;
14 დეკემბერი 2012      Nina√     40 კომენტარი     ნანახია 6803-ჯერ    
კატეგორიაში: საინტერესოა

Evanescence_My_Immortal_Vladimir_Apleev_Piano_Cover

Powered by mp3skull.com


პორტრეტი შეიცვლიდა სახეს, მე კი დავრჩებოდი ისეთივე,
როგორიც ახლა ვარ! ამისთვის სულს მივყიდდი ეშმაკს!


"დორიან გრეის პორტრეტი", პარადოქსებისა და მახვილგონიერების ეს მდიდარი არსენალი, რთული და თავისებური მორალურ-ფილოსოფიური რომანია. მისი ავტორი, XX საუკუნის დამლევის ცნობილი ინგლისელი მწერალი ოსკარ უაილდი, ნაწარმოების წინასიტყვაობაში პირველივე გვერდიდან მკითხველს თითქოს აფრთხილებს, რომ ის შეჰყავს უჩვეულო, უცნაურ, მაგრამ მეტად დახვეწილ მხატვრულ სამყაროში. "დორიან გრეის პორტრეტი" ოსკარ უაილდის ერთადერთი გამოქვეყნებული რომანია, რომელიც ცალკე წიგნის სახით ავტორისეული ჩასწორებებითა და ჩამატებებით 1891 წელს გამოიცა . რომანის სიუჟეტში ახალგაზრდა შესანიშნავი გარეგნობის მამაკაცი დორიან გრეია აღწერილი. "დორან გერის პორტრეტი" არამც და არამც არ არის რეალისტური რომანი. წიგნის სიუჟეტი გამოგონებულ, ფანტასტიკურ ამბავზეა აგებული და იგი მთავარი გმირის სულის სურათს, მის სინდისს გულისხმობს. რომანი 25-ჯერ არის ეკრანიზებული და ის სულ რაღაც 3 კვირაში დაიწერა. არსებობს ისეთი დაავადებაც , რომელსაც „დორიან გრეის სინდრომს" უწოდებენ,რაც ფიზიკური დაბერების შიშს ნიშნავს.

ამონარიდები ოსკარ უაილდის "დორიან გრეის პორტრეტიდან"


____________________________

"ნამდვილი სილამაზე იქ თავდება, სადაც ინტელექტი იწყება"

"ინტელექტი თავისთავად ანომალიის ერთ-ერთი სახეობაა და ყოველნაირი სახის ჰარმონიულობას აცამტვერებს"

" ქორწინების მთავარი მომხიბვლელობა ისაა, რომ სიცრუეს გარდაუვალსა და აუცილებელს ხდის ორივე მხრისთვის"

"ადამიანმა ყველაზე ფრთხილად მტრები უნდა შეარჩიოს"

"მდაბიონი გრძნობენ, რომ ლოთობა, სისულელე და უზნეობა მათ საკუთარ ხვედრად ქცეულა და თუ რომელიმე ჩვენგანი ამავე სისაძაგლის მსხვერპლად აურჩევია ცხოვრებას, სწორედ ეს მატებს ძალას მათ უფლებებს"


"გრძნობების მეტი სულს ვერაფერი ჰკურნავს, ისევე, როგორც გრძნობათა მკურნალობა შეუძლებელია სულის გარეშე"

"აი, სწორედ ეს გახლავთ ცხოვრების დიდი საიდუმლოება: განვკურნოთ სული გძნობებით, ხოლო გრძნობათა მკურნალი მარად და მარადის იქითაც სულია მხოლოდ"

"ახალგაზრდობა ის უძვირფასესი განძია, რომლის ქონებაც უდავოდ ღირს"

"მშვენიერება გენიალურობის ერთ-ერთი სახეობაა და მე ვიტყოდი, მასთან შედარებით გაცილებით მაღლა მდგომი სახეობაც"




"მშვენიერება ისეთივე უდიდესი მოვლენაა სამყაროში, ვით მზის სინათლე, გაზაფხული, ან მთვარის ვერცხლისებრი პირსაბურველის ანარეკლი მრუმე წყალში. მშვენიერება უდავო რეალობაა. ის ღვთიური და ამასთანავე უზენაესი უფლების მატარებელია. და მეფური უფლებით აღჭურვაც მხოლოდ მათ რგებიათ წილად, ვინც მისი მფლობელნი შეიქმნებიან"

"მხოლოდ გონებადახშულ უბრალო ადამიანთა ჩვეულებაა, არ შეაფასონ და არ განსაჯონ გარეგნული მშვენება"

"დრო ხომ მეტად ეჭვიანია, ის გააფთრებით ებრძვის ახალგაზრდულ სიკაშკაშეს და არაერთხელ აღმართავს ხელს იმ წარმტაცი წამების წინააღმდეგ, რომელსაც შროშანებისა და ვარდობის თვე ეწოდება"

" ოჰ, ახალგზრდობა! ამქვეყნად განა არის რამ მისი სადარი!"

