;
2 იანვარი 2013      Hermione...♥     65 კომენტარი     ნანახია 21678-ჯერ    
კატეგორიაში: საინტერესოა


Powered by mp3skull.com

ცნობილმა ამერიკელმა მწერალმა, ჯერომ სელინჯერმა, რომანი თამაში ჭვავის ყანაში (The Catcher in the Rye) 1951 წელს გამოაქვეყნა. მან გამოსვლისთანავე მოიპოვა პოპულარობა ყველა თაობის მკითხველთა რიგებში და დღემდე მილიონობით ადამიანის უსაყვარლესი ნაწარმოებია. მიუხედავად ამისა, ბევრს აბნევს მისი უცნაური სიუჟეტი.
რა არის განსაკუთრებული იმ რომანში, რომელიც დაწერილია ლიტერატურული ნორმების სრული დარღვევით და რომელშიც აღწერილია რამდენიმე დღე უზნეო, ცინიკოსი თინეიჯერის ცხოვრებიდან?
თამაში ჭვავის ყანაში (The Catcher in the Rye)

გთავაზობთ რომანის მოკლე მიმოხილვას, მთავარი გმირის გამონათქვამებსა და ამომწურავ პასუხებს მის შესახებ ხშირად დასმულ კითხვებზე.

თამაში ჭვავის ყანაში (The Catcher in the Rye)

მოკლე მიმოხილვა:

რომანში მოქმედება XX საუკუნის 40-იანი წლების ამერიკაში ვითარდება. მთავარი გმირი და ამბის მთხრობელი, ჰოლდენ კოლფილდი, 17 წლის ბიჭია, რომელიც თავის ისტორიას გვიყვება. მას შემდეგ რაც, ჰოლდენს მესამე სკოლიდან გარიცხავენ, იგი სასწავლებლიდან მშობლიურ ნიუ-იორკში ბრუნდება, მაგრამ საშობაო არდადეგების დაწყებამდე სახლში არ ბრუნდება და თავისი დანაზოგით რამდენიმე დღეს დამოუკიდებლად ატარებს.

თამაში ჭვავის ყანაში (The Catcher in the Rye)

გამონათქვამები:

ნაწარმოების მოცულობის სიმცირიდან გამომდინარე, მასში ყველა დეტალს უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება. პარადოქსულად მოგეჩვენებათ, მაგრამ ჰოლდენმა, რომანის პროტაგონისტმა და ცინიკოსმა ანტიგმირმა, მკითხველს თავი შეაყვარა და უამრავ თემაზე აზრიც კი შეაცვლევინა. ამაში ერთ-ერთი მთავარი როლი უდავოდ მისმა გამონათქვამებმა ითამაშა. ხალხის ნაწილი მის ფრაზებს არაფრისმთქმელად მიიჩნევს, მაგრამ დაკვირვებულ მკითხველს თავისუფლად შეუძლია მეამბოხე თინეიჯერის სიტყვების მიღმა ჯანსაღი, მაგრამ ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელი მსოფლმხედველობის მქონე პიროვნების დანახვა. ეს პიროვნება ყველაფერს რეალისტურად, ზედმეტად რეალისტურადაც კი აღიქვამს და მთელი ცხოვრება სამართლიანობასა და წრფელ გრძნობებს ეძებს.

შენიშვნა: რომანის ბუნებრივი სტილის შენარჩუნების მიზნით, მოცემულ გამონათქვამებში ცენზურა და გრამატიკული წესები დაცული არ არის.

-ყველა იდიოტი ბრაზდება, როდესაც მას ვინმე იდიოტს უწოდებს.

-ხალხი ვერასოდეს ვერაფერს ამჩნევს.

-მე საკმაოდ უწიგნური ადამიანი ვარ, მაგრამ ძალიან ბევრს ვკითხულობ.

-შეიძლება რაღაც ნაწილობრივ შეესაბამებოდეს სიმართლეს, მაგრამ ის არ იქნება სრული ჭეშმარიტება. ხალხი კი ყოველთვის თვლის, რომ ყველაფერი ჭეშმარიტია.

-ცუდია, მაგრამ ფაქტია, რომ იაფფასიანი ნაგავი ხშირად კარგ გასართობს წარმოადგენს.

-როდესაც ახსენებ ისეთი ბიჭის სახელს, რომელიც ნამდვილი ნაბიჭვარია - სულმდაბალი, პატივმოყვარე და ა.შ. და შენ მას ახსენებ რომელიმე გოგოს თანდასწრებით, ის გოგონა გეტყვის, რომ მას არასრულფასოვნების კომპლექსი ტანჯავს. შესაძლოა, ასეც იყოს, მაგრამ ჩემი აზრით, ის ბიჭი მაინც ნამდვილი ნაბიჭვარი იქნება.


