;
8 დეკემბერი 2012      saalll     34 კომენტარი     ნანახია 10396-ჯერ    
კატეგორიაში: საინტერესოა

აუცილებელი პირობა: კითხვას წაიკითხავთ თუ არა, იმ წამში რაც მოგივათ აზრად სადმე ჩაინიშნეთ. 
ჯერ კითხვებს უპასუხეთ და შემდეგ წაიკითხეთ პასუხები, თორემ ისე ყველაფერი აზრს დაკარგავს.
ტესტი განსაზღვრავს თქვენს დამოკიდებულებას ფინანსებთან. მაშ ასე:

ფსიქოლოგიური ტესტი - მატერიალურ მდგომარეობასთან დაკავშ.
1. ვიღაცასთან ერთად სეირნობთ ტყეში. ვინაა თქვენი თანამგზავრი?

2. ღრმად შედიხართ ტყეში და ხედავთ ცხოველს. რომელი ცხოველია?

3. რა მოხდება შენსა და ცხოველს შორის?

4. გადიხარ ტყიდან და გადიხარ მინდორში, სადაც დგას თქვენი ოცნების სახლი. რა ზომისაა ის?

5. აქვს თუ არა ჭიშკარი? თუ კი, მაშინ როგორი და რა ზომის?

6. შედიხარ სახლში და შედიხარ სასადილო ოთახში. ცენტრში დგას მაგიდა. აღწერე რა დევს მაგიდაზე და საერთოდ რა ხდება მაგიდის გარშემო.

7. უკანა კარით გადიხართ სახლიდან. ბალახში დევს ჩაის ჭიქა. რისგანაა ის დამზადებული?

8. რას უზამთ ჭიქას?

9. გადიხართ ბაღში და ხვდებით წყალსაცავთან? რას მოიმოქმედებთ? როგორ გადახვალთ წყალსაცავზე?

ჩაწერილი პასუხები ამ განმარტებისაა:


1. პერსონაჟი, რომელთან ერთადაც დადიხართ ტყეში, არის ის ადამიანი , რომელსაც 100%-ით ენდობით. ისაა ერთადერთი ადამიანი, ვისაც შეგიძლიათ გული გადაუშალოთ, დაიწყოთ ერთობლივი ბიზნესი ან რაიმე მაგდაგვარი.

2. ცხოველის ზომა – ესაა თქვენი მატერიალური პრობლემების გაბარიტები. რაც უფრო დიდია ცხოველის ზომა, მით მეტია ცხოვრებისეული სირთულეები.

3. ცხოველთან შეხვედრა აღწერს თუ როგორ უმკლავდებით ფინანსებთან დაკავშირებულ საკითხებს. თუ ეფერებით – ესეიგი პრობლემას აგვარებთ წყნარად და მშვიდად. თუ ურტყამთ, ესეიგი თქვენი მატერიალური პრობლემები აგრესიულ ხასიათს ატარებს. თუ ცხოველი გარბის, ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენ გირჩევნიათ უბრალოდ ლოდინი და არ ერევით არაფერში.

4. თუ პატარა სახლია, თქვენ არცთუ ისე ძალიან გინდათ პრობლემების მოგვარება. თუ სასახლეა, მიისწრაფით სიმდიდრისკენ.

5. ჭიშკის არ არსებობა მიგვანიშნებს თქვენს უბრალოობაზე. მოგწონთ ახალი ნაცნობ-მეგობრების შეძენა. თუ დიდია – ჩაკეტილი ადამიანი ბრძანდებით. პრობლემები გაწუხებთ და მარტოობით იტანჯებით.

6. პასუხში თუ არ მოიხსენიეთ ადამიანები, საჭმელი ან ყვავილები, ფულს ეძებთ არასწორ ადგილას. სამსახურის ძებნისას გაინტერესებთ ხელფასის ზომა და არა ის, თუ რა მოვალეობა გეკისრებათ.

7. ჭიქის შემადგენლობა ნიშნავს იმას, თუ როგორ აღიქვამთ პირველ კითხვაში ნახსენებ ადამიანთან ურთიერთობას. პლასტმასი ან ქაღალდი – ერთჯერადია. ფაიფური – რბილი და მყარი. მეტალი – ყველაზე გამძლე. ასეთ პარტნიორთან შეგიძლია მეგობრობაც, ბიზნეს-პარტნიორობაც და შეგიძლია კოსმოსში გაფრენაც.

8. ჭიქასთან მოპყრობა ნიშნავს იმას, თუ როგორ მოექცევი პირველ კითხვაში ნახსენებ ადამიანს.

