;
10 დეკემბერი 2012      FAME     54 კომენტარი     ნანახია 7367-ჯერ    
კატეგორიაში: საინტერესოა

Katie Melua - Closest Thing To Crazy

Powered by mp3skull.com


გქონიათ შემთხვევა, როცა კონკრეტული ეპოქა, საქმიანობის სფერო და ადგილი თქვენთვის ახლო ყოფილა, თან ისე, რომ ამ ცხოვრებაში მასთან შეხება აქ გქონიათ? ადამიანები, რელიგიები და სხვადასხვა შეხედულებები აღიარებენ წინა ცხოვრების არსებობის შესაძლებლბას! ცხოვრების _ სადაც სხვადასხვა ადამიანები იბადებოდნენ, როგორც სურლაიდ სხვა პიროვნებები უამრავი საერთოთი შემდეგ ცხოვრებებთან!
საინტერესო, იქნება რას ფიქრობენ ადამიანები, როგორი იქნებოდნენ ისიცნი წინა ცხოვრებაში, წამით, რომ დაუშვან წინა ცხოვრების არსებობის შესაძლებლობა?

წინა ცხოვრებაში...
წინა ცხოვრებაში...





▲▼▲ Birdy_Y ▲▼▲

ამმმ.. ნამდვილად არ ვიცი, მაგრამ რაც წარმომიდგენია იმას დავწერ. - პირველ რიგში წინა ცხოვრების არსებობა, რომ დავუშვა დარწმუნებული ვარ ჩვენ არა ცხოველები და ფრინველებიარამედ ნამდვილად ადმიანები ვიქნებოდით, ტანსაცმელი შეიძლება არც ყოფილიყო და რაიმეთი გვქონოდა დაფარული საჭირო ადგილები, აი, საცხოვრებელ ქვეყანზე კი რა მოგახსენო ნამდვილად არ მაქვს წარმოდგენა სად შეიძლება გვეცხოვრა.


წინა ცხოვრებაში...



▲▼▲ Ancho. ▲▼▲


მე ხშირად მიფიქრია ამ თემაზე და რამოდენიმე ვარიანტიც კი მაქვს
თუ ვინ ვიქნებოდი და რომელ ეპოქაში ვიცხოვრებდი. ერთი კი
დანამდვილებით ვიცი, უეჭველად ვიცხოვრებდი მე19 საუკუნის
მიწურულს, მაშინ როდესაც დიუმა "დედოფალ მარგოს" სწერდა,
მაშინ როდესაც სამეფო კარზე ულამაზესი ბალ-მასკარადები იმართებოდა,
მაშინ როდესაც ულამაზესი ცხენშებმული ეტლებით დადიოდნენ,
მაშინ როდესაც ულამაზესი კაბები ემოსათ, და აუცილებლად მექნებოდა
პრეტენზია იმ ეპოქაში ვყოფილიყავი ახალგაზრდა სიცოცხლითა და
ვნებით სავსე მეფის ან თუნდაც ჰერცოგის ქალიშვილი...

და კიდევ, აუცილებლად ვიცხოვრებდი გასული საუკუნის სამოციან
წლებში, მაშინ როდესაც აღორძინდა ნამდვილი მუსიკა, კინო და მოდა...
ის სფეროები რომლებიც ჩემი სულის სამყაროა.. ვიცხოვრებდი
ევროპის ნებისმიერ ქვეყანაში, უფრო კი საფრანგეთში და დავტკბებოდი
იმ დროინდელი ფილმებით, თვალს ვადევნებდი იმ დროის მოდურ ტენდეციებს
და აუცილებლად ვივლიდი მუსიკის ლეგენდების კონცერტებზე..
ვიქნებოდი უბედნიერესი თუ შორიდან მაინც მოვკრავდი თვალს
სცენაზე მეამბოხე ბითლზებს!


წინა ცხოვრებაში...
წინა ცხოვრებაში...





▲▼▲ Sofia ϟ ♥ ▲▼▲

ჩემი თავი წინა ცხოვრებაში ამერიკაში წარმომიდგენია, გარდამავალი წლები, რეტროდან შედარებით აღვირახსნილ ცხოვრებაზე გადასვის წლები...საშუალო სიმაღლის, შავგვრემანი და თეთრი, თითქმის ისეთივე როგორიც ახლა, ოღონდ ღია თაფლისფერი თვალებით. პროფესიას რაც შეეხება ჩემ თავს მხოლოდ მხატვრად აღვიქვავ, ოღონდ წინა ცხოვრებაში მხოლოდ.

