;
26 დეკემბერი 2012      Nanuka.     30 კომენტარი     ნანახია 9350-ჯერ    
კატეგორიაში: საინტერესოა, ფილმები

საყოველთაოდ ცნობილი რომანის "ჰარი პოტერის" 1-ლი ნაწილი "ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა" 1997 წელს გამოვიდა. მას შემდეგ თითქმის 16 წელი გავიდა. საოცარია, მაგრამ ფაქტია, რომ ამ ხნის განმავლობაში, მას აქტუალურობა არ დაუკარგავს, მიუხედავად იმისა, რომ უკვე შვიდივე ტომის ეკრანიზაცია ვიხილეთ. ჰარი, ჰერმიონი, რონი და სხვა არაჩვეულებრივი პერსონაჟები კვლავ ცოცხლობენ ჩვენს გულებში. მოდით, კიდევ ერთხელ გავიხსენოთ "ჰარი პოტერი" და თვალი გადავავლოთ საინტერესო და ბევრისთვის უცნობ ფაქტებს.

⚡ ⚡ ⚡

მიუხედავად იმისა, რომ "ჰარი პოტერი და ფენიქსის ორდენი" ყველაზე დიდ
წიგნზეა დაფუძნებული, მისი ფილმი სეირებში ყველაზე მოკლეა.

ფაქტები ჰარი პოტერზე

⚡ ⚡ ⚡

რამდენიმე გამომცემლობამ დაიწუნა "ჰარი პოტერის" პირველი ნაწილი ზედმეტი ლიტერატურულობისა და სიდიდის გამო, თუმცა საბოლოოდ "Bloomsbury"-ს გამომცემლობამ მიიღო იგი 1996 წელს.

ფაქტები ჰარი პოტერზე

⚡ ⚡ ⚡

2012 წლის 25 ოქტომბერს, რიჩარდ ჰარისი, რომელიც თამაშობდა ალბუს დამბლდორის როლს პირველ ორ სერიაში, გარდაიცვალა ლიმფური ქსოვილის კიბოთი.


ფაქტები ჰარი პოტერზე

⚡ ⚡ ⚡

დრაკოსა და ვოლდემორის ჩახუტება, რომელიც შედგა "ჰარი პოტერისა და სიკვდილის საჩუქრების" მე-2 ნაწილში, არ იყო სცენარით გათვალისწინებული.

ფაქტები ჰარი პოტერზე

⚡ ⚡ ⚡

"ჰარი პოტერის" ფილმების ისტორიაში, ექვსმა მსახიობმა განასახიერა ლორდი ვოლდემორი.

ფაქტები ჰარი პოტერზე

⚡ ⚡ ⚡

მეგი სმიტი ჯოან როულინგის პერსონალური არჩევანი იყო მინერვა მაკგონაგელის როლისთვის.

ფაქტები ჰარი პოტერზე

⚡ ⚡ ⚡

ჯოან როულინგი "ფორბსმა" დასახელდა, როგორც #61 ყველაზე ძლიერი ქალბატონი 2011 წელს.

ფაქტები ჰარი პოტერზე

⚡ ⚡ ⚡

ჯოან როულინგმა თქვა, რომ ნევილ ლონგბოტომისთვის ამ გვარის გარდა შერჩეული ჰქონდა კიდევ ორი გვარი: "საიდბოტომი" და "პაფი", თავის "The Original Forty" სტუდენტების ლისტში.

ფაქტები ჰარი პოტერზე

⚡ ⚡ ⚡


"ექსპექტო პატრონუმ" ლათინურად ითარგმნება, როგორც "მე ველი მეურვეს"

ფაქტები ჰარი პოტერზე

⚡ ⚡ ⚡

როდესაც დენიელ რედკლიფს ჰკითხეს, თუ როგორი იყო ემა ვოტსონის კოცნა, მან თქვა, რომ იგი საკმაოდ მოეწონა და რომ ძალიან სასიამოვნო იყო.


