;
30 დეკემბერი 2012      ellen potter...♥ϟ     22 კომენტარი     ნანახია 7883-ჯერ    
კატეგორიაში: საინტერესოა

შობა ევროპაში ზოგადად ძველის დასასრულს და ახლის და პოზიტიურის დასაწყისის მცებას უკავშირდება. განწყობაც ასეთია ყველა ბედნიერია და რეალურად არც თუ ისე განათებულ ქუჩებში ბუნებრივი სიხარული იგრნობა, თითქოს განათებაც უფრო თბილია და რეალური სიცივის მიუხედავად, პოზიტიური ენერგია გათბობს, ენერგია რაც შობის დღეებში ამ ქუჩებში ტრიალებს. შეგიძლიათ პირდაპირ ადევნოთ თვალი, თუ როგორ ამზადებენ სხვადასხვა ნივთს ადგილობრივი ოსტატები და თბილი გლიტვეინით ხელში გაუყვეთ საშობაოდ მორთულ, სასიამოვნო, სანელებლებით გაჯერებულ ქუჩებს. საშობაოდ მორთული ხიდები და მდინარეში მათი ანარეკლი, ტერასული კაფეები და საგანგებოდ შობისთის მოწყობილი საციგურაო მოედნები... ესყველაფერი შობის დღესასწაულზე ევროპული ქალაქებისთვის განუყოფელია. თან შეგიძლიათ გლიტვეინი მიირთვათ და მხიარული განწყობით იხეტიალოთ ქუჩებში.
ყველაზე მეტად მაცდურად მაინც მაღაზიის ვიტრინები გამოიყურება. საშობაო ტკბილეულით თუ უკიდურესი წარმოსახვის უნარით დაჯილდოებული დიზაინერების მიერ დამზადებული სასაჩუქრე ნივთებით დაწყებული, ჩვეულებრივი ტანსაცმლის მაღაზიებით დამთავრებული.
შობა ევროპაში


შობა გერმანიაში

შობა სადღესასწაულო კერძების ცნებისგან განუყოფელია. ეს გერმანელი გურმანების წრეში განსაკუთრებით საგრძნობია. სადღესასწაულო სუფრისთვის ამ პერიოდში უპირატესობას, გოჭის ხორცისგან დამზადებულ კერძებს, დარიჩინიან ბრინჯის პუდინგს, თეთრ სოსისს და მაკარონის სალათს ანიჭებენ. მაგრამ ყველაზე გამორჩეულად და ხშირად მაინც გერმანულ თაფლაკვერს და გლიტვეინს შეხვდებით.
თან, უკლებლივ ყველა ქალაქში ამ პერიოდში სადღესასწაულო ბაზრობები იმართება – ქალაქების ცენტრალურ მოედნებზე, ფერადი განათებებით მორთულ საშობაო ქოხებში.
შობა ევროპაში
შობა ევროპაში


შობა ბელგიაში

შეიძლება უჩვეულოდ მოგეჩვენოთ, რომ ბელგიაში ორი სანტა კლაუსი ყავთ! ერთი წმინდა ნიკოლასი, და მეორე – პერ ნოელი. ესეც ორენოვანი ბელგიელებისთვისაა: ვალონურ ენაზე მეტყველ ბელგიელებს ახალ წელს წმინდა ნიკოლასი გამოეცხადება, ხოლო ფრანგულენოვან მოსახლეობას პერ ნოელი. ბრიუსელის, ანტვერპენის, ლიეჟის, ბრიუგეს თუ გენტის საშობაო ქუჩებში შეგიძლიათ დააგემოვნოთ მიდიები, საყოველთაოდ ცნობილი ბელგიურად შემწვარი კარტოფილი, რომელიც შეგიძლიათ ათასგვარი სოუსით მორთოთ. უგემრიელესი ბელგიური ვაფლები შოკოლადით და სხვადასხვა მორთულობით თუ ბელგიური შოკოლადი და სახელგანთქმული ლუდი.
შობა ევროპაში
შობა ევროპაში


შობა ნიდერლანდებში

ჰოლანდიაში დღესასწაული ოფიციალურად მაშინ იწყება, როდესაც ამ მხარეში თოვლის ბაბუა – სინტერკლაასი ნავით ესპანეთიდან ჩამოდის. თუმცა, ისე როგორც ყველგან, აქაც საშობაო დღესასწაული ადგილობრივი საშობაო სამზარეულოთი შეიგრძნობა. საშობაო მაგიდაზე, აქ ირმის, ბატის, კურდღლის ან ინდაურის ხორცს შევხვდებით, ბოსტნეულსადა საშობაო პურთან – კერსტბროოდტან ერთად. აქ შეგიძლიათ დააგემოვნოთ ათასგვარი ადგილობრივი ნამცხვარი ერთ ჭიქა ცხელ შოკოლადთან ერთად. ზამთრის დღეებში ჰოლანდიაში უპირატესობას ანიჭებენ, გრიუნკოლის კერძს, განსხვავება მხოლოს ისაა, რომ სხვადასხვა რეგიონში სხვადასხვა ხორცს ამჯობინებს – ზოგი სტეიკთან, ზოგი შემწვარ სოსისთან თუ ხორცის ბურთულებთან მიიირთმევს მას.
შობა ევროპაში
შობა ევროპაში