წინა ცხოვრებაში...
წინა ცხოვრებაში...




▲▼▲ Lucy ▲▼▲

40იანი წლების ჰოლივუდის მსახიობი ვიქნებოდი (ყოველ შემთხვევაში მინდა ვიყო) ან აზიაში ვიცხოვრებდი.. ეპოქას და ქვეყანას მნიშვნელობა არ აქვს. ჩემი მენტალიტეტიდან და გემოვნებიდან გამომდინარე გული იაპონიაში და კორეაში მიმიწევს
წინა ცხოვრებაში...
წინა ცხოვრებაში...




▲▼▲ Hermione...♥ [ ▲▼▲

მე დიდი სიამოვნებით ვიცხოვრებდი მე-19 საუკუნის ინგლისში... ყოველთვის დიდი ინტერესით ვკითხულობ ამ ეპოქაზე, მისი დამახასიათღებელი ნიშნები კი ჩემში მუდამ აღფრთოვანებას იწვევს. ზუსტად ისეთი გარეგნობა და ხასიათი მექნებოდა, როგორიც სინამდვილეში მაქვს. სხვა შემთხვევაში, ეს მე აღარ ვიქნებოდი. ჩემი სტილი კი რადიკალურად განსხვავებული იქნებოდა თუნდაც იმიტომ, რომ სინამდვლეში კაბას თითქმის არასოდეს ვიცვამ... ჩემი ხასიათიდან გამომდინარე, მებრძოლი ბუნების ადამიანი და გამოუსწორებელი ფემინისტი ვიქნებოდი. გული მიგრძნობს, რომ ამ თვისებების გადამკიდე, შარშიც ხშირად გავეხვეოდი. რაც შეეხება პროფესიას, ალბათ რეალისტი მწერალი ვიქნებოდი...


წინა ცხოვრებაში...
წინა ცხოვრებაში...




▲▼▲ B-))) ▲▼▲

მე აუცილებლად ვიქნებოდი დეტექტივი იმიტომ, რომ ეს საქმე ძალიან მაინტერესებს, ვიცხოვრებდი ჩემ ოცნების ქალაქში, ნიუ იორკში და რაც შეიძლება ბევრ გაჭირვებულს დავეხმარებოდი

წინა ცხოვრებაში...





▲▼▲ NiNi_N ▲▼▲

არ ვიცი ვინ ვიყავი წინა ცხოვრებაში, მაგრამ ვისურვებდი მეცხოვრა ⅩⅤⅢ საუკუნის ინგლისში ან ანტიკურ საბერძნეთში. ამ ეპოქაში ალბათ იმიტომ, რომ მომწონს და დიდ პატივს ვცემ მათ კულტურას. ადამიანში, რომელიც ამ ეპოქაში იცხოვრებდა ჩემი სახით პიროვნულ თვისებებს არ შევცვლიდი ვიქნებოდი ის, რაც ახლა ვარ! რაც შეეხება გარეგნობას... ალბათ მექნებოდა გრძელი ყავისფერი თმა და ამავე ფერის თვალები. ინგლისში ცხოვრების შემთხვევაში ვიქნებოდი მწერალი, ხოლო საბერძნეთში უბრალოდ ხელოვანი ადამიანი.

წინა ცხოვრებაში...
წინა ცხოვრებაში...





▲▼▲ anabana ▲▼▲


ვიქნებოდი გარეგნულად: ლამაზი,გამხდარი ოღონდ ძალიან არა,შავგვრემანი,ეშხიანი...თვისებებით:უკომპლექსო,ეინშტეინი,თამამი(ძალიან არა),ასევე ფულიანი))).ვიცხოვრებდი მზეზე)))მომავლის ეპოქაში,არ ვიცხოვრებდი დედამიწაზე,ან მთვარეზე ან მზეზე,ქალაქ ანილენდში სადაც დედოფალი ვიქნებოდი და დაკავებული ვიქნებოდი ხატვით,ტანსაცმლის ესკიზების ხატვით,სერიოზულად,რომ ვთქვათ:მომავლის ეპოქაში,ვიცხოვრებდი ესპანეთში(რადგან ნამყოფი ვარ და მომეწონა)ქალაქ ბარსელონაში,ვიქნებოდი დაკავებული ტანსაცმლის ესკიზების ხატვით



წინა ცხოვრებაში...
წინა ცხოვრებაში...