თამაში ჭვავის ყანაში (The Catcher in the Rye)

-თუ პაემანზე მოსული გოგონა მომხიბვლელად გამოიყურება, ვის რა ჯანდაბად აინტერესებს დაიგვიანა თუ არა?

-ერთი რამ დანამდვილებით ვიცი გოგონების შესახებ: რამდენჯერაც ისინი რაიმე მშვენიერს მოიმოქმედებენ, გარეგნულად ლამაზებიც რომ არ იყვნენ და ვერც ჭკუით გამოირჩეოდნენ, ბიჭებს ისინი მაშინვე გვიყვარდება. გოგონებს შეუძლიათ ჭკუიდან გადაგიყვანოთ. მათ მართლა შესწევთ საამისო ძალა.

-ხალხი ყოველთვის ყველაფერს გინადგურებს.

-დიდებული არის სიტყვა, რომელიც მთელი არსებით მძულს, რადგან საშინლად ყალბია. მისი გაგონებისას გული მერევა.

-თუ ოდესმე რაიმე ძალიან კარგს მოიმოქმედებ, დროთა განმავლობაში თავში აგივერდება და ეს უკვე აღარაა კარგი.

-ხალხი მუდამ ტაშს უკრავს იმას, რაც არასწორია.

-როცა მოკვდები, შეეცდებიან, რომ შენი ცხედარი გააპატიოსნონ. ვოცნებობ, რომ ჩემი სიკვდილის შემდეგ, ვინმეს იმდენი ჭკუა ეყოს, რომ ჩემი ცხედარი მდინარეში გადააგდოს ან რამე ეგეთი. ყველაფერი ჯობია ჩემი ცხედრის იმ დაწყევლილ სასაფლაოზე წაღებას. იქ ხომ სულელი ხალხი მოვა, ვინც კვირაობით შენს საფლავზე ყვავილების თაიგულს დააწყობს! ვის სჭირდება ყვავილები, როცა მკვდარია? არც არავის.


თამაში ჭვავის ყანაში (The Catcher in the Rye)

ხშირად დასმული კითხვები:

-რატომ მიიჩნევა კლასიკად ნაწარმოები, რომელიც ლიტერატურული ნორმების სრული დარღვევითაა დაწერილი?

მოგეხსენებათ, რომ ლიტერატურული ენა განსხვავდება სალაპარაკო ენისგან. ჯერომ სელიჯერი კი ისტორიას მთავარი პერსონაჟის, ჰოლდენ კოლფილდის ენით გვიყვება. მწერალი შეეცადა სრულყოფილად წარმოეჩინა თინეიჯერი ბიჭის ფიქრები და განცდები. ჰოლდენის ტიპაჟიდან გამომდინარე კი მაღალფარდოვანი სიტყვებით თხრობა შეუსაბამო იქნებოდა. რომანის დედააზრმა, ე.წ. "მარტივმა სიბრძნემ" და რეალისტურად ასახულმა მოვლენებმა კი მას ღირსეული ადგილი დაუმკვიდრა მსიფლიო ლიტერატურული შედევრების გვერდით.

თამაში ჭვავის ყანაში (The Catcher in the Rye)
-რა არის განსაკუთრებული ჰოლდენის პერსონაჟში? განა ის ცუდ მაგალითს არ აძლევს ახალგაზრდობას?

როგორც უკვე აღინიშნა, დაკვირვებულ მკითხველს თავისუფლად შეუძლია რომანის თავზეხელაღებული პერსონაჟის მიღმა საღად მოაზროვნე, მაგრამ ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელი პიროვნების დანახვა. ჰოლდენი ამჩნევს და განიცდის იმას, რასაც სხვები ყურადღებასაც კი არ აქცევენ. მას თრგუნავს საზოგადოებაში გაბატონებული სიყალბე და უსამართლობა და ცდილობს, რომ შეძლებისდაგვარად შეებრძოლოს მას. ამასთანავე, მისი ხასიათი ბოლომდე არ არის ჩამოყალიბებული. ჰოლდენს უყვარს ყველაფრის განზოგადება და ხშირად მოვლენებს აზვიადებს კიდეც, მაგრამ ეს მისი ყველაზე უწყინარი და ბავშვური თვისებაა. იგი ცინიკოსია, მაგრამ ყველასათვის ცნობილია, რომ ნებისმიერი ცინიკოსის მიღმა, იმედგაცრუებული იდეალისტი იმალება. კოლფილდის პერსონაჟი ახალგაზრდობას ცუდ მაგალითს არ აძლევს, უფრო სწორედ, ვერ მისცემს, რადგან მის ქმედებებს მუდამ ადეკვატური შედეგები ახლავს თან. სამაგიეროდ, იგი მათ ბევრ მავნე ჩვევაზე ააღებინებს ხელს. ჰოლდენი ჯერ კიდევ არ არის ზრდასრული ადამიანი და უფროსების ხელშეწყობა სჭირდება, რათა ნამდვილ გარეწრად არ ჩამოყალიბდეს. მაშასადამე, რომანი დამაფიქრებელია არა მხოლოდ მოზარდებისთვის, არამედ უფროსი თაობისთვისაც.

