;
30 დეკემბერი 2012      McMurphy     17 კომენტარი     ნანახია 10310-ჯერ    
კატეგორიაში: საინტერესოა

ახალგაზრდა ფრანგი მწერალი მარტენ პაჟი რომანში, მოგვითხრობს ანტუანზე, რომელიც დარწმუნებულია, რომ ავადაა და მისი ავადმყოფობის მიზეზი ჭკუაა, მაგრამ ამის გამო არავინ აღიარებს ავადმყოფად და არავინ თანაუგრძნობს, არადა ის იტანჯება, ცდის ალკოჰოლიკად გადაქცევას, თავის მოკვლას.. ყველა მცდელობა უშედეგოდ მთავრდება და იწყება იდიოტად გახდომის საინტერესო ექსპერიმენტი.


მცირე ამონარიდები წიგნიდან:

“ „ინტელექტი“ მშვენივარდ მოფიქრებულ და შელამაზებულ სისულეებს ნიშნავს, ჭკუა ზედმეტი ბარგია და ხშირად სიბრიყვით უფრო მეტ ხეირს ნახავ , ვიდრე თავგამოდებული ინტელექტუალობით. ჭკუა გაუბედურებს, მარტოსულად, არაფრისმქონედ გაქცევს, მაშინ როცა ჭკვიანად თავის მოჩვენება საგაზეთო უკვდავებას გთავაზობს და იმათ აღფრთოვაებასაც გპირდება ვისაც წაკითხულის სჯერა.“

„ჭკუა ორმაგი უბედურებაა: ტკივილის გაყენებს და არავინ მიიჩნევ ავადმყოფობად.“

„ერთმანეთს არ ჰგავდნენ, მაგრამ საერთო მაინც ჰქონდათ – თითოეული ერთგვარი უღიმღამო მასალისგან შექმნილი გეგონებოდათ.“

„– ალკოჰოლიზმის მიეზი თავსმოხვეული სიმახინჯე და ამაოებაა“.
– ეს ციტატაა?
– დიახ, მალკომ ლაუერის.
– ერთი შეკითხვა მაქვს: პურს, რომ ყიდულობ, შექსპირი გახსენდება? „კრუასანები თუ შოკოლადიანი ფუნთუშები საკითხავი აი ეს არის?!“ – ამბობ? ჯანდაბამდის გზა ჰქონია ყველა დიდ მწერალს, მირჩევნია, შენი სიტყვები გამაგონო. ციტატების მოყვანა ძალიან ადვილია, რადგან იმდენი კარგი მწერალია, იმდენი რამ თქმულა, რომ, შეიძლება, საკუთარი აზრის გამოთქმა ზედმეტიც იყოს.
– კარგი, მაშ ასე: ღარიბი ვარ და მომავალი არა მაქვს.. და კიდევ, ზედმეტად ბევრს ვფიქრობ, მაინტერესებს და სულ ვცდილობ იმის მიხვედრას, რა ამოძრავებს მთელ ამ სამყაროს.. საშნლად განვიცდი, რომ ხელფეხშეკრულები ვართ და რომ თითოუელი აზრი, თავისუფლების ყოველგვარი გამოვლინება მოუშუშებელ ტკივლის გვაყენებს.“

„ინდივიდუალობა ფუფუნებაა, რაც ძალიან ძვირი მიჯდება. მინდა, უბრალო მოჩვენებად ვიქცე, ყელში ამომივიდა აზროვნების თავისუფლება, ამდენი ცოდნა და ეს დაწყევლილი სინდისი.“


„საერთო, რაც ანტუანსა და როდოლფს ჰქონდათ. ის იყო, რომ საერთო აზრი არაფერზე გააჩნდათ.“

„გალოთება მინდოდა, მაგრამ არ გამომივიდა. ახლა კი თვითმკველობას ვცდი. ეს აუცილებლად გამომივა.
– ცდებით, მაგაზე რთული არაფერია. ბევრად უფრო ადვილია ბაკალავრის დიპლომი მიიღო, პოლიციის ინსპექტორის კონკურსში გაიმარჯვო ანდა ფილოლოგიის მაგისტრი გახდე, ვიდრე თავი მოიკლა. ამ საქმეში წარმატების შანსი რვა პროცენტზე დაბალია.“

