;
18 დეკემბერი 2012      Johnny depp     42 კომენტარი     ნანახია 11698-ჯერ    
კატეგორიაში: საინტერესოა

ბავშვობა ის ბედნიერი პერიოდია რომელიც ყველამ გამოვიარეთ. ბავშვობას მოსდევს
სულელური ჩვევები და აზრები რომელთა გახსენებაც ალბათ ძალიან სახალისო იქნება,
ბავშვობა..მაინც რა მშვენიერია. ..ეს ხომ მხოლოდ ერთხელ ხდება. . .ამიტომ არ უნდა
იფიქრო მომავალზე როცა ბავშვი ხარ,თორემ ეს ისე ჩაგივლის ვერც კი გაიგებ..
დრო გადის, თან ისე სწრაფად რომ ყყველაფერი მოგონებად ,უკვე წარსულად იქცევა
საინტერესოა რას ფიქრობს ხალხი წარსულზე...
რა არის ბავშვობა მათთვის...


♥რა არის ბავშვობა ?♥

Sofia ϟ ♥

"როდესაც ბავშვები ვართ, იშვიათად ვფიქრობთ მომავალზე. ეს გვაძლევს საშუალებას ვისიამოვნოთ ჩვენი თავებით, რაც მხოლოდ მოზარდების მცირე ნაწილს შეუძლიათ. როდესაც მომავალზე ვიწყებთ ფიქრს ტკბილი ბავშვობიდან ერთი ნაბიჯი იდგმება არც თუ ისე შესაშურ რეალობაში”
ბავშვობა ? ბავშვობა ალბათ ჩემი ცხოვრების ის ნაწილია რომელშიც ყველაზე უზრუნველად ვცხოვრობდი და სანარვიულო მხოლოდ ის მქონდა, რომ სახლში დაბნელებამდე თუ არ ავიდოდი დედა მეჩხუბებოდა. ბავშვობას ვეღარასდროს ვეღარ დაიბრუნებ, მაგრამ ეგრედწოდებული ”sweet memories" ხომ ჩვენი ბავშვობის ერთერთი საუკეთესო დანატოვარია. ბავშვობა ცხოვრების ის ნაწილია რომელშიც ბაღში სათამაშოდ წასვლა გვეზარებოდა..


♥რა არის ბავშვობა ?♥

MaRihanna

რა არის ბავშვობა ჩემთვის? ეს არის ყველაზე ბედნიერი დრო ჩემ ცხოვრებაში. ბავშვობა ჩემთვის ყველაზე ტკბილი მოგონებაა. ეს ის დროა, როცა არ ვღელავთ არაფერზე და არ გვაქვს ბევრი საფიქრალი. ეს ის დროა, როცა არაფერი გვადარდებს და მხოლოდ იმას ვფიქრობთ, როგორ ვითამაშოთ თანატოლებთან და გავერთოთ. მე ძალიან მენატრება ძველი წლები, მაგრამ ცხოვრება ასეთია, დრო გადის და ყველაფერი იცვლება: ჩვენც და გარემოც.. ვიზრდებით, გვეცვლება შეხედულებები სხვადასხვა თემებზე, გვიჩნდება ძალიან ბევრი კითხვა, გვაქვს უფრო მეტი საფიქრალი....


♥რა არის ბავშვობა ?♥

Mariam Glonti

მე ყველა ბავშვს ვურჩევდი რომ ნაარდრევად არ გაიზარდონ,იმიტომ რომ ბავშვობა ჩემთვის სისუფთავესთან ასოცირდება გულუბრყვილოსთან.როდესაც ბავშვი ხარ შენთვის ცხოვრებისეული სირთულეები და სიბინძურეები გაუთვიტცნობიერებელია
და უცხოაახლა ჩვენ ვფიქრობთ რომ ცუდი თაობა წამოვიდა და ბავსვებმა ბავშვობა დაკარგეს მაგრამ ეს მათი კიარა თელევიზიის
ბრალია..ასე უცებ არ უნდა ვითარდებოდეს და არ უნდა ჭუჭყიანდებოდეს მისი გონება დასული