თამაში ჭვავის ყანაში (The Catcher in the Rye)
-რასთან ასოცირდება რომანის სათაური?

ნაწარმოების ერთ-ერთ ეპიზოდში, ჰოლდენი თავის უმცროს დას ამ სიტყვებს ეუბნება:
-მინდა ვიდგე ციცაბო კლდის ნაპირას და დავიჭერო ყველა, ვინც დაღმა დაშვებას დაიწყებს. თუ ისინი სირბილით დაეშვებიან, ვერც კი დაინახავენ, თუ საითკენ გაქანდებიან. მე იქ როგორღაც უნდა აღმოვჩნდე და ისინი დავიჭირო. მთელ დღეს ამ საქმეს მივუძღვნიდი. მე ვიქნებოდი დამჭერი მოთამაშე ჭვავის ყანაში...
ამით ავტორი გვეუბნება, რომ ჰოლდენს დაუოკებელი სურვილი აქვს იმისა, რომ სწორ გზას აცდენილ ხალხს დაეხმაროს და ისინი მანამ დაიჭიროს, სანამ გამოუსწორებელ შეცდომებს დაუშვებენ და თავიანთი შეცდომების უფსკრულშივე გადაიჩეხებიან. ეს ეპიზოდი გვარწმუნებს, რომ კოლფილდი სულაც არაა ცუდი ადამიანი და სურს, რომ სხვებს დაეხმაროს. მას ჯერ კიდევ არ დაუკარგავს იმის იმედი, რომ ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვლება.

თამაში ჭვავის ყანაში (The Catcher in the Rye)

კატეგორია: საინტერესოა
Tags:

65


  • Hermione...♥ თქვა:
    20 იანვარი 2013 15:43 - ID: 65,
    Diana♥,
    მადლობა feel love

  • Diana♥ თქვა:
    18 იანვარი 2013 15:36 - ID: 64,
    ამ ტექსტის სანახავად თქვენ უნდა გაიაროთ რეგისტრაცია.

  • fuck selena თქვა:
    5 იანვარი 2013 21:16 - ID: 63,
    Hermione...♥,
    ამაზონიდან სადღაც 2 კვირაში ჩამოვა ალბათ :
    ok madlobaa :*:*:*:*

  • Hermione...♥ თქვა:
    5 იანვარი 2013 18:15 - ID: 62,
    fuck selena,
    წიგნებს ძირითადად ამაზონიდან ვიწერ, მაგრამ ეს ბიბლუსშიც ვნახე. მანდ აუცილებლად იქნება.

  • fuck selena თქვა:
    5 იანვარი 2013 17:55 - ID: 61,
    Hermione...♥,
    არვიცოდი ორიგინალი თუ იყო
    სად იყიდე?
    სადაც ვიკითხე იქ ქართულადაც არ აქვთ
    ;დ ნიცშეს რამდენიმე წიგნიც უნდა ვიყიდო და ბარემ ამასაც ვიყიდი
    ნუ თუ იქნება საერთოდ

  • Hermione...♥ თქვა:
    5 იანვარი 2013 13:47 - ID: 60,
    salome55555,
    ძალიან დიდი მადლობა feel love
    fuck selena,
    დონეები ნაწარმოების სასწავლო, ადაპტირებულ ვარიანტებს ენიჭება და არა ორიგინალებს. წესით Upper-Intermediateს ამის ორიგინალში წაკითხვა არ უნდა გაგიჭირდეს. ისე, ყველას ვურჩევდი, რომ მაქსიმალურად მოერიდონ ადაპტაციების კითხვას, რადგან ვერც ლექსიკას გაიმდიდრებ და წიგნის შინაარსიც გადაკვრით გეცოდინება.