„რაკი ცხოვრებისთვის საკმარისი ნიჭი არ გამაჩნია, იქნებ სიკვდილში ვივარგო.“

„– თავის მოკვლა სცადეთ?
– როგორც ხედავთ, არ გამომივიდა,–დამცინავად უპასუხა ქალმა.
– ალბათ პირველი მცდელობა არ ყოფილა?
– დიდი ხანია, აღარ ვითვლი. მომწყინდა. ყველა ხერხი ვცადე, მაგრამ ყოველთვის რაღაც ან ვიღაც ეღობება ჩემს სიკვდილს. წყალში დახჩობა რომ მოვინდომე, ერთმა მამაცმა კრეტინმა გადამარჩინა, თვითონ კი რამდენიმე დღეში ფილტვების ანთების მოკვდა. საშინელებაა, არა? თავის ჩამოხრჩობა რომ ვცადე, თოკი გამიწყდა. საფეთქელში რომ დავიმიზნე, ტყვიამ ისე გაიარა თავის ქალა, ტვინს არ შეხებია და რამე სერიოზული დაზიანება არ გამოუწვევია. ორი ყუთი საძილე აბები გადავყლაპე, მაგრამ ლაბორატორია დოზებში შეცდა და უბრალოდ – სამი დღე მეძინა. სამი თვის წინ მკველიც დავიქირავე, მაგრამ იმ იდიოტმა შეცდომით ჩემი მეზობელი ქალი მოკლა. მოკლედ, არ მიმართლებს! ადრე სასოწარკვეთილების გამო მინდოდა თვითმკვლელობა, ახლა კი ჩემი სასოწარკვეთილების მთავარი მიზეზი ისაა, რომ ვერაფრით მოვახერხე თავის მოკვლა.
ბინტის გროვიდან მხოლოდ ქალის თვალები ჩანდა, თეთრ კოლოფში ჩაწყობილი ორი ზურმუხტივით. ანტუანმა სცადა მათში სევდა ამოეკითხა, მაგრამ მხოლოდ წყენა დაინახა.
– არ გაინტერესებთ, რატომ ვარ ამ მდგომარეობაში? – იკითხა ქალმა და ანტუანს გადახედა, – სულიაც არაა უხერხული მკითხოთ, რატომ ვარ ასე შეფუთული. ეიფელის კოშკის მესამე სართულიდან გადმოვხტი. ეს ალბათ გამოუსწორებელი შედეგით უნდა დასრულებულიყო, მაგრამ – არა; სწორედ იმ დროს, შორტებში ჩაცმული გერმანელი ტურისტები სამახსოვრო ფოტოს გადასაღაბედად ეიფელის ძირში შეჯგუფებულიყვნენ.
– და თქვენც ზედ დაეცით, არა?
– ჰო. მათ შეანელეს ჩემი ვარდა. რამდენჯერმე ამაბურთავეს კიდეც. შედეგი: თითქმის ყველა ძვალი გატეხილი მაქვს, მაგრამ ამ კრეტინი ექიმის აზრით, ექვს თვეში ფეხზე დავდგები სრულიად ჯანმრთელი.“

„მათ ერთ–ერთ საყვარელ თამაშს „სამყაროს ორად გაყოფა“ ერქვა: უნდა დაესახელებინათ ის ნიშნები, რითაც ადამიანთა ორ კატეგორიად გაყოფა შეიძლებოდა; სამყარო ხომ მართლაც ორად იყოფა: ადამიანები, რომლებსაც ველოსიპედით სეირნობა უყვართ და ისინი, ვინც სწრაფად ატარებენ მანქანას; ანდა ზოგი შაქრით სვამს ჩაის, ზოგი კი უშაქროდ; ზოგიერთი ფიქრობს, რომ ყველა დროის ყველაზე დიდი მწერალი შექსპირია, სხვას კი ასეთად ანდრე ჟიდი მიაჩნია; ზოგს „სიმფსონები“ უყვარს, ზოგს – „საუთ პარკი“; ზოგიერთი „ნუტელაზე“ გიჟდება, ზოგს კი ბრიუსელის კომბოსტო ურჩევნია.“

„აზროვნება არაა თავისთავადი აქტი, მას ისევე შეუძლია ტკივილის მოყენება, როგორც შუშის ნამსხვრევებსა და ეკლიან მავთულხართებს.“

„– გამარჯობა, კორალი! – უკვე მაგიდასთან მჯდარმა ედგარმა ახლა პატარას მიმართა, – აქ შენ გამო ხართ თუ ანტუანის?
– ამის, – საყვედურნარევი ხმით უპასუხა კორალიმ,– ამხელაა და ისევ ჩემი გამოყოლა სჭირდება ექიმთან.
– მერე, ამისთვის ხომ კარგ გასამრჯელოს გაძლევ კორალი, – უთხრა ანტუანმა.
– ჰო, ორი შოკოლადის ფუნთუშა და "პრემიერა" ... არა ... ჩემს ტარიფებს უნდა გადავხედო. ინფლაცია ხომ ადამიანთა ურთიეთობებშიც ხდება.
– კორალი, შენ რა, დედაშენი გაზეთის ფინანსურ გვერდები წაკითხვასაც განებებს? წარმოუდგენელია!
– უნდა შეეჩვიო, ანტუან! ასეთი თაობა მოდის! ვერ გავიგე, შენ რა განაღვლებს?“

„ანტუანმა შეიძინა მასობრივი მოხმარების მეგობები, სტანდარტულდ შეფუთული, ერთი სერიის ნაწარმი, რომლებიც უყოყმანოდ ამბობენ უარს გასაჭირში ჩავარდნილი მეგობრის დახმარებაზე.“

„–ყალბი, ყალბი, ყალბი. ყველაფერი ყალბი გაქვს ტონიც.“

„ ბუნება არ იმჩნევდა შემოდგომის მოახლოებას და იხტიბარს არ იტეხდა, ისე ხარჯავდა ზაფხულის უკანასკნელ ძალებს, თითქოს ამოუწურავი ყოფილიყო.“

