;
3 იანვარი 2013      TeenGirl     27 კომენტარი     ნანახია 3972-ჯერ    
კატეგორიაში: საინტერესოა

Real Story about Teen Girls and their Problems (part 2)


Real Story about Teen Girls and their Problems (part 2)
სტატიის პირველი ნაწილი

Teen Girl's Problem #3
ურთიერთობა მშობლებთან


იყო თინეიჯერი ნიშნავს გექცეოდნენ როგორც ბავშვს, თუმცა შენგან ზრდასრული ადამიანის ქმედებებს ელოდნენ. მშობელთა უმეტესობისთვის თინეიჯერი ჯერ კიდევ ბავშვია, ბავშვი, რომელიც ნელ-ნელა იწყებს რეალურ ცხოვრებას. მათთვის როცა საჭიროა ჯერ კიდევ პატარა ხარ, მაგრამ თუ სიტუაცია მოითხოვს - უკვე გაიზარდე. იცნობს უფროსი თაობა დღევანდელ თინეიჯერებს და ესმის მათი ?

Real Story about Teen Girls and their Problems (part 2)


თინეიჯერების უმეტესობას მშობლების კითხვაზე : ''მოხდა რამე?'' სევდიანი სახე ღიმილით ეცვლება და პასუხობს : ''არა, არაფერი.'' . რატომ ? იმიტომ, რომ ვერ გაუგებენ და მისი პრობლემები უფროსებისთვის უმნიშვნელო იქნება? ან იქნებ იმის ეშინიათ, რომ მშობლები არასწორედ გაუგებენ, სხვანაირად აღიქვამენ ყველაფერს და რჩევისთვის მისულ თინეიჯერს ლექციის მოსმენა მოუწევს ცხოვრებისეულ თემებზე ?

Real Story about Teen Girls and their Problems (part 2)


არც ერთ თინეიჯერს არ უყვარს მშობლის იმ წინადადების მოსმენა, რომელიც შემდეგი სიტყვებით იწყება : ''მე, რომ შენხელა ვიყავი...'' ზოგ უფროს უჭირს იმის გააზრება, რომ დრო რეალურად შეიცვალა. ხშირად ადარებენ თავიანთ თაობას ჩვენსას და ვერ ხვდებიან, რომ ამ თაობებს შორის განსხვავება არამხოლოდ ახლანდელი თინეიჯერების ხასიათი და ინტერესებია, არამედ ის გარემოც, რომელიც სწორედ მათმა თაობამ შეუქმნა დღევანდელ ახალგაზრდობას.

Real Story about Teen Girls and their Problems (part 2)


მაგრამ ამ ადამიანებმაც ხომ გამოიარეს ჩვენი ასაკი ? შეიძლება სულ სხვა გარემოში, მაგრამ მათაც ხომ ერქვათ ''თინეიჯერები''? რატომ უჭირთ ჩვენს ადგილზე საკუთარი თავის წარმოდგენა ? იმიტომ, რომ ბევრი რამ ნახეს ცხოვრებაში და დარწმუნებულები არიან, რომ ყველაფერი უკეთ ესმით ?

Real Story about Teen Girls and their Problems (part 2)


ჩვენში ბრაზს ხშირად ისიც იწვევს, რომ საკუთარი თავის გამართლების საშუალება იშვიათად გვეძლევა. საკმარისია რეალური ფაქტები დავუყენოთ წინ, რომ ყოველთვის მზად აქვთ კომენტარი : ''ნუ მეპასუხები''

Real Story about Teen Girls and their Problems (part 2)


მშობლები არჩევანსაც დაგიწუნებენ, გეგმებსაც შეგაცვლებინებენ, ბევრ საყვედურსაც მოგცემენ და ბევრ რამეზეც მოგთხოვენ პასუხს. ეს ყველაფერი კი იმ მიზნით, რომ შეცდომები არ დავუშვათ. მაგრამ ადამიანი საუკეთესოდ ხომ საკუთარ შეცდომებზე სწავლობს ? ამიტომ კარგი იქნება თუ მშობლები გაიაზრებენ იმას, რომ შეცდომები გვეპატიება. გვეპატიება არა ასაკის, არამედ ადამიანობის გამო. იმის გამო, რომ ვცდილობთ, ვწვალობთ, გვინდა რაიმე ახალი გავაკეთოთ და უფრო მეტის მიღწევისკენ ვისწრაფვით.

Real Story about Teen Girls and their Problems (part 2)


ზოგი კი შვილებს საერთოდ არ იცნობს. შეიძლება ახსოვს მათი პირველი დღე სკოლაში, პირველი დაბადების დღე, პირველი ნაბიჯები, მაგრამ შვილის შინაგანი სამყარო მათთვის სრულიად უცხოა. ეს კი უმეტესად თინეიჯერების ბრალია, რადგან მშობლებთან სულ სხვა ადამიანის როლს თამაშობენ. ეს კი უმეტესად იმიტომ ხდება, რომ ეშინიათ მშობლები არ მიიღებენ ისეთებსს, როგორებიც რეალურად არიან.


