;
28 დეკემბერი 2012      TeenGirl     34 კომენტარი     ნანახია 6215-ჯერ    
კატეგორიაში: საინტერესოა

Real Story about Teen Girls and their Problems


როგორია თინეიჯერის ცხოვრება ?
პატარა ბავშვებისთვის საოცნებო და საინტერესო, უფროსების გადმოსახედიდან მარტივი და უდარდელი, ხოლო თავად თინეიჯერისთვის ? აფასებენ ისინი სხვა ასაკის ადამიანებისთვის ''საოცნებო ასაკს'' და ''უდარდელ'' ცხოვრებას ? თუ ეს ზედსართავები საერთოდ არ შეეფერება მათთვის ცხოვრების ამ ეტაპს და ეს წლები რთული და ჩახლართულია ? ბიჭებზე ვერაფერს გეტყვით, თუმცა გოგონებზე ბევრი რამის თქმა შემიძლია, მეც ხომ ერთ-ერთი მათგანი ვარ.

თინეიჯერი გოგონების პრობლემებს რა დალევს. ერთი წამითაც არ დაგჭირდებათ დაფიქრება ისე ჩამოვლით რამდენიმეს. მაგალითად : იმ ბიჭის სიყვარული, რომელსაც არ აინტერესებ ; დაძაბული ურთიერთობა მშობლებთან და თანატოლებთან; საკუთარ თავში გაურკვევლობა; მომავლის შიში; არასრულფასოვნების კომპლექსის ქონა და ა.შ. ბევრის გადმოსახედიდან ეს პრობლემები უბრალოდ სასაცილოა იმ რეალურად დიდ პრობლემებთან შედარებით, რომელიც ცხოვრებაში გველის, მაგრამ აბა თინეიჯერებს გვკითხეთ !

Real Story about Teen Girls and their Problems


Teen Girl's Problem #1
''უნდა მოეწონო სხვას, მაგრამ საკუთარი თავი არ უნდა დაკარგო ''

რთულია იყო ისეთი, რომ ყველას მოეწონო. მშობლებს, ნათესავებს, მეგობრებს, საუკეთესო მეგობრებს. ალბათ ესეთი არავინ არსებობს, ამიტომაცაა რომ ზოგს მეტად, ზოგს ნაკლებად, მაგრამ მაინც ყველას უხდება იმ როლის თამაში, რომლითაც ცდილობს მოერგოს სიტუაციას. მეგორებთან ერთი ხარ, საუკეთესო მეგობართან - მეორე, ნათესავებთან და უფროსებთან - მესამე, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ისა არაა თუ საკუთარ თავთან ვინ ხარ ? მაგრამ რატომ არის ეს ყველაზე მნიშვნელოვანი, თუ შენ იმ მხარეს მხოლოდ შენ ხედავ სხვა კი ვერა ?
ბევრ გოგონას აწუხებს ეს საკითხი. ბევრ რამეზე დახუჭავ თვალს, ბევრი წყენის დავიწყებას შეძლებ, ბევრს მოაჩვენებ თავს იმ ადამიანად, რომელიც რეალურად არ ხარ, მაგრამ რისთვის ეს ყველაფერი ?! იმისთვის, რომ სხვას მოეწონო და სიტუაციას კარგად მოერგო ? აი ესაა პრობლემა - ერგები სხვას, მაგრამ საკუთარ თავს ვერა, ხოლო თუ არ თამაშობ მაშინ სხვისთვის ხდები უინტერესო და არარაობა.

Real Story about Teen Girls and their Problems


სწორედ თინეიჯერობის დროს უნდა ჩამოყალიბდე ადამიანად. მიხვდე ვინ ხარ და ეცადო შენი პიროვნება გარემოსაც მოარგო. შეიძლება ბევრს გაუცრუო იმედი შენი რეალური სახით, მაგრამ თამაშით რეალობის დაფარვა სულ უფრო და უფრო რთული გახდება.
Real Story about Teen Girls and their Problems


რჩევა #1 - იყავი ის ვინც ხარ, თუნდაც შენი რეალური სახე ბევრს არ მოწონდეს. ყოველთვის გამოჩნდება ადამიანი, რომელიც გაგიგებს და შეგიყვარებს, რადგან სრულყოფილი არავინაა.



Teen Girl's Problem #2
მომავლის შიში

Real Story about Teen Girls and their Problems


სწორედ თინეიჯერობის პერიოდში უნდა მიიღო ერთ-ერთი ყველაზე რთული გადაწყვეტილება - სად ჩააბარო და რა პროფესიას გაყვე. ბევრს ის ვერ გადაუწვეტია შემდეგი დღე როგორ გაატაროს, მისგან კი იმის გადაწყვეტას ელიან, თუ როგორ გაატარებს დარჩენილ ცხოვრებას.
თითქმის ყველა თინეიჯერი ის ბავშვი არ არის, რომელიც ძილის წინ ოცნებობს იმაზე, რაც თავადაც იცის რომ არასოდეს მოხდება და ყოველ დილით ისეთ მიზნებს ისახავს, რომლებიც იმ ოცნებების ახდენამდე ალბათ ვერასოდეს მიიყვანს ?!