♥რა არის ბავშვობა ?♥

kristi_

ბავშვობა ცხოვრების ყველზე ბედნიერი და უდარდელი პერიოდი , სავსე ცრემლითა და სიხარულით. დრო , როდესაც გჯერა თოვლის ბაბუისა და გუდიანი კაცის. როდესაც თამაშისა და თხუპნიაობის გარდა საქმე არ გაქვს. რა არის ბავშობა? პასუხი მარტივია ცხოვრების ის პერიოდი , როდესაც ბედნიერებისთვის შენს მეგობრებთან თამაშიც კი გყოფნის
ბავშვობა ძალიან ტკბილად მაგონდება. მზრდიდა ჩემი უსაყვარლესი ბებია და ბაბუა. ბებო მთელი დღის განმავლობაში მეთამაშებოდა , სამსახურიდან მოსული ბაბუა კი ტკბილეულობას მაძლევდა. ღამით კი ბებოსთან მეძინა ჩახუტებულს და ერთი სული მქონდა დილა , როდის გათენდებოდა.
როგორც წესი, ფეხები სულ გადატყაული მქონდა. ბავშვებთან სულ დედა-შვილობანას, დახუჭობანას და მგელობანას ვთამაშობდი. შეყვარებულიც მყავდა, ერთხელ ლოყაზეც კი მაკოცა და შემპირდა , როცა გავიზრდებით დავქორწიდეთო.
ამაყი ვარ , რადგან მქონდა არაჩვეულებრივი ბავშვობა.


♥რა არის ბავშვობა ?♥

NiNi_N

პირველ რიგში ვიტყვი იმას, რომ ჯერ ისევ ბავშვი ვარ! მიუხედავად იმისა, რომ ბევრი რამ ზრდასრულ ასაკში უკვე აღარ მემახსოვრება, გონებაში ჩანალექი მოვლენების გახსენება მაინც სასიამოვნოა. კლასელებთან ერთად წინა წლების გახსენება ყველაზე მეტად მიყვარს. ერთმანეთის ფოტოებს ვათვალიერებთ და საკუთარ თავებს დავცინივართ - "ნუთუ ასეთი ვიყავი ადრე?"
ბავშვობის წლების გახსენება ყველაზე თბილი და სასიამოვნო ალბათ მოხუცებულობაშია, როდესაც თვალს გადაავლებ განვლილ ცხოვრებას....ჩემთვის ბავშვობა არის (იქნება) ყველაზე სახალისო და სასიამოვნო მოგონება წარსულიდან

♥რა არის ბავშვობა ?♥

-Diana-

ბავშვობა ყველაზე კარგი წლებია რაც შეიძლება ოდესმე ადამიანს ქონდეს აი, ძალიან მინდა ისევ პატარა
ვიყო როცა დედას ვეკითხებოდი ყველაფერს და თვითონ მიხსნიდა.ალბათ როომ მქონოდა იმის შესაძლებლობა
ისევ ისეთი პატარა ბავშვი ვტოფილიყავი როგორც ადრე...ამ შანსს ამოვიყენებდი და ყველაფერს თავიდან დავიწყებდი


♥რა არის ბავშვობა ?♥

lalaa

ბავშვობა ჩემთვის არის დრო, რომელიც ყველაზე მეტად მენატრება. ეს რის წლები როდესაც ერთადერთი პრობელემა ის იყო, ვის რომელი თოჯინა შეხვდებოდა. მქონდა ყველაზე მაგარი ბავშვობა. მშობლები ყველა სასურველს მისრულებდნენ და მაცხოვრებდნენ სამყაროში სადაც ყველაფერი უმარტივესია. დრო გავიდა , გავიზარდე და თანდათან პრობლემებმაც იწყეს ზრდა, რააცეები ,რასაც ადრე ვერ ვამჩნევდი და არ მანაღვლებდა, ეხლა უკვე ჩემთვის გახდა მნიშვნელოვანი. უბედნიერესი ვიქნებოდი, ეს ცლები რომ დამებრუნებინა.. მიუხედავად იმისა, რომ მინდა ძალიან სწრაფად გავიზარდო, ვივი რომ წლების შემდეგ ჩემი ცხოვრების ეს პერიოდიც ძალიან მომენატრება , ამიტომ ვცდილობ დავტკბე ცხოვრების ყველა წუთით და თქვენ იგივეს გირჩევთ .

♥რა არის ბავშვობა ?♥

lady_tamo

ჩემთვის ბავშვობა ჯერ არ დამთავრებულა, ნუ ყოველ შემთხვევაში სანამ სრულწლოვანი არ გავხდები. ბავშვობა ჩემთვის მხიარული და უდარდელი დღეები იყო, უამრავი თამაშით და გასართობით გაფერადებული. მშობლებმა ადრეული ასაკიდანვე შემაჩვიეს დამოუკიდებლობას, ამიტომ ჩემი ასაკის ბავშვებისგან ხშირად გავსხვავდებოდი ქცევებითა და აზროვნებით. დედის გარდაცვალების შემდეგ უფრო მივხვდი რომ ნელ-ნელა ბედნიერი დღრეები წარსულს ჩაბარდა და უფრო მეტი პასუხისმგებლობა დამეკისრა. გავიზარდე და დავაფასე ბავშვობის უდარდელი დღეები, მაშინ როდესაც ვჩქარობდი გაზრდას და ყველაფერი 'დიდური' მიტაცებდა. ბავშვობა ადამიანის ცხოვრების საუკეთესო წლებია, მაგრამ წინ უფრო კარგი წლები მელის....

