;
3 იანვარი 2013      ellen potter...♥ϟ     6 კომენტარი     ნანახია 10732-ჯერ    
კატეგორიაში: საინტერესოა

რა არის ბედნიერება??
რა არის ბედნიერება??
შეიძლება ბედნიერება მაშინ გვეწვევა, როდესაც რაიმე სურვილს ავიხდენთ, ან თუნდაც ჩვენი ცხოვრების ღირსეულ მეორე ნახევარს ვიპოვით. ვინ იცის?? ბედნიერება ყველასთვის სხვადასხვა გრძნობაა, სხვადასხვა მიზეზებით გამოწვეული.

Johnny depp

ბედნიერება? .ბედნიერებაა მზის ყოველი სხივი, რომელიც იშვიათად გამოანათებს ღრუბლებიდან და სწრაფადვე ამოეფარება მათ, სიხარულის მსწრაფლწარმავალობას, მიწიერი ბედნიერების უხანობას მოგვაგონებს.
ჩემს თავს მუდმივად შთავაგონებ ეძებე ბედნიერება საკუთარ გულში: თუ ის იქ არ არის, მაშ, ვერსად იპოვი.ბედნიერებას ყველა ეძებს, მაგრამ ცოტანი პოულობენ მას იქ, სადაც ის არის.ნებისმიერი ბედნიერება, რომლის დაკარგვაც შეიძლება, ყალბი ბედნიერებაა .ბედნიერად ყოფნის მეცნიერება ძალიან მარტივია: გიყვარდეს შენი მოვალეობები და ეძებე მათში ნეტარება.დედამიწაზე შესაძლებელი ბედნიერება იმ აზრით ფერმკრთალდება, რომ ან ჩვენ მივატოვებთ მას, ან ის დაგვტოვებს.ჰოი, ნეტავ ადამიანებს შეეძლოთ, რომ ბედნიერება დამოკიდებული არაა გარეგნულ გარემოებებზე, არამედ გულის შინაგან მდგომარეობაზე. საოცარია არა ?ბედნიერების მოსაპოვებლად ცხრა ზღვასა და ცხრა მთას გადალახავენ ხოლმე, ის კი ჩვენშია, ჩვენს გულში, სადაც თითქმის არც ვიხედებით...ნეტავ შემეძლოს იმ ბედნირების განცდა რაც ჩემი ოცნებების ასრულებას მოყვება..
მხოლოდ ერთი რამ მაძლევს ძალას და იმედს..არ ვიცი რატომ? საიდან ? როგორ ? მაგრამ ოცნება ყოველთვის ახდება!! თუ გულით გინდა! თუ დროს იქ დახვდები სადაც შენი ოცნება გელოდება!! -თუ ეს მოხდება ბედნირებაც მუდმივად ჩემთან იქნება...
რა არის ბედნიერება??
MaRihanna

ბედნიერებისთვის არ არის აუცილებელი, რომ გყავდეს ფირმა მანქანა, ძალიან მაგარი სახლი, კარგი ტანსაცმელი, კარგი მობილური და ა.შ. მაგალითად მე ძალიან მცირედიც მაკმაყოფილებს, თუნდაც მუსიკის მოსმენა, სითბო, წვიმის წკაპაწკუპი, მეგობრებთან ერთად ყოფნა, საინტერესო გადაცემის ყურება და ა.შ. თუ გონებაში გამჯდარი გაქვს, რომ ხარ უბედური და ვერასდროს იქნები ბედნიერი მაშინ ეს მართლაც ასე იქნება. უნდა ვეცადოთ, რომ რაც შეიძლება პოზიტიური განწყობა გვქონდეს და ცხოვრებას უფრო ნათელი იქნება უამრავი პრობლემის მიუხედავად. ბედნიერება დიდხანს არ გრძელდება, ის უცებ მოდის, და ასევე უცებ ქრება.
რა არის ბედნიერება??
ta_mo

ედნიერება ყველა ადამიანისთვის ინდივიდუალური საკითხია, ზოგს ფული აბედნიერებს, ზოგს სიყვარული, ზოგს ერთი კონკრეტული ამბიცია და მიზანი, ზოგიერთი კი უბრალოდ იმითია ბედნიერი, რომ არსებობს. ამიტომ მე კონკრეტულ 'რაიმეს' ვერ დაგისახელებ, ყველა ადამინმა უნდა იპოვოს საკუთარი ბედნიერების წყარო და ვინც იპოვის ის ნამდვილად იღბლიანია, არსებობენ ადამინები, რომლებიც მთელი ცხოვრება ძიებაში არიან და საბოლოოდ ხელში და სულში არაფერი რჩებათ:(
რა არის ბედნიერება??
Ancho.