"ახალგაზრდებს სურთ ერთგულნი იყვნენ და ვერ ახერხებენ, ხანდაზმულებს კი გულით სწადიათ ღალატი, მაგრამ არ ძალუძთ"

"-შეძლებთ გაიხსენოთ რაიმე დიდი შეცდომა, ქალბატონო, რომელიც ახალგაზრდობაში ჩაგიდენიათ?
-ვშიშობ საკმაოდ ბევრიც
-მაშ კვლავ გაიმეორეთ ეს შეცდომები. ვისაც სურს ახალგაზრობა დაიბრუნოს, მხოლოდ ის სისულელეები უნდა გაიმეოროს, რაც მაშინ ჩაუდენია"




"მამაკაცები ცოლს დაღლილობის გამო ირთავენ. ქალები კი იმიტომ თხოვდებიან, რომ ფრიად ცნობისმოყვარენი არიან. ორივე მხარე ბოლოს იმედგაცრუებული რჩება"

[i]"იმ დასკვნამდე მივედი, რომ ძირითადად ორი კატეგორიის ქალი არსებობს ამქვეყნად: ქალები, რომლებიც უარყოფენ ყოველგვარ კოსმეტიკას; და ქალები, რომლებიც მხოლოდ ამით არსებობენ"

"ამქვეყნიური ცხოვრების ჭეშმარიტი საიდუმლო სილამაზის ძიებაშია"

"ერთგულება სიყვარულში, ისევე როგორც აზრების სიმტკიცე და ურყეობა, უბრალოდ უძლურების აღიარებაა"

"ჩვენ ბევრს რამეს მოვიშორებდით თავიდან, იმის შიში რომ არ გვქონდეს, რომ მას სხვები წაატანენ ხელს"

"ცდას არავითარი მორალური მნიშვნელობა არ გააჩნია, ადამიანები უბრალოდ ამ სახელწოდებით ნათლავენ თავიანთ შეცდომებს"

"ფული, დედა? ფულს რა მნიშვნელობა აქვს? სიყვარული გაცილებით დიდია ყველაფერთან შედარებით. ფული კი..."

"თუ სიღარიბე კარის ჭუჭრუტანიდან შემოიპარება, სიყვარული ფრთხიალით სარკმლიდან გაფრინდება"

"ქორწინების მთელი სიმახინჯე იმაშია, რომ ერთ-ერთი მხარე მაინც აქრობს ეგოიზმს. ეგოიზმის გარეშე ცხოვრება კი უფერული ყოფაა. ამ დროს ხომ ადამიანები ინდივიდუალურობას კარგავენ"

"ის ადამიანი, ვინც მხოლოდ სხვებთან შეთანხმებით არსებობს, საკუთარ თავთან მუდმივ უთნხმოებაშია"

"ქალები, როგორც ერთი გონებამახვილი ფრანგი ამობოდა, ამქვეყნიურ უდიდეს იდეალებსა და საქმეებს შთაგვაგონებენ, მაგრამ გამუდებით ხელს გვიშლიან მათ განხორციელებაში"




"არის თურმე ისეთი წუთები, როდესაც ცოდვის ჩადენის წყურვილი, ან რასაც ქვეყანა შეცოდებად უთვლის ადამიანს, ისე მომძლავრდება და გაბატონდება ადამიანის სულში, რომ სხეულის ყოველი უმარტივესი უჯრედი ფრიად სახიფათო ინსტიქტებით იწყებს მოძრაობას და სამოქმედოდ ემზადება. ასეთ წამებში, როგორც კაცი, ისე ქალი საკუთარ თავს ვერ იმორჩილებს და ნებისყოფას მთლიანად კარგავს. ისინი ამ დროს დასაღუპად განწირულნი ავტომატურად და თვითშეუგნებლად უფსკრულისკენ მიისწრაფვიან. მათ სხვა გამოსავალი არ დარჩენიათ. გონება კი სრულიად კვდება, ან სამუდამოდ დუმს. ან თუ ცოცხლობს, ესწრაფვის მაცდუნებელი ამბოხით წეწდეს ცოდვის ჩამდენის მთელ არსებას და ამ დიდ დაუმორჩილებლობას განსაკუთრებული მიმზიდველობით მოსავს"