შობა ლუქსემბურგში

‘’ Schei Chreschtdeeg’’
– ასე ულოცავენ ერთმანეთს შობას ლუქსემბურგში, რაც ‘’ბედნიერ შობის დღეებს’’ ნიშნავს . აქ წმინდა ნიკოლასს, თოვლის ბაბუას ‘’Kleeschen’’–ს უწოდებენ. ლუქსემბურგის ტიპური საშობაო მენიუ, შავი პუდინგისგან შედგება, მოხარშული კარტოფილით და ვაშლის სოუსით. ასევე აუცილებლად დასაგემოვნებელია შტოლენი – ხილის ნამცხვარი რომით და ნაყინის ნამცხვარი ‘’Buche de Noel’’ – შავი შოკოლადით.
შობა ევროპაში
შობა ევროპაში

კატეგორია: საინტერესოა
Tags:

22


  • Ana smiley თქვა:
    1 იანვარი 2013 18:46 - ID: 22,
    რა სილამაზ love ეააა

  • beonce თქვა:
    31 დეკემბერი 2012 14:08 - ID: 21,
    აი,სად აღინიშნება შობა-ახალი წელი ლამაზად! feel ძალიან მომეწონა ნიუსი და სიამოვნებით წავიდოდი ყველგან love

  • lul თქვა:
    31 დეკემბერი 2012 12:15 - ID: 20,
    როგორ მომწონს,ულამაზესიაა love

  • saalll თქვა:
    31 დეკემბერი 2012 05:57 - ID: 18,
    საფრანგეთში შობა ერტერთი რიგითი დღესასწაულია what არაფერი განსხვავებული დღეს როცა ჩვენ კიდევ არ გვიზეიმია ქართველებს ახალი წელი ამათმა უკვე ნაძვისხეები გადმოყარეს ქუჩაში belay თითზე ჩამოსათვლელად თუ იქნება ვინმე ისეთი ვისაც კიდე უდგას ნაძვისხე რომელ აღნიშვნაზეა ჰო კიდევ ფეიევერკები ქალაქის ცენტრში 5 წუთი ცოტა ცოტა და ეგ არის smile

  • Nini...♥ თქვა:
    31 დეკემბერი 2012 00:06 - ID: 17,
    ამ წელს ევროპის ბევრ ევროპის ქალაქსს ვნახავ! love

  • anideka თქვა:
    30 დეკემბერი 2012 19:59 - ID: 16,
    ლამაზია love

  • D-) თქვა:
    30 დეკემბერი 2012 19:48 - ID: 15,
    ვაა ძაან მომეწონა ეს ნიუსი love ჰოლანდია ძაან მინდა smile recourse

  • Ms.Casillas თქვა:
    30 დეკემბერი 2012 19:37 - ID: 14,
    და მაინც ჩვენი შობა მირჩევნია, რადგან ყველაზე ძვირფასი რაც არის შობის დღეს აქ მყავს love

  • linda_JB თქვა:
    30 დეკემბერი 2012 18:46 - ID: 13,
    და ბოლოს-შობა საქართველოში lol ჩამკვდარი ხალხი!!! angry

  • ellen potter...♥ϟ თქვა:
    30 დეკემბერი 2012 17:35 - ID: 12,
    I LOVE BS,
    Hermione...♥,
    Mari Glonti,
    Nina√,
    Anachkaa ♥,
    gvancii111,
    ძალიან დიდი მადლობა ყველაას love love

  • gvancii111 თქვა:
    30 დეკემბერი 2012 17:23 - ID: 11,
    ელენეეე love რა სასიამოვნო ნიუსი იყო love

  • Saliiii :X:X:X თქვა:
    30 დეკემბერი 2012 17:10 - ID: 10,
    გერმანიააააააააააააააააააააააააააააააააააააა love

  • salYyY თქვა:
    30 დეკემბერი 2012 17:01 - ID: 9,
    ულამაზესია როდის იქნება თბილისი ესეთი ^_^
    ეჰ.. ))

  • cancara ) თქვა:
    30 დეკემბერი 2012 16:59 - ID: 8,
    love love love

  • Nina√ თქვა:
    30 დეკემბერი 2012 15:25 - ID: 7,
    ძალიან კარგი ნიუსია love ეჰ ნეტა აქაც ეგრე აღნიშნავდნენ შობას და ახალ წელს რა კარგი იქნებოდა თანაც ჩემი აზრით დიდი სისულელეა ჯერ ახალი წელი და მერე შობა პირიქით უნდა იყოს ისევე როგორც ევროპაში
    სისულელეა ორი ახალი წელი და შობა what

  • Mari Glonti თქვა:
    30 დეკემბერი 2012 15:15 - ID: 6,
    არაჩვეუელერბივი ნიუსია love love

  • μαριαμι თქვა:
    30 დეკემბერი 2012 14:42 - ID: 5,
    καλα χριστουγεννα love წელს საბერძეთში ძალიან მაგარიი შობბა იყოო love

  • ninucii თქვა:
    30 დეკემბერი 2012 14:27 - ID: 4,
    love

  • LiZzz ... თქვა:
    30 დეკემბერი 2012 14:08 - ID: 3,
    საქართველოში რატო არ შეიძლება რო ესეთი ახალი წელი ან შობა იყოოოს? მანდამაინც ყოველ წელს სხვადასხვა ქვეყანაში უნდა წავიდე რო ნორმალურად გავატარო ახალი წელი ? sad

« 1 2 »
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top