;
12 დეკემბერი 2012      Ann_J     17 კომენტარი     ნანახია 4669-ჯერ    
კატეგორიაში: საინტერესოა

ვებრძოლოთ სტრესს მუსიკალური თერაპიის დახმარებით!

ადამიანი ცხოვრებაში მინიმუმ ერთხელ მაინც ვარდება სტრესულ მდგომარეობაში, რასაც ჩვეულებრივ თან ახლავს სხეულში მიმდინარე პრიმიტიული ცვლილებები, რომლებიც ასე თუ ისე საფრთხეს გვიქმნიან ყოველდღიურ ცხოვრებაში . მსგავსი სახის მოვლენებს სტრესსორებს უწოდებენ. როდესაც ჩდნდებიან სტრესსორები, ორგანიზმი მთელი თავისი ძალების კონცენტრირებას ახდენს საფრთხესთან ბრძოლაში. სტრესულ რეაქციას ემოციურ დონეზე შეუძლია გამოიწვიოს სხვადასხვა უარყოფითი ემოციები, რომლებიც თავს იჩენენ გარკვეული დროის შემდეგ. ზოგიერთ შემთხვევაში, თუნდაც მცირე პრობლემა შეიძლება გახდეს საბაბი, მწვავე სახის სტრესის აღმოცენებისა. ეს ყოველივე არღვევს იმუნურ სისტემას და აძლიერებს ქრონიკულ დაავადებებს . იმისათვის რათა ორგანიზმი არ გამოიფიტოს და შეძლოს თავდაცვა არასასურველი გრძნობებისგან, თერაპევტებმა შეიმუშავეს რამოდენიმე ტექნიკა, რომელიც დაგეხმარებათ სტრესის მართვაში
ვებრძოლოთ სტრესს მუსიკალური თერაპიის დახმარებით!

[როგორ მივუდგეთ სტრესს]
ალბათ იცით, რომ სტრესის მავნე ზემოქმედების ნეიტრალიზება შესაძლბელია. ამისათვის საჭიროა სწორად მიუდგე სტრესულ სიტუაციასა და მის მართვას. გაითვალისწინეთ, რომ როგრც წესი, როდესაც სტრესორები ხვდებიან ორგანიზმში ისინი იწვევენ დამცავ რეაქციებს. სტრესის დროს ადამიანს ყოველთვის ჰგონია თავისი თავი დაუცველისა და მსხვერპლის ამპლუაში, სწორედ ამიტომ ისინი თავის დაცვას სკანდალებისა და ისტერიკების გზით ცდილობენ. მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის აუცილებელია საკუთარი თავის კონტროლი რთულ სიტუაციაში . შეხედეთ სხვა მხრიდან თქვენს თავს მსგავს სიტუაციაში. შეეცადე წარმოიდგინო საკუთარი თავი უცხო კონფლიკტთან მიმართებაში . ამგვარი პოზიცია საშუალებას გაძლევთ თავი დაიცვათ ინსტიქტური შიშისგან.
რაც არ უნდა იყოს, სტრესი არსებით და უარყოფით გავლენას ახდენს ადამიანის გარეგნობაზე. ამიტომ საჭიროა დაფიქრება : ღირს ყველაფრისთვის სერიოზული ყურადღების გამახვილება რაც ჩვენს ირგვლივ ხდება? არ არის უკეთესი ვიზრუნოთ საკუთარ თავსა და გარეგნობაზე? ყურადღება გავამახვილოთ სახეზე, თმებსა და ფორმებზე.
ვებრძოლოთ სტრესს მუსიკალური თერაპიის დახმარებით!

მუსიკალური თერაპია გვეხმარება ემოციების სწორად მართვაში
ხელოვნებასა და არტს პირდაპირი და უშუალო დამოკიდებულება აქვს ადამიანთან. მუსიკა, როგორც ხელოვნების სახეობა მუდმივად ანვითარებდა ცივილიზაციას. დღეს დღეობით მუსიკა არის ის, რისი დანახვაც ჩვენ გვსურს. მაგრამ როგორიც არ უნდა იყოს ის, გავლენას ახდენს ადამიანის გრძნობებზე. მუსიკა საზღვრავს ჩვენს ემოციებს, განსაკუთრებით კი ეს ეხება მოზარდებს. ახალგაზრდები უფრო ემოციური ფონის მატარებლები არიან. ამიტომ მას მოზარდების გრძნობების გაკონტროლება და გაძლიერება შეუძლია. ამ ყოველივეს დახმარებით მუსიკალური ფსიქოლოგია მნიშვნელოვნად ვითარდება