ფაქტები ჰარი პოტერზე

⚡ ⚡ ⚡

"ჰარი პოტერი და სიკვდილის საჩუქრების" მე-2 ნაწილის რამდენიმე სცენაში, ემა ვოტსონს მოუწია პარიკის ტარება, თმების შეჭრის გამო.

ფაქტები ჰარი პოტერზე

⚡ ⚡ ⚡

თუ მაგლი ჩაივლის "ჰოგვარტსთან", მას ის მოეჩვენება, როგორც ძველი შენობა,
წარწერით: "ფრთხილად: სახიფათო შენობაა"!


ფაქტები ჰარი პოტერზე

⚡ ⚡ ⚡

ჯოან როულინგმა განაცხადა, რომ "ჰარი პოტერზე" დიდი გავლენა მოახდინა, დედამისის გარდაცვალებამ.

ფაქტები ჰარი პოტერზე

⚡ ⚡ ⚡

სევერუს სნეიპი არის ერთადერთი სიკვდილის მსხვერპლი, რომელსაც შეუძლია პატრონუსის გამოშვება.

ფაქტები ჰარი პოტერზე

⚡ ⚡ ⚡

"ჰარი პოტერის" ყველაზე ნაკლებად წარმატებულმა ფილმმა ("ჰარი პოტერი და აზკაბანის ტყვე") გამოიმუშავა დაახლოებით 90 მილიონი დოლარით მეტი, ვიდრე "ბინდის" ყველაზე წარმატებულმა სერიამ.

ფაქტები ჰარი პოტერზე

⚡ ⚡ ⚡

2008 წლის მონაცემებით, გაყიდული იყო "ჰარი პოტერის" 400 მილიონზე მეტი ეგზემპლარი
და თარგმნილი იყო იგი 67 ენაზე.

ფაქტები ჰარი პოტერზე

⚡ ⚡ ⚡

ალან რიკმენი სნეიპის როლისთვის ჯოან როულინგმა თავისი ხელით აარჩია და მისგანვე მიიღო სპეციალური ინსტრუქციები სნეიპის პერსონაჟის შესახებ.


ფაქტები ჰარი პოტერზე

⚡ ⚡ ⚡

რობერტ პატინსონმა ღიად განაცხადა, რომ მას ურჩევნია ედვარდ კალენის თამაშს,
სედრიკ დიგორის თამაში ურჩევნია.


ფაქტები ჰარი პოტერზე

⚡ ⚡ ⚡

დენიელ რედკლიფმაც და რუპერტ გრინტმაც აღიარეს, რომ ჰქონდათ სიმპატია ემა ვოტსონის მიმართ პირველი რამდენიმე ფილმის განმავლობაში.

ფაქტები ჰარი პოტერზე

⚡ ⚡ ⚡

ემა ვოტსონმა განაცხადა, რომ თუ მას შეეძლებოდა მთელი ცხოვრების განმავლობაში
ერთი საჭმლის ჭამა, ეს იქნებოდა "ნუტელა".


ფაქტები ჰარი პოტერზე

⚡ ⚡ ⚡

"ჰარი პოტერის" ბოლო ოთხმა ნოველამ დაამყარა რეკორდი, როგორც მსოფლიოში
ყველაზე სწრაფად გაყიდვადმა წიგნებმა.


ფაქტები ჰარი პოტერზე

⚡ ⚡ ⚡

მე-7 წიგნის "ჰარი პოტერი და სიკვდილის საჩუქრების" დასასრული დაიწერა მანამ, სანამ
მე-2, მე-3, მე-4, მე-5 და მე-6 წიგნები დაიწერებოდა.

ფაქტები ჰარი პოტერზე

⚡ ⚡ ⚡

დენიელ რედკლიფის საყვარელი "ჰარი პოტერის" წიგნი არის "ჰარი პოტერი და საიდუმლო ოთახი".


