;
30 დეკემბერი 2012      FAME     83 კომენტარი     ნანახია 15554-ჯერ    
კატეგორიაში: საინტერესოა

abba - happy new year_64

ყველა მოუთმენლად ელის ახალი წლის დადგომას, ზოგმა იმდენად დაკარგა საახალწლო განწყობა, რომ არც ახალი წლის მოახლოებას ეგებება, ისეთივე იმედიანი თვალებით, როგორც ადამიანთა დანარჩენი კატეგორია. მაინც რა გვინდა, რომ 2013 წელმა მოგვიტანოს? როგორი გვინდა იგი იყოს ჩვენთვის?





Johnny depp

ზოგადად ახალი წელი ჩემთვის ასოცირდება ყველაფერ კარგთან და ახალთან. რადგან თითქოს ცხოვრებას ახალი ფურცლიდან ვიწყებ. რას ვთხოვ 2013 წელს ?? პასუხი არც თუ ისე რთულია.
ყოველთვის ვცდილობ ცხოვრებიდან მივიღო სრული სიამოვნება.
მინდა 2013 წელი ჩემი სურვილების ასრულების პერიოდი იყოს.
. მინდა 2013 წელმა მომცეს ის რაც ამ ქვეყნად ყველაზე ძალიან მიყვარს .. რაც ყველაზე ძალიან მსურს..ვფიქრობ 2012-წელმა ბევრი რამ მომიტანა თუნდაც ის რომ ენჯელი გავხდი... მოკლედ 2013 წელს ვთხოვ იყოს დაუვიწყარი ჩემს ცხოვრებაში აი ისეთი გახსენებისას ჟრუანტელმა რომ დაგიაროს ..




All we want for Christmas is...
All we want for Christmas is...






niniko


რას ვთხოვ? ბედნიერებას-ამ სიტყვაში ჩემთვის ყველაფერი კარგია გაერთიანებული: ჯანმრთელობა,სიყვარული,კარიერა, საყვარელი ადამიანების კარგად ყოფნა ...და მოკლედ ყველა ის კომპონენტი რის გარეშეც ვერ იქნები ბედნიერი
ორიგინალური არ მგონია ვყოფილიყავი მაგრამ გულწრფელი კი :))))


All we want for Christmas is...
All we want for Christmas is...








Baby Girl

რომ ეს ერთი წელი ბედნიერად გავატარო ჩემ საყვარელ ადამიანებთან <3 ისე პრავის აღება რო არ დამეზაროდ და მანქანაც რო მყავდეს ჩემი :P

All we want for Christmas is...








მარიამი

საერთოდ არ მიყვარს ახალი წელი და წინასაახალწლო მზადება. რატომღაც, ის ფერები რომლებითაც ირთვება ხოლმე ქუჩები ცოტა უარყოფითად მოქმედებს ჩემზე, ამიტომ სიმართლე გითხრათ არც საახალწლო ოცნებებზე მიფიქრია. არასდროს მჯეროდა თოვლის პაპის და ეს სულაც არ მწყინს, რადგან მშობლების ნაჩუქარი საჩუქარი უფრო ძვირაფასი იყო ჩემთვის ვიდრე "ტყუილი", გამოგონილი ადამიანის. წინა წელს ჩემი სურვილი/ოცნება დღიურში ჩავწერე და ნაწილობრივ ამიხდა. 2013 წელს ალბათ რამე ნივთს მირჩევნია ჩემში შეიცვალოს ის, რაც არ მომწონს და რადგან ეს დღესასწაული ყველაფერ ახალს უკავშირდება მეც კარგ სიახლეებს ვთხოვ.
რა თქმა უნდა, ის რასაც ოჯახის წევრები გადაწყვეტენ, რომ მაჩუქონ ძვირფასი იქნება ჩემთვის.
ორიგინალური არ გამოვიდა ჩემი სურვილი, მაგრამ არაუშავს..:))


All we want for Christmas is...
All we want for Christmas is...






-Diana-


რაიმე განსაკუთრებული ოცნება არ მაქვს.. მაგრამ ძალიან მინდა რომ მოვხვდე რიო დე ჟანეიროში კარნავალზე :))


All we want for Christmas is...
All we want for Christmas is...
All we want for Christmas is...








