბობებნ ლეგენდარული სარა ბერნანდი მაშინ ერთადერთი მსახიობი იყო რომელიც სალომეას როლზე დათანხმდა.საზოგადოება ნელნელა "ურიგდებოდა" დატუსაღებულ უალდს.

"სალომეა“ სხვა ხელოვანების შთაგონების წყარო გახდა. პიესის მიხედვით დაიდგა სპექატკლები, ოპერები, ბალეტები. მასზე შექმა იგივე სახელწოდების ოპერა რიჰარდ შტრაუსმა. მან თანამედროვე მუსიკალური სამყაროზეს მოახდინა გავლენა: The Smashing Pumpkins' _მა შეთხზა სიმღერა_ "Stand Inside Your Love" და U2's "Mysterious Ways" and "Salome". ასევე გადაიღეს ფილმი რომელშიც მეფე ჰეროდეს როლს ალ პაჩინო ასრულებს.
უცნობი ფაქტები ოსკარ უალდის შესახებ

10.1897 წელს უაილდი ციხიდან გამოდის .საზოგადოებისგან გარიყული ,მორალურად განადგურებული პარიზში მიემგზავრება და დედის ბაბუის წიგნის პერონაჟის სახელით _სებასტიან მალმოტით იწყებს ცხოვრებას.მის ოჯახი ლონდონიდან შორს გადავიდა, ცოლის გადაწყვეტილებით ბავშვებმა სახელები შეიცვალეს და მამა აღარ უნახავთ. კონსტანსასა და მარიკზის ოჯახის წინააღმდეგობისა ალფრედმა მაინც ინახულა უაილდი და ფულადი დახმარებაც გაუწია. მთელი პატიმრობის მანძილზე მწერალი სასიყვარულო ბარათებს უგზავნიდა "ბოსის" თუმცა საპასუხოდ ერთიც არ მიუღია."ფსკერიდან"_ციხეში შესრულებული ესსეა რომელიც მთლიანად მას მიუძღვნა.


მწერლის 2 საფლავი არსებობდა ერთი- სადაც 9 წლის განმავლობაში სებასტიან მალმოტის სახელით განისვენებდა და მეორე ,საბოლოოდ საკუთარი სახელითა და გვარით . ამჟამად ის პარიზის პრესტიჟულ სასაფლაოზე ლა შაზიზე განისვენებს ,მის საფლავს ამშვენებს ზღაპრული ფენიქსისს ქანდაკება რომელიც შუშითაა დაფარული, თაყვანისმცემლების ბაგეების შეხებით რომ არ დაზიანდეს.



ოსკარ უაილდის რამდენიმე გამონათქვამი:

"ყველაფერი პოპულარული “არა სწორია”."

"არასდროს ენდოთ ქალს, რომელიც თავის ნამდვილ ასაკს გაგიმჟღავნებთ."
"მსოფლიოში ერთადერთი ადამიანი, რომლის ბოლომდე გაცნობასაც ვისურვებდი, მე ვარ."


!ხელოვნება ცხოვრების სუროგატია, ამიტომაც ხელოვნება უყვართ მათ, ვისაც ცხოვრება არ შეუძლიათ."

"მე შემიძლია გავუძლო აბსოლუტურად ყველაფერს, გარდა ცდუნებისა".

"მე ვირჩევ მეგობრებს მათი იღბალით, ნაცნობებს- კარგი ხასიათით, ხოლო მტრებს- მათი ინტელექტით. ("დორიან გრეის პორტრეტი").
"ცხოვრება ყველაზე იშვიათი რამაა დედამიწაზე. ხალხის უმეტესობა უბრალოდ არსებობს"
"საოცრად ერთგული ადამიანი ვარ სასიყვარულო ურთიერთობებს თუ არ ჩავთვლით".
".მოდური ისაა, რასაც თავად ატარებს კაცი,სხვები რასაც იცვამენ ის კი არაა მოდური."
.ცხოვრებამ ის მსაწავლა რომ ადამიანმა, რომელსაც ერთხელ უკვე დასდეს უსინდისო საქციელში ბრალი, შეიძლება კიდევ ერთხელ ჩაიდინოს მსგავსი რამ და ასეთებს უნდა ვერიდო."
"ცინიკოსი არის ადამიანი, რომელმაც ყველაფერი იცის მაგრამ არაფრის ღირებულებ არ აესმის. სენტიმენტალისტი კი არის ის, რომელიც ყველაფერში სულელურ ღირებულებებს დაეძებს და ვერაფრის საბაზრო ფასი ვერ გაუგია."("იდეალური ქმარი")
"ქალსა და კაცს შორის მეგობრობა შეუძლებელია. ვნევა , ტრფობა , მტრობა _მაგრამ არ ამეგობრობა".)"ლედი უინდერმარის მარაო")
""მეოცნებესავიტთიყურები. არ უნდ აიოცნებო, მხოლოდ ავადმყოფები ოცნებობენ".("სალომეა")
"არასოდეს არ დაუჯერო არანაირ რჩევას, არც ამას
"


უცნობი ფაქტები ოსკარ უალდის შესახებ
უცნობი ფაქტები ოსკარ უალდის შესახებ

უცნობი ფაქტები ოსკარ უალდის შესახებ

კატეგორია: საინტერესოა
Tags:

35


  • kathryn happyborn თქვა:
    30 დეკემბერი 2012 19:05 - ID: 35,
    ჩემი თათუკას საყვარელი პერსონაჟი ხარ_ანეტ რედკლიფი (პერდიტა). მადლობა ჩემო ტკბილო და კარგო მეგობარო!!!

