;
25 დეკემბერი 2012      Ann_J     39 კომენტარი     ნანახია 7679-ჯერ    
კატეგორიაში: საინტერესოა

რჩევები ახალი წლისათვის – შევცვალოთ რაღაც ჩვენს ცხოვრებაში☃


აი კიდევ ერთი ნიუსი საახალწლო თემატიკით. ენჯელზე უკვე ბევრი პუბლიკაცია თუ ფოტოკრებული მოამზადეს მსგავსი თემით, მაგრამ მინდა მაინც გაგიზიაროთ ის საახალწლო განწყობა, სურვილები და იმედი რომელიც ჩემსა და იმედია თქვენშიც სუფევს. ალბათ თითოეულ ჩვენთაგანს ოდესმე გასჩენია იმის სურვილი, რომ ახალი წელი ახალი ცხოვრებით დაეწყო. ვიღაცას უნდა რომ ყველაფერი ნულიდან განაახლოს, ვიღაცისთვის კი უმნიშვნელო და წვრილმანი ცვლილებებიც კი საკმარისია. ეჭვგარეშეა, რომ ეს არის ძალიან მიმზიდველი იდეა, გადავხაზოთ წარუმატებელი ნაბიჯები, ავიღოთ სუფთა ფურცელი და ახალი ხარისხიანი ფერებით დავხატოთ უკეთესი ცხოვრება. ისეთი, რომელზეც თქვენ ყოველთვის ოცნებობდით. გადაწყვეტილება იმისა, რომ დაიწყოთ ახალი ცხოვრება შთაგაგონებთ და მოგანიჭებთ ძალას, დიდი ოპტიმიზმით შეუდგეთ მოქმედებას . როგორც ჩანს, ყველაფერი მარტივად სჩანს ერთი შეხედვით, მაგრამ შეგახსენებთ რომ ამ ყოველივეს თქვენი დიდი ძალისხმევა დასჭირდება..

რა თქმა უნდა ახალი წელი- ძალზედ მაშტაბური და ენერგიული დღესასწაულია. მაგრამ თქვენი მოქმედებისა და დახმარების გარეშე არანაირ სასწაულ მეტამორფოზას არ ელოდოთ . სურვილი - ეს კარგია, მაგრამ ფანტაზიის განხორციელებისთვის საჭიროა უფრო კონკრეტული ქმედებები, რათა გაძლიერებული იქნას თქვნი ზრახვები.
მაშ ასე, რათა დაიწყოთ ახალი ცხოვრება, ამისათვის საჭიროა გახდეთ ახალი ადამიანი. თუ დღესასწაულისთვის, შენში არაფერს შეცვლი, მის მერე ნაკლებად სავარაუდოა რომ რაიმე ცვლილება მოხდება . დრო ფაქტიურად ძალიან მცირე რჩება, მაგრამ რაც მთავარია ის ჯერ კიდევ არის. აუცილებლად გამოიყენეთ იგი.
რჩევები ახალი წლისათვის – შევცვალოთ რაღაც ჩვენს ცხოვრებაში☃


[ახალი ცხოვრება - ახალი ფიგურით]
თუ შენ გაწუხებს ჭარბი წონის პრობლემა, თქვენ არ უნდა იფიქროთ იმაზე რომ არასასურველი კილოგრამები სასწაულის მეშვეობით გაქრება თქვენი სხეულიდან. გინდა ახალი ცხოვრება? მაშინ დაიწყე შენს თავზე მუშაობა ამ წუთიდან - თუ თქვენ სასურველ ფორმებს ვერ მიაღწევთ 31 დეკემბრამდე, ამ შემთხვევაშიც ნუ იღელვებთ, მთავარი ისაა რომ ტრანსფორმაციისთვის მზადება დაწყებულია. დაიწყე ინტენსიური ვარჯიში და ჯანსაღი, სათანადო კვება. რამოდენიმე დღეში შენ თავს ბევრად უფრო კარგად და მსუბუქად იგრძნობ. გექნებათ სტიმული იმისა რომ აუცილებლად მიაღწევთ სასურველ შედეგს. ამ გადაწყვიტილებით შენ შენს თავსა და სხვებს დაუმტკიცებ რომ მიზანდასახული ხარ და გაქვს ძალა ბრძლისთვის.

