;

8 December 2012      lady_tamo     Views 5509    
Category: Fun, Interesting, Music

♫ ფაქტები ლეგენდარულ როკ ჯგუფზე Led Zeppelin

ჭეშმარიტი მუსიკა - ამ მცნებას გონებაში ისეთი ცნობილი ჯგუფების სახელები უკავშირდება, როგორიცაა: ფინკ ფლოიდი, ბითლზები, დიფ ფარფლი, ბლექ საბატი, ნირვანა, ქუინი, ლედ ზეპელინი და კიდევ რამდენიმე თითებზე ჩამოსათვლელი ჯგუფი. ნიუსში ამ უკანასკნელზე ვისაუბრებთ. ჯგუფი, რომელსაც მსოფლიოში წარმატების პიკის ჟამს უამრავი თაყვანისმცმელი ყავდა, და ამდენი ხნის შემდეგაც კი თაყვანისცმემლების რიცხვი თითქმის არ შეცვლილა. 21 საუკუნეში, მასაზე გათვლილი, სამხიარულო და სადა ტექსტების მქონე მუსიკის ეპოქაში, მსგავსი ჯგუფები და მათი სრულყოფილი მუსიკა კიდევ უფრო მეტ პოპულარობას აღწევს მელომან ადამიანებში. ლედ ზეპელინი - მკაფიო, გულწრფელი, გულის ამაჩუყებელი მუსიკისადმი გულგრილი ნამდვილად ვერ დარჩებით, მინდა შემოგთავაზოთ რამდენიმე უცნობი ფაქტი ლეგენდარული ჯგუფის შესახებ.

♬ Led Zeppelin ♬ ⇨ ფაქტები


♬ Led Zeppelin ♬ ⇨ ფაქტები


სიტყვა 'ზეპელინი' ინგლისურ ენაში აღნიშნავს დირიჟაბლს, რუსულად კი 'ცეპელინი' დირიჟაბლის ერთ-ერთ სახეს. ეს სიტყვა წარმოიშვა ამ ტიპის საფრენი აპარატის გამომგონებლის, ფერნანდო ფონ ცეპელინის გვარიდან. ამ სიტყვამ კურიოზული პრობლემებიც კი შეუქმნა ჯგუფი მათი კონცერტისას დანიაში 1970 წელს. გამომგონებლის ნათესავმა, ევა ფონ ცეპელინმა, აუკძალა ამ სახელის გამოსვლა 'მაიმუნების გროვას' (როგორც თავად უწოდებდა) რომლებმაც მოიპარეს სახელი და მღერიან 'საზიზღარ მუსიკას' . ქალბატონი სასამართლოში ჩივილს უპირებდა ჯგუფს. ჯიმი პეიგმა მოსალაპარაკებლად მოიწვია ქალბატონი ა ჯგუფის მენეჯერის თხოვმით, ჯგუფის წევრები მაქსიმალურად კორექტულად იქცეოდნენ ქალბატონთან მიმართებაში. თუმცა, როდესაც ევამ დაინახა ლედ ზეპელინ ის ალბომის დიდი პლაკატი, რომელზეც დირიჟაბლი იყო გამოსახული, უამრავი სალანძღავი ეპიტეთით 'შეამკო' ჯგუფის წევრები და სასამართლოში ჩივილს დაპირდა. ყველაფერი იმით დასრულდა, რომ ჯგუფი დანიაში გამართულ კონცერტზე შემდეგი სახელით გამოვიდა The Nobs/ "კაკლები" რაც ლონდონურ ჟარგონზე მამაკაცის სასქესო ორგანოს ნიშნავს.

♬ Led Zeppelin ♬ ⇨ ფაქტები



ჯგუფის დასახელება მომდინარეობს ჯგუფ The Who-ს ერთ-ერთი წევრის ფრაზისგან. ჯიმი პეიჯი ამ ჯგუფის მუსიკოსებთან ერთად სიმღერაზე მუშაობდა. მისი იდეა იყო სტუდიაში მყოფ ადამაინებთან ერთად ჯგუფი შეექმნა. ჯგუფის ერთ-ერთმა მუსიკოსმა ჯიმის უთხრა რომ ეს ჯგუფი იქნება 'მოწინავე დირიჟაბლი'. ეს იდეა ხუმრობა იყო და ასრულება არ ეწერა, მაგრამ წლების შემდეგ როდესაც ჯგუფ The New Yardbirds-ს სახელი უნდა შეესცვალა, ჯიმის გაახსენდა ზემოთ აღწერილი სიტუაცია და ჯგუფს უწოდა Led Zeppelin. Lead - წინამძღოლობა, მოწინავე (როგორც ზმნა), Zeppelin - როგორც ზემოთ ავღნიშნეთ დირიჟაბლი. თუმცა სიტყვა Lead-დან ხმოვანი ასო a ამოიღეს ჯგუფის მენეჯერის, პიტერ გრანტის იდეით, რათა 'სულელმა ამერიკელებმა ის არასწორად არ წაიკითხონ'.