♥რა არის ბავშვობა ?♥

Ancho.

ბავშვობა არის დრო რომელიც ერთი შეხედვით გრძელვადიან სიმთვრალეს ჰგავს, გონება გათიშული გაქვს დედამიწაზე არსებული პრობლემებისგან და უდარდელი ხარ აკეთებ ყველაფერ იმას რაც მოგწონს და სიამოვნებას განიჭებს. გონს რომ მოეგები მხოლოდ მაშინ ხვდები რა ბინძურია ეს სამყარო და რა მტკივნეულია იცხოვრო ღირსეულად. ბავშვობაში კი ხარ სუფთა, პირველი თოვლივით წმინდა და მართალი.. ხარ ის ვინც ხარ და არ განსჯი არავის... რაც მთავარია იმ წუთას ვერ აანალიზებ, სამაგიეროდ მერე ხვდები რომ ოდესღაც იყავი ბედნიერი.. იქ შორეულ ბავშვობაში...


♥რა არის ბავშვობა ?♥

chyipina

აუ ბავშობა არის ჩემთვის ყველაზე მაგარი რაღაცა, დრო როცა არ მრცხვენოდა ჩემი აზრი მეთქვა, არ მადარდება არაფერი და ერთადერთი საფიქრალი ის იყო რომ კარგი ამინდები ყოფილიყო რომ დედიკოს ბაღში კაბით წავყვანე. თან მე მგოპნია რომ ადამიანის ცხოვრებაში ზუსტად ეს პერიოდი ახდენს ყუველაზე დიდ გავლენას. ზიგმუნდას თეორიებს ვიზიარებ ფაქტიურად. მოკლედ ჩემი აზრით ბავშობა და ის ცხოვრება რომელიც ბავშობაში გვქონდა ყველაზე დიდ გავლენას ახდენს ადამიანის ცხოვრებაში და ყველაზე სევდიან და ამავდროულად ბედნიერ მოგონებებს გვიტოვებს


♥რა არის ბავშვობა ?♥

Ann_J

ბავშვობა არამარტო ჩემთვის, არამედ ალბათ თითოეული ადამიანისთვის წმინდა, უდარდელ და საუკეთესო მოგონებას წარმოადგენს. ბავშობა ჩემთვის არის ის შესანიშნავი და სანატრელი წლები როდესაც ვიყავი ყველაზე ბედნიერი, გახსნილი, მხიარული და უდარდელი. ჩემთვის არ არსებობდა პრობლემი და ალბათ ბავშობის პრობლემებიც იმით შემოიფარგლებოდა თუ რითი მეთამაშა და როგორ გამეტარებინა დრო. ეს არის ის პერიოდი როდესაც ცხოვრება არის ისეთი როგორიც გინდა რომ იყოს, ყველაფერს აღიქვამ ისე როგორც გსურს. შენი სული უმანკო, უდანაშაულო და წმინდაა. მენატრება, მენატრება ის ლაღი ბავშვი რომელიც მუდამ საინტერესო თავგადასავლებში იყო ჩაძირული.

♥რა არის ბავშვობა ?♥

FAME

ბავშვობა არის წამი როცა შეგიძლია ვარსკვლავებს მიწვდე, როცა ჭერზე გამოკიდებულ სიტყვებს არ ეძებ რაღაცის სათქმელად, როცა მთვარეზე კიბის მიდგმა და მასზე ასვლა, ზღვაში მთელი თვე ჟანგბადის გარეშე ცხოვრება ისეთივე ადვილია, როგორ წვიმის შეხებისას მიმიკური კუნთების ამუშავება და გაღიმება! ეს არის პერიოდი, როცა ყველაზე მეტად ვეკუთვნით საკუთარ თავს, როცა ყველაზე მეტად ვიღიმით, როცა გულწრფელი ცრემლი სულს გიწმდენდს და ფანჯრიდან ყოველთვის მოსჩანს ცისარტყელა! როცა გული სუფთაა, სული კი თავისუფალი! როცა შეგიძლია იყო გიჟი და არავინ გამოიშვიროს შენსკენ ხელი! როცა ყოველ ღამე იძინებ, ხვალინდელი დღის კეთილი იმედით, რადგან სითბოთი ხარ გარემოცული! ყველაფერს დავთმობდი, ოღონდ ჩემი ბავშვობა დაბრუნდებოდეს! ზოგჯერ, როგორ მინდება იქ გადანაცვლება...