[ახალი ცხოვრება ცუდი ჩვევების გარეშე]
როგორც ჩემთვის ცნობილია მოზარდთა უმეტესობა მწეველია და რეგულარულად ეწევა თამბაქოს. სწორედ ამიტომ აუცილებელია ეს უგუნური ჩვევა სამუდამოდ მოიცილოთ . უარი თქვი ამ ჩვევაზე დღეიდანვე, თორემ 1 იანვარს ამის გაკეთება ნამდვილად გაგიჭირდება. ეს ხომ სწორედ ის დღესასწაულია როდესაც საჭიროა ლხენა, დროს ტარება, ალკოჰოლის მიღება მეგობრებისა და ოჯახის წევრების გარემოცვაში.
გახსოვდეს რომ ყველაფერი შენს ხელშია. არაჩვეულებირვი დღესასწაულის სურნელი, რომელიც უკვე ჰაერში ტრიალებს - ნიშნავს იმის შესაძლებლობას რომ შეცვალო ყველაფერი უკეთესობისკენ .
რჩევები ახალი წლისათვის – შევცვალოთ რაღაც ჩვენს ცხოვრებაში☃

[ახალი 2013 წელი, როგორ შევხდეთ გველის წელს.]
დრო, საყვარელი დღესასწაულის დადგომამდე სულ უფრო და უფრო ნაკლები რჩება და ალბათ გსურთ გაიგოთ როგორ შეეგებოთ და აღნიშნოთ ახალი 2013 წელი. საზოგადოებაში არსებობს ლეგენდა: როგორც შეხვდები ახალ წელს, ისევე გაატარებ მას. სწორედ ამიტომ მისთვის მზადებას იწყებენ გაცილებით ადრე დეკორაციის, საკვები მენიუსა და სხვა მრავალი ფაქტორის გათვალისწინებით.

[როგორ შევხდეთ გველის წელს]
მთვარის კალენდარის თანახმად, 2013 წელი - შავი, წყლის გველის წელი (იწყება 02/10/2013 და მტავრდება 31/01/2014 ) წლის ელემენტი - წყალი; ფერი - შავი, ცისფერი (ლურჯი) და მწვანე.
ჩინურ მითოლოგიაში გველი - სიბრძნის, დაცვის, ცხოვრებისა და აღდგომის სიმბოლოა. ეს არის არსება, რომელიც არ ეგუება მეწვრილმანეობას, თვალთმაქცობასა და სიმხდალეს. დადებით თვისებეში შეიძლება ჩაითვალოს გამბედაობა, პასუხისმგებლობა, უკომპრომისობა და სიმტკიცე. ხოლო უარყოფითში - ჯიუტობა, სნობიზმი და ეგოცენტრიულობა.
გველის სულისკვეთება მოითხოვს მოთმინებასა და გულისხმიერებას, სიმკაცრესა და გულუხვობას. მოკლედ რომ ვთქვათ არის ძალზედ მომთხოვნი და უფრო მეტს გასცემს სანაცვლოდ, ვიდრე იღებს. სცადეთ დამდეგ წელს შეიძინოთ არსებული თვისებები და 2013 წლის სილმბოლო გარანტირებული გაქვთ. თუმცა, გახსოვდეთ რომ ყველა გველის მთავარი პრობლემა ფეთქებადი ხასიათი და გადაჭარბებული ემოციურობაა, რომელიც ართულებს მისსა და გარშემო მყოფების ცხოვრებას.
რჩევები ახალი წლისათვის – შევცვალოთ რაღაც ჩვენს ცხოვრებაში☃