Real Story about Teen Girls and their Problems


ბევრს აქვს მომავლის შიში. შიში იმისა, რომ მშობლების იმედს ვერ გაამართლებს; შიში იმისა, რომ მის გარდა ყველა მიაღწევს დასახულ მიზნებს; შიში იმისა, რომ ერთმა შეცდომამ შეიძლება სამუდამოდ გააფუჭოს ყველაფერი...

Real Story about Teen Girls and their Problems


რჩევა #2 : ადამიანს მხოლოდ საკუთარი თავის იმედი უნდა ჰქონდეს. მიზნები და ოცნებები ერთმანეთისგან უნდა განასხვაოს და მიხვდეს რომ ბევრი რამ რაც სურს, შესაძლებელია, მაგრამ შესაძლებელია მხოლოდ მოქმედებით და არა ამ ყველაფერზე ოცნებით. მერე რა რომ ჯერ კიდევ მშობლები ზრუნავენ ჩვენზე ? მაინც უნდა შევძლოთ თავად დავიწყოთ ბრძოლა მომავლისთვის. ბრძოლა კი იმის გააზრებით უნდა დაიწყოს, რომ მომავალში საშიში არაფერია. საშიში მხოლოდ აწმყოს გამოუყენებლობაა...

Real Story about Teen Girls and their Problems

კატეგორია: საინტერესოა
Tags:

34


  • anaaa თქვა:
    14 იანვარი 2013 18:29 - ID: 34,
    love

  • Egoistka თქვა:
    9 იანვარი 2013 12:33 - ID: 33,
    მმმმ love ყველაზე კარგი ასაკია ''ვაფშე''!!!!!!!!!!!!

  • - Ninoo თქვა:
    1 იანვარი 2013 18:52 - ID: 32,
    ძალიან კარგი ნიუსია.... ფავორიტებშიიიი )))
    მე დამეხმარა რაგაცეების გარკვევაში მადლობა რო დადე

  • TeenGirl თქვა:
    29 დეკემბერი 2012 22:25 - ID: 31,
    ციტატა: littlefiary


    უკვე გაგზავნილი მაქვს შემდეგი ნაწილი, თუ გამოაქვეყნებენ სხვასაც გავგზავნი winked

  • littlefiary თქვა:
    29 დეკემბერი 2012 21:12 - ID: 30,
    TeenGirl,
    ძალიან გთხოვ დაწერე რაა.. აქ რაც არის დაწერილი თითქმის ყველა პრობლემა მაქვს ამ მომენტში.. ძალიან დამეხმარები.. და არამარტო მე.. არამედ ყველა იმ თინეიჯერს ვინც ამ ნიუსებს კითხულობს:):):)

  • -kristi თქვა:
    29 დეკემბერი 2012 21:07 - ID: 29,
    ყველაზე მეტად მეშინია მომავლის.ხანდახან ვფიქრობ რომ რასაც ვაკეთებ ჩემი მომავლისთვის არ არის საკმარისი.სულ მეშინია რომ ვერ ჩავაბარებ.
    ბიჭის გამო ცხოვრებაში არ მიტირია.ალბათ იმიტომ რომ სერიოზულად არავინ მომწონებია.
    არ მომწონს ჩემი გარეგნობა,მგონია რომ მსუქანი ვარ.არა და არ ვარრ :დდ თან ზოგი მეუბნება რომ მსუქანი ვარ და ამის გამო გული ძალიან მტკივა

  • Ms.Casillas თქვა:
    29 დეკემბერი 2012 19:45 - ID: 28,
    ადამიანს მხოლოდ საკუთარი თავის იმედი უნდა ჰქონდეს.

    აი ყველაზე სწორია ეს.
    ახლა არცერთი პრობლემა არ მაწუხებს მაგრამ რაღაც მომენტებში ისე მიჩნდება ხოლმე ამის შიში რო რავიცი,განსაკუთრებით ის კითხვა თუ ვინ ვარ,მაგრამ ეს ცხოვრების კითხვაა და დრო გაგვცემს პასუხს ამიტომ მომავლის შიში არ მაქვს.ის კი ვიცი რომ საკმაოდ სერიოზული ასაკია და დიდ როლს თამაშობს პიროვნების საბოლოოდ ჩამოყალიბებაში,ამიტომ ბოლომდე ვცდილობ ჩემს თავზე 'ვიმუშაო'.
    და კიდევ,არასდროს არ მქონია ბიჭზე პრობლემები და მიხარია ძაან :D.
    P.S. ჩემი აზრით ეს პრობლემები საერთოდ არ არის სულელური პრობლემები და დიდი არა,მაგრამ საკმაო ყურადღება სჭირდება..