♥რა არის ბავშვობა ?♥

ta_mo

ჰმ, ერთი შეხედვით მარტივი კითხვაა, მაგრამ რეალურად არც თუ ისე ადვილია პასუხის გაცემა. სიმართლე გითხრა თავს ამჟამადაც ბავშვად ვგრძნობ, პატარა ასაკის განსაკუთრებულობა ერთ რამეში მდგომარეობს, შენს ირგვლივ მომხდარ მოვლენებს აღიქვამ მსუბუქად, ფიქრობ ნაკლებად სერიოზულ თემებზე და გადაწყვეტილებების მიღებას არასდროს იღებ საკუთარ თავზე, ასაკთან ერთად კი იმ ყოველივეზე გიწევს ფიქრი, რაზეც არასდროს იწუხებდი თავს. ჩემი აზრით ყველა ზრდასრულში ცხოვრობს 'ბავშვი', ზოგში ეს ფენომენი გამოკვეთილია, ზოგი კი უბრალოდ არ ავლენს საკუთარ 'გულუბრყვილობას', მე კი ვცდილობ არ ჩავკლა ჩემში ბავშვი, ამიტომ მარადიულად ვაპირებ ბავშვად ყოფნას:D



♥რა არის ბავშვობა ?♥

Marriiiammiii

მოკლედ მინდა ვთქვა რომ უზომოდ მენატრება ბავშვობა როდესაც ყველა დღე მზიანი თენდებოდა,პატარ პატარა გასაფერადებელი რვეულები რომ იყო ისინი ყოველ დილით ახალ ახალი რომ მხვდებოდა წამოვხტებოდი მივირბენდი მამასთან და დიდი სიხარულით ვეხუტებოდი..ახლაც არ ვთვლი ჩემს თავს დიდად უფრო სწორად ალბათ მინდა რომ არ ვიყო დიდი ნუ მოზრდილი მაინც და ეს მაიძულებს ის ბავშვობის სიხალისე შევინარჩუნო ამიტომაც მეუბნებიან ხანდახან პატარა ცანცარა ხარო..!! მაგრამ მერე რა მსიამოვნებს კდიეც..ბავშვობა ჩემთვის ეს ის ხანა იყო სადაც თავს როგორ ვთქვა კომფორტულად ვგრძნობდი ახლაც არაჩვეულებრივად მიმაჩნია ჩემი ცხოვრება ვეგუები იმას რაც მაქვს იმიტომ რომ ესაა ჩემი ბედი მაგრამ როდესაც იმ ხალისიან დღეებს ვიხსენებ რაც ბავშვობაში გამომივლია თვალზე ცრემლივით მადგება..სენტიმენტალურობის დედად წარმოვდექისავით მაგრამ არაუშავს..


♥რა არის ბავშვობა ?♥

D-)

მოკლედ როგორ ყველასთვის ჩემთვისაც ბავშობით იწყება ცხოვრება.ამიტომ ბავშვობა არის ყველაზე ნიშვნელოვანი ნაწილი ჩვენი ცხოვრების.ალბათ მგონია რომ ბავშვობაში კეთდება ყველა ის მნშვნელოვანი საქმე რითითაც ეხლა ვცხოვრობთ ამიტომ ვთვლი მე ბავშვობას ცხოვრების ერთ ერთ ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია♥