  • anita radcliffe თქვა:
    28 დეკემბერი 2012 20:39 - ID: 34,
    ყოჩაგ ჩემო გოგო ! მართლაც რომ კარგი პოსტია ! ძალიან მომეწონა ! (მიხვდები ალბათ ვინც ვარ fellow )

  • kathryn happyborn თქვა:
    28 დეკემბერი 2012 19:27 - ID: 33,
    ყველაზე "საინტერესო"ადგილას გაგიმახვილებია ყურედღება, როგორც ჩანს ამაზე დამაფიქრებელი და ხაზგასასმელი ადგილი ამ პოსტში არ ყოფილა.დაავადება, რომელიც მაშინ ოსკარ უაილდს ჰქონდა, მხოლოდ არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის შედეგად მწვავდება.(ყოველშემთხვევაში იმ დროინდელმა ექიმებმა ასეთი გადაწყვეტილება მიიღეს). დამატებითი ინფორმაციისთვის მედიცინის ამ სფეროს უნდა გავეცნოთ უფრო ღრმად.

    ძალიან დიდი მადლობა ყველას . პოსტის წაკითხვისთვის და მოწონებისთვის. ეს ჩემთვის ძალიან დიდი სტიმულია.)

  • nata1990 თქვა:
    16 დეკემბერი 2012 15:13 - ID: 32,
    საინტერესო იყო ძაან snow love

  • schneider თქვა:
    16 დეკემბერი 2012 00:05 - ID: 31,
    ras nishnavs: მისი ბიოგრაფები ამ ფაქტზე დაყრდობით აცხადებენ რომ იგი მიდრეკილი იყო ჰომოსექსუალიზმისაკენ an : სოდომური ცოდვის ბრალდებით???
    admin homophobiurad rom ar dagewera swori iqneboda!!!

  • J I Q O თქვა:
    15 დეკემბერი 2012 16:07 - ID: 30,
    "არასოდეს არ დაუჯერო არანაირ რჩევას, არც ამას" :დ კაიაა

  • ketimtvarelidze თქვა:
    15 დეკემბერი 2012 14:59 - ID: 29,
    მიიყვაარსსს... love love

  • ivi თქვა:
    14 დეკემბერი 2012 21:49 - ID: 28,
    იდეალური სტატიაა !!

  • liia თქვა:
    14 დეკემბერი 2012 21:16 - ID: 27,
    მადლობა ავტორო ! კიდევ დადეთ მსგავსი სიახლეები <3 აუცილებლად წავიკითხავ ამ წიგნს <3

  • Vintage თქვა:
    14 დეკემბერი 2012 19:45 - ID: 26,
    ძალიან მიხარია რომ ასეთი სტატიები იდება! love love love

  • D-) თქვა:
    14 დეკემბერი 2012 19:32 - ID: 25,
    ძალიან საინტერესო სიახლე იყო ! უმაგრესი სიახლეა winked

  • Mari Glonti თქვა:
    14 დეკემბერი 2012 19:29 - ID: 24,
    უაილდი გენიოსი
    ნიუსი არაჩვეულებრივია!!!

  • Kristen თქვა:
    14 დეკემბერი 2012 18:57 - ID: 23,
    დორიან გრეის პორტრეტი მაგარიააა .......... მომეწონა ნიუსიი მაადლოობთ ........

  • Countess A. თქვა:
    14 დეკემბერი 2012 18:27 - ID: 22,
    MELINDA,
    request

  • QiQiTo:):) თქვა:
    14 დეკემბერი 2012 16:29 - ID: 21,
    შესანიშნავი ნიუსია!

  • barsutka))) თქვა:
    14 დეკემბერი 2012 15:15 - ID: 20,
    ვაიმეე ვგიჟდები ამ კაცზეე love ჩემი საყავრელიი მწერალიააა love

  • MELINDA თქვა:
    14 დეკემბერი 2012 15:02 - ID: 19,
    Countess A.,
    ვაიმე როგორ სიტყვა-სიტყვით თქვი ის,რასაც მე ვფიქრობ

  • _KoLini_ თქვა:
    14 დეკემბერი 2012 14:52 - ID: 18,
    News love

  • anna_ anna თქვა:
    14 დეკემბერი 2012 14:00 - ID: 17,
    უმაგრესი ნიუსიი.. <3 სხვა მწერლებზეც მოამზადეთ ასეთი love
    ოსკარ love

  • pau თქვა:
    14 დეკემბერი 2012 13:06 - ID: 16,
    love

« 1 2 »
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top