;
16 დეკემბერი 2012      Nanuka.     83 კომენტარი     ნანახია 10412-ჯერ    
კატეგორიაში: საინტერესოა

კონეკტიკუტის ტრაგედია: 26 ჩაცხრილული ადამიანი, მათ შორის 20 ბავშვი

14 დეკემბერს, კონეკტიკუტის შტატ ქალაქ ნიუთაუნის სენდი ჰუკის დაწყებით სკოლაში მომხდარმა ტრაგედიამ მთელი მსოფლიო შეძრა. 20 წლის თავდამსხმელი - ადამ ლენზა 9:40 წუთზე სკოლაში შეიჭრა და 26 ადამიანი ჩაცხრილა: 20 ბავშვი და 6 მოზრდილი. ლენზა სკოლის შენობაში მკვდარი იპოვეს. როგორც გამოძიებამ დაადგინა, მკვლელმა ბავშვები საკლასო ოთახში შეიტყუა და იქ ჩაცხრილა, შემდეგ კი თავი მოიკლა.

სენდი ჰუკის დაწყებითი სკოლის ტრაგედია ამერიკის შეერთებულ შტატებში მეორეა იმ ტრაგედიებიდან, რომლებმაც ყველაზე მეტი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლეს. მას მხოლოდ 2007 წელს, ვირჯინიის სკოლაში მომხდარი ტრაგედია შეგვიძლია შევადაროთ, როდესაც თავდამსხმელმა 33 ადამიანი მოკლა.

კონეკტიკუტის ტრაგედია
26 გარდაცვლილ ადამიანს შორის, ერთ-ერთი მკვლელის დედა - ნენსი ლენზაა. ერთ-ერთი ვერსიით, ნენსი ლენზა შვილმა მისივე იარაღით მოკლა, რადგან ის იარაღების დიდი მოყვარული და კოელქციონერი იყო.
დაკითხვაზე აიყვანეს აგრეთვე ადამ ლენზას მამა, პიტერ ლენზა, რომელმაც განაცხადა: "ჩვენს გულებს ვუგზავნით იმ ოჯახებს, რომლებმაც დაკარგეს თავიანთი საყვარელი ადამიანები. ჩვენი ოჯახი წუხს ყველა იმ ადამიანის გამო, რომელსაც მიადგა ზიანი ამ უსაშინლესი ტრაგედიის გამო. სიტყვებს არ შეუძლიათ გადმოსცენ, როგორი გულგატეხილები ვართ. გვიძნელდება დავიჯეროთ მომხდარი და ვცდილობთ ვიპოვოთ პასუხები. ჩვენ სრულად ვთანამშრომლობთ გამომძიებლებთან და ასევე გავაგრძელებთ. ისევე როგორც ბევრი თქვენგანი, ჩვენც ვწუხვართ და ვიტანჯებით"

ადამ ლენზას, პოლიციელთა დასაბნევად ჯიბეში საკუთარი 24 წლის ძმის - რაიან ლენზას პასპორტი აღმოუჩინეს, რის გამოც თავდაპირველად მკვლელად სწორედ რაიანი მიიჩნეოდა. ექსპერტიზამ კი დაადგინა, რომ მკვლელი არა რაიან, არამედ ადამ ლენზა იყო.