♥რა არის ბავშვობა ?♥

Hermione...♥

ვუყურებ ჩემს ბავშვობის ფოტოს და ვხედავ ოქროსფერკულულებიან გოგონას დიდი მწვანე თვალებით,რომელსაც თავისი ასაკისათვის შეუფერებელი, მეტისმეტად სერიოზული და თავდაჯერებული გამომეტყველება აქვს. ღიმილს ვერ ვიკავებ და სარკეში ვიხედები... ვხედავ საკუტარ თავს 16 წლის ასაკში ოდნავ უფრო მუქი თმით და მომწვანო ფერის თვალებით. გამომეტყველება ბევრად უფრო მხიარული მაქვს... შესაძლოა იმიტომ, რომ ისევ მეღიმება. მოულოდნელად, წარმოუდგენლად მიპყრობს იმის სურვილი, რომ თვალები დავხუჭო და რამდენიმე წუთით ბავშვობის განვლილ წლებში ვიმოგზაურო. ასეც ვიქცევი...
ვხედავ პასტელის ფერებში გადაწყვეტილ ფუშფუშა კაბებს, ბარბისა თუ ფაიფურის თოჯინებს, ისმის ხმამაღალი სიცილ-კისკისი... არა, ეს მე არ ვარ!!! ეს ჩემი კლასელი გოგონები არიან, რომლებიც მომავალი ქორწილის გეგმებს აწყობენ (თუ სწორად მახსოვს, მოქმედება მესამე კლასში ხდება). მე მათთან ერთად პატარა ბავშვივით გართობაზე ცივი უარი განვაცხადე. ცოტა ხანს გოგონებს კრიტიკულად ვათვალიერებ და უკმაყოფილოდ ვაქნევ თავს, შემდეგ კი ჩემს წიგნს ვუბრუნდები პინგვინებზე, რომელიც სიმძიმის გამო ლამისაა ხელიდან გამივარდეს...
ცანცარა ბავშვი არასოდეს ვყოფილვარ, მაგრამ, როგორც ჩანს მეტისმეტად სერიოზულად მივიღე დედაჩემის საუბარი, როდესაც მითხრა, რომ უკვე დიდი გოგო ვიყავი და ბავშვურო არასერიოზულობა აღარ შემეფერებოდა. რა თქმა უნდა, დედას აზრადაც არ მოუვიდოდა, რომ მის სიტყვებს პირდაპირი მნიშვნელობით გავიგებდი და ამ ყველაფრის ზედმიწევნით შესრულებასაც შევუდგებოდი. უცნაურია, მაგრამ დასერიოზულება არ გამჭირვებია. მეტიც-სხვანაირად ცხოვრება აღარც კი მსურდა. გაგიკვირდებათ, მაგრამ მალე ბიჭებსაც დავუმეგობრდი. უმეგობროდ ვერ ვიცხოვრებსი, ბიჭებს კი შედარებით უკეთ ვუგებდი, ვიდრე გოგონებს. ქალაბიჭა არასოდეს ვყოფილვარ, მაგრამ პრინცესობაზე ოცნებას, ისევ ფეხბურთის ყურება მერჩივნა (თუმცა, არასოდეს მითამაშია). ჩემი მშობლები თავიდან ღელავდნენ, რადგან მათაც კი ვაძლევდი "ცხოვრებისეულ" შენიშვნებს, მაგრამ მალევე მიხვდნენ, რომ ხასიათით სულაც არ ვიყავი ისეთი ნაზი და მგრძნობიარე, როგორც ფიზიკურად. მე გულის სიღრმეში თავს მაინც უხერხულად ვგრძნობდი... არ მინდოდა, რომ ჩემი თანატოლი გოგონებისგან ასეთი განსხვავებული ვყოფილიყავი. ხასიათის შეცვლაზეც კი ვფიქრობდი, მაგრამ ეს აზრი მალევე ამოვიგდე თავიდან, რადგან... ჰარი პოტერის თავგადასავლებმა გამიტაცა(!) მაგიურ სამყაროში მოგზაურობამ მართლაც ძალიან გამიტაცა, მაგრამ ჩემი ყურადღება უდიდეს წილად წიგნში აღწერილმა მეგობრობამ და სიმამაცემ მიიქცია. ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟი, ჰერმიონი კი ყველაფრით ჩემნაირი იყო და ეს ძალიან მომწონდა. მივხვდი, რომ ერთადერთი არ ვიყავი, ვისაც თოჯინებით თამაშს წიგნების კითხვა ერჩივნა, ოცნებას კი საკუთარი მიზნების მისაღწევად თავდაუზოგავი ბრძოლა...
თვალებს ვახელ და ახლა უკვე ხმამაღლა ვიცინი. ღმერთო, ნუთუ მას შემდეგ საერთოდ არ შევცვლილვარ? მე გავიზარდე, თავს უამრავი რამ გადამხდა-კარგიც და ცუდიც, ბევრ საკითხზე წარმოდგენაც შემეცვალა, მაგრამ ფაქტია, რომ სულიერად ისევ ის ვარ, ვინც ვიყავი. საქმე იმაშია, რომ ჩემთან ერთად ჩემი ხასიათი და მსოფლმხედველობაც გაიზარდა...


♥რა არის ბავშვობა ?♥

B-)))

ბავშვობა - ჩემთვის არის ცხოვრების საუკეთესო პერიოდი, რომლის განმავლობაშიც არაფერი გაწუხებს, არ გაქვს სადარდებელი და საზრუნავი, ხარ ლაღი და მხიარული და მთელ დღეს თამაშში ატარებ. ბავშვობასთან ასოცირდება ჩემი ცხოვრების ყველატე ტკბილი მოგონებები, ჩემი აზრით ბავშვობის პერიოდს ვერაფერი შეცვლის, რადგან ის ყველაზე ლამაზი და ძვირფასი რამაა.