▲▼▲ ta_mo ▲▼▲

მიუხედავად იმისა, რომ ყოველთვის უკმაყოფილო ვიყავი ჩემი სქესით, ალბათ წინა ცხოვრებაიც მდედრობითი სქესის წარმომადგენელი ვიქნებოდი, სასურველია მქონოდა შავი თმა, საოცრად ფერმკრთალი კანი და ლურჯი თვალები, სხეულს ალბათ არ შევიცვლიდი. ეპოქას რაც შეეხება ალბათ 70-იან წლებში გადავინაცვლებდი, დიდ ბრიტანეთში დავსახლდებოდი ტყის პირას მდებარე პატარა სახლში, საქმიანობასთან დაკავშირებით ბევრს არ ვიყოყმანებ, მუსიკით ვიქნებოდი დაკავებული, ასეთ ადგილი კი შთაგონების წყაროს ნაკლებობას არასდროს განმაცდევინებდა.

წინა ცხოვრებაში...
წინა ცხოვრებაში...




▲▼▲ D-) ▲▼▲

წინა ცხოვრების არ მჯერა მაგრამ,თუ მართლა არსებობდა მგონია რომ ვიქნებოდი ჟურნალისტი.მგონია რომ წინა ცხოვრება ეხლანდელთან ძალიან განსხვავებული იქნებოდა რადგან ალბათ მაშინ არ არსებობდა კომპიუტერი რითაც ყველაზე ხშირად ვკავდებით.ალბათ ნოუ იორკში ვიცხოვრებდი რადგან ეგ ქალაქი ძალიან მომწონს.თვისებებით ისეთი ვიქნებოდი როგორიც ეხლა ვარ.მაგრამ ყვლაფრის მიუხედავად წინა ცხოვრებაში ყოფნა არ მინდა

წინა ცხოვრებაში...



▲▼▲ Marriiiammiii ▲▼▲


სხვათაშორის არ დავმალავ და პირდაპირ ვიტყვი ბევრჯერ მიფიქრია ამააზე..ჩემს პიროვნებაში შევცვლიდი შემდეგს:ვიქნებოდი უფრო მიმნდობი და ნაკლებად ჯიუტი..ჩემს გარეგნობაში ალბათ არაფერს შევცვლიდი იმიტომ რომ მადლიერი ვარ იმისი რაც ღმერთმა მიბოძა..ოოო აი ეპოქა კი რომელშიც ვიცხოვრებდი ეს იქნებოდა შუა საუკუნეების საფრანგეთი აჰჰ რა მაგარი იქნებოდა..!!ბევრი ვიბოდიალე მაგრამ არაუშავს

წინა ცხოვრებაში...





▲▼▲ Johnny depp ▲▼▲

ზოგადად წინა ცხორების არსებობის ძალიან მჯერა.. მეტიც სულ ვფიქრობ ხოლმე ამაზე..
საერთოდ გადაჭრით არაფრის თქმა მიყვარს მაგრამ ის ზუსტად ვიცი რომ წინა ცხოვრებაში.. საფრანგეთში ვიცხოვრებდი... ერთ ძალიან პატარა მყუდრო აივნიან ბინაში... ფანჯრდიან გადახედვისსას ეიფელის კოშკს რომ გავყურებდე..
ზოგადად ხელოვანი ვარ.. ჩემი სული ,გული და გონება ისე აზროვნებს როგორც ხელოვანის.. აუცილებლად ვიქნებოდი ძალიან საქმიანი, შრომისმოყვარე,... მოკლედ ვიქნეობდი ზუსტად ის რაც ვარ ეხლა.. ვიქნებოდი ერტი პატარა ქარაფშუტა გოოგონა.. რომელიც ძალიან დიდი თუმცა აუხდენელი ოცნებების დიდ კორიანტელში ცხოვრობდა, ცხოვრობს და იცხოვრებს კიდევ დიდხანს ))))


წინა ცხოვრებაში...
წინა ცხოვრებაში...