9. იმის მიხედვით, თუ რა დონეზე დასველდებით, შეგვიძლია დავასკვნათ, თუ რამხელა ადგილი უჭირავს თქვენს ცხოვრებაში ფულს. ასევე გვეუბნება თუ როგორი მომზადებული ხართ მის საშოვნელად.

კატეგორია: საინტერესოა
Tags:

34


  • KeSso13 თქვა:
    22 დეკემბერი 2012 02:05 - ID: 34,
    საინტერესოა მაგრამ რაღაცები არ დაემთხვა

  • zuzi თქვა:
    14 დეკემბერი 2012 02:06 - ID: 33,
    dzaaalian daemtxva kvelaperi da zogadad raa neta es kargia tu damerxaa??? wink wink

  • ellen potter...♥ϟ თქვა:
    10 დეკემბერი 2012 19:30 - ID: 32,
    ფავორიტებში love

  • feistfe თქვა:
    10 დეკემბერი 2012 18:25 - ID: 31,
    უი თურმე დიდი ადგილი უჭირავს ფულს ჩემს ცხოვრებაში winked

  • ketuusi თქვა:
    10 დეკემბერი 2012 16:53 - ID: 30,
    ძაალიან საინტერესოა ) ხშირად შემოიტანეტ ესეთებიიიიიიიიი :D

  • aNaNo_O თქვა:
    10 დეკემბერი 2012 02:33 - ID: 29,
    ჭიქაზე დავწერე გავტყიპავ თქო და პირველ ადამიანს მართლა გავტყიპავ ;დდდ

  • -INFINITE- თქვა:
    9 დეკემბერი 2012 20:16 - ID: 28,
    აუუუ, მაგარია :**:*

  • MissDevonne თქვა:
    9 დეკემბერი 2012 19:34 - ID: 27,
    მომეწონა სიახლე მაგრამ ძალიან ბევრი რამ არ დაემთხვა. :/

  • usu თქვა:
    9 დეკემბერი 2012 16:52 - ID: 26,
    ხიდზე გადავალ :| :D

    კიდე დადე რა

  • saalll თქვა:
    9 დეკემბერი 2012 16:32 - ID: 25,
    sophia,
    კიდევ დავდებ

  • nuka თქვა:
    9 დეკემბერი 2012 15:09 - ID: 24,
    მერვეზე მაგრად ვიმხიარულე, იმიტომ რომ დედაჩემს ავიღებ და სამზარეულოში შევიტან
    კარგი იყო ავტორ ყოჩაღ

  • sophia თქვა:
    9 დეკემბერი 2012 14:16 - ID: 23,
    აუუ ძაან მომეწონა:)დადეთ კიდევ ასეთი ტესტები რაააა :)

  • anasvani თქვა:
    9 დეკემბერი 2012 13:19 - ID: 22,
    anukela07,
    მე ჩემს ლაშას ავიღებ თურმე აჰაჰა : )))))))))))))))))) ოღონდ ნაზად მოვეპყრობი "D:D:D:D აუ კაი იყო მომეწონაა

  • RAMMSTEIN_TINA თქვა:
    9 დეკემბერი 2012 13:18 - ID: 21,
    საინტერესოა :)

  • Kristen თქვა:
    9 დეკემბერი 2012 11:48 - ID: 20,
    პირველი დაემთხვა და სასახლეზეც დაემთხვა .. თუმცა ჩემთვის გაუგებარია როგორ უნდა განსაზღვრო ასე ყველაფერი .. არვიცი , არ მჯერა რაღაცნაირად

  • anukela07 თქვა:
    9 დეკემბერი 2012 03:20 - ID: 19,
    ესეიგი ჩემს გიოს "რაკოვინაში" ჩავდეებ )) აჰაა ვეტყვი ხვალ აბა რა აზრის იქნება <3

  • Maryyy თქვა:
    9 დეკემბერი 2012 00:49 - ID: 18,
    love

  • anabana თქვა:
    8 დეკემბერი 2012 23:48 - ID: 17,
    ეს ტესტი ბევრჯერ მაქვს ნანახი ამიტომ ვერ შეგაფასებ what
    ისე ცუდი ტესტი არ არის

  • lalaa თქვა:
    8 დეკემბერი 2012 23:10 - ID: 16,
    salome55555,
    ჩემთვისაც...


    საინტერესოა:)

  • salome55555 თქვა:
    8 დეკემბერი 2012 22:35 - ID: 15,
    ჩემთვის ოდნავ გაურკვეველი ტესტი იყო.ზოგადად მომეწონა smile

« 1 2 »
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top