ელვის პრესლი დიდად არ წყალობდა «Beatles» და «Rolling Stones» შემოქმედებას, თუმცა დიდი სიმპათიები გააჩნდა ლედ ზეპელინის მუსიკის მიმართ. საქმე იქამდე მივიდა, რომ ელვისმა ჯგუფის წევრები თავისთან მიიწვია სტუმრად. ვიზიტი შედგა 1974 წლის 10 მაისს, ლეგენდარულმა ჯგუფმა და როკ-ნ-როლის მეფემ საერთო ინტერესების სფერო იპოვეს, რადგან მათ კიდევ რამდენჯერმა ჰქონდათ პირადი შეხვედრა.

♬ Led Zeppelin ♬ ⇨ ფაქტები



ალბათ გსმენიათ ზეპელინის ცნობილ სიმღერაზე "Kashmir". ამ სიმღერის ჩაწერამ დიდი პოპულარობა მოუტანა ჯგუფს, მაგრამ სინამდვილეში ჯგუფის არცერთი წევრი არ ყოფილა ქაშმირში.

♬ Led Zeppelin ♬ ⇨ ფაქტები


ლედ ზეპელინი ერთადერთი ჯგუფია, რომლის ყველა ალბომი "Billboard"ის ტოპ ათეულში მოხვდა, მათგან 6 კი პირველ ადგილზე. ჰიტ-პარადების წამყვან პოზიციებზე მოპოვებულმა 9 ტიტული ლედ ზეპელინის მუსიკალური კარიერის უმაღლესი მწვერვალი და წარმატების პიკია.

♬ Led Zeppelin ♬ ⇨ ფაქტები


უამრავი ჭორია გავრცელებული იმის შესახებ, რომ ჯგუფის წევრებმა სული მიყიდეს ეშმაკს, და რაღაც ზებუნებრივი ძალების მეშვეობით მოპივეს წარმატება და უამრავი ფული. არსებობს ჭორიც, რომ სიმღერა "Stairway To Heaven"-ის ტექტს თუ უკუღმა დავალაგებთ მივიღებთ ფრაზას: "მე ვცხოვრობ ეშმაკისთვის" და კიდევ რამდენიმე ისეთ ფრაზას, რომელიც სრულიად საკმარისია ცრურწმენებით შეპყრობილი ადამიანის გონების დასაბინდად და ჭორების გასავრცელებლად.

♬ Led Zeppelin ♬ ⇨ ფაქტები



♫ ♫ ♫ საინტერესო ფაქტი რამდენიმე სიმღერაზე ♫ ♫ ♫



Babe I'm Gonna Leave You/პატარავ, მე უნდა დაგტოვო

დაახლოებით 1:43-ზე შეგვიძლია გავიგოთ უცნაური, ბუნდოვანი ხმა, რომელიც მალევე ქრება. ზოგის შეხედულებით, ეს ერთგვარი შეტყობინებაა, მინიშნება, მაგრამ ეს სინამდვილეს არ შეესაბამება. სინამდვილეში, ეს პლანტის ხმაა როდესაც ჯონ ბონემი დრამზე უკრავდა, ის მღეროდა რათა ჯონს რიტმი შეენარცUნებინა, რობერტის ხმა კი იქვე მდგარ მიკროფონებში გაისმა და აღიბეჭდა ამ სიმღერაშიც. სიმღერიდან მონაკვეთის ამოჭრა კი დიდ სირთულეს წარმოადგენდა იმ დროისთვის, ამიტომაც ეს სიმღერა ამ სახით შემოგვრჩა. ძალიან მსგავსი ეფექტი აქვს როლინგ სტოუნზის სიმღერა "Angie"-ს

♬ Led Zeppelin ♬ ⇨ ფაქტები



Since I've Been Loving You/მას შემდეგ, რაც შემიყვარდი

ამ სიმღერას ტექსტითა და მელოდიით ძალიან ამსგავსებენ 60-იანი წლების ფსიქოდელიეურ როკ-ჯგუფის Moby Grapeს "Never"-ს. ორივე სიმღერა ერთნაირად იწყება ,
ერთნაირი გიტარის ნოტით და ერთნაირი ბლუზის რიტმით.
ტექსტიც ძალიან მსგავსია:

"Never":
Working from eleven
To seven every night
Ought to make life a drag
Now I know that ain't right.