კონეკტიკუტის ტრაგედია
ადამ ლენზა

ამ შემაძრწუნებელ მოვლენას გამოეხმაურა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბარაკ ობამა, რომელმაც ძალიან ემოციური სიტყვა წარმოთქვა და საუბრისას ცრემლები ვერ შეიკავა: "უმრავლესობა, ვინც გარდაიცვალა დღეს იყვნენ ბავშვები, ლამაზი პატარები 5-დან 10 წლამდე. მათ წინ ჰქონდათ მთელი თავიანთი ცხოვრება: დაბადების დღეები, სკოლის დამთავრება, ქორწილი, თავიანთივე შვილების ყოლა... დაღუპულთა შორის იყვნენ აგრეთვე მასწავლებლები, კაცები და ქალები, რომლებმაც საკუთარი ცხოვრება ჩვენს ბავშვების ოცნებების ასრულებას მიუძღვნეს... ჩვენი გულები დამსხვრეულია ამ ბავშვების დედების, ბებია-ბაბუების, ძმებისა თუ დების გამო და აგრეთვე იმ მოზრდილთა ოჯახების გამო, რომლებიც დღეს დავკარგეთ. ამ საღამოს მე და მიშელი გავაკეთებთ იმას, რასაც დარწმუნებული ვარ ყველა მშობელი გააკეთებს ამერიკაში, რაც ჩვენი შვილების ოდნავ უფრო მაგრად ჩახუტებაა... ჩვენ ვეტყვით მათ, რომ გვიყვარს და შევახსენებთ ერთმანეთს, თუ რაოდენ ძლიერია ჩვენი სიყვარული. მაგრამ არიან ოჯახები კონეკტიკუტში, რომლებსაც არ შეუძლიათ გააკეთონ ეს და სწორედ ახლა მათ თითოეული ჩვენგანი ჭირდებათ. მე, როგორც პრეზიდენტი გავაკეთებ ყველაფერს, რაც შემიძლია, რომ დავეხმარო მათ, რადგან მაშინ როცა, არაფერს შეუძლია შეავსოს დაკარგული შვილის ადგილი, ყველა ჩვენგანს შეუძლია გაუწოდოს მათ ოჯახებს ხელი, რათა შევახსენოთ, რომ ჩვენ მზად ვართ მათ დასახმარებლად, რომ ვლოცულობთ მათთვის და ის სიყვარული, რომელსაც ისინი გრძნობდნენ დაკარგული ადამიანების მიმართ არამარტო მათ მეხსიერებაში, არამედ ჩვენსაშიც სამუდამოდ დარჩება... დაე ღმერთმა დალოცოს ყველა მსხვერპლი, დაეხმაროს ყველა გულგატეხილს და მოარჩინოს მათი ჭრილობები"!




ამ მოვლენას გამოეხმაურნენ სელებრითებიც სოციალურ ქსელ თვითერის საშუალებით:
ყველა სელებრითის კომენტარს გაეცანით აქ



კიმ კარდაშიანი:
"ეს ბავშვები წავიდნენ სკოლაში სწავლისთვის და ვერასდროს წარმოიდგენდნენ თუ ასეთი ტრაგედია მოხდებოდა. ისინი ამას არ იმსახურებდნენ. ვლოცულობ ყველა დაზარალებულისთვის".

მაილი საირუსი: "რატომ ხდება ეს? რატომ ემართებათ ცუდი რაღაცები კარგ ადამიანებს, განსაკუთრებით კი ბავშვებს? ვლოცულობ კონეკტიკუტისთვის".

ეშლი გრინი: "ზოგი რამ იმაზე უფრო ღრმაა ვიდრე მე და ჩემთვის ამოუცნობი. ჩემი ფიქრები და ლოცვა კონეკტიკუტელ ადამიანებთანაა".

რიანა: "ღმერთო შეგვიწყალე!!! არავინ იმსახურებს ამას! ვლოცულობ კონეკტიკუტში მომხდარი თავდასხმის მსხვერპლების ოჯახებისთვის!!! რა შობა ექნებათ მათ..".

ჰილარი დაფი: "შოკირებული ვარ. გულგატეხილი. შემაძრწუნებელი სიახლე დაწყებით სკოლაში მომხდარ სროლაზე. რა სჭირს ხალხს? ვლოცულობ ამ ოჯახებისთვის".

დემი ლოვატო: "უბრალოდ შოკში ვარ. ზოგჯერ რა სჭირს სამყაროს? ზუსტად შობის წინ? ჩემი ლოცვები ყველა ნიუთაუნის ოჯახთან"!

იან სომერჰალდერი: "ჩვენ ვართ დამწუხრებულები. ჩვენი გულები, ფიქრები და დახმარება თქვენთანაა. მე ვუთანაგრძნობ ყველას, ვისაც ეს შეეხო. ნეტავ ახლა მთელ მსოფლიოს შეეძლოს თქვენი ჩახუტება"!

ჯასტინ ბიბერი: "გავიგე რაც მოხდა კონეკტიკუტში. ჩემი ლოცვები მიდის ყველასთან, ვინც იტანჯება ამ ტრაგედიის გამო. ეს უბრალოდ საშინელებაა. გთხოვთ, ილოცეთ მათთვის".

სნუპ დოგი:
"ვუგზავნი დიდ სიყვარულს კონეკტიკუტის ოჯახებს მათი ტრაგიკული დანაკარგის გამო. დღეს, მე ვხრი თავს დიდი მწუხარებით".

ბრუნო მარსი: "შევძრწუნდი ამ საშინელი სიახლით კონეკტიკუტიდან. ჩემი ლოცვები ამ ოჯახებთანაა".

ფინქი: "მე აბსოლიტურად შეძრწუნებული ვარ. ჩემი ლოცვები და ჩემი გული მიდის იმ ოჯახებთან, ვისაც შეეხო ეს საშინელი ტრაგედია. მე ვიცი, რომ სიტყვები არ არის საკმარისი".


კონეკტიკუტის ტრაგედია

შეგახსენებთ, რომ დაღუპულთაგან 20 მცირეწლოვანი ბავშვია. აი რამდენიმე მათგანი:


კონეკტიკუტის ტრაგედია
შარლოტ ბეკონი, 6 წლის

კონეკტიკუტის ტრაგედია
დანიელ ბარდენი, 7 წლის

კონეკტიკუტის ტრაგედია
ოლივია ენგელი, 6 წლის

კონეკტიკუტის ტრაგედია
ემილი პარკერი, 6 წლის

ეს 20 ახალგაზრდა, ისევე როგორც 6 მოზრდილი არამარტო კონეკტიკუტის, არამედ მთელი მსოფლიოს დანაკარგია! დაე ყველამ პატივი მივაგოთ მათ!

კონეკტიკუტის ტრაგედია

კატეგორია: საინტერესოა
Tags:

83


  • LOL :D თქვა:
    15 იანვარი 2013 16:30 - ID: 83,
    ფუ ამის გამკეთებლის :@ sad

  • elva თქვა:
    28 დეკემბერი 2012 12:23 - ID: 82,
    რა საშინელებაა

  • VS_Angel თქვა:
    19 დეკემბერი 2012 20:18 - ID: 81,
    ვაიმე არვიცი რა ვთქვაა.............. აი მბურძგლავს

  • el en ika თქვა:
    19 დეკემბერი 2012 19:09 - ID: 80,
    ვაიმე რააა რატო რამე არ მოუვიდა სანამ სკოლაში შედგა ფეხი რატო მოხდა ეეეეს რატოოო

  • mikuss თქვა:
    18 დეკემბერი 2012 22:09 - ID: 79,
    14 დეკემბერს ჩემი დაბადების დღეა what
    საშინელებაა : || ცუდად ვხდები ასეთ ამბებზე

  • Metal თქვა:
    18 დეკემბერი 2012 19:43 - ID: 78,
    recourse

  • knach თქვა:
    18 დეკემბერი 2012 16:58 - ID: 77,
    ra sashinelebaaa ratom ibandebian eseni amazrzenebi gmerto gagijebuli var verc avgwer am movlenas uvralod viziareb da gmerts vtxov msgavsi ram nurasodes nu gameordeba da mitumetes saswavleblebshi sadac mcirewlovnebic arian :X:X:X:X

  • tiko-tina თქვა:
    18 დეკემბერი 2012 16:39 - ID: 76,
    ღმერთო რატო sad აი რატო რატო უნდა იყო ადამიანი ესეთი ბოროტი am

  • guks თქვა:
    18 დეკემბერი 2012 15:40 - ID: 75,
    ადამიანი ასეთი სულით ავდმყოფი როგორ უნდა იყო, როგორი ცხოველი უნდა იყო ასეთი ანგელოზები რო გაიმეტო სასიკდილოდ, არაფერი წმინდა არ არსებობს ხალხისთვის???