  • KeSso13 თქვა:
    29 დეკემბერი 2012 18:52 - ID: 27,
    თავიდან მეც ვცდილობდი რო ყველას მოვრგებოდი.. ყოველთვის მეშინოდა რო არ მოვეწონებოდი სხვას და ეხლა პირიქით მკიდია სხვისი აზრები.. მთავარია მე ვიყო კარგად :D მომავლის შიში ეხლაც მაქვსს.. მეოცნებე ვარ უფრო და მიზნების დასახვა სიმართლე რო ვთქვა მეზარება :D ერთი შეხედვით ადვილია ეს პერიოდი მაგრამ ნამდვილად არაა ისე როგორც ერთი შეხედვით ჩანს.. განსაკუთრებით მაშინ როცა გარდატეხის ასაკი გეწყება.. რთულია მაგრამ მთავარია ისწავლო პრობლემებთან გამკლავება.. არასოდეს მქონია დეპრესიები და მსგავსი რაღაცები თავიდანვე იმ განწყობით ვიყავი "რა დროს დეპრესიაა".. კარგი ნიუსია მომეწონა )))

  • TiKKaa RonaLDoo თქვა:
    29 დეკემბერი 2012 15:03 - ID: 26,
    ძალიან მაგარი ნიუსიაა love "იყავი ის ვინც ხარ" !!! ზუსტაადდ ესე ვარ ..ყოველთვისს ვარ ის რაც ვარრ !!!


    და საერთოდდ არ ღირსს იმმ "სულელურ" რაღაცეებბზე ნერვიულობბაა და ტირილი..მაგალითად ვგულისხმობ,რომმ ის ბიჭი არ გაქცევს ყურადღებას,რომელიც შენნ მოგწონნს ანდა მსგავსი რაღააცეებბიი.. პირადად მე ესეთი შემმთხვევა არასოდესს არ მქონიაა.დამიჯერეეთ ბავშვებოო,რომმ ცხოვრება წინ გვაქვსს და ალბათ უფროო დიდ დარტყამსაც მოგვაყენებსს,ვიდრე ზემოთ ჩემს მიერ დაწერლი-მოყვანილიი მაგალითიი..! მთავარია იყოს ის რაც ხარრ და არ ითამმაშო ისე როგორც სხვებს სურთ..პირიქიით მოიქეცი ისე როგორც თქვენ გინდათ და ძალიან კარგად გამოვიყენოთ ეს ჩვენი ახლანდელი ასაკიი,რათა ჩვენ ჩვენი მიზნები განვახორციელოოთ.. და სისულელეებზზე ფიქრსს დრო არ დავუთმოოთ!!! (რამდენი ვიბოდიალეე wink wink )

  • Ana smiley თქვა:
    29 დეკემბერი 2012 13:56 - ID: 25,
    სწორია ყველაფერი აი მართლაა ძაან კაი სიახლე იყოო ყოჩაღ ავტორ ამ სიტყვებითსვის love

  • Miss Nothing თქვა:
    29 დეკემბერი 2012 13:49 - ID: 24,
    Hermione...♥,
    გეთანხმები ყველაფერში რაც დაწერე ;)

  • taaaaaaaaaaaaaaaaa თქვა:
    29 დეკემბერი 2012 11:27 - ID: 23,
    რაკაია love კიდე რა

  • bachia777 თქვა:
    29 დეკემბერი 2012 09:09 - ID: 22,
    კარგი სიახელა smile მომეწონა love love

  • anukaa777 თქვა:
    28 დეკემბერი 2012 23:46 - ID: 21,
    აუ რაკაი ნიუსიაა მომეწონაა :))თითქმის ყველა მახასიათებს <3 love

  • barsutka))) თქვა:
    28 დეკემბერი 2012 22:41 - ID: 20,
    აუ როგორ მინდაა რომ ეს თინეიჯერობა მოვიშოროო :DDD

  • -Sally- თქვა:
    28 დეკემბერი 2012 21:01 - ID: 19,
    კარგი ნიუსია=)

  • TeenGirl თქვა:
    28 დეკემბერი 2012 20:03 - ID: 18,
    anabana,
    გავაგრძელებ სხვა თემებზეც smile

  • anabana თქვა:
    28 დეკემბერი 2012 19:57 - ID: 17,
    ta_mo,
    ხო lol
    ცოტა ბევრი დაგედო რაააა winked
    კარგი სიახლეა.
    SanoSano,
    ისე მეც არაფერში გამომადგა.

  • MissDevonne თქვა:
    28 დეკემბერი 2012 19:55 - ID: 16,
    ძალიან საინტერესო სიახლეა. :) ძალიან დადებითად განმაწყო... აქ არა მხოლოდ პრობლემებზე იყო ლაპარაკი თითქოს იმისკენაც მიგითითებდა რომ არ უნდა დანებებულიყავი. ძალიან მომეწონა! <3

    Hermione...♥ სრულიად გეთანხმები, [განსაკუთრებით კომენტარის მეორე ნაწილში] მაგრამ ყველა შენსავით შეგნებული არ არის! :დ

  • Bao თქვა:
    28 დეკემბერი 2012 19:31 - ID: 15,
    ძალიან კარგი იყო! მგონი მეტნაკლებად მახასიათებს ერთი პრობლემა!

« 1 2 »
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top