;
28 დეკემბერი 2012      ფსიქეა     3 კომენტარი     ნანახია 4874-ჯერ    
კატეგორიაში: საინტერესოა

ერიკ ბერნის ნაშრომში ,,თამაში, რომელსაც ადამიანები თამაშობენ" ამოვიკითხე ერთი საინტერესო მონაკვეთი, რომელზეც მინდა მოგიყვეთ. ეხება ქალს და კაცს შორის არსებულ სექსუალურ თამაშს, რომლის წამომწყებიც უმეტეს შემთხვევაში ქალია.
სექსუალური თამაშები ე. ბერნის მიხედვით
ამ თამაშს ქვია ,,დიმანო", უფრო კონკრეტულად თუ ვიტყვით: ,,მიდი, მოუსვი", ან ,,კეთილშობილი რისხვა". მისი მიმდინარეობა არაა ცნობიერ კონტროლს დაქვემდებარებული, ანუ გაუცნობიერებლად მიმდინარეობს. თამაშს 3 ფორმა აქვს, რომლებიც სიმძიმის მიხედვით განსხვავდება ერთმანეთისგან.

1. პირველი დონე წვეულებებზეა პოპულარული და მსუბუქ ფლირტს მოიცავს. ქალი აგრძნობინებს მამაკაცს თავის ხელმისაწვდომობას და სიამოვნებით იღებს მისგან ყურადღების ნიშნებს. როგორც კი აღწევს მიზანს და ამჩნევს მოწონებას, თამაში მთავრდება. თუ ქალი თავაზიანია, ეტყვის: ,,ძალიან მსიამოვნებს თქვენი ქათინაურები. დიდი მადლობა" და წავა ახალი მსხვერპლის საძებრად. თუ არც ისე ტაქტიანია, უბრალოდ მიატოვებს მამაკაცს და გაქრება (კონკიასავით). გამოცდილ ქალს მთელი საღამო შეუძლია ამის თამაში; ყველა მამაკაცს არ შეუძლია აყვეს მას.

2. მეორე ხარისხის ,,კეთილშობილ რისხვაში" ქალი ფლირტით იმდენად არ იღებს სიამოვნებას, როგორც უარის თქმით. იგი იქამდე ეთამაშება მამაკაცს, სანამ რაიმე გრძნობას ან ძლიერ ვნებას არ აღძრავს მასში და მხოლოდ ამის მერე უარყოფს მას და ტკბება ძლიერი სქესის დაბნეულობით. ამის გამო ამ თამაშს ხანდახან ეძახიან: ,,ნუ დამდევ, გამეცალე რა." მეორეს მხრივ, სარგებელს აქ მამაკაციც პოულობს. ისიც შეილება თამაშობდეს, ოღონდ სხვა თამაშს: ,,მცემეთ", რომლის დროსაც აღებული აქვს მსხვერპლის როლი.

3. მესამე ხარისხის თამაში უკვე სასტიკ ფორმებს იღებს, რადგან შეიძლება გადავიდეს სასამართლოში, მკვლელობაში ან სუიციდში. ქალი იწვევს მამაკაცს ინტიმურ ურთიერთობაზე და მერე აცხადებს, რომ გაუპატიურების მსხვერპლია. შეიძლება აქტის დასრულების მერე იყვიროს კიდეც, მიშველეთ, მაუპატიურებენო.

თამაშში თითქოს მონაწილეობს პატარა გოგო, რომლის მიზანიც ბიჭის დამცირებაა. აქ ბევრია დამოკიდებული მამაკაცზეც. თუ ის მოახერხებს თამაშის და ნამდვილი ფლირტის გამორჩევას (რაც არც ისე ადვილია, ფსიქოლოგისთვისაც კი), მაშინ უბრალოდ არ აყვება ქალს, ან გააკონტროლებს სიტუაციას და საკონტროლო მომენტში არ მისცემს საშუალებას იმ ფინალით დაასრულოს ქალმა თამაში, რომლითაც ვარაუდობდა (რა თქმა უნდა გაუცნობიერებლად).

ალბათ გაინტერესებთ, რატომ... რატომ თამაშობს ქალი ამას?მარტივად, რომ გითხრათ, სამაგიეროს გადახდის მცდელობაა. თუ უფრო რთულად გაინტერესებთ ახსნა, მაშინ აქ ზიზღის, სიძულვილის და დანაშაულის გრძნობის გამოვლინებაა. შეიძლება სექსუალური კავშირის არიდებაც იყოს მიზანი, სულ ცოტა ფლირტით ხომ მაინც იღებს სტიმულაციას. ფიქსირდება აგრესიაც. ყველაზე ღრმა საფუძველი კი ალბათ გამჯდარი აზრია: ,,მე არაფერი დამიშავებია."


პატივისცემით
თიკა ევდეევი
წყარო: facebook.com/psychea.georgia

კატეგორია: საინტერესოა
Tags:

3


  • chyipina თქვა:
    29 დეკემბერი 2012 00:24 - ID: 3,
    ჰო ასეთი თამაშები ბოლო დროს სულ უფრო და უფრო ხშირად მესმის

  • dalalo123 თქვა:
    28 დეკემბერი 2012 18:55 - ID: 2,
    არ მესმის ასე რატომ აკეთებენ .

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top