♥რა არის ბავშვობა ?♥ ♥რა არის ბავშვობა ?♥

Birdy_Y

ამ სიტყვაზე არასდროს მიფიქრია, რადგან შეიძლება ითქვას, რომ ჯერ კიდევ ბავშვი ვარ.
ალბათ ჩემთვის ბავშვობა სიხარულთან ასოცირდება, როცა ცხოვრება ძალიან ადვილია, როცა მათემატიკა მხოლოდ 2+2- ია :)) თუმცა სერიოზულად თუ შევხედავ ამ საკითხს ვიტყვი, რომ ბავშობა ეს არის ცხოვრების ის ნაწილი რომელსაც ვერასდროს ვერ დაიბრუნებ, არც ყველა წესი უნდა დაიცვა და არც ყველა დაარღვიო, ალბათ არაა საჭირო ამ ასაკში 'სწორად' იცხოვრო, რამოდენიმე შეცდომა მაინც უნდა დაუშვა, რომ გასახსენებელი გქონდეს რაიმე და არ თქვა 'ვნანობ, რომ არანაირი სისულელე არ ჩავიდინე და ასე მოსაბეზრებლად ჩაიარა ამ წლებმა ' .
მოკლედ რომ ვთქვა ბავშობას მე მივიჩნევ არა მხოლოდ 5-წლამდე ასაკს არამედ თექვსმეტ-ჩვიდმეტამდეც, ეს წლები ნამდვილად არ არის ადვილი, მაგრამ სავსეა თავგადასავლებით ალბათ გაგიგიათ "We are born wet,naked and hungry.Then things get worse"

♥რა არის ბავშვობა ?♥

amanda

ჩემთვის ბავშვობა არის ულამაზესი წლები,რომელსაც ყოველთვის სიხარულით და სევდით ვიხსენებ,სიხარულით იმიტომ,რომ ეს იყო და სევდით კი იმიტომ,რომ ეს აღარ იქნება,მაგრამ ის წლები სამუდამოდ დარჩება ჩემი და ჩემი მეგობრების გონებაში,როცა ვიკრიბებით,ვიხსენებთ და ვხალისობთ ხოლმე,შემიძლია ვთქვა,რომ ნამდვილი ბავშვობა მქონდა,დღეს კი რასაც ვუყურებ ბავშვობა აქვთ დაკარგული,რაზეც ძალიან მწყდება ხოლმე გული :( მაშინ ვინ იცოდა კომპიუტერი ქაჯებივით დავხტოდით :D ათას რამეს ვიგონებდით,ჩემი ბავშვობა უშუქობის პერიოდს დაემთხვა,თუმცა ეგეც კი კარგად მახსენდება,თავისი მუღამი ქონდა :D მოკლედ,არ დავიწყებ ეხლა იმის ჩამოთვლას რას ვთამაშობდით და როგორ ვერთობოდით,მე მიხარია და ბედნიერი ვარ,რომ ისეთი მაგარი ბავშვობა მქონდა რისი გახსენებაც ყოველთვის მესიამოვნება,თან ეს ხომ ისეთი წლებია როცა ცხოვრებას ვარდისფერი სათვალით უყურებ და ყველაფერი მარტივი გგონია,მერე კი იზრდები და იმდენ ცხოვრებისეულ სირთულეს ეჯახები,ხშირად ნატრობ,რომ იმ წლებში დაბრუნდე,ეს შეუძლებელია,თუმცა მისი გახსენებაც კი ერთგვარი შვებაა და სახეზე ღიმილის მოგგვრის :)


♥რა არის ბავშვობა ?♥

lalanana

ბავშვობის წლები ალბათ ყველაზე ბედნიერია, როდესაც შინაგანად ვერ აცნობიერებ ამ ბედნიერებას, ძირითადად ილუზიებში ცხოვრობ და არ გიწევს საკუთარ თავზე ზრუნვა,
მაგრამ ბედნიერებასთან ერთად გხვდება ბევრი დაპრკოლებები და ტკივილიც, რომელიც უკვე ბავშვის გარემოს მიხედვით ვითარდება. სწორედ ამ პერიოდიდენ იწყებ ცხოვრებას, გიჩნდება უამრავი შეკითხვები და ცდილობ მათი პასუხების მოძებნას. საერთოდ ადამაიანებს წლების მომატებასთან ერთად პრობლემებიც ემატებათ, ასე რომ ბავშვობის პერიოდი ყოველთვის სანატრელი და ტკბილად გასახსენებელია.


♥რა არის ბავშვობა ?♥

LohanFan

ბავშვობა ჩემთვის ძალიან ძვირფასია,ხშირად ვიხსენებ ხოლმე ბავშვიბის წლებზე, ვუფიქრდები თუ რა მარტივი იყო მაშინ ყველაფერზე,ეს იყო დრო როდესაც არანაირი საზრუნავი არ მქონდა,როდესაც არაფერზე არ ვღელავდი და უბრალოდ კმაყოფილი ვიყავი ყველაფრით რაც მქონდა, არ მინდა რომ დავივიწყო ჩემი ბავშვობა რადგან ეს იყო მართლაც ყველაზე ლამაზი და ბედნიერი წლები ჩემს ცხოვრებაში.