[რითი შევიმოსოთ ახალ 2013 წელს]
ყველაზე აქტუალური და მთავარი კითხვა - რა ფერის უნდა იყოს საახალწლო სამოსი . სამწუხაროდ ამ კითხვას სრულყოფილად ვერ გაეცა პასუხი. ზოგი ამბობს რომ ახალი წლის ღამეს საჭიროა შევიმოსოთ შავ და წითელ ფერებში, ხოლო სხვების აზრით ცისფერსა (ლურჯი) და მწვანეში. მაგრამ ზოგადად ასტროლოგების შეხედულებები ნაწილდება ამ ოთხი ფერის გარშემო რომელიც ჯამში ასეთ შედეგს გვაძლევს - სამოსი უნდა იყოს ბრწყინვალე როგორ პირდაპირი ისე გადატანითი მნიშვნელობით. გველი უპირველეს ყოვლისა არის ქალი (იმედია მაპატიებთ) ანუ იდუმალი, მისტიური და არაპროგნოზირებადი სიმბოლო. ამიტომ დღესასწაულის ღამეს შეეცადეთ გამოიყურებოდეთ შესაბამისად - იდუმალი მაკიაჟი, აღმოსავლური სტილი, გრძელი ბრწყინვალე კაბა. მაკიაჟი და თმის ვარცხნილობა უნდა გაკეთდეს კაბის თანახმად. ბოლო და მთავარი - არანაირი ჩანთა, ფეხსაცმელი და აქსესუარი, რომელიც გველის ტყავისგან იქნება დამზადებული . ბევრ აღმოსავლურ ზღაპრებში გველები არიან საგანძურის მცველები, რაც ნიშნავს იმას რომ, ისინი არ არიან გულგრილნი ძვირფასი სამკაულების მიმართ. შესაბამისად, შეგიძლიათ ისინი გამოიყენოთ მაქსიმალურად.
რჩევები ახალი წლისათვის – შევცვალოთ რაღაც ჩვენს ცხოვრებაში☃

რჩევები ახალი წლისათვის – შევცვალოთ რაღაც ჩვენს ცხოვრებაში☃
რჩევები ახალი წლისათვის – შევცვალოთ რაღაც ჩვენს ცხოვრებაში☃

[რა მოვამზადოთ გველის წელში]
გველები არიან მტაცებლები, სწორედ ამიტომ სასურველია მთავარი კერძები მომზადდეს ხორცის, თევზისა ან ფრინველისგან. თქვენი საშობაო სუფრის მთავარი ჰიტი შეიძლება გახდეს საახალწლო სალათი ან მადის მომგვრელი კერძი გველის ფორმაში. თუ თქვენ არ გაქვთ მსგავსი კერძის მომზადების დრო ან სურვილი, შეგიძლიათ მარტივად გველის ფორმა მოამზადოთ კივის ან კიტრისაგან. მოგეხსენათ, გველების საყვარელი საჭმელი არის კურდღელი და კვერცხი . ასე რომ თქვენ თავისუფლად შეგიძლიათ პირველის თუ არა მეორე ინგრედიენტისგან მომამზადოთ განსხვავებული დასახელების კერძები. პროდუქტები, რომლებისც შეიძლება ჩაითვალოს მთავარ და სავალდებულო ინგრედიენტებად არის ხორცი, თევზი, კვერცხი და ზღვის პროდუქტები . როგორც ხედავთ არაფერი ორიგინალური და რთული ამაში არ არის. ჩვეული ნაკრები, რომლისგანაც ნებისმიერი დიასახლისი თუ მოყვარული მარტივად დაამზადებს კერძებსა და საშობაო სალათებს. და ბოლოს აუცილებლად შეიძინეთ გველის ფიგურები, სათამაშოები, სუვინირები და ახალი წლის ღამეს აჩუქეთ ისინი თქვენს მეგობრებსა და ოჯახის წევრებს, ხოლო ერთი დაიტოვეთ თქვენთვის. მოათავსეთ იგი თვალსაჩინო ადგილას და იმედი იქონიე რომ ახალ წელს ეს გველი შენს ოჯახს მოუტანს ბედნიერებასა და წარმატებას.
რჩევები ახალი წლისათვის – შევცვალოთ რაღაც ჩვენს ცხოვრებაში☃
რჩევები ახალი წლისათვის – შევცვალოთ რაღაც ჩვენს ცხოვრებაში☃