Lucy

ჩაბარებას და მანქანას ვთხოვ.
პირველზეა დამოკიდებული მეორე და ახალი წელი რა შუაშია ვაბშე მარა რავი თუ რამეს გულით ინატრებ აგიხდებაო. მე ეგეთების არ მჯერა თუმცა ვნახოთ მაინცც..))


All we want for Christmas is...
All we want for Christmas is...
All we want for Christmas is...





Ancho.

ახალი წელი,, ის რაც გულის კუნჭულს ახარებს, ის რაც სულს
სასიამოვნოდ ათბობს,ის რაც წელიწადშია ერთადერთია რომელსაც
ბავშვურად, მთელი არსებით ელოდები!

რას ვთხოვ ახალ წელს? ყოველწლიურად მაქვს სურვილები მის
მიმართ. აქამდე არ მიფიქრია რა მიმართვით შევხვდებოდი
წლევანდელ წელს მაგრამ ახლა დავფიქრდი... მიუხედავად იმისა
რომ ხშირად ვერ ახერხებს შემისრულოს ჩანაფიქრები მაინც მჯერა
და ჩავუთქვამ რომ პირველ რიგში იყოს იმაზე უკეთესი ვიდრე
წელს, მომანიჭოს უფრო მეტი ღიმილი და ბედნიერი მომენტები,
იყოს უფრო შემნდობი და სამართლიანი, უფრო მეტად გამიკაფოს
გზა მომავლისკენ და უფრო მეტად შეუწყოს ხელი ჩემს სულიერ გაზრდას.

All we want for Christmas is...
All we want for Christmas is...
All we want for Christmas is...









anuka-gaga


არ დავფიქრებულვარ, კონკრეტულად რას ვთხოვ 2013 წელს, მაგრამ ვისურვებდი, რომ ის ჩემთვის 2012-ზე ბევრად გიჟური და ორიგინალური იყოს :)) ბევრი დაუვიწყარი მოგონებითა და ბევრი შოკოლადით სავსეე :D ^_^ სულ ეს არის...


All we want for Christmas is...
All we want for Christmas is...
All we want for Christmas is...







Hermione...♥



მინდა, რომ ზრდასრულ პიროვნებად ჩამოვყალიბდე და ბავშვური სილაღე შევინარჩუნო...
მსურს ვიპოვო სიყვარული, მაგრამ არ დავივიწყო, თუ რას ნიშნავს სიძულვილი...
მინდა შევიძინო ისეთი მეგობარი, როგორიც თავად ვარ...
მსურს, რომ დავუშვა ისეთი შეცდომები, რომელთაც არასოდეს ვინანებ...
და ბოლოს, ჩემი სურვილია, რომ დამდეგი უიღბლო რიცხვით დაბოლოებული წელიწადი ყველასათვის იღბლიანი აღმოჩნდეს!!! ♥
All we want for Christmas is...
All we want for Christmas is...
All we want for Christmas is...










MaRihanna

2013 წელს ვთხოვ, რომ იყოს ბედნიერი ჩემთვის, ვთხოვ რომ ამ წელს ბედმა გამიღიმოს და გამოჩნდეს ისეთი ადამიანი, რომელიც ჩემი ოცნების ახდენაში დამეხმარება. მინდა,რომ ყველაზე გამორჩეული იყოს ჩემთვის და კარგი.
All we want for Christmas is...
All we want for Christmas is...
All we want for Christmas is...








D-)

მოკლედ 2012 წელი რათქმაუნდა ძალიან კარგი იყო,მაგრამ როგორც ყველას ასევე მეც მინდა შემდეგ წელს ბევრად მეტი რამ გაუმჯობესდეს.პირველი რიგში ჩვენ ქვეყნას შევეხები რადგან ეს მთავარია.მინდა იყოს სიმშვიდე და არანაირი არეულობა.უველა ღარიბის საქმე წინ წავიდეს.მინდა ეს წელი იმდენად მაგარი იყოს რომ ყველას დაამახსოვრდეს და იმედს ვიტოვებ რომ ასე ვიქნება.ძალიან მიყვარს მომდევნო წლის შეხვედრა მაგრამ ამ წელს იმდენამ მონატრებული ვიყავი რომ ძალიან მიხარია,და უფრო მინდება როცა ვხედავ ახალი წლის საჩუქრებს ქუჩაში.იმედია ეს წელი ყველასათვის კარგი იქნება





ta_mo


უფს, ჩემი პასუხი ამ კითხვაზე ძალიან ბანალურია, ყოველ წელს ერთი და იგივე თხოვნა მაქვს ახალი წლისადმი, ვიყო ჯანმრთელი და ჩემი მიზნები განხორციელდეს სრულფასოვნად...
All we want for Christmas is...
All we want for Christmas is...
All we want for Christmas is...





lady_tamo

ოცნებების ასრულებას, მიზნების მიღწევას და უფლის წყალობას...