♥რა არის ბავშვობა ?♥

L-))

ბავშვობა პირადად ჩემი აზრით არის სიცოცხლის ერთ-ერთი უდიდესი ნაწილი რომელიც მთელი ცხოვრების მანძილზე მხიარულად და ტკბილად მოგაგონდება

♥რა არის ბავშვობა ?♥

anabana

ჩემთვის ბავშვობა არის ყველაფერი.ყველაზი ტკბილი დღეები მაშინ გავატარე,გინდ როდესაც საავადმყოფოშო ვიყავი.ყველაზე ნათელი წლები,რომლებიც არასდროს დამავიწყდება...შეიძლება ბავშვი ვარ,მაგრამ ბავშვობა ჩემთვის დამთავრდა და ის მომენტიც როდესაც შემეძლო თოვლის პაპისთვის წერილის გაგზავნა.გული ისე აღარ მიფეთქავს როგოეც ბავშვობაში.ის ხალისი აღარ მაქვს და კიდევ ის მომენტი როდესაც :რაც ხდებოდა ყველაფერი ფეხებზე მეკიდა)
ვცდილობ ისევ მანდ დაბრუნებას-ჩემს ქვეყანაში..მაგრამ უცებ მომიხურა კარი ბავშვობამ და სახლის გარეთ დავრჩი.

♥რა არის ბავშვობა ?♥

Nanuka

ბავშვობა ჩემთვის ცხოვრების ის პერიოდია, როდესაც საკუთარ, ადამიანურ ბუნებას არ იცნობ და მთელი სამყარო ნათელ ფერებში წარმოგიდგენია, როდესაც შენი ერთადერთი საფიქრალი ავადმყოფი თოჯინის მოვლა, წრეშიბურთის თამაში ან საყვარელი მულტფილმის ყურებაა. ბავშვობა იმდენად ხანმოკლეა, რომ დიდი სიამოვნებით გავახანგრძლივებდი და დავბრუნდებოდი ჩემ საყვარელ ეზოში ბურთითა და სახტუნაოთი. ახლა 15 წლის ვარ, მაგრამ ჩემთვის ბავშვური სილაღე მას შემდეგ დასრულდა, რაც ადამიანები, მათ შორის ჩემი თავი, კი არ გავიცანი, შევიცანი.


♥რა არის ბავშვობა ?♥

niniko

ბავშვობას ბევრ რამეს ვუკავშირებ, გააჩნია როგორ ხასიათზე ვიქნები როცა ამ ყველაფერს გავიხსენებ, თუ კარგ განწყობაზე ვარ ყველაფერი კარგი მახსენდება, ასევე თუ ცუდ ხასიატზე ვარ შესაბამისად ნაღველი მოაქვს რაღაც რაღაცებს,განსაკუთრებით როცა აფხაზეთი მახსენდება და გარკვეული დეტალები,წესით ისე არ უნდა მახსოვდეს მაგრამ თუნდაც შემდეგი წლები მძიმე იყო და შესაბამისად.....მაგრამ ბავშვობა მაინც კარგია, მორიდებული ხარ ,,დიდების პრობლემეს " და ყველაფერი უფრო ხალასია და ფერადი მიყვარს ბავშვობა და უდარდელობა :)))


♥რა არის ბავშვობა ?♥

ჩემი ჯერიც დადგა...ბავშვობის დღეები... მართალია არ ვარ დიდი მაგრამ გასულ წლებს მაინც წარსულის ლამაზ მოგონებას.. ბავშვობას ვუწოდებ.. არ მეყოფა სიტყვები და არ მეყოფა ლაპარაკი იმაზე თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჩემთვის ბავშვობა.. არ მინდა ბევრი ვილაპარაკო .. მინდა ჩემი სათქმელი ლექსად გადმოგცეთ.. იმედია არ გააკრიტიკებთ ჩემს "ნაბოდიალებს"

"და... მენატრება ის დრო"

როცა ცხოვრებას ერქვა ბავშვობა...
როცა სიცოცხლე მქონდა გართობად..
როცა მინდოდა უკვდავად ყოფნა..
როცა არავინ არაფერს მთხოვდა..

როცა ვჩხუბობდით და ვრიგდებოდით..
როცა ერთმანეთს ჩვენ ვჭირდებოდით...
როცა ყოველთვის ვიღაც მათბობდა..
როცა ცხოვრებაც ასე მაწყობდა...♥♥♥


♥რა არის ბავშვობა ?♥

კატეგორია: საინტერესოა
Tags:

42


  • FuCk Off. თქვა:
    17 იანვარი 2013 00:00 - ID: 42,
    რა სამწუხაროა რომ ჩემი ბვშვობა ვერცერთის ნაამბობს ვერ მივამგვანე :)) ალბათ ზედმეტად განსხვავებული იყო და მაგიტო.
    lady_tamo ძაან ჯიგარი ხარ :)) ყველაზე ახლოს მაინც შენ იყავი მიუხედავად იმისა რომ ორივე მშობელი ცოცხალი მყავს :))