აი რჩევების მოცემაც დავასრულე ^_^. ახალი წელი - ეს არის ის დღესასწაული, როცა გჯერა სასწაულების და გაქვს ძალიან კარგი განწყობა მიუხედავად ყველა სირთულეებისა - ხალხი ბედნიერია რომ ტყუილ უბრალოდ არ განვლო კიდევ ერთმა წელიწადმა. იმედია ეს წელი ყველასათვის ბედნიერი იქნება. ჯანმრთელობასა და კარგად ყოფნას გისურვებთ..როგორც წელს გარშემომყოფეფისაგან მესმის სააახალწლო განწყობა არ აქვთ... მაგრამ თუნდაც არ გქონდეთ თქვენ ბევრი მიზეზი გაქვთ იმასათვის რომ გაიღიმოთ და ახალ წელს ბედნიერი სახეებით შეხვდეთ. თუნდაც იმიტომ რომ ხართ ჯანმრთელები, გაქვთ ოჯახი და იზრდებით საყვარელი ადამიანების სიყვარულის გარემოცვაში

რჩევები ახალი წლისათვის – შევცვალოთ რაღაც ჩვენს ცხოვრებაში☃
რჩევები ახალი წლისათვის – შევცვალოთ რაღაც ჩვენს ცხოვრებაში☃

გილოცავთ დამდეგ 2013 შობა - ახალ წელს!

კატეგორია: საინტერესოა
Tags:

39


  • spring_girl თქვა:
    27 დეკემბერი 2012 21:23 - ID: 39,
    მომეწონა ძალიააააააააააააან love

  • elenikojoe თქვა:
    27 დეკემბერი 2012 12:15 - ID: 38,
    მსუყე ნიუსია <3 ყოჩაღ

  • barsutka))) თქვა:
    26 დეკემბერი 2012 17:18 - ID: 37,
    უმაგრესი ნიუსიიიი

  • nata1990 თქვა:
    26 დეკემბერი 2012 15:20 - ID: 36,
    რა კარგი იყოოოო აი ვისაც ახალი წელი უყვარს მათთვისაა ესს new year, snow drunk

  • Nina√ თქვა:
    26 დეკემბერი 2012 15:14 - ID: 35,
    შესანიშნავია love

  • anabana თქვა:
    26 დეკემბერი 2012 15:01 - ID: 34,
    ყოჩაღ!კარგი ნიუსია!

  • me თქვა:
    26 დეკემბერი 2012 14:52 - ID: 33,
    ავტოოორ, მაგარი იყოოო, შენც გილოცაააააააააავ love
    და ყველას გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს, ყოველივე კარგის მომტანი ყოფილიყოს გველის წელი ჩვენი საქართველოსთვის, ერთმანეთი არ დაგვეჭამოს ქართველებს და სიყვარულს დაესადგურებინოს ჩვენს გულებში!!! love

  • MariamoPink თქვა:
    26 დეკემბერი 2012 11:59 - ID: 31,
    ნიუსი ძალიან მომეწონა ყოჩაღ!!! ძალიან მაგარია მართლა... love ბავშვებო ყველას გილოცავთ დამდეეეეეგს ^_^