"ადამიანის წარმოსახვა აიძულებს სინდისის ქენჯნას ფეხდაფეხ სდიოს ჩადენილ ცოდვას, დიახ, მხოლოდ წარმოსახვა ქმნის ჩვენ წინაშე და მოელის იმ ენით აღუწერელ შემაძრწუნებელ შედეგს, რაც თითოეულ ჩადენილ ცოდვას უნდა მოჰყვეს თან"

"მოხუცებულობის ტრაგედია ის კი არ არის, რომ ადამიანი ხანდაზმულობას აღწევს, არამედ ის, რომ სული მარად ახალგაზრდა რჩება"

" სულისა და სხეულის ჰარმონია, ოჰ, რა დიდებულია ეს ყოველივე! ჩვენ, ადამიანებმა ჩვენი უგუნურებით ერთურთს დავაშორეთ ეს ორი, და გამოვიგონეთ ვულგარული რეალიზმი და უშინაარსო, არაფრის მაქნისი იდეალიზმი."

"სამყაროს ჭეშმარიტი საიდუმლო სწორედ ხილვადშია და არა უხილავში"

"თუ ქალი მეორედ თხოვდება, ეს მხოლოდ იმიტომ, რომ მას პირველი ქმარი ეზიზღებოდა, ხოლო თუ მამაკაცი ცოლს მეორედ ირთავს, მაშინ ის უცილოდ პირველ ცოლს აღმერთებდა.

" -ხელოვნებაზე რაღას იტყვით?
-ხელოვნება სნეულებაა
-სიყვარული?
-ილუზიაა მხოლოდ
-რელიგია?
-ეს ხომ თანამედროვე რწმენის შენაცვლება გახლავთ უბრალოდ"[/i]





.

კი
არა

კატეგორია: საინტერესოა
Tags:

40


  • dangerous თქვა:
    1 თებერვალი 2013 22:16 - ID: 40,
    არ ვიცი არ ვიცი აი ვგიჟდები ვაფანატებ ამ წიგნს არ მომბეზრდება სულ თან დამაქვს ოსკარ უაილდზეც ვგიჟდები დორიანზეც და აი არ ვიცი მართლა სულ ამ წიგნზე ვფიქრობ და ვცდილობ ბოლომდე გავერკვიო

  • KoGHo თქვა:
    16 იანვარი 2013 21:33 - ID: 39,
    ფილმი არ ვარგა, არანაირად.
    წიგნი ძალიან კარგია. არ მომბეზრდება მისი კითხვა. შარშან წავიკითხე, ამ დროს და ახლაც დიდი სიამოვნებით წავიკითხავდიმეორედ, უბრალოდ დრო არ მაქვს.

  • FuNnYbUnNy თქვა:
    20 დეკემბერი 2012 17:33 - ID: 38,
    ვგიჟდებიიიიი

  • Countess A. თქვა:
    16 დეკემბერი 2012 21:11 - ID: 37,
    Hermione...♥,
    smile

  • Countess A. თქვა:
    16 დეკემბერი 2012 14:24 - ID: 36,
    Hermione...♥,
    ამ შემთხვევაში ნაწარმოებიდან კარგი ან ცუდი მაგალითის აღება თვითონ ადამიანის ბუნებაზეა დამყარებული და არა თვითონ ნაწარმოების შინაარსზე.. წინა კომენტარშიც ავღნიშნე რომ ყველა ადამაინის ყველა საგანსა თუ თემას სხვადასხვანაირად აღიქვამს.. იმაზეც არ გედავები რომ დორიან გრეის პორტრეტს მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს მსოფლიო კლასიკური ლიტერატურის საგანძურში, მაგრამ პირადად ჩემთვის ისეთი ნაწარმოებების გვერდით როგორებიც არიან: დანაშაული და სასჯელი, ძმები კარამაზოვები, კაცი რომელიც იცინის, საბრალონი, ომი და მშვიდობა და აშ. დორიან გრეის პორტრეტი მხოლოდ თავისი გენიალური ფრაზებისა და გამონათქვამების გამოა მნიშვნელოვანი.. და აქ საერთოდ ჩემი აზრით ოსკარს, სიუჟეტის კი არა, არამედ თავისი აზროვნებისა და მსოფლმხედველობის გადმოცემა და ჩვენება სურდა საზოგადოებისათვის.. :)