  • niniiiiiii თქვა:
    18 დეკემბერი 2012 12:28 - ID: 74,
    ღმერთო ნათელში ამყოფე მათი ლამაზი სულები, ძალიან მტკივა გული recourse

  • MarinkA თქვა:
    18 დეკემბერი 2012 07:35 - ID: 73,
    ამაზე უარესი რა უნდა იყოს...გული მეტკინა

  • ninu თქვა:
    18 დეკემბერი 2012 02:53 - ID: 72,
    ეს არის რაღაც ენით აუღწერელი, ცუდად ვარ, ცრემლები ვერ შევიკავე,რა ანგელოზები არიან :( ამათი მშობლები წარმომიდგენია რა დღეში არიან... როგორ უნდა იყო ესეთი სასტიკი ;(

  • tagunia თქვა:
    18 დეკემბერი 2012 01:55 - ID: 71,
    შოკში ვარრ. ზეცაშიც პათარა ანგელოზები იქნებიან(

  • xatuka თქვა:
    18 დეკემბერი 2012 00:23 - ID: 70,
    ანგელოზები... ღმერთმა ნათელში ამყოფოს ყველა გარდაცვლილი... საშინელებაა რატომ ხდება ესეთი რაღაცეები recourse

  • a-nuki თქვა:
    17 დეკემბერი 2012 23:54 - ID: 69,
    პატარების სურათებმა მომკლა საერთოდ...ძალიან გაბრაზებული და გადარეული ვარ რა საშინელებაა

  • ny თქვა:
    17 დეკემბერი 2012 23:37 - ID: 68,
    ვაიმე ცუდად ვარ wassat ასეთი სასიზღრობა გაცნობიერებულად ადამიანმა როგორ უნდა ჩაიდინო ვერაფრით ვხვდები crying

  • lalaa თქვა:
    17 დეკემბერი 2012 23:13 - ID: 67,
    რა საშინელებაა

  • -Sally- თქვა:
    17 დეკემბერი 2012 22:40 - ID: 66,
    ვაიმე საშინელებაა :((((((( რა საყვარლები იყვნენ((

  • megi_megi1 თქვა:
    17 დეკემბერი 2012 21:11 - ID: 65,
    gmertoguli damewva, ra aris es, rogor arseboben eseti adamianebi, ar mesmis rogor sheudzlia adamians, uflis shvils eseti ram gaaketos, rogor sheudzlia patara ucodvel bavshvs sicocxle ese sastikad mouswrafvos, chems gonebashi ar shedis es azri, shedzruli var, tavis tavs iklavda da im patarebs da mat ojaxebs ragas erchoda, ratom iyo eseti sadisti ra eseti amazrzeni ar mesmis, rogor aketeben eset ragaceebs ,an ra miznit. roca vismen shedzruli vrchebi, gmertma natelshi amyofos es patarebi. gmerts txov es bolo iyos da momavalshiaseti shemzaravi faqti nugar moxdeba. wassat crying crying

  • gretta თქვა:
    17 დეკემბერი 2012 21:04 - ID: 64,
    საშინელი ტრაგედიაა, ამ დღეებში ცნობილი სიმღერის pumped up kicks-ის გარჩევას ვკითხულობდი რომელიც 19 წლის მკვლელის შესახებაა, მან მშობლებთან ჩხუბის ჩემდეგ სავაჭრო ცენტრში უმისამართო სროლის დროს 13 ადამიანი შეიწირა მათ შორის ბავშვები. რაც ძალიან ჰგავს ამ ისტორიას. ყველაზე საშინელებაა ის არის რომ ასეთი ტრაგედიები ხშირად ხდება და კიდევ შეიძლება მოხდეს recourse

« 1 2 3 4 5 »
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top