;
19 დეკემბერი 2012      ფსიქეა     45 კომენტარი     ნანახია 5463-ჯერ    
კატეგორიაში: საინტერესოა

ინდიგო ბავშვები
ბოლო 20 წელია აქტიურად შემოდის მეტყველებაში ტერმინი ,,ინდიგო-ბავშები". უმეტესობა ამაში მოიაზრებს მაღალი ინტელექტის მქონე განსაკუთრებულ ბავშვებს. ბევრ მშობელს უნდა, მის შვილს ინდიგოს სტატუსი ქონდეს. თუმცა შეიძლება არც იცოდნენ, რომ ეს ფსიქოლოგიაში დარღვევადაა მიჩნეული.

მოდით თავიდან დავიწყოთ. ტერმინი ინდიგო 1982 წელს შემოიღო ვინმე ნენსი ენ ტეპმა, ექსტრასენსმა, რომელმაც ინდიგოს ფერის აურა შეუმჩნია საკმაოდ ბევრ ბავშვს.
სიტყვა ინდიგო მოდის მცნარიდან, რომელსაც შეფერილობით ცისარტყელას სპექტრში უკავია ადგილი ცისფერს და იისფერს შორის. მარტივად რომ გითხრათ, ლურჯ ფერზეა საუბარი.
იხილეთ ნიმუში - ნაჭერზე დაწვეთებული ინდიგოს ექსტრაქტი


ინდიგო ბავშვები
ნენსი ენი ამტკიცებდა, რომ 10 წალმდე ბავშვების 70% და 15-დან 25 წლამდე ახალგაზრების 40%-ია ინდიგო. ინდიგო ბავშებს ახალ რასად მიიჩნევენ.

და მაინც რით განსხვავდებიან ისინი დანარჩენებისგან?

■ასოციალურები, ჩაკეტილები, დაბალი კომუნიკაციის უნარით;
■გამოხატული თვითპატივისცემა, ინდივიდუალიზმი;
■დაუმორჩილებლობა აღზრდისას, ავტორიტარული რეჟიმის მიუღებლობა;
■მაღალი ინტელექტი;
■შემოქმედებითობა და კრეატულობა;
■მრავალი საკითხისადმი ინტერესი. მათ შორის ერთმანეთისგან განსხავებულ სფეროებში;
■მოუსვენრობა, ჰიპერაქტივობა, ყურადღების დეფიციტი;
■იმპულსურობა (ადვილი ფეთქებადობა) მიდრეკილება დეპრესიისკენ;
■განვითარებული ინპულსურობა და მგრძნობელობა;
■ციფრული ტექნოლოგიების ადვილად ათვისების უნარი.



მიუხედავად პოპულარობისა, მეცნიერება ამ ფენომენს არ აღიარებს. არაა საკმარისი სანდო მასალა და მტკიცებულება ინდიგო-ბავშვების ტერმინის შემოსაღებად. გარდა ამისა, ბევრი ის მახასიათებელი, რასაც ინდიგოებს მიაწერენ, დიდი ხანია ცნობილია ფსიქოლოგიაში ADHD (ყურადღების დეფიციტის და ჰიპერქტივობის სინდრომი)-ს სახელით. ჩამონათვალის კითხვისას ალბათ გაგიჩნდათ კითხვა, თუ რა განსხვავებაა ინდიგოებს და სხვა დანარჩენებს შორის. ან კიდევ იფიქრეთ, რომ თქვენი ნაცნობების უმეტესობა ინდიგო-ბავშვი გამოდის. ამჩნევთ ხომ, რომ რაღაც ვერაა ყველაფერი სწორი? დიახ, ინდიგო ბავშვების თეორია თეორიად და მასაში აკვიატებულ/მოწონებულ ფენომენად რჩება. ზოგიერთმა დიაგნოსტიკის საინტერესო ხერხიც შეიმუშავა: გამოიგონეს აურა-აპარატი, რომლით გადაღების შემდეგაც ადამიანის აურა ჩანს ფოტოზე.

ინდიგო ბავშვები

ასეა თუ ისე, თუკი თქვენს შვილს შეუმჩნიეთ რაიმე განსხვავებული სხვა ბავშებისგან, ნუ იჩქარებთ დიაგნოსტიკას. თუ ეს განსხვავებულობა პრობლემად გექცევათ, მიმართეთ შესაბამის სპეციალისტს. კომპეტენტური ფსიქოლოგი აუცილებლად დაგეხმარებათ და გაპოვნინებთ ოპტიმალურ ვარიანტს ბავშვთან ურთიერთობისას, გაპოვნინებთ პრობლემის მიზეზს და მოგვარების ხერხებსაც.

facebook.com/psychea.georgia - ფსიქეა
პატივისცემით
ფსიქოლოგიის მაგისტრი - თიკა ევდეევი

კატეგორია: საინტერესოა
Tags:

45


  • KoGHo თქვა:
    16 იანვარი 2013 21:10 - ID: 45,
    აუ ვობშე, რა აზრი აქვს ამ სტატუსს ვერ ვხვდები ? :დ
    ვაი ამათ პატრონს, უბედურს :დ
    შეუპატრონო, თუ ინდიგო ხარ, შეირგე და იყავი, კი არ უნდა მოდო ქვეყანას შენი განსხვავებულობა. ანდაც, ეს დაბალი კომნიკაციის უნარი თუ გააჩნიათ, მაშIნ რაღათ უნდათ რომ აფიშირებენ.
    ამას წინათ ვიღაცამ მომწერა ინდიგო ვარო, ვაი შენს პატრონს უბედურს მეთქი :დდ
    მთლად გააგიჟებს ამათ ეს ინტერნეტი! :დ
    წაით ბიძია ისწავლეთ! :დ