  • Countess A. თქვა:
    16 დეკემბერი 2012 00:50 - ID: 35,
    Hermione...♥,
    ჰმ.. რა დამთხვევა.. იმაში ნამდვილად გეთანხმები რომ წიგნში მოყვანილი ფრაზები მართლაც დიდებულია, მაგრამ წიგნს რომელსაც მხოლოდ სამი პერსონაჟი ჰყავს, სადაც არ არის გადმოცემული ადამიანთა ცხოვრება და სადაც არის უბრალო ფანტასტიკა, იმ წიგნს ნამდვილად ვერ ექნება სახარბიელო სიუჟეტი.. ეს მხოლოდ ჩემი აზრია.. იქიდან გამომდინარე თუ სხვა კლასიკოსების ნაწარმოებებს გადავხედავთ დორიან გრეის პორტეტი ნამდვილად გვერდიტ ვერ დაუდგება მატ. :) მაგრამ ყველა ადამიანი ყველა საგანსა და თემას სხვადასხვანაირად აღიქვამს და ამიტომ დასკვნაც ინდივიდუალურია.. :)

  • evergreen_angel თქვა:
    15 დეკემბერი 2012 23:50 - ID: 34,
    ჩემი ერთ-ერთი საყვარელი წიგნია <3

  • nata1990 თქვა:
    15 დეკემბერი 2012 23:41 - ID: 33,
    ბენიიი, კაი ნიუსი იყოო snow love

  • Countess A. თქვა:
    15 დეკემბერი 2012 16:16 - ID: 32,
    kristi_,
    მართალია, ფილმი ნამდვილად კარგია, მაგრამ წიგნის სიუჟეტს სრულიად აცდენილია... აი წიგნი რომ არ ქონდეს ადამიანს წაკითხული და ფილმს უყუროს ნამდვილად მოეწონება...
    თან ზუსტად ის სახის მიმიკები აქვს რაც დორიანის სახეზე წარმომედგინა... :)

  • elenikojoe თქვა:
    15 დეკემბერი 2012 16:00 - ID: 31,
    love ყველაზე მააგარი ნიუსი

  • kristi_ თქვა:
    15 დეკემბერი 2012 08:43 - ID: 30,
    Countess A.,
    ზუსტადაც. ფილმი სადაც ქოლინ ფირზი და ბენი თამაშობენ ძალიან დაბალი დონისაა მაგრამ ჩემი აზრით ბევრად ჯობია წიგნს და საინტერესოცაა. ბოლოსდაბოლოს ბევრად მეტი მოქმედება ვითარდება შიგნით

  • Countess A. თქვა:
    14 დეკემბერი 2012 22:23 - ID: 29,
    kristi_,
    ჰო, ოსკარის პიროვნებისა და ნაწარმოებების პოპულარიზაცია სწორედ მიმა ქარიზმატულობამ და განსხვავებულობამ გამოიწვია, როგორც მე–19 საუკუნეში ისევე დღესდღეისობითაც... ჩვენ ადამიანებს ყოველთვის გვიტაცებს ისეთი რაღაცეები, რომელნიც სრულიად განსხვავებული და ახალი ხილია... :)

  • kristi_ თქვა:
    14 დეკემბერი 2012 21:34 - ID: 28,
    Countess A.,
    აჰა ნამდვილად და უცხო შინაარსი აქვს. ზუსტად ამან გამოიწვია აჟიოტაჟი :))

  • ivi თქვა:
    14 დეკემბერი 2012 21:27 - ID: 27,
    დაგკლავთ ეს ნიუსი ტოპ სტატიებში პირველ ადგილზე რომ არ ვნახო !!!

  • Taamoo თქვა:
    14 დეკემბერი 2012 21:25 - ID: 26,
    არ მესმის როგორ შეიძლება არ მოგეწონოს ეს ნაწარმოები love

  • Countess A. თქვა:
    14 დეკემბერი 2012 21:04 - ID: 25,
    kristi_,
    feel სწორედაც, არაფერი ისეთი ცხოვრებისეული და ღირებული ამ წიგნში არ დევს, უბრალოდ დიდებულადაა გადმოცემული ისკარის შეხედულებები და საერთოთ მისი ფილოსოსფია...

  • MaLu ^_^ თქვა:
    14 დეკემბერი 2012 20:57 - ID: 24,
    წიგნი შესანიშნავია love ფილმი არ მომეწონა

  • Anch_Bey თქვა:
    14 დეკემბერი 2012 20:56 - ID: 23,
    არაჩვეულებრივი წიგნია love
    და ნიუსიცც love

  • McMurphy თქვა:
    14 დეკემბერი 2012 20:30 - ID: 22,
    კარგი სიახლეა.
    მიყვარს ძალიან ეს წიგნი.

  • taka-tako თქვა:
    14 დეკემბერი 2012 20:30 - ID: 21,
    ყველაზე მაგარი წიგნია !

« 1 2 »
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top