▲▼▲ Mari__Angel ▲▼▲

არ მიფიქრია ამაზე აქამდე, ყოველთვის როდესაც მესმის როგორ ყვებიან სხვები რომ საიდანღაც დაასკვნეს, რომ წინა ცხოვრებაში - "კლეოპატრა ვიყავი"... ჰოჰ, რამდენი კლეოპატრა იყო მართლაც:) სისულელეა მაინც ამაზე მიქტი, არ ვიცი მაგრამ, დავუშვათ.. ალბათ ერთი ჩვეულებრივი გლეხის გოგო ვიყავი, ქერა თმაში თივის ჩხირებით გაჩხერილი, ბუნების წიაღში ლამაზი სახლით და იმ ეპოქისთვის აბსოლუტურად ბედნიერი და უდარდელი ცხოვრებით ვიცხოვრებდი, არა მგონია ისე არ გამმართლებოდა რომ ომის პერიოდში მეცხოვრა:) მაგრამ მაინც ალბათ მშვილდ-ისრის გამართვა კარგად მეცოდინებოდა : )
წინა ცხოვრებაში...
წინა ცხოვრებაში...



▲▼▲ amanda ▲▼▲

წინა ცხოვრების არსებობის მაინცდამაინც არ მჯერა,მაგრამ მაინც დიდი სიამოვნებით ვისურვებდი ,რომ მეცხოვრა ინგლისში ქვინის მოღვაწეობის პერიოდში,რომ ცოცხლად მენახა და მომესმინა ფრედი მერკურისთვის,მასთან სიმღერას ვერ გავბედავდი,მაგრამ ხმის ჩამწერ სტუდიაში დიდი სიამოვნებით ვიმუშავებდი და ჩემს წვლილს შევიტანდი მსოფლიო მუსიკის განვითარებაში,თან ეხლაც ცოცხალი ვიქნებოდი :) მერე სადმე,ინგლისის ლამაზ სოფელში პატარა,საყვარელ სახლს ვიყიდდი,დაჯდებოდი და მემუარებს დავწერდი :) ვოტ ტაკ :)


წინა ცხოვრებაში...





▲▼▲ მარიამი. ▲▼▲

ჰმმ.. წინა ცხოვრება? სიმართლე გითხრა ამის ხსნებაზე, საერთოდ არ მიჩნდება სურვილი ვირტუალურად გადავინაცლო XVII-XVIII საუკუნეში, მიუხედავად იმისა, რომ საინტერესოა ჩემთვის. მე არც თუ ისე, შორეულ წარსულში ვიცხოვრებდი. მეოცე საუკუნის ორმოცდაათიან წლებში დავიბადებოდი ალბათ, ვიცხოვრებდი ლოს-ანჯელესში. ვიქნებოდი მხატავრი და მოგზაური. ერთ ან ორ თვეს გავატარებდი საგიჟეში, ოღონდ არა ჩემი სიგიჟის გამო, აღვწერდი იქაურ ყოფას და ალბათ დავეთანხმებოდი კენ კიზს.
შეიძლება იფიქროთ, რათ უნდა ამას წინა საუკუნეო, მართალია, ახლაც ვგეგმავ, რომ ვიმოგზაურებ ბევრ ქვეყანაში, მაგრამ მაშინ ვნახავდი ისეთ საფრანგეთს, სადაც მოდილიანი ჩემი თანამედროვე იქნებოდა, ასევე რემარკი, თქვენზე ადრე და პარიზშივე გავიცნობდი ჟოანს და რავიკს. ვნახავდი ისეთ კატალონიას, სადაც სალვადორ დალი ცოცხალი იქნებოდა და მეც სიურეალისტი მხატვარი ვიქნებოდი. მაშინაც მეყვარებოდა ფეხბურთი და მარტო დალის გამო არ ვიქნებოდი შეყვარებული "ბარსელონაზე".
რაც ყველაზე მთავარია, მექნებოდა იმის ბედნიერება რაც ახლა არ გვაქვს, ვივლიდი ისეთი ჯგუფები კონცერტებზე, როგორებიცაა: ბითლზი, ფინკ ფლოიდი, როლინგ სტოუნი, ლედ ზეპელინი, ნირვანა, განზ-ენ-როუზი...
მექნებოდა თითქმის ყველა ამბომი და ვიქნებოდი კოლექციონერი.
ყველა ჩემს მოგზაურობას აღვწერდი დღიურში, რომელიც დღესდღეობით იარსებებდა, მაგრამ მე ცოცხალი აღარ ვიქნებოდი, თუმცა ჩემი „რაღაც“ ამ საუკუნისთვის დარჩებოდა.