  • BoTuKa თქვა:
    26 დეკემბერი 2012 01:18 - ID: 30,
    კარგი ნიუსია გილოცავთ და ყველას აგსრულებოდეთ თქვენი ოცნებბები და სურვილები <3333მიყვარხართ სულ სულ ყველაა და ბედნიერებას მთელი გულით გისურვებთ

  • kate-O თქვა:
    25 დეკემბერი 2012 22:48 - ID: 29,
    ძალიან ძალიან კარგი ნიუსია, მომეწონა love რა კარგი ხარ ავტორო ! feel

  • Ann_J თქვა:
    25 დეკემბერი 2012 19:23 - ID: 28,
    უღრმესი მადლობა ბავშვებო ყველას,, ძალიან მიყვარხართ და იმედი მაქვს ბედნიერები იქნებით 2013 წელს!!

  • Mari Glonti თქვა:
    25 დეკემბერი 2012 19:15 - ID: 27,
    ანაა სრულყოფილი პუბლიკაციაა love ძალიან ვისიამოვნეე აი სტატიაც ამას ქვია love რჩევენბს ბევრი გავითვალისწინებთ.ძალიან პოზიტიური ნიუსია

  • Queen Q თქვა:
    25 დეკემბერი 2012 19:12 - ID: 26,
    აუ ანა რა მაგარი ხარ! როგორ ველოდები ესეთ ნიუსს ენჯელზე!))))))
    ყველას გილოცავთ ახალ წელს და მინდა რომ 2013 წელი თქვენთვის არაჩვეულებრივი იყოს როგორც ჩემთვის. მიუხედავად იმისა რომ 2012 იყო ჩემთვის მუდმივი ტკივილის სატარებელი, იმიტომ რომ მარტში დავკარგე ჩემი საყვარელი მამიკო, მაინც მინდა რომ 2013 იყოს ახალი სტარტი! ნუ იქნებით მოწყენილები, გქონდეთ განწყობა და გიხაროდეთ ცხოვრება love

  • Anniiee თქვა:
    25 დეკემბერი 2012 18:59 - ID: 25,
    ძალიან კარგი ნიუსია <3 შენც გილოცავ ავტორო დამდეგს და საერთოდ ყველას.ჯანმრთელები და ბედნიერები ყოფილიყავით საყვარელ ადამიანებთან ერთად ^_^

  • Johnny depp თქვა:
    25 დეკემბერი 2012 18:23 - ID: 24,
    თოვლის ბაბუ უკვე რამდენი წელია ერთი და იგივე სურვილი მაქ შენთან ? ჰაჰა ალბათ დამცინი ხო ? :DD წელსაც იგივეა ძმაოოო :დ არ მოგასვენებ მხოლოდ მაგას გთხოვ მეტს არაფერს :DDDD


    ანუშკა ნიუსი სუპერ !

  • Ms.Casillas თქვა:
    25 დეკემბერი 2012 18:14 - ID: 23,
    ძალიან კარგი ნიუსია,მაგრამ მე არ გამომადგება wink

  • world-smile თქვა:
    25 დეკემბერი 2012 18:12 - ID: 22,
    ძალიან,ძალიან, ძალიან მაგარი ნიუსია love
    ყოჩაღ!! <3
    ისე ველოდები ახალ წელს!! ვაპირებ ბევრი რამე შევცვალო ჩემ ცხოვრებაში და დიდი იმედი მაქვს გამომივა:))))
    კიდევ უნდა ავღნიშნო როგორ მომეწონა ეს ნიუსი :D მოხიბლული ვარ tongue ფავორიტებში love

  • ELE-elene თქვა:
    25 დეკემბერი 2012 18:06 - ID: 21,
    კარგია smile

  • dalalo123 თქვა:
    25 დეკემბერი 2012 18:00 - ID: 20,
    თოვლის ბაბუ თოვვლიის ბაბუუ მომიყვანე რა ახალ წელს ის ?!!! ბანტიკშიი )))

« 1 2 »
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top