ბედნიერება იმდენად განსაზღვრული და ზუსტი ცნება არაა...
ბედნიერებაა როდესაც გარშემო ის ადამიანები გყავს რომლებიც გიყვარს..
ბედნიერებაა იმის კეთება რაც გიყვარს..
ბედნიერებაა ის თუნდაც წუთიერი მდგომარეობა როდესაც თავს საოცრად ამაღლებულად გრძნობ და გგონია ეს-ესაა ფრთები შეგესხმება და შორს აფრინდები..
ბედნიერება წვრილმანებშია,,
აუცილებელი არაა რაღაც დიადი და მიუწვდომელი რამ იყოს..
შეიძლება სულ უბრალო რამ გაგაბედნიეროს..
უბრალო თბილმა სიტყვებმა, უბრალო მოფერებამ..
უბრალო დამოკიდებულებამ.. პატარა წარმატებამ..
რა არის ბედნიერება??

chyipina

ჩემთვის ბედნიერების პოვნა ძალიან ადვილია. ყოველ დღე, პატარა დეტალებში, ადამიანებში, ნივთებში, ტანსაცმელშიც კი. უბრალოდ საკმარისია დააკვირდე რამეს, დააკვირდე ვინმეს და მასში დაინახო ყველაფერი პოზიტივი, ეს ძალიან ეფექტურია ^_^ ზოგს შეიძლება მიაჩნდეს რომ ყოველ დღე ყველაფრისგან სიამოვნებას ვერ მიიღებ. თუ ასე არ შეიძლება მაშინ ნეგატივის ფონზე უბრალოდ პოზიტივის დანახვა უნდა შეგვეძლოს და ყველაფერი კარგად იქნება. ამაზე ფიქრი მეც რამდენიმე თვის წინ დავიწყე და უკვე რამდნეი ხანია ასე ვცხოვრობ. მაგრამ დამიჯერეთ არც მე მაქვს უნაკლო ცხოვრება. სწორედ ასეთი დეტალები ასეთი პოზიტიურობა, ბუნებრივობა და დადებითი ენერგეტიკა ხდის ადამიანს საბოლოო ჯამში ბედნიერს.
რა არის ბედნიერება??

D-)

მოკლედ ბედნიერებას ძალიან დიდი ადგილი უჭირავს ჩემს ცხოვრებაში და ასევე ერთ ერთ ყველაზე დიდ ყურადღებას ვაქცევ.პატარა უმნიშვნელო რამ შეიძლება ძალიან დიდი ბედნიერება მოგანიჭოს.მაგრამ ბედნიერების მისაღწევად მთავარი შენ ხარ და შენ უნდა ეცადო რომ გახდე ბედნიერი..
რა არის ბედნიერება??

B-)))

რა არის ბედნიერება? .. ჩემი აზრით, ბედნიერება არის იმის კეთება რაც გიყვარს და გახარებს, რაც სიამოვნებას განიჭებს და სასიამოვნო შეგრძნებას იწვევს შენში. ყველა ბედნიერებას სხვადასხვანაირად აღიქვამს, ზოგისთვის ბედნიერებას მატერიალური მდგომარეობა განაპირობებს, ზოგისთვის მისი მიღწევები ცხოვრებაში, ჩემთვის ბედნიერება უბრალოდ ჯანმრთელობა და წყნარი ცხოვრებაა.
რა არის ბედნიერება??

L-))

რა არის ბედნიერებაა... ჰმმ.. ძაან ბევრი რამ შეიძლება იყოს ბედნიერება მაგრამ ჩემთვის პირადად ბედნიერება არის იმ აადამიანების ყოლა რომელიც ყველაზე მეტად გიყვარს.
რა არის ბედნიერება??

კატეგორია: საინტერესოა
Tags:

6


  • ellen potter...♥ϟ თქვა:
    6 იანვარი 2013 22:51 - ID: 6,
    amanda,
    ბოდიში მაგრამ, ყველა ენჯელისთვის მიწერა ვერ მოვახერხე, თუ არ გინდოდა რაღას ამბობ??

  • KeSso13 თქვა:
    4 იანვარი 2013 01:44 - ID: 5,
    ძაან კარგია love მომეწონა love

  • amanda თქვა:
    4 იანვარი 2013 01:15 - ID: 4,
    არ ვიცოდი ამ სტატიას თუ ამზადებდა ავტორი :) მაგრამ არაუშავს,მაინც არაფერს დავწერდი :D :P

  • fuck selena თქვა:
    4 იანვარი 2013 00:03 - ID: 3,
    არ არსებობს ბედნიერი ცხოვრება
    არსებობს ბედნიერი დღეები

    love

  • Dddd:) თქვა:
    3 იანვარი 2013 20:50 - ID: 2,
    კარგიააა

    კარგიააა

  • Johnny depp თქვა:
    3 იანვარი 2013 20:05 - ID: 1,
    კარგი სტატიაა სრულყოფილი love

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top