ჩემი თავი წინა საუკუნეში ასეთი წარმომიდგენია, მომავალში კი არ ვიცი რა იქნება, მაგრამ მხატვარი არ ვიქნები ალბათ.



წინა ცხოვრებაში...
წინა ცხოვრებაში...




▲▼▲ Nina√ ▲▼▲


რა ვიცი აბა. აქამდე ამაზე მგონი არასდროს მიფიქრია. თუ საერთოდ წინა ცხოვერებაში ვარსებობდი, ალბათ XIII-XIX საუკუნეებში ვიცხოვრებდი და მაღალი ფენის წარმომადგენელი ვიქნებოდი, აი, ზუსტად ისეთი, როგორიც წიგნებშია აღწერილი. ყოველ შემთხვევაში დიდი სურვილია.


წინა ცხოვრებაში...



THIS IS THE END...
HOLD YOU BREATH AND COUNT TO TEN...

კატეგორია: საინტერესოა
Tags:

54


  • KoGHo თქვა:
    16 იანვარი 2013 21:48 - ID: 54,
    მე არანაირად არ მჯერა წინა ცხოვრებისა))
    რაღაც უაზრობაა უეჭველად.
    დეჟავიუს გრძნობა კიდევ, არც ისე ხშირად მეუფლება და ბოლოს როდის იყო არ მახსოვს...))
    თუმცა, ადრე მიკვირდა, რატომმეორდებოდნენ ფაქტები, ახლა მივხვდი, რომ ფაქტები კი არა, ჩვენ ვმეორდებით))

    პ.ს წინა ცხოვრება თუა, ცხოვრება იყოს ამის დედავატირე, თამარ მეფე ვიქნებოდი :დ

  • asdffdsa თქვა:
    13 დეკემბერი 2012 00:23 - ID: 53,
    გიორგი 1,უტა,შორენა :)
    ყველაზე კარგი მაინც ეგ არის:)

  • miranda.. თქვა:
    13 დეკემბერი 2012 00:06 - ID: 52,
    დარწმუნებული ვარ წინა ცხოვრებაში ჰიპი ვიყავი.. love 60-70 წლების ამერიკის ტერიტორიაზე ვცხოვრებდი, მაგრამ კონკრეტული საცხოვრებელი ადგილი არ მქონდა.. სხვა ჰიპებთან ერთად ვიხეტიალობდი შტატიდან შტატში, საღამოობით კოცონის პირას კარგ, ხარისხიან მუსიკას (the doors, green day, uriah heep, the eagles და ა.შ) ვუსმენდი, სამოსსაც შესაბამისს ვატარებდი (ფართხუნა გრძელი კაბა, თავისუფალი მაისური, თავზე ბენდენა)... მოკლედ უბედნიერესი წინა ცხოვრება მქონია და არ ვიცოდი :D :D

  • Saliiii :X:X:X თქვა:
    12 დეკემბერი 2012 20:15 - ID: 51,
    ენჯელებო ძააან კარგები ხართ ამ საიტზეეე love კანდიდატებს გისურვებთ წარმატებებს რა შუაშია მარა მაინც love ნიუსი მომეწონა

  • DaTo- თქვა:
    12 დეკემბერი 2012 20:01 - ID: 50,
    მე როგორც რიგით მკითხველს არ მაინტერსებს ყველა ენჯელის აზრი ამ თემაზე,და უფრო ინფორმაციული ნიუსი მაინტერესებს :)

  • Mari Glonti თქვა:
    12 დეკემბერი 2012 17:24 - ID: 49,
    არ მჯერა წინა ცხოვრების
    ნიუსი კი არაჩვეულებრივია!!!!!!!!!

  • keso_love თქვა:
    12 დეკემბერი 2012 15:37 - ID: 48,
    ალბათ დედოფალი ვიქნებოდი.. დიდ სასახლესი მცხოვრები wink

  • amanda თქვა:
    11 დეკემბერი 2012 23:52 - ID: 47,
    tamo,

    ერთად გვეცხოვრა მაგ დროს აა? :)კაი იქნებოდა :)

  • salome55555 თქვა:
    11 დეკემბერი 2012 23:33 - ID: 46,
    მე აუცილებლად ვიქნებოდი დეტექტივი იმიტომ, რომ ეს საქმე ძალიან მაინტერესებს, ვიცხოვრებდი ჩემ ოცნების ქალაქში, ნიუ იორკში და რაც შეიძლება ბევრ გაჭირვებულს დავეხმარებოდი
    ზუსტად ვეთანხმები მეც იგივეს დავწერდი love