  • MFSG თქვა:
    28 დეკემბერი 2012 05:35 - ID: 44,
    ხალხნო ტეილორ სვიფტს რადგან არ უსმენთ თავს ინდიგოებად ნუ მიიჩნევთ

  • robsten თქვა:
    25 დეკემბერი 2012 20:17 - ID: 43,
    beonce,
    მეც ცოტა შემეშინდა :დ

  • Tekuna^_^ თქვა:
    22 დეკემბერი 2012 21:31 - ID: 42,
    საინტერესო იყოო ^_^
    ფავორიტებშიიიი <3

  • keso_love თქვა:
    22 დეკემბერი 2012 14:42 - ID: 41,
    ვაიმეეე დიდი ბოდიშიიი ... მე მაპატიეთ... აწი ასეთ კომენტარს აღარ დავწერ..... შემრცხვა საკუთარი კომენტარის lol

  • liliaNN თქვა:
    21 დეკემბერი 2012 23:20 - ID: 40,
    ვოვ მაგარია მაგრამ ეს განმასხვავებლებია კონკრეტულიცააა და ზოგადიც.... ჩემზე დაემთხვა მაგრამ ინდიგო ნაღდად არ ვარ :D
    როგორც ჩანს ინდგოები ლიბერალები არიან... ესეც არაა ზუსტი ნფორმაცია რადგან საერთოდ მე კონსერვატიული ახლა არავინ მინახავს ,,,.... უფრო სანტერესო და განმასხვავებელი თუნდა წგნის კითხვა იყო :))))

  • robsten თქვა:
    21 დეკემბერი 2012 16:15 - ID: 39,
    მაგარიაა <3 ყოჩაღ :) ძაან საინტერესოა :დაჰჰჰა ჩემი კლასელია მგონი ესეთი :დ :დ :დ (ხუმრობით)

  • 777 ANA 777 თქვა:
    21 დეკემბერი 2012 14:06 - ID: 38,
    სამი ვერსია რო თქვეს პირველი რა უაზრობა იყოო wink უცხოპლანეტელთან შერწყმით არა ისა.. მესამეა ყველაზე ნაღდი.

    ხალხო ნუ გაგიჟდით ახლა "მგონი ინდიგო ვაარ" და რაგაცეები რო დაწერეთ ყველამ lol

  • Smiley :) თქვა:
    21 დეკემბერი 2012 13:10 - ID: 37,
    გავგიჟდი , თვისებები 100 % დაემთხვა . ერთ-ერთი კომენტატორის მიერ დადებულ ლინკზე გადავედი და იქ ჩამოთვლილი თვისებების აბსოლტური რაოდენობა აგრეთვე. ოღჩ wink
    ფავორიტებში ნიუსი !

  • Bimch თქვა:
    21 დეკემბერი 2012 12:57 - ID: 36,
    ფავორიტებში უდავოდ)) ჟრუანტელი მივლიდა. დააკვირდით, ყველა ბავშვი რომ ერთნაირი ტექსტს ამბობს. თითქოს დასვეს და შეასწავლესო. არადა სხვადასხვა ეროვნების ხალხია, სხვადასხვა კუთხიდან. გადავირიეეე!!!

  • t_rolik თქვა:
    21 დეკემბერი 2012 11:21 - ID: 35,
    smile კარგი ნიუსი იყო ძალიან,მადლობა ავტორო :)
    ესეთი რაღაცეები მაინტერესებს და კიდევ თუ შემოგვთავაზებ რამეს, ძალიან კარგი იქნება :*

  • queen spears თქვა:
    21 დეკემბერი 2012 01:44 - ID: 34,
    მიყვარს ესეთი თემები love laughing

  • fuck selena თქვა:
    21 დეკემბერი 2012 00:46 - ID: 33,
    ეეე რა მაგარიააა :ხ

  • mariland1 თქვა:
    20 დეკემბერი 2012 23:06 - ID: 32,
    ვაიმეე ძალიან საინტერესო პოსტი იყო. ზოგ კომენტატორს კი თავი ინდიგოდ მიაჩნია. ამაზეც ბევრი ვიცინე :D:D კარგით რაა, ნუ გადაგაქვთ ყველაფერი მარაზმში.

  • anabana თქვა:
    20 დეკემბერი 2012 21:17 - ID: 31,
    ვიდეოს ნახვის შემდეგ ჩემ ინდიგოიზმში ეჭვი შემეპარა wink

  • twilighter თქვა:
    20 დეკემბერი 2012 20:51 - ID: 30,
    აი ძალიანმაგარია....მარა არ მჯერა მე მასეთების და რა ვქნა...:D

  • beonce თქვა:
    20 დეკემბერი 2012 20:42 - ID: 29,
    ვიდეომ შემაშინა wassat რა უცნაურია.ესეთი თემები ძალიან მაინტერესებს what

  • natianatia თქვა:
    20 დეკემბერი 2012 20:41 - ID: 28,
    ძაან კარგი ნიუსია
    love

  • -kristi თქვა:
    20 დეკემბერი 2012 20:15 - ID: 27,
    აქ ბევრმა დაწერა ინდიგო ვაროო wink wink წიგნს როგორ კითხულობთ?? მოსმენით თუ ხელის გადასმიით wink wink
    ძალიან კარგი იყოო..ფავორიტებშიი :)) love

  • nikitaaa221 თქვა:
    20 დეკემბერი 2012 20:10 - ID: 26,
    ძალიან ძალიან დამაინტერესა

« 1 2 3 »
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top