All we want for Christmas is...
All we want for Christmas is...







amanda



მართალია ადრე უფრო მიხაროდა ახალი წლის დადგომა ვიდრე ეხლა,
მაგრამ სურვილები მაინც მაქვს და როგორ ბანალურადაც არ უნდა ჟღერდეს პირველ რიგში ვისურვებდი რომ ჩემი საყვარელი ადამიანები იყვნენ კარგად,დაწყებული საქმეები დავამთავრო,სიყვარულის ხანდახან აღარ მჯერა,მაგრამ მაინც მინდა ნამდვილი სიყვარული ვიპოვო :) ხოო კიდე,მინდა ჩემს სულს ჩაწვდნენ :)ცოტათი მაინც


All we want for Christmas is...
All we want for Christmas is...






Nina√


ჩემთვის ახალი წელი ყველაზე თბილი და ლამაზი დღესასწაულია. ყოველთვის მიხარია ახალი წლის დადგომა და ამისთვის საკმაოდ ბევრი მიზეზი მაქვს. რაიმე განსაკუთრებული ოცნება არ მაქვს, მაგრამ ვისურვებდი, რომ ეს წელი ყველაზე ბედნიერი, ნაყოფიერი და საოცარი, გიჟური თავგადასავლებით სავსე იყოს და რაც მთავარია, ეს სასწავლო წელი წარმატებით დასრულდეს ^_____^


All we want for Christmas is...




P.S. მადლობა ყველას ვინც მონაწილეობა მიიღო ნიუსის მომზადებაში! გისურვებთ ბედნიერ, ნაყოფიერ წელს... სადაც ყოველი დღე ოცნების ასრულების ტოლფასი იქნება!

კატეგორია: საინტერესოა
Tags:

83


  • linda_JB თქვა:
    31 დეკემბერი 2012 18:22 - ID: 83,
    Hermione...♥
    ვაიმე დედა lol იგივე მსურს მეც feel
    ყველანი ძალიან ძალიან მიყვარხართ!! ყოველივე საუკეთესოს გისურვებთ love

  • tamo თქვა:
    31 დეკემბერი 2012 16:31 - ID: 82,
    მართალია ახალი წელი არ მიყვარს,მაგრამ მჯერა,რომ 2013 სასიამოვნო წელს მოიტან იმიტოო როო 13ზე ვგიჟდებიი love love

  • Vivianne თქვა:
    31 დეკემბერი 2012 16:15 - ID: 81,
    მხოლოდ სიმშვიდესა და ჯანმრთელობას ვთხოვ უფალს, რაც არ უნდა ბანალური იყოს. არ მიყვარს ახალი წელი და განსაკუთრებულად არც ავღნიშნავ.

  • NYC თქვა:
    31 დეკემბერი 2012 02:02 - ID: 80,
    ძალიააან კარგიიი იყოო love love

  • Ms.Casillas თქვა:
    30 დეკემბერი 2012 19:36 - ID: 79,
    ეს ხო იდო?

  • cancara ) თქვა:
    30 დეკემბერი 2012 17:43 - ID: 78,
    love რა კარგი ნიუსიააა

  • Saliiii :X:X:X თქვა:
    30 დეკემბერი 2012 16:43 - ID: 77,
    ყოჩაღ ბავშვებოოოოო love ძალიან მომეწონა ყველა ენჯელის საინტერესო აზრი love love ნიუსი ვაბშე მაგარია love

  • ale თქვა:
    30 დეკემბერი 2012 16:06 - ID: 76,
    აუცილებლად ჩავიფიქრებ ახალ წელს იმას რაც ყველაზე მეტად მინდა იმედია ამისრულდება