  • fuck selena თქვა:
    5 იანვარი 2013 01:55 - ID: 59,
    Hermione...♥,
    qartulad 13wlis asakshi wavikitxe magram inglisurad mainteresebs
    მე ვარ upper intermediate ზე
    მე5 დონეა ანუ ბოლოს წინა :D
    მაგიტომ მაინტერესებდა რომელი დონეა

  • Xtina თქვა:
    4 იანვარი 2013 14:17 - ID: 58,
    ვგიჟდებიიიიიი!! ვაიმე ჩემი საყვარელი წიგნიიი!! <3

  • salome55555 თქვა:
    4 იანვარი 2013 13:40 - ID: 57,
    არ მაქვს წაკითხული და ვაპირებ წაკითხვას. კარგი მგონია. ნიუსი ძალიან მომეწონა love

  • Hermione...♥ თქვა:
    4 იანვარი 2013 12:46 - ID: 56,
    anideka,
    FuCk Off.,
    მადლობა feel wink მართალია, სელინჯერი არ არის სტეინბეკის, პიუზოს, ფიცჯერალდის ან მით უმეტეს, ჰემინგუეის დონის მწერალი, მაგრამ იგი ერთ-ერთი უძლიერესი ამერიკელი ნოველისტია. პირადად მე, მისი ნაწარმოებებს მარკ ტვენისა და ო'ჰენრის შემოქმედებაზე მაღლა ვაყენებ. აღარაფერს ვიტყვი თანამედროვე ამერიკულ ლიტერატურაზე, რადგან სტივენ კინგისა და დენ ბრაუნის გარდა სერიოზული მწერალი აღარ დარჩათ.
    sesi,
    აჰა, ეგ ძალიან ლამაზი სცენაა. კიდევ ის მიყვარს, როცა მისთვის ნაყიდი ფირფიტა გაუტყდება და ნატეხებს მაინც მიუტანს winked
    fuck selena,
    მე ორიგინალში მაქვს წაკითხული. ადაპტირებული ნაწარმოები ბოლოს მგონი მეხუთე კლასში წავიკითხე... შენ რა დონესაც "ქაჩავ" ის უნდა აარჩიო smile

  • fuck selena თქვა:
    4 იანვარი 2013 00:06 - ID: 55,
    ვისაც ინგლისურად გაქვთ ეს წიგნი
    დახედეთ რა უკან რომელი დონეა ;დ
    წინასწარ მადლობა

  • FuCk Off. თქვა:
    3 იანვარი 2013 22:41 - ID: 54,
    არაფერი გადასარევი წიგნი არარის, ერთი ამოსუნთქვით წასაკითხია და არაფერს არ გიტოვებს გარდა წამიერი სიამოვნებისა :)))
    არაფერს ეს წიგნი არ გასწავლის და დღემდე ვერ ვხვდები რატომ არის საუკეთესო ნაწარმოებად აღიარებული :)))
    ერთი 17 წლის ბიჭის ცხოვრების რამდენიმე ეპიზოდი, სიახლე მომეწონა ავტორ :))

  • sesi თქვა:
    3 იანვარი 2013 20:17 - ID: 53,
    Hermione...♥,
    ხო კიდე ის სად მიდიან იხვებიო ტბა რომ იყინებაო wink ტაქსის მძღოლს რომ შეუჭამს ტვინს wink

  • nila თქვა:
    3 იანვარი 2013 19:19 - ID: 52,
    <3 <3 <3

  • ketuusi თქვა:
    3 იანვარი 2013 18:03 - ID: 51,
    წაკითხული მაქვს, ძალიან კარგი წიგნია, არ ინანებთ თუ წაიკითხავთ მე ძალიან ვისიამოვნე , არაჩვეულებრივი ნაწარმოებია

  • anideka თქვა:
    3 იანვარი 2013 16:55 - ID: 50,
    სასიამოვნო წიგნიაა love სრულყოფილი ნიუსია winked

  • linda_JB თქვა:
    3 იანვარი 2013 15:10 - ID: 49,
    3 წლის წინ წავიკითხე : ) კარგი წიგნია მაგრამ ჩემს საყვარელ წიგნების სიაში არ შედის fellow

  • Hermione...♥ თქვა:
    3 იანვარი 2013 14:58 - ID: 48,
    elenikojoe,
    tamo,
    sally__sally,
    ძალიან დიდი მადლობა love love love
    sesi,
    მეც wink

  • blue foundation თქვა:
    3 იანვარი 2013 14:55 - ID: 47,
    dzalian magaria vgijdebi am nawarmoebzee <3

« 1 2 3 4 »
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top