კვლევები ადასტურებს, რომ ახალგაზრდები 15-25 წლის ასაკში განიცდიან ინტენსიური ემოციების მოჭარბებას . მათი კონტროლი ემოციების მიმართ არ არის სრულყოფილი. ამიტომ ამ ასაკობრივ ჯგუფს აქვს უმაღლესი რისკი ფსიქიკური ჯანრთელობის პრობლემის და თვითმკველობის განხორციელების. მეცნიერებმა დაადასტურეს, რომ მუსიკას შეუძლია ურთიერთქმედებების შემსუბუქება. როგორც გვამცნობს Medical Xpress, ფსიქოლოგი დოქტორ ჟენევიევა დიანგლი იყენებს მუსიკალურ თერაპიას თავის ჯგუფში პრობლემატურ მოზარდებთან. "მათ შეუძლიათ კლასის ნებისმიერ წერტილში ყოფნა, მობილური ტელეფონის გამოყენება და [i]MP3-ში მუსიკის მოსმენა. ვფიქრობ რომ მუსიკა მათთვის არის გზა ცხოვრების უკეთ შეცნობაში. [/i] ამბობს თერაპევტი დიანგლი
ვებრძოლოთ სტრესს მუსიკალური თერაპიის დახმარებით!

კვირაში ერთხელ მუსიკალუღი თერაპიის გამოყენებით , მან დააფიქსირა რომ ახალგარდზები ნებაყოფლობით და აქტიურად პასუხობდნენ მუსიკის თემებს. ისინი იყენებდნენ რეპს, დასარტამ ინსტრუმენტსა და სხვა მუსიკალურ ჩანახატებს.
" მე შევიმუშავე ფსიოლოგიური ტრენინგის მეთოდი, რომელშიც გამოიყენება ორგანზომილებიანი გრძნობების მოდელი და სამი ემოციური სტიმულაცია მუსიკის მოსმენის მეშვეობით, როგორც გზა აკონტროლოთ ემოციები . მისი მეთოდის ეფექტურობა უახლოვდება 98%-ს.
ეს გვაძლევს იმედს, რომ მუსიკალური თერაპია გვთავაზობს ეფექტურ სტრატეგიებს რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია ემოციების კონტროლი. ეს ხელს შეუწყობს ბევრი სოციალური პრობლემის გადაწყვეტას , როგორიცაა ნარკომანია, ალკოჰოლიზმი და სუიციდი.

ვებრძოლოთ სტრესს მუსიკალური თერაპიის დახმარებით!

კატეგორია: საინტერესოა
Tags:

- ADD

17


  • Ana smiley თქვა:
    14 დეკემბერი 2012 20:45 - ID: 17,
    მსოფლიოს დასაწყისიააა მუსიკააა love drunk

  • Mari Glonti თქვა:
    13 დეკემბერი 2012 22:57 - ID: 16,
    ანა არაჩვეულებრივი.ჭკვიანი და ნიჭიერი ოგგო ხარ
    ვისიამოვნე კიდევ ერთხელ love

  • kristi_ თქვა:
    13 დეკემბერი 2012 16:56 - ID: 15,
    მუსიკა ზედმეტად სახიფათო იარაღია. უაზროდ ემოციურობას იწვევს.
    ნიუსიი ჩემი ცოლი wink love

  • qaldani თქვა:
    12 დეკემბერი 2012 23:21 - ID: 14,
    მე მუსიკაც რომ არ მსჰველის :(

  • D-) თქვა:
    12 დეკემბერი 2012 23:18 - ID: 13,
    მუსიკა ძაან მიყვარს love ნიუსი როგორც ყოვლთვის უმაგრესია winked

  • tlabu თქვა:
    12 დეკემბერი 2012 22:55 - ID: 12,
    ერთადერთი რაც მამშვიდებს სტრესის დროს ეს მუსიკაა.
    მუსიკა ჩემი განუყრელი ნაწილია და არც წარმომიდგენი დღე მის გარეშე.
    არვიცი როგორ გაიგებთ მაგრამ უკვე ნარკოტიკივით მაქვს.
    სამსახურში მისვლამდე, მუშაობის დროს(ისე იდეები არ მომდის ხოლმე თავში :)), სამსახურიდან წამოსვლისას სულ ვუსმენ.

    ხანდახან მეშინია არ დავყრუვდე :)

  • Ancho. თქვა:
    12 დეკემბერი 2012 21:38 - ID: 11,
    ზუსტად!
    ანაა გვანატრებ ხოლმე თავს მაგრამ სამაგიეროდ
    უცებ დაგვაცხრები ხოლმე ასეთი შესანიშნავი ნიუსებით..♥

  • lika97 თქვა:
    12 დეკემბერი 2012 20:37 - ID: 10,
    მე მუსიკის გარეშე ?? ვერ წარმომიდგენია !! ძალიან დიდი მადლობა ამ სიახლისთვის <3 მუსიკა ისეთ პერიოდში მეხმარება, როცა ძალიან ცუდად ვარ !!

  • Miss Cyrus თქვა:
    12 დეკემბერი 2012 20:01 - ID: 9,
    მუსიკის გარეშე ალბათ მოვკვდები! უმაგრესი ნიუსიაა love

  • Countess A. თქვა:
    12 დეკემბერი 2012 18:54 - ID: 8,
    ჰმმ... საინტერესოა, მაგრამ მუსიკა ნამდვილად ვერ კურნავს არაადამიანობას..

  • Salome ))) თქვა:
    12 დეკემბერი 2012 18:51 - ID: 7,
    მუსიკის გარეშე ცხოვრება ვერ წარმომიდგენია...ნიუსი უმაგრესია ♥

  • SuZiii თქვა:
    12 დეკემბერი 2012 18:44 - ID: 6,
    სრულყოფილი ნიუსი იყო love

  • amanda თქვა:
    12 დეკემბერი 2012 18:39 - ID: 5,
    ანი რამდენი ხანია შენს ნიუსს ველოდები და და რო დავინახე ძალიან გამიხარდა;) კარგი იყო ძალიან ;)

    მუსიკალური თერაპია მაგარი რამეა,მთელი დღის განმავლობაში სადაც კი შემიძლია მოვუსმინო,ვუსმენ,ყველაზე მეტად კი მიყვარს ბანაობის დროს :D სტრესის დროს კი ჩემთვის უებარი საშუალებაა,გავირჭობ ყურსასმენებს და ვიძირები :D ამ დროს ვერავინ ვერ ხვდება ჩემში რა ხდება,ჩემს თავს ყოველთვის მე ვშველი სტრესის დაძლევაში,რა თქმა უნდა მუსიკის დახმარებით love

  • suslika თქვა:
    12 დეკემბერი 2012 18:21 - ID: 4,
    მუსიკის მოსმენა მამშვიდებს და მაწყნარებს
    ჩემთვის ერთგვარი თერაპიაა love

  • Johnny depp თქვა:
    12 დეკემბერი 2012 18:18 - ID: 3,
    მუსიკით იწყება და მუსიკითვე მტავრდება ჩემი დღე..
    ვერ წარმოვიდგენ ჩემს ცხოვრებას მუსიკის გარეშე..
    რომ არა მუსიკა არ ვიქნებოდი მე ოღონდ მართლა
    როგორც ჰაერი მჭირდება ..ისეთივე დოზით მჭირდება
    მუსიკა... განუყოფელი ნაწილი ჩემი ცხოვრებისაა
    მოკლედ მუსიკა ჩემთვის ყველაფერია <3
    ნიუსი ბრწყინვალე !

  • beauty queen თქვა:
    12 დეკემბერი 2012 18:14 - ID: 2,
    ნამდვილ, გემოვნებიან და ლამაზ მუსიკას რა ჯობია <3 <3
    ძაან კარგი სიახლეა laughing

  • Deakoo თქვა:
    12 დეკემბერი 2012 18:09 - ID: 1,
    მე მუსიკას რომ ვუსმენ ყველაფერი რაც ცუდი მოხდა მავიწყდება და ოცნებეში ვარ ჩაძირული love

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top