  • Mari Glonti თქვა:
    30 დეკემბერი 2012 16:03 - ID: 75,
    ვიცი ეს ნიუსი love ძალიან მომეწონა იდეა
    მიუხედავად იმისა რომ ახალი წლსი განწყოაბ საერთოდ არ მაქვს და ვიიც ახლა რასაც ცავიფიქრებ 2013 წლის შუა თვეებში გადამავიწყდება დ აცოხვრება ჩვეულ ტემპში წავა მაგრმა ამიცნ ვიტყვი ჩემს სრუვილებს....2012 წლით ზალიან კმაყოფილიდ ა ანსიამოვნება მაქვს ბევრი რამ გავიგე და გავთვითცნობიერდი..2013 წლისგან კი მინდა უფრომეტი მივიღო ამ წლისგან კიარა ჩემი ტავისგან უფრო მეტი მინდა და არ მიდნა ვიზარმაცო ვიყო ჯანმრთელი და მონდომებული არ დავკარგო იმედი მართალია არ ავრ მიზანდასახული ადმაიანი მაგრამ ყევლას მაინც გვაქვს პატარა მიზანი მაინც..ასევე მინდა უფრო მეტი რამ სევიცნო და უფრო ღმად გავთვიტცნობიერდე

  • Kapa თქვა:
    30 დეკემბერი 2012 14:49 - ID: 74,
    ZALIAN KARGI SIAXLEA , AI MARTLA ,LAMAZI, SAOCARI , KARGI DA TBILI, MAGRAM ME AR MIYVARS AXALI WELIII...METIC VER VITAN :x


    YVELAS GISURVEBS WARMATEBAS DA BEDNIEREBAS !

  • dalalo123 თქვა:
    30 დეკემბერი 2012 14:16 - ID: 73,
    ძააააანნნნნნნნნ მაგარი ნიუსიაააა )) საერთოდ არმინდოდა ახალი წელი , ძილს ვაპირებდი , და თქვენმა ნიუსმა იმედი მომცა რომ ყველაფერი კარგად იქნებოდააააა )) love ყველაფერს კარგს გისურვებთ

  • Bao თქვა:
    30 დეკემბერი 2012 14:12 - ID: 72,
    ოოხ ეს პოსტიი როგორ მომწოონს!! აგეტიირება რააა sad ძალიან შეკრული და მაგარიი პოსტიაა! თან სულ ისეეთი ხალხიიაა შიიგნიით როომ აიი ვინებიიც ნაღდად ჩანან ამ საიტზეე და კარგიი ავტორებიი! უმაგრესიი პოსტიი გაქვთ, გილოცავთ request ფავორიტებში მყავს თბილაადდ ნუ გეშინიაათთ!! feel

  • Niin Directioner თქვა:
    30 დეკემბერი 2012 13:41 - ID: 71,
    hermione ♥♥ ra sayvareli xar ♥

  • Dior თქვა:
    30 დეკემბერი 2012 13:36 - ID: 70,
    დიდად არ ვგიჟდები ამ დღესასწაულზე, არ ვიცი რატომ, მაგრამ ახალი წლის ხსენებაზე გამხიარულების მაგივრად უფრო დავსევდიანდები ხოლმე. 2013 წელს მინდა ყველა ის თვისება მოვიშორო, რაც ჩემს თავში ძალიან მაღიზიანებს, მინდა უფრო გახსნილი და კომუნიკაბელური გავხდე, თავდაჯერებულობა შევიძინო და ა.შ. ყველას წინასწარ გილოცავთ!

  • marigio თქვა:
    24 დეკემბერი 2012 19:01 - ID: 69,
    drunk love drunk

  • nuci-nucii თქვა:
    20 დეკემბერი 2012 21:01 - ID: 68,
    love love

    love

  • Sophie - თქვა:
    20 დეკემბერი 2012 10:48 - ID: 67,
    ყველა ძალიან მიყვარხართ, ბედნიერ წელს გისურვებთ!!

  • twilighter თქვა:
    17 დეკემბერი 2012 19:17 - ID: 66,
    drunk drunk drunk

  • Nina√ თქვა:
    10 დეკემბერი 2012 16:34 - ID: 65,
    აუუუ გავგიჟდები ახლაააააააააააააა ჯანდაბა ჯანდაბა ჯანდაბააა recourse მაინცდამაინც მაშინ არ მქონდ ეს ინტერნეტი რაა მეც მინდოდა მაგრამ არაუშავს
    კარგი ნიუსია ძალიან love

  • ellen potter...♥ϟ თქვა:
    8 დეკემბერი 2012 22:02 - ID: 64,
    ძაან მაგარი ნიუსია love love ფავორიტებშიი

« 1 2 3 4 5 »
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top