;

21 January 2013      ფსიქეა     10 Comments     Views 3600    
Category: Fun, Interesting

ზამთრის დეპრესია


ზამთრის დეპრესია


დაკვირვებიხართ თუ არა, რომ ზამთარში აქტიურად იწყებენ თქვენი ნაცნობები წუწუნს იმაზე, რომ დეპრესიაში არიან და ძალიან ცუდად გრძნობენ თავს. ბევრი მოგვმართავს ფსიქოლოგებს ამ ჩივილით. შესაძლოა საქმე გვქონდეს ზამთრის დეპრესიასთან.

ზამთრის დეპრესია
მიეკუთვნება სეზონურ ემოციონალურ აშლილობათა (seasonal affective disorder) რიგს, რომლებსაც ახასიათებს განსაზღვრული სეზონის დადგომისას გუნება-განწყობილების ცვლილება (დაწევა).
ფიქრობენ, რომ ამის მიზეზია ზამთარში ზოგიერთი საკვები ნივთიერების დეფიციტი და ასევე ღამის ხარჯზე შემცირებული დღეები.

ზამთრის დეპრესიის დროს შეიმჩნევა:
მომატებული ძილიანობა და სირთულე დილით გაღვიძებისას, ანდა უძილობა;
ენერგიის დეფიციტი;
ყურადღების კონცენტრაციის შესუსუტება;
სექსუალური ენერგიის დაქვეითება;
სოციალური იზოლაციის სურვილი;

უმადობა ან ბევრის ჭამა და წონის ცვლილება;
პესიმიზმი და უიმედობა;
შფოთვა;

ზამთრის დეპრესია
თერაპიულ მეთოდებს შორის პოპულარულია: სინათლით თერაპია, ანტიდეპრესანტული მედიკამენტები და ფსიქოთერაპია.

ყურადღებას შევაჩერებ პირველზე. სინათლის თერაპიისას ცდილობენ მზის სხივების ჩანაცვლებას. პაციენტებს სისტემატურად წარედგინებათ თეთრი სინათლე, რაც სეროტონინის ცვლილებას იწვევს. სეროტონინი მიჩნეულია დეპრესიის ერთ-ერთ გამომწვევად. მკვლევარების აზრით, სინათლით თერაპია არანაკლებ ეფექტურია მედიკამენტოზურზე.

და ბოლოს, თუკი თქვენ ფიქრობთ, რომ ზამთრის დეპრესია გაქვთ, ჯერ ერთი, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ეს მართლაც ზამთრის დეპრესიაა, და მეორეც, თუკი არ ცდებით, გახსოვდეთ, რომ უკვე სულ ცოტაღა დარჩა გაზაფხულამდე და მალე ყველაფერი ისევ მწყობრში ჩადგება.



თუ გსურთ ჩაიტაროთ დეპრესიის საკვლევი ტესტი,
გადადით ბმულზე: facebook.com/note.php?note_id=428496380513474

პიროვნული კეთილდღეობა

ეს კი ათი ნაბიჯი პიროვნული კეთილდღეობისაკენ!
1. რეგულარულად ივარჯიშეთ.
2. მიიღეთ ნოყიერი, ბალანსირებული საკვები (მდიდარი ბოსტნეულით, ხილით, მარცვლეულით, ნაკლები ცხიმითა და ქოლესტერინით).
3. შეინარჩუნეთ ოპტიმალური წონა.
4. იძინეთ 7-8 საათი ღამის განმავლობაში, დაისვენეთ ყოველდღე.
5. მგზავრობისას ისარგებლეთ უსაფრთხოების ღვედებით და ველოსიპედის ჩაფხუტით.
6. არ მოსწიოთ სიგარეტი და არ მიიღოთ ნარკოტიკები.
7. ზომიერად, ან საერთოდ არ მიიღოთ ალკოჰოლი.
8. იქონიეთ მხოლოდ დაცული, უსაფრთხო სქესობრივი ურთიერთობები.
9. რეგულარულად გაიარეთ სამედიცინო-სტომატოლოგიური შემოწმებები; დაიცავით სამედიცინო რეჟიმი.
10. ჩამოიყალიბეთ ოპტიმისტური დამოკიდებულება და შეიძინეთ მეგობრები.

ზამთრის დეპრესია

ანტისტრესატორი ვარჯიში

და თუ კი ხშირად ხართ სტრესში
ერთ-ერთი ძლიერი ანტისტრესორი არის სრული მოდუნება და რელაქსაცია.
ამ დროს მცირდება კუნთების დაძბულობა, ნელდება გულისცემა და სუნთქვა.
ასეთი ეფექტის მისაღებად საჭიროა 4 პირობა:

1. წყნარი გარემო;
2. თვალების დახუჭვა;
3. კომფორტული პოზა (არაა აუცილებელი ცნობილი ლოტოსის პოზა);
4. რაიმე სიტყვის ან ფრაზის გონებაში ხშირი და მონოტონური გამეორება (რაც უფრო ოპტიმისტური და სასიამოვნო ჟღერადობის იქნება, მით უკეთესი).

პატივისცემით, თიკა ევდეევი
facebook.com/ psychea georgia


Category: Fun, Interesting
Tags:

Share it
Comments

  • Taly თქვა:
    22 January 2013 00:53 - ID: 10,
    ღრმა დეპრესია ტესტის მიხედვით... რა თქმა უნდა ამ ყველაფერ თავისი მიზეზი აქვს და ამას ემატება ზამთარიც ((

  • fuck selena თქვა:
    21 January 2013 22:25 - ID: 9,
    მე ვარ აშკარად :X
    სულ დაძაბული და სტრესში
    ეს ტესტი ვიცი <<3
    მეც მომავალი ფსიქოლოგი ვარ love

  • Let It be Me ♥ თქვა:
    21 January 2013 22:03 - ID: 8,
    ტესტი გავაკეთე და ზომიერიი დეპრესია მივიღე,2 წლის წინ რომ გამეკეთებინა ნამდვილად ღრმას მივიღებდი,,თუმცა მეგონა რო ეხლაჩ მეტი შედეგი მექნებოდა... ფსიქოლოგთან ვაპირებ ვისიზიტს უახლოეს მომავალში :/

  • Ana smiley თქვა:
    21 January 2013 21:07 - ID: 7,
    ხშირად მემართებაა sad

  • krist...star თქვა:
    21 January 2013 19:55 - ID: 6,
    aneee,
    ნამდვილად,კოშმარია ზამთარი, ზაფხულს არაფერი სჯობს!..

  • ფსიქეა თქვა:
    21 January 2013 19:41 - ID: