;
28 დეკემბერი 2012      NiNi_N     43 კომენტარი     ნანახია 17931-ჯერ    
კატეგორიაში: საინტერესოა

ვიქტორ ჰიუგო - "კაცი, რომელიც იცინის"
"კაცი, რომელიც იცინის" "კაცი, რომელიც იცინის"
რომანში აღწერილია მე-17 საუკუნის დასასრულისა და მე-18 საუკუნის დასაწყისის ინგლისის ცხოვრება. მთავარი გმირი ინგლისელი დიდგვაროვანის, ლორდი კრენჩარლის შვილია, ის მეფის ბრძანებით მოიტაცეს ორი წლის ასაკში და მას ისეთი ოპერაცია ჩაუტარეს რომელმაც მის სახეზე სამუდამოდ აღწერა სიცილი, რისი მიზეზიც ის გახლდათ რომ მამამისმა მეფეს უღალატა და რესპუბლიკის ჩამოყალიბებას დაუჭირა მხარი, რაც რათქმაუნდა მონარქიის გადავარდნას ნიშნავდა. მთავარ გმირს ჯამბაზობისთვის ამზადებნენ, მას არ ახსოვდა მისი ჩამომავლობა, მან საკუთარი სახელიც კი არ იცოდა, მისი დამმახინჯებლები მას გუინპლენს ეძახდნენ და ამიტომაც ისიც თავის თავს ასე ეძახდა. ის შეხვდა ადამიანს რომელიც საკუთარ თავს ურსუსს ეძახდა, ის ფილოსოფოსი იყო, განმარტოვებით ცხოვრობდა და თავს ექიმბაშობით ირჩენდა, გუინპლენი იზრდებოდა ბრმა გოგონა დეასთან ერთად. დეას ის უყვარდა და გუინპლენსაც უყვარდა დეა. ხალხისთვის საკმარისი იყო რომ მისი სახისთვის შეეხედათ, ისინი მაშინვე მხიარულებას მიეცემოდნენ. ამ საბრალო სახიჩრის ცხოვრება ერთ დღეში იცვლება. ბედი მას განსაცდელს უმზადებს...

რომანი ეკრანიზირებულია რამდენჯერმე, მათ შორის ყველაზე განთქმულია 1928 წლის ფილმი,
რომლის რეჟისორია - პოლ ლენი. The Man Who Laughs

ჯოკერის შემქმნელებმა მისი ძირითადი ვიზუალური მხარე სწორედ გუინპლენის გარეგნობიდან აიღეს. Joker Card
"კაცი, რომელიც იცინის"

საინტერესო ფრაზები რომანიდან:

"მოხუცი - ეს მხოლოდ მოაზროვნე ნანგრევია."

"მხედველობის არეში მოჩვენების არსებობა სიმარტოვეს აძლიერებს."

"თუ გწამს, რომ თავშესაფარი ჩვენთვის ყოველთვის მოიძებნება, ეს იმას ნიშნავს, რომ ღმერთი გწამს."

"ღამის მრავალსიტყვაობა იმდენადვე ავბედითია, როგორც მისი დუმილი. მასში შეუცნობლის რისხვა იგრძნობა."

"ჩვენ თუ ზღვაში მხოლოდ წყლის მასას ვხედავთ, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ზღვას თითქმის სრულებით ვერ ვხედავთ."

"როდესაც მარტომყოფი ადამიანი ხმამაღლა ლაპარაკობს, იგივეა, ვითომ ღმერთთან საუბრობდეს, ღმერთთან, რომელიც ჩვენში არსებობს."

„ცხოვრებაში გვიდგება ისეთი დრო და ჟამი, როდესაც ვივიწყებთ იმ ჩვენს ღმერთს: მაშინ ყოველ ჩვენგანს, ალალმართალ კაცსაც კი სჭირდება გახსენება, რომ გამოერკვეს თავდავიწყებიდან, ამიტომ განთიადი აღვიძებს ჩვენში სინდისის გონივრულ ხმას. ეს ხმა წინამოერბედია ჩვენი მოვალეობის გრძნობის გამოფხიზლებისა.“
"კაცი, რომელიც იცინის"

"ვინც კითხულობს, ის აზროვნებს, ხოლო ვინც აზროვნებს, იგი მსჯელობს კიდეც."

"ყოველივე, რაც კი ცხოვრებაში დიდებულია, ბავშვთა დიდებულებას ვერ შეედრება."

"იმგვარ მტერთან, რომელიც თვითონვე ამჟღავნებს თავის განზრახვებს, ყოველთვის შეგიძლია გამონახო ბრძოლის საშუალება."

"არ არსებობს ისეთი უკიდურესი მდგომარეობა, როდესაც ყველაზე კრიტიკულ მომენტშიც კი გულის სიღრმეში იმედის სხივი არ შეიჭრას."

"თოვლის ფიფქები სეტყვაზე უარესია. რბილი ულმობელი ფიფქები თავის საქმეს უჩუმრად აკეთებენ. ხელს თუ შეახებთ, დნებიან. მათი სიფაქიზე იგივეა, რაც პირმოთნე ადამიანის გულწრფელობა. თეთრი ფიფქები ცვივა, ფენა–ფენაზე ლაგდება და ზვავდება, ხოლო პირმოთნე ადამიანი ტყუილს ტყუილს უმატებს იმ ზომამდე, რომ ბოროტმოქმედებასაც აღწევს"

"ზოგჯერ იმდენ სევდას არაფერი მოჰგვრის ადამიანს, როგორც საათის რეკვა. ეს არის თვითონ მარადიულობა, რომელიც გვიცხადებს - 'ჩემთვის სულერთია, რაც უნდა მოხდესო.'"
"კაცი, რომელიც იცინის"

"ჭეშმარიტმა სიყვარულმა არ იცის, რა არის მოჭარბებულობა."

"მონარქი ლაპარაკობს ხმამაღლა; ნამდვილი მფლობელი - ჩურჩულით."

"წყვდიადისგან შექმნილი არსება სხვას ვერ აპატიებს ბრწყინვალებას."

"მხოლოდ მაშინაა სახეირო - "მომხრე" იყო, როდესაც ამავე დროს "მოწინააღმდეგე" ხარ."

"ადამიანის ჭკუა, ისევე როგორც ბუნება, სიცარიელეს ვერ იტანს. ბუნება სიცარიელეს სიყვარულით ავსებს, მაგრამ ჭკუა ამის გამო ხან მძულვარებას მიმართავს ხოლმე, სიძულვილში პოულობს იგი თავის საზრდოს."

"არ იფიქროთ, რომ უკეთურ ადამიანებს თავისი თავისადმი პატივისცემა არ გააჩნიათ. ისინი თავს იმართლებენ თავიანთი საქციელის გამო, მაღალფარდოვან მონოლოგებს წარმოთქვამენ და ირგვლივმყოფთაც მედიდურად დასცქერიან."

"ხალხებს იდიოტური ჩვეულება აქვთ შემორჩენილი, საკუთარ ღვაწლს მეფეებს მიაწერენ ხოლმე. ხალხი იბრძვის, სახელი კი ვის რჩება? მეფეს. ხალხი ფულს იხდის, ვინ ცხოვრობს ამ ფულით ფუფუნებაში? მეფე. და ხალხსაც მოსწონს, რომ მათი მეფე ასეთი მდიდარია."
"კაცი, რომელიც იცინის"

"მდიდრების სამოთხე ღარიბთა ჯოჯოხეთისგან არის შექმნილი."

"მკვდარმა მატერიამ რომ ჩვენში წუხილი გამოიწვიოს, ის ოდესმე სულიერი არსება უნდა ყოფილიყო."

"ღამის სიბნელეში ხომალდი ისეთივე მდგომარეობაშია, როგორც ნაჭრით თვალებახვეული ადამიანი."

“თაობათა ცვლაც სხვა რა არის, თუ არა მარადიულობის ამოსუნთქვა. ადამიანი ჩაისუნთქავს, ამოისუნთქავს და სულს განუტევებს”.

“როდესაც ხმას არ იღებ ვისმეზე, გგონია, რომ ამით მას თავიდან იცილებ. მასზე გამოკითხვაც არ გინდა, შიშობ, ამით არ მოიახლოვო იგი. დუმილით ისევე შეგიძლია თავი დაიცვა, როგორც კარის მოკეტვით დაიცავდი თავს”.

“ბედნიერება ზღვის მოქცევასა ჰგავს, ერთხანს იგი თავის მაღალ დონეს აღწევს. ერთადერთი, რაც შეაწუხებდა სრულ ბედნიერებაში მყოფ ადამიანებს, ეს არის დაფიქრება მიქცევაზე, რაც აუცილებლად მოსდევს მოქცევას”.

"ჩვენ, ყველანი, ბრმები ვართ. ბრმა არის ძუნწიც: იგი ოქროს ხედავს, მაგრამ ვერა ხედავს სიმდიდრეს. ბრმა არის მფლანგველიც: ის ხედავს დასაწყისსა და ვერ ხედავს დასასრულს. ბრმა არის კეკლუცი ქალი: იგი ვერა ხედავს თავისი სახის ნაოჭებს. ბრმა არის სწავლული: იგი ვერა ხედავ საკუთარ უმეცრებას. პატიოსანი ადამიანიც ბრმა არის, იგი ვერა ხედავს თაღლითს. თაღლითიც ბრმაა, ის ვერა ხედავს ღმერთს. ღმერთიც აგრეთვე ბრმაა - რა დღესაც მან ქვეყნიერება შექმნა, ვერ შეამჩნია, რომ მის ქმნილებას სატანაც შეეტმასნა."

"კაცი, რომელიც იცინის"

"ზღვაც ისე, როგორ მძიმე სამუშაოს შემდეგ მშორმელი კაცი, უცბად იძინებს."

"ქალში რომ შური აღძრა, საჭიროა ორი მიზეზი, ხოლო დედოფლისთვის ერთი მიზეზიც კმარა."

"როგორც მოჭარბებული ზეთი ცეცხლს აქრობს, ისე მოჭარბებული შეგრძნება აზრებს ახშობს"

"დემონების არსებობა ღმერთის არსებობას ამტკიცებს. ვისაც ოდნავ მაინც არა სწამს სატანა, მას არცთუ ძალიან ღმერთი სწამს. ვინც მზის არსებობას აღიარებს, მან სიბნელის არსებობაც უნდა აღიაროს. სატანა არის ღმერთის მიერ გაჩენილი ღამე. რა არის ღამე? ღამე არის დღის არსებობის დამამტკიცებელი საბუთი."

"რატომ ამბობენ "შეყვარებულიო", უნდა თქვან ხოლმე "შეპყრობილიო". დემონისაგან შეპყრობილი იყოს კაცი, ეს იშვიათი მოვლენაა; ქალისგან შეპყრობილი საერთო წესია. ყოველ მამაკაცს ემართება, რომ საკუთარ პიროვნებას კარგავს. რა ჯადოქარია მშვენიერი ქალი! სიყვარულის ნამდვილი სახელი ტყვეობაა."

"თუ ადამიანი არაფრით შემწიკლული არ არის, ეს იმას ნიშნავს, რომ იგი უმანკოა. სიყვარული კანონია, ავხორცობა მახე. დათრობა და ლოთობა სულ სხვადასხვა რამეა. ქალისაკენ მისწრაფება სხვა რა არის, თუ არა დათრობა. ხოლო საერთოდ, განურჩევლად მისწრაფება ქალისადმი - ლოთობაა."
"კაცი, რომელიც იცინის"

"მზის ყოველდღე გამოჩენა - სამყაროს ჩვეულებაა. სამყარო შეყვარებული ქალია; მისი სიყვარულის საგანი მზეა."

"რა არის ისტორია? წარსულის გამოხმაურება მომავალში. ეს არის შუქი, რომელიც მომავლისაგან წარსულს ეფინება."

"ხანდახან შიშისაგან ადამიანი თვითონვე ხდება საშინელი. ვისაც ყველაფერი აშინებს, მას უკვე აღარაფრისა ეშინია."

"მსგავსად იმისა, როგორც მშვილდიდან გატყორცნილი ისარი საბედისწერო სიძლიერით ისწაფვის მიზნისკენ ასეა ადამიანიც, იმედების დანთქმა მას გულს უფატრავს და იგიც ჭეშმარიტებისკენ ისწრაფვის."

"ყოველი ადამიანის სიცოცხლეში არის ხოლმე წუთი, როდესაც მისთვის თითქოს მთელი ქვეყანა ინგრევა. ასეთ მდგომარეობას სასოწარკვეთილება ჰქვია ადამიანის სული ამ წუთებში ისეთი განცდითაა აღსავსე, თითქოს ცაში ვარსკვლავები ქრებიანო."

"არც ერთი მოსამართლე ისეთი ინტერესით არ დაჰკითხავს ბრალდებულს, როგორც ჩვენ ჩვენი საკუთარი სინდისი დაგვკითხავს ხოლმე."

"მონანიება ის ნავია, რომელიც არასოდეს იძირება.
თქვენ კომპასი აღარ გაგაჩნიათ?
ცდებით, ახლა თქვენი კომპასი ლოცვაა." ♥

კატეგორია: საინტერესოა
Tags:

43


  • sally88 თქვა:
    24 მარტი 2013 16:40 - ID: 43,
    ჩემი ყველაზე საყვარელი წიგნია.. ძალიან კარგად აქვს ვიქტორ ჰიუგოს გადმოცემული ადამიანური სიყვარული და სითბოო, ასევე სისასტიკეცც და დაუნდობლობა, ამ წიგნის წაკითხვის დროს შეუძლებელია დიდი სიამოვნება არ მიიღო... თვალს ვერ ვწყვეთდიი როდესაც ვკიტხულობდი ყველას. ვურჩევ წაუკიტხოსსს... ბევრ რამეს გაიგებთ და ტქვენი ინტელექტიც საკმაოდ მაღლა აიწევს

  • Countess A. თქვა:
    24 იანვარი 2013 20:16 - ID: 42,
    [/color][/i]მმ..უძლიერესი წიგნია.. ჰიუგოს ადამიანები და მათი ადამიანურობა სიღრმისეულად აქვს აღწერილი.. უდიდესი სიამოვნებას ვიღებდი როცა ამ წიგნს ვკითხულობდი.. ჰიუგოს ერთ–ერთი ყველაზე ბრწყინვალე ნამუშევარია.. რაც შეეხებას "გაწელილობას", მე ვთვლი რომ სულაც არ არის მოსაბაზრებელი.. უამრავი რამ შევიტყე ამ ნაწარმოებიდან, უფრო ღრმად შევისწავლე მე-17 საუკუნისა და მე-18 საუკუნის არისტოკრატია და დაბალი ფენა...
    დიდებული ნიუსია.. ბრავო..!![color=#000066]
    [i]

  • FuCk Off. თქვა:
    3 იანვარი 2013 23:34 - ID: 41,
    მიუხედავად იმისა რომ ჰიუგოს ასე აქვს გაწეეეეელიიილიიი მთელი წიგნი მაინც ჩემი საყვარელი წიგნია და ვიტირე კიდეც ბოლოს :))
    როგორ საშინლად არის აღწერილი "კაცი რომელიც იცინის" და ჩემს გონებაში მაინც ყოველთვის საყვარელ ბიჭად იყო ჩაბეჭდილი.
    ეს ფილმი ჩემს მოგონებებს მიშხამებს, არ მომწონს ფილმის პერსონაჟი

  • miko თქვა:
    3 იანვარი 2013 22:39 - ID: 40,
    აუცილებლად წავიკითხავ ამ წიგნს, დამაინტერესა. smile

  • marco თქვა:
    2 იანვარი 2013 11:51 - ID: 39,
    საღALL ავტორ... ჩემი უსაყვარლესი წიგნია

  • funny doll თქვა:
    31 დეკემბერი 2012 00:22 - ID: 38,
    ერთ-ერთი ჩემი ფავორიტი წიგნია, პატარა ვიყავი ეს რომ წავიკითხე, განსაკუთრებით გონებაში ჩამრჩა ის სცენა ლორდთა პალატაში რომ წარდგება და რამოდენიმე წუთით რომ შეძლებს თავისი სახის ჩვეულებრივი გამამეტყველება შეიცვალოს, მაშინ მისი სახე ისე ცხადად წარმოვიდგინე რომ დღესაც არ მავიწყდება, ყველას ვურჩევ ამ წიგნის წაკითხვას

  • SaLiSa თქვა:
    30 დეკემბერი 2012 14:37 - ID: 37,
    ყველაზე მაგარია საერთოდ. მე კითხვა რომ ავამთავრე შოკში ვიყავი..

  • MELINDA თქვა:
    29 დეკემბერი 2012 21:56 - ID: 36,
    ძალიან მძიმე წასაკითხია,ჩემთვის ესე იყო ყოველ შემთხვევაში.პატარა ბავშვი რომ ასე გაწირეს,ამან საშინლად იმოქმედა,ძლივს დავასრულე კითხვა

  • Sk8er თქვა:
    29 დეკემბერი 2012 15:06 - ID: 35,
    ზაფხულში წავიკითხე ეს წიგნი, ვერ ვიტყვი რომ ადვილი საკითხავია, თუმცა ვისთვის როგორ, დეტალურად არის აღწერილი გუინპლენის და დეას ურთიერთობა, ჩემი აზრით სწორედ ეს არის ჭეშმარიტი სიყვარული, რაც შეეხება ლორდთა პალატის აღწერამ ცოტა მომაბეზრა მაგრამ თითქოსდა ტრაგიკულმა დასასრულმა გული კედევ უფრო დამწყვიტა, რაც შეეხება ვიქტორ ჰიუგოს მისი ნაწარმოებების უმეტესობა წაკითხული მაქვს და მისი წერის სტილი ჩემთვის ყველაზე ახლობელია love

  • NiNi_N თქვა:
    29 დეკემბერი 2012 14:59 - ID: 34,
    gvancii111
    mariamy_feria
    salome55555
    -Sally-

    მადლობა :))

    OccnneBchiikii
    შესაძლოა მსგავსი გავაკეთო "ძმები კარამაზოვები"-ზე :) ვნახოთ

  • Ana smiley თქვა:
    29 დეკემბერი 2012 01:06 - ID: 33,
    love love

  • salome55555 თქვა:
    29 დეკემბერი 2012 00:11 - ID: 32,
    წაკითხული არ მაქვს დავამთავრებ თუ არა ეხლანდელი წიგნის კითხვას მაშინვე დავიწყებ smile კარგი ნიუსია love

  • different... თქვა:
    28 დეკემბერი 2012 23:51 - ID: 31,
    უმაგრესი წიგნია
    ვერ წარმომიდგენია ამაზე სრულყოფილი წიგნი...ყველაფერია შიგნით რაც კი წიგნმა შეიძლება დაიტიოს love

  • fuck selena თქვა:
    28 დეკემბერი 2012 22:57 - ID: 30,
    კარგიიააა <33

  • OccnneBchiikii თქვა:
    28 დეკემბერი 2012 22:31 - ID: 29,
    მაგარია <3 კარგი იქნება სხვა წიგნებზეც თუ გააკეთებთ <3 <3

  • -Sally- თქვა:
    28 დეკემბერი 2012 20:43 - ID: 28,
    ძალიან მაინტერესებს, აუცილებლად წავიკითხავ love

    არაჩვეულებრივი ნიუსია love

  • mariamy_feria თქვა:
    28 დეკემბერი 2012 20:33 - ID: 27,
    ძალიან მაგარი ნაწამროებია,ორჯერ წავიკითხე და ორჯერვე უდიდესი სიამოვნება მივიღე,ვისაც არ წაგიკითხავთ წინ დიდი სიამოვნება გელით:) ავტოროო დიდი მადლობა,ძალიან გამიხარდა ეს ნიუსი,მაგარია love

  • NiNi_N თქვა:
    28 დეკემბერი 2012 20:25 - ID: 26,
    MissDevonne
    ხოო?! კარგია, წაიკითხე აუცილებლად love

  • MissDevonne თქვა:
    28 დეკემბერი 2012 20:15 - ID: 25,
    მომეწონა ნიუსი. არასდროს მქონდა ამ წიგნის წაკითხვის სურვილი მაგრამ ახლა "გული მიმიწევს"

  • gvancii111 თქვა:
    28 დეკემბერი 2012 19:42 - ID: 24,
    ვაპირებ ამ წიგნის წაკითხვას ამ არდადეგებზე love ძალიან მაინტერესებს love
    ნინი ნიუსი ძალიან მაგარი იყო! <3

« 1 2 3 »
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top