Real Story about Teen Girls and their Problems (part 2)


რჩევა #3 : მშობლებს ბევრი რამ უნდა მოუყვე, მაგრამ არა ყველაფერი. უნდა ეცადო მაინც, რადგან ისინი სწორედ ის მეგობრები არიან, რომლებიც ყველაფრის მიუხედავად ყოველთვის გვერდში დაგიდგებიან. მაგრამ სანამ მათ დახმარებას მივიღებთ, თავად უნდა დავეხმაროთ იმაში, რომ მშობლის სტატუსის გარდა ჩვენს ცხოვრებაში კიდევ ერთი სტატუსი მიიღონ - ჩვენი მეგობრები

Real Story about Teen Girls and their Problems (part 2)

კატეგორია: საინტერესოა
Tags:

27


  • Cara თქვა:
    10 იანვარი 2013 21:42 - ID: 27,
    ყველაზე კარგი ურთიერთობა მაქვს ჩემს მშობლებთან love

  • Egoistka თქვა:
    9 იანვარი 2013 12:43 - ID: 26,
    ჩემი დედიკო და მამიკოოო !!!!1 love love love ყველაზე კარგები არიანნ!!! არანაირი პრობლემა, არანაირი აკრძალვბა მენდობიან 200%ით და როდესაც ვხედავ მათ ასეთ დამოკიდებულებას არასდროს მომივა თავში აზრად ან რომელიმე მოვატყუო ან რამე მსგავსი! ჩემი აზრით ესეთი ურთიერთობა იდეალური ვარიანტია. ისინი მენდობიან , აქედან გამმდინარე მე ჩემ თავთან ვგრძნობ პასუხისმგებლობას რომ რამე არ ვქნა ისეთი რომ მათი ნდობა დავკარგო, ყოველთვის იციან ჩეირეალური სამყოფელი და ა.შ. მეც ბედნიერი ვარ და ისინიც love love love

  • PLACEBOrocks თქვა:
    7 იანვარი 2013 21:51 - ID: 25,
    ameskhoradze,
    რაკარგია <3 მე კიდე მამაჩემი ვერ მიტანს არ ვიცი რატომ.მეც ვერ ვიტან უკვე

  • tikunia-tikunia.17 თქვა:
    6 იანვარი 2013 03:21 - ID: 24,
    კარგი ნიუსია ძალიან :)

  • ameskhoradze თქვა:
    5 იანვარი 2013 22:59 - ID: 23,
    მე და მამაჩემი საუკეთესო ძმაკაცები ვართ და ვამაყობ რომ ასეთი მამა მყავს

  • ANIcule თქვა:
    5 იანვარი 2013 16:31 - ID: 22,
    Mariaaam,
    wink wink

  • usu თქვა:
    5 იანვარი 2013 14:52 - ID: 21,
    მეც სახელით მივმართავ დედაჩემს, მაგრამ ისე ამბობთ დედას არ ვეძახიო, თითქოს მაგის გარეშე მეგობრული ურთიერთობა ვერ გექნებოდათ. ჩემთვის პრობლემა არ იქნებოდა სახელის დაძახება რომ არ სიამოვნებდეს, ბევრს ვიცნობ ეგეთს მაგრამ შვილების კარგი მეგობრები არიან

  • Queen.Mariam♥ თქვა:
    5 იანვარი 2013 00:38 - ID: 20,
    დედაჩემთან იდეალური ურთიერთობა მაქვს დედას არც ვეძახი love ტაკუნებში წამოვარტყამ ხოლმე lol აი მამა მამაა მეგობრად ვერ მივიჩნევ რადგან ვერ ვიწყებ ისეთ ურთიერთობას როგორსაც მეგობრული ქვია! აუუ მე ჩემს შვილთან სულ სხვაგვარი ურთიერთობა მექნებაა ძალიან მეგობრულიი რადგან ბუნებით ეგეთი ვარ love

  • -kristi თქვა:
    5 იანვარი 2013 00:07 - ID: 19,
    დედასთან კარგი ურთიერთობა მაქვს ..დიდი ხანია უკვე დედა არ დამიძახია მისთვის.. :)) ბევრ რამეს ვუყვები მაგრამ ყველაფერს არაა :))