  • -kristi თქვა:
    11 დეკემბერი 2012 23:11 - ID: 45,
    წინა ცხოვების არ მჯერაა.. :X
    მაგრამ მე ისეთი ბედი მაქვს ან ძაღლი ვიქნებოდი ან კატაა :D
    wink wink

  • ululus)) თქვა:
    11 დეკემბერი 2012 21:49 - ID: 44,
    და კიდევ, აუცილებლად ვიცხოვრებდი გასული საუკუნის სამოციან
    წლებში, მაშინ როდესაც აღორძინდა ნამდვილი მუსიკა, კინო და მოდა...
    ის სფეროები რომლებიც ჩემი სულის სამყაროა.. ვიცხოვრებდი
    ევროპის ნებისმიერ ქვეყანაში, უფრო კი საფრანგეთში და დავტკბებოდი
    იმ დროინდელი ფილმებით, თვალს ვადევნებდი იმ დროის მოდურ ტენდეციებს
    და აუცილებლად ვივლიდი მუსიკის ლეგენდების კონცერტებზე..
    ვიქნებოდი უბედნიერესი თუ შორიდან მაინც მოვკრავდი თვალს
    სცენაზე მეამბოხე ბითლზებს!

    zustad ase vicxovrebdi mec,wina cxovrebashi love love
    dzaan maagari new sia..yochax

  • FAME თქვა:
    11 დეკემბერი 2012 21:09 - ID: 42,
    QiQiTo:):),
    წინა ნიუსი იყო საახალწლო სურვილებზე

  • tamo თქვა:
    11 დეკემბერი 2012 20:55 - ID: 41,
    amanda,
    შენს კომენტარს ველოდებოდიი :)) მაინტერესებდაა love
    ოო მეც მინდააა მაგ დროს რო ვყოფილიყავი ქუიინიიი ოოო love

  • QiQiTo:):) თქვა:
    11 დეკემბერი 2012 20:47 - ID: 40,
    წინა სტატიის ლინკი დადეთ რა!

  • amanda თქვა:
    11 დეკემბერი 2012 20:34 - ID: 39,
    FAME,

    მოკლედ დიდი მადლობა რომ ჩამამატე და ბოდიში რო პასუხებს გიგვიანებ ხოლმე :D ;)

  • Smiley :) თქვა:
    11 დეკემბერი 2012 20:16 - ID: 38,
    აი მე კი ჩემს თავს ვერცერთ დროში ვერ წარმოვიდგენ გარდა აწყმოსი , მაგრამ უარს ნამდვილად არ ვიტყოდი 60-70იან წლებში რამდენიმე კვირით მოხვედრაზე:) გარეგნობას რაც შეეხება ღმერთის მადლობელი ვარ იმისთვის რაც მომცა და შესაბამისად იგივენაირი დავრჩებოდი ამ მოკლე ვადიანი დროში მოგზაურობის დროს.
    + ძალიან კარგი ნიუსია winked

  • Ancho. თქვა:
    11 დეკემბერი 2012 19:18 - ID: 37,
    ვაიჰჰჰჰ ისე გამიკვირდა რამდენიმე თქვენგანის კომენტარში
    რო გავიელვე მადლობთ :* love love love love

  • crazyangel13 თქვა:
    11 დეკემბერი 2012 18:54 - ID: 36,
    ვიცხოვრებდი რენესანსის ეპოქაში, საფრანგეთში პატარა ქოხში ალბათ ისეთივე ვიქნებოდი მოკლე მოყავისფრო-მოწითალო ფერის თმით,ქამელეონი თვალებით,გამხდარი და მაღალი.ვიქნებოდი მხატვარი რადგან ხატვა ძალიან მიყვარს, და ასევე დავწერდი ლექსებს.თან მეცმევოდა უბრალო,სადა გრძელი კაბა ნაზ,ლამაზ ფერებში და ვიქნებოდი ჩემთვის :) რამდენი მიოცნებია ამაზეეეეეეეეე :))

  • FAME თქვა:
    11 დეკემბერი 2012 18:46 - ID: 35,
    QiQiTo:):),
    მე არც წინა და არც ამ ნიუსში არ ჩამიწერია ჩემი მოსაზრება და ფიქრები!!! არ ვიცი რატომ, მაგრამ ასე ჯობია მგონი:))

« 1 2 3 »
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top