„ალკოჰოლი თავად ირჩევს ობიექტს, ალკოჰოლი წყვეტს, შეგიძლია გახდე თუ არა ლოთი, გასაგებია?“

„მათთვის, ვინც კარგად მორგებია საზოგედოებას, მხოლოდ ერთი ზეზონი არსებობს – მარადიული ზაფხული, როცა მათი გონება ირუჯება მზეზე, რომელიც იმ დროსაც ანათებს, როცა ეს ადამიანები ძილს მისცემიან: მათ სიზმრებში არასოდეს ისადგურებს ღამე.“




კატეგორია: საინტერესოა
Tags:

17


  • anaaa თქვა:
    14 იანვარი 2013 18:18 - ID: 17,
    საინტერესოა ვეცდები წავიკითხო

  • fuck selena თქვა:
    31 დეკემბერი 2012 19:05 - ID: 16,
    სად შეიძლება რომ შევიძინო?
    დამაინტერესა ოჩენ

  • Ms.Casillas თქვა:
    30 დეკემბერი 2012 22:19 - ID: 15,
    კარგია,ვნახავ

  • An♥ka თქვა:
    30 დეკემბერი 2012 21:47 - ID: 14,
    ძალიან მომეწონა,ეს ამონარიდები წიგნიდან.ფრაზები,რომ ასეთი კარგია,თვითონ წიგნი უძლიერესი იქნება,დარწმუნებული ვარ.აუცილებლად წავიკითხავ ამ წიგნს...
    ნიუსი ძალიან მაგარი იყო.ყოჩაღ ავტორო. wink

  • annnnnn თქვა:
    30 დეკემბერი 2012 17:40 - ID: 13,
    მადლობა.. feel

  • elga თქვა:
    30 დეკემბერი 2012 16:42 - ID: 12,
    აუ ვიჟდები ამ წიგნზე. ჩემი სამაგიდო წიგნია.
    ბევრ რამეზე დამაფიქრა.
    კარგი ნიუსია

  • Anch_Bey თქვა:
    30 დეკემბერი 2012 16:04 - ID: 11,
    პირველად მესმისს. დამაინტერესა, თუ სადმე ვიშოვე წავიკითხავ აუცილებლად^^
    კარგი ნიუსია)))

  • Kristen თქვა:
    30 დეკემბერი 2012 15:19 - ID: 10,
    ავტტოორ გაიიხარე,ეხლლა მინდოდა არდადეგებზე რამე წამეკითხა და ეს ნამდვილად იდეალურიი წასაკითხი იქნებბაა ))))))

  • psiqologia თქვა:
    30 დეკემბერი 2012 13:20 - ID: 9,
    არ მაქვს სამწუხაროდ წაკითხული.ნიუსი კარგია

  • TAKO))tako თქვა:
    30 დეკემბერი 2012 13:18 - ID: 8,
    საინტერესო ჩანს წაკითხვის სურვილი გამიჩნდა . ყოჩაღ კარგი სიახლე იყო ძალიან love

  • Tamo Gallagher თქვა:
    30 დეკემბერი 2012 12:53 - ID: 7,
    ვააა აუცილებლად წავიკითხავ. დამაინტერესა. smile მაგარი სიახლეა !!

  • mysweet თქვა:
    30 დეკემბერი 2012 12:42 - ID: 6,
    ძალიან გთხოვთ ბავშვებო რაა აქ შედითhttp://patara.ge/?id=103171 და ანანო ყველიაშვილს ხმა მიეცით ძალიან გთხოვთ რაა არ დაგეზაროთ წინასწარ დიდი მადლობა

  • macacuna თქვა:
    30 დეკემბერი 2012 12:11 - ID: 5,
    ძალიან მაგარი და ბევრისმთქმელი წიგნია, შარშან წავიკითხე პირველად და მის მერე ჩემი საყვარელი წიგნების სიაში ერთერთი პირველ ადგილს იკავებს. ვისაც არ გაქვთ წაკითხული, გირჩევთ წაიკითხოთ. ნიუსი შესანიშნავია, ნამდვილად წარმოადგენს წიგნის ღირსებებს ♥ love

  • suslika თქვა:
    30 დეკემბერი 2012 01:48 - ID: 4,
    მე მაქვს წაკითხული ძაან თხეილი და პატარა წიგნია და ნახეთ რამდენ სიბრძნეს იტევს !
    აუცილებლად წაიკითხეთ

  • Anniiee თქვა:
    30 დეკემბერი 2012 01:45 - ID: 3,
    რა ძალიან მაგარი რაღაცაა <3 ძაან დამაინტერესა <3

  • D-) თქვა:
    30 დეკემბერი 2012 00:55 - ID: 2,
    ვაა ძაანნ საინტერესო იყო მართლა . <3 ძაან მაგარი სიახლეა

  • Mari Glonti თქვა:
    30 დეკემბერი 2012 00:45 - ID: 1,
    ძალიან საინტერესოა ასე ვთვათ საცემო წიგნია და მინდა წაკიტხვა
    არაჩვეულებრივი ნიუსია მარიამ love

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top