  • KeSso13 თქვა:
    22 დეკემბერი 2012 00:54 - ID: 41,
    ძაან კარგია love

  • love u all თქვა:
    21 დეკემბერი 2012 12:05 - ID: 40,
    ყველაზე მეტად იმაზე მეცინება ხოლმე ბავშვებს რომ გონიათ მასწავლებლები ტუალეტშიც კი არ დადიანო :DDDD მე მასწავლებელბის ოჯახში გავიზარდე და ეგ არც არასდროს მომსვლია თავში :DDD

  • fuck selena თქვა:
    21 დეკემბერი 2012 00:51 - ID: 39,
    არც არაფერი

  • marika0704 თქვა:
    20 დეკემბერი 2012 20:39 - ID: 38,
    ლექსი მომეწონა და სულაც არ არის "ნაბოდიალები" და არც კრიტიკის ღირსია. სტატიაც შესანიშნავია. love
    ეხლა მწარე სიცილით მეცინება როცა ბავშვობას ვიხსენებ და ვხვდები რომ უკან აღარ დაბრუნდება.კარგი იყო დრო როცა სუფთა სულით და გულით ვცხოვრობდი. ეხლაც ვცდილობ სუფთა სინდისით ვიცხოვრო მაგრამ ძველებურად აღარ გამომდის.

  • Ana smiley თქვა:
    20 დეკემბერი 2012 16:21 - ID: 37,
    კარგიაა love

  • bachia777 თქვა:
    19 დეკემბერი 2012 22:52 - ID: 36,
    ძალიან მაგარი ნიუსია ძალიაან love love ბავშვობააააა sad ყველაზე ტკბილი და ბედნიერი პერიოდიიიიი love love love love

  • TiKKaa RonaLDoo თქვა:
    19 დეკემბერი 2012 21:18 - ID: 35,
    ძალიან კარგი ნიუსიაა love ყველაზე მეტად Hermione...♥ პასუხი მომმეწონნაა. love

  • anabana თქვა:
    19 დეკემბერი 2012 18:35 - ID: 34,
    მე რა პოეტურად გამომივიდა lol
    კარგი სიახლეა,ფავორიტებშიი

    კარგი ნიუსი გამოვიდა

  • gretta თქვა:
    19 დეკემბერი 2012 17:39 - ID: 33,
    ბავშვობა მაშინ მთავრდება როცა საჭმლის საჭმელად კი არ გეძახიან, არამედ მოსამზადებლად fellow

  • 1010 თქვა:
    19 დეკემბერი 2012 15:18 - ID: 32,
    Hermione...♥,ყველაზეე მეტად შენიი მომეწონააა ალბათ იმიტომ რომ ჩემ ბავშვობას ძალიან ჰგავს request საერთოო ჯამშიი ნიუსი უმაგრესიიი იყოოო wink love

  • MELINDA თქვა:
    19 დეკემბერი 2012 15:08 - ID: 31,
    ძალიან ტკბილი და ბედნიერი ბავშვობა მქონდა.მენატრება ის დრო

  • QiQiTo:):) თქვა:
    18 დეკემბერი 2012 21:57 - ID: 30,
    amanda,
    wink

  • amanda თქვა:
    18 დეკემბერი 2012 21:20 - ID: 29,
    QiQiTo:):),

    აუ ძაან :D რო ვუყურებ მეცინება სულ :D კარგ ხასიათზე მაყენებს :D;)

  • QiQiTo:):) თქვა:
    18 დეკემბერი 2012 21:11 - ID: 27,
    [b]amanda,
    ხომ მაგარი ავატარი მაქ???[/b] love

  • Mari Glonti თქვა:
    18 დეკემბერი 2012 20:45 - ID: 26,
    ყველას ნააზრევი ძალიან მომეოწნა მაგრამ Acho-ს და Hermione-ს გამოვარჩევდი love

  • kristi_ თქვა:
    18 დეკემბერი 2012 20:38 - ID: 25,
    ააა თაკუნიო ძაალიან ლამაზი ნიუსია

  • Mari Glonti თქვა:
    18 დეკემბერი 2012 20:32 - ID: 24,
    ძალიან საინტერესო იყო მადლობა თაკო ასეთი კარგი და სიღრმისეული პუბლიკაციისთვის love ძალიან მიყვარხარ

  • barsutka))) თქვა:
    18 დეკემბერი 2012 20:26 - ID: 23,
    ბავშვობაააა ......... ეს არის ყველაფერიიი <3 <3 <3
    ჩემი დაბადებისდღე რომ არის სულ ცუდ ხასიათზე ვარ რადგან
    ვიციი რომ ვიზრდები ..... <3 <3 <3

« 1 2 3 »
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top