  • beonce თქვა:
    4 იანვარი 2013 20:36 - ID: 18,
    დედასთან უფრო კარგი ურთიერთობა მაქვს,ვიდრე მამასთან,მაგრამ ისე,რომ ვიყო მათი მეგობარი ეგრე არ არის და ვერც წარმომიდგენია.არც მამას გოგო ვყოფილვარ როდესმე.მიუხედავად იმისა,რომ გართობის მოყვარული,ხმაურიანი არ ვარ და სახლში წყნარად ყოფნას არაფერი მირჩევნია,პრობლემები მაინც მექმნება მშობლებთან.ვფიქრობ,რომ მშობლებს ჩვენი პრობლემები მარტივი ეჩვენებათ.მაგრამ ორივე მაინც მიყვარს. wink ერთი ეს წააკითხა ორივეს

  • Nino. თქვა:
    4 იანვარი 2013 20:04 - ID: 17,
    ზოგადად იგივე პრობლემები მაწუხებს მაგრამ დედაჩემთან გახსნილი ურთიერთობა მაქვს.თანამედროვეა და ხშირად მეუბნება "მეც მომსვლია მსგავსი როცა შენს ასაკში ვიყავი" ეს მსიამოვნებს მაგრამ ხშირადაც ვკამათობთ და მაღიზიანებს...მოკლედ ეს ყველაფერი რასაც შენ წერ ძალიან მეხმარება ყველაFრის უკეთ გააზრებისთვის.კარგია მომწონს ძალიან love

  • bachia777 თქვა:
    4 იანვარი 2013 19:09 - ID: 16,
    ძაალიან,ძალიან მაგარი ნიუსია love

  • Mari Glonti თქვა:
    4 იანვარი 2013 16:37 - ID: 15,
    love გულწრფელი რეალური და კარგი ნიუსია

  • tamo თქვა:
    4 იანვარი 2013 13:35 - ID: 14,
    ეს კი უმეტესად თინეიჯერების ბრალია, რადგან მშობლებთან სულ სხვა ადამიანის როლს თამაშობენ. ეს კი უმეტესად იმიტომ ხდება, რომ ეშინიათ მშობლები არ მიიღებენ ისეთებსს, როგორებიც რეალურად არიან.


    დამიჯერეთ ხალხო დამიჯერეთ,რომ ზოგჯერ მშობლების ბრალიცაა..
    იყო მშობელი ბევრ რამეს მოითხოვსს,მარტო ბავშის გაკეთებაა,შემდგომში გაზრდა და საჭმლის მიცემა,ფულით განებივრება და ასეთ სისულეეები სულაც არ ნიშნავს,რომ იყო კარგი მშობელი...
    ბავშვი შენი მეგობარი უნდაა იყოს უნდა გენდობოდეს,შენც უნდა ენდობოდე უნდა ესაუბრებოდე თავისუფლად გულახდილადდ და რაც მთავრაია ნდობით...მაგრამ ზოგს უჭირს ეს :ხხ უნდა იცნობდეე შვილს,მის სამყარს რა მოწონს რა უყვარსს.დიდი პასუხისმგებლობაა იყო მშობელი

  • TiKKaa RonaLDoo თქვა:
    4 იანვარი 2013 11:49 - ID: 13,
    არაჩვეულებრივიი ურთიერთობა მაქვს დედაჩემმთან. დედაჩემი არის ჩემმი ყველაზე დიდიი მეგობარიი,ყველაფერი იცის ჩემზეე,არაფერს არ ვუმალავ და საერთოდ არ მზღუდავსს,ძალიანნ კარგი ურთიერთობა გვაქვსს. love

  • Mariaaam თქვა:
    4 იანვარი 2013 02:02 - ID: 12,
    ყველა მშობელი ერთნაირია wink
    ნეტა დედაჩემმა წაიკითხოს ეს wink

  • KeSso13 თქვა:
    4 იანვარი 2013 00:53 - ID: 11,
    საინტერესო და კარგია love ერთი ეს წააკითხა დედაჩემს და მეტი არაფერი მინდა wink

  • Dika :) თქვა:
    4 იანვარი 2013 00:42 - ID: 10,
    -_-

  • FuCk Off. თქვა:
    3 იანვარი 2013 22:27 - ID: 9,
    ჩემნაირი მშობლების ყოლას მართლა ყველას ვუსურვებ :))
    უბრალოდ ერთ უმნიშვნელო წვრილმანსაც არ ვტოვებ რომ მათ არ ვუთხრა ყველაფერში ესმით ჩემი და ყველანაირად მიწყობენ ხელს :))

  • dalalo123 თქვა:
    3 იანვარი 2013 21:26 - ID: 8,
    ძალიან ზუსტი იყო . ზოგჯერ მეჩვენება რომ საოცარი და უაზრო ახირებები აქვთ . აი მართლა ისეთ რამეებზე მეჩხუბებიან რომ არც არასდროს გამიგია ამაზე ჩხუბი :დ მოკლედ რა . მაგრამ მაინც მიყვარს ყველა ^^

« 1 2 »
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top