"Since I've Been Loving You":

Working from seven
To eleven every night
It really makes life a drag
I don't think that's right

♬ Led Zeppelin ♬ ⇨ ფაქტები



All of My Love/ მთელი ჩემი სიყვარული


ეს სიმღერა იმ უიშვიათეს სიმღერათა რიგს მიეკუთვნება, რომლის თანაავტორიც არ ყოფილა ჯიმი პეიჯი. სიმღერა დაწერეს რობერტ პლანტმა და ჯონ ბონემმა.
სიმღერის ვერსიაში ჩვენ ვუსმენთ რობერტის ვოკალის ყველაზე პირველ დუბლს, ჯიმი პეიჯს ეს დუბლი ყველაზე მეტად მოეწონა, ხოლო ბონემი ამ სიმღერას რობერტს პლანტის საუკეთესო ნაწარმოებად თვლის.
1977 წელს გარდაიცვალა რობერტ პლანტის ვაჟიშვილი კარაკი. ჯგუფმა წელიწადზე მეტ ხანს მუშაობა შეწყვიტა. 1979 წელს გამოვიდა სიმღერა All of My Love. ითვლება, რომ რობერტმა ეს სიმღერა მის გარდაცვლილ ვაჟიშვილს მიუძღვნა.

♬ Led Zeppelin ♬ ⇨ ფაქტები
♬ Led Zeppelin ♬ ⇨ ფაქტები


Stairway to Heaven/კიბე სამოთხემდე

ზეპელინის ყველაზე ცნობილი სიმღერა, თუმცა ის არასოდეს მოხვედრილა ტოპ-ათეულებსა და ჰიტ-პარადებში, რადგან არასოდეს გამოსულა როგორც სინგლი. ჯგუფმა ის მხოლოდ რადიოგაშვებაში ჩაუშვა. ეს მიზანმიმართული ნაბიჯი იყო მათი მხრიდან, რადგან მუსიკოსები მიხვდნენ, რამდენად სრულყოფილი იყო ეს სიმღერა და არ უნდოდათ მათი ეს ნაწარმოები მოსაბეზრებელი, ყოველდღიურად მოსმენადი გამხდარიყო. სიმღერის ქავერ-ვერსიები ხვდებოდნენ მაღაკრეიტინგუ სიებში, თუმცა არა წამყვან პოზიციებზე. 2007 წლის ნოემბრისთვის ლედ ზეპელინის სიმღერების კატალოგი მისაწვდომი გახდა მთელი მოფლიოსთვის ინტერნეტის საშუალებით, ერთი კვირის შემდეგ კი 'კიბე სამოთხემდე' მოხვდა ბრიტანულ ჩარტში.

♬ Led Zeppelin ♬ ⇨ ფაქტები


♬ Led Zeppelin ♬ ⇨ ფაქტები


პეიჯი სიმღერას 'შედევრს' უწოდებს. ხოლო პლანტი უფრო გულგრილია ამ ნაწარმოების მიმართ, იგი მას 'საქორწილო სიმღერას უწოდებს მისი საყვარელი სიმღერა კი "Kashmir"ია. რობერტი თავს არიდებს ამ სიმღერის კონცერტებზე შესრულებას ჯგუფის დაშლის შემდეგ.

♬ Led Zeppelin ♬ ⇨ ფაქტები


პლანტის
განცხადებით სიმღერის ტექსტი ესაა "ქალის ცინიკური აღწერა, როელიც ყოველთვის იღებს, იმას რაც უნდა. პირველი სტროფები ცინიკურია, შემდეგ ტექსტი ოდნავ რბილდება."
♬ Led Zeppelin ♬ ⇨ ფაქტები


პეიჯის განცხადებით: "სიმღერაში აღწერილია ჯგუფის არსი, დანიშნულება, მიზანი. მას აქვს ყველაფერი ის, რაც საუკეთესოა ამ ჯგუფში, ამ შემადგენლობაში. არა მგონია, მსგავსი რამის შექმნა კიდევ შევძლო. მე მომიწევს მძიმე მუშაობა, იმისთვის რომ კიდევ ერთხელ მივაღწიო მსგავს სრულყოფილებას."

♬ Led Zeppelin ♬ ⇨ ფაქტები


♬ Led Zeppelin ♬ ⇨ ფაქტები



Category: Fun, Interesting, Music
Tags:

Share it
Comments

« 1 2 »


Welcome to ANGEL.GE

at our web page you can see the latest top newses about fashion world, street styles, trends, street styles, films, quotes and many other interesting things...

some articles are translated to English via google.com

ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Back to Top