ფაქტები ჰარი პოტერზე

⚡ ⚡ ⚡

ჯოან როულინგმა განაცხადა, რომ ბელატრისა ლესტრენჯი შეყვარებული იყო ლორდ ვოლდემორზე.

ფაქტები ჰარი პოტერზე

⚡ ⚡ ⚡

"ჰოგვორტსში" არის 142 კიბე.

ფაქტები ჰარი პოტერზე

⚡ ⚡ ⚡

რუპერტმა, დენიელსა და ემას აჩუქა საყვირი, გადაღების ბოლო დღეს.

ფაქტები ჰარი პოტერზე

⚡ ⚡ ⚡

ჰარის ფილმში აქვს ლურჯი თვალები, იმიტომ, რომ დენიელ რედკლიფს ჰქონდა ცუდი რეაქცია მწვანე კონტაქტური ლინზების მიმართ.


ფაქტები ჰარი პოტერზე

⚡ ⚡ ⚡

გოგონამ, რომელმაც ითამაშა დრაკო მალფოის ცოლის როლი "ჰარი პოტერი და სიკვდილის საჩუქრების" მე-2 ნაწილში, იყო ტომ ფელტონის იმდროინდელი შეყვარებული.


ფაქტები ჰარი პოტერზე

⚡ ⚡ ⚡

2007 წელს, მეგი სმიტს, რომელიც თამაშობს მინერვა მაკგონაგელის როლს, დაუდგინეს მკერდის კიბო, მაგრამ მან დაიჟინა: "შოუ უნდა გაგრძელდეს"!


ფაქტები ჰარი პოტერზე

⚡ ⚡ ⚡

მთლიანი დრო, "ჰარი პოტერის" შვიდივე ფილმისა არის 19 საათი და 41 წუთი.


ფაქტები ჰარი პოტერზე

⚡ ⚡ ⚡

მიუხედავად ჯოან როულინგის განცხადებისა, რომ ნევილ ლონგობტომსა და ლუნა ლავგუდს არასდროს ჰქონიათ რომანი, ისინი მაინც ერთად დარჩნენ "ჰარი პოტერი და სიკვდილის საჩუქრების" მე-2 ნაწილში.


ფაქტები ჰარი პოტერზე

⚡ ⚡ ⚡

ჯოან როულინგმა თქვა, რომ ჰარის ბუს სახელი "ჰედვიგი", მან იპოვა წმინდანების წიგნში.


ფაქტები ჰარი პოტერზე

⚡ ⚡ ⚡

16,000-ზე მეტმა ადამიანმა გაიარა ქასთინგი ჰარი პოტერის როლისთვის.

ფაქტები ჰარი პოტერზე

⚡ ⚡ ⚡

ტყუპები - ფრედ და ჯორჯ უისლები, თავიანთ დაბადების დღეს აღნიშნავენ 1-ელ აპრილს.


ფაქტები ჰარი პოტერზე

⚡ ⚡ ⚡

გვარი "Malfoy" მომდინარეობს ლათინური სიტყვიდან "Maleficus", რაც ნიშნავს ბოროტების ჩამდენს.


ფაქტები ჰარი პოტერზე

⚡ ⚡ ⚡

ეფექტების შემქმნელ ჯგუფს 6 თვე დასჭირდა დემენტორების შესაქმნელად.


ფაქტები ჰარი პოტერზე

⚡ ⚡ ⚡

ჯოან როულინგს ბელატრიქს ლესტრენჯის მოვკლა, გათვალისწინებული ჰქონდა ნევილ ლონგბოტომის მიერ, როგორც შურისძიება თავისი მშობლების გამო.

ფაქტები ჰარი პოტერზე

⚡ ⚡ ⚡

ჯოან როულინგს, თავდაპირველად დაგეგმილი ჰქონდა არტურ უისლის სიკვდილი "ჰარი პოტერი და ფენიქსის ორდენში", თუმცა იგი შეცვალა სირიუს ბლექით.

ფაქტები ჰარი პოტერზე

⚡ ⚡ ⚡

"ჰარი პოტერი და ცეცხლოვანი თასის" ტიტრების ბოლოს, მიწერილია ფრაზა: "არც ერთი დრაკონი არ დაშავებულა ამ ფილმის კეთების პროცესში".

ფაქტები ჰარი პოტერზე

⚡ ⚡ ⚡

ფრანგულად "Vol de mort" ნიშნავს "სიკვდილის ფრენას" ან "გაფრენა სიკვდილიდან".

ფაქტები ჰარი პოტერზე

⚡ ⚡ ⚡

ჰარის ნაიარევი მაკიაჟის დეპარტამენტმა გააკეთა დაახლოებით 5,800-ჯერ (დაახლოებით 2000-ჯერ დენიელის შუბლზე, დანარჩენები კი მის დუბლიორებზე)

ფაქტები ჰარი პოტერზე

⚡ ⚡ ⚡

დენიელ რედკლიფმა გამოიყენა დაახლოებით 160 სათვალე შვიდივე ფილმის კეთების
პროცესში და იხმარა 60-70 ჯადოსნური ჯოხი.


ფაქტები ჰარი პოტერზე

⚡ ⚡ ⚡

გამომცემლებმა ურჩიეს როულინგს გამოეყენებინა სახელი "J.K", რომ მოსწონებოდათ მამაკაც მკითხველებს. მან აიღო ასო "K" ბებიამისის სახელიდან - კეტლინი (Kathleen). სინამდვილეში, როულინგის ნამდვილ სახელსა და გვარში "K" არ ფიგურირებს.

ფაქტები ჰარი პოტერზე

⚡ ⚡ ⚡

7,000-ზე მეტმა გოგონამ სცადა ბედი ლევენდრი ბრაუნის როლის სათამაშოდ, რონის სასიყვარულო ინტერესის, "ჰარი პოტერი და ნახევარპრინცში".

ფაქტები ჰარი პოტერზე

⚡ ⚡ ⚡

ჯოან როულინგსა და ჰარი პოტერს აქვთ ერთ დღეს აქვთ დაბადების დღე - 31 ივლისს.


ფაქტები ჰარი პოტერზე

⚡ ⚡ ⚡

მსახიობი, რომელიც თამაშობს მტირალა მირტლს, ყველაზე მოხუცია "ჰოგვორტსის"
მოსწავლეებიდან. იგი ამჟამად 45 წლისაა.

ფაქტები ჰარი პოტერზე

No matter how many years pass, we will always stuck with Harry till the very end!!!

ფაქტები ჰარი პოტერზე








კატეგორია: საინტერესოა, ფილმები
Tags:

30


  • georgios თქვა:
    19 მაი 2014 17:34 - ID: 30,
    ადმინ გეტყოდი ეხლა რაღაცას მაგრამ ხალხია და მერიდებ

  • georgios თქვა:
    12 ოქტომბერი 2013 10:55 - ID: 29,
    ციტატა: KoGHo
    ვერ ვიტან ჰარი პოტერს.
    ამ წიგნის კითხვაზე დროს ნამდვილად არ დავხარჯავ :))

    რას მელაპარაკები?მერე ვინ გეუბნება დახარჯეო?ჰმ?!

  • L A N K თქვა:
    17 იანვარი 2013 20:58 - ID: 28,
    არასდროს შეაფასოთ ჰარი პოტერი ფილმის მიხედვით...ამ წიგნმა მეგობრობა მასწავლა და პირველ რიგში ის, რომ სიყვარული ყველაზე ძლიერი გრძნობაა ამქვეყნად ! love ახალი თაობა ვერასდროს გაიგებს რას ნიშნავს გაიზარდო ჰარისთან, რონთან და ჰერმიონთან ერთად love

  • KoGHo თქვა:
    16 იანვარი 2013 20:58 - ID: 27,
    ვერ ვიტან ჰარი პოტერს.
    ამ წიგნის კითხვაზე დროს ნამდვილად არ დავხარჯავ :))

  • climb for life თქვა:
    8 იანვარი 2013 17:12 - ID: 26,
    tikochxetia,
    ამას ისინი ამბობენ ვისაც ჰარის მარტო პირველი ან მახსიმუმ მეორე სერია აქვთ ნაანხი ან წაკითხული :) მერე იწყება რაც იწყება :)


    ჩემი წიგნების თაროების ყველაზე პატივცემულ ადგილს ყოველთვის ჰარი პოტერის წიგნები დაიკავებს :))) <3

  • tikochxetia თქვა:
    28 დეკემბერი 2012 20:26 - ID: 25,
    ჰარი პოტერი კარგია მაგრამ ბინდი აშკარად უფრო მაგარიაა:(

  • Niin Directioner თქვა:
    28 დეკემბერი 2012 15:19 - ID: 24,
    Wow avtor miyvarxar, tu shegidzlia gaagrdzele, usityvod favoritebshi ♥

  • Marriiiammiii თქვა:
    28 დეკემბერი 2012 12:10 - ID: 23,
    "ჰარი პოტერის" ყველაზე ნაკლებად წარმატებულმა ფილმმა ("ჰარი პოტერი და აზკაბანის ტყვე") გამოიმუშავა დაახლოებით 90 მილიონი დოლარით მეტი, ვიდრე "ბინდის" ყველაზე წარმატებულმა სერიამ. ..
    აიიიიიიიიი lol tongue
    ,შვენიერი სიახლე იყო დიდი სიამოვნებით ჩავიკითხე კი მეცნო ფაქტები მაგრამ ისიც დასაფასებელია,რომ ბევრი უცნობი ფაქტი აღმოვაჩინე..

  • anotangled თქვა:
    28 დეკემბერი 2012 02:48 - ID: 22,
    uzomod miyvars <3 <3

  • Elene Lovatic თქვა:
    27 დეკემბერი 2012 18:18 - ID: 21,
    საოცრად მიყვარს love

  • Anch_Bey თქვა:
    27 დეკემბერი 2012 17:33 - ID: 20,
    არ მიყვარს და რა ვქნაა :ს

  • Bimch თქვა:
    27 დეკემბერი 2012 15:36 - ID: 19,
    ეხლა დავიწყე გამახვილებულად, დინჯად ამ ფილმის სერიების ყურება.. უძლიერესი ფილმია.. love love მის ავტორზე ხო მაბოდებსს...

  • gretta თქვა:
    27 დეკემბერი 2012 14:11 - ID: 18,
    ყველა ვიცოდი tongue

  • elva თქვა:
    27 დეკემბერი 2012 12:21 - ID: 17,
    მიყვარს ეს ფილმი

  • different... თქვა:
    27 დეკემბერი 2012 12:15 - ID: 16,
    ჯოან როულინგმა განაცხადა, რომ ბელატრისა ლესტრენჯი შეყვარებული იყო ლორდ ვოლდემორზე.
    ეს როგორ გამომეპარააააააააა wink
    მაგარი სიახლეააა
    ვგიჟდები love წიგნზეეეეეე

  • Pretty Bitch თქვა:
    27 დეკემბერი 2012 12:04 - ID: 15,
    ვგიჟდები ისე მიყვარს love

  • Johnny depp თქვა:
    27 დეკემბერი 2012 11:16 - ID: 14,
    ნანუკას სიახლეებზე ვგიჟდები love

  • banchita თქვა:
    27 დეკემბერი 2012 01:37 - ID: 13,
    Miyvars yvelaperi rac Harry pottertana dakavshirebuli love

  • Ancho. თქვა:
    27 დეკემბერი 2012 00:54 - ID: 12,
    აუ რა კარგი სიახლე იყო ნანუკა... love

  • Dreamer3 თქვა:
    26 დეკემბერი 2012 23:43 - ID: 11,
    ყველაზე მეტად მიყვარსს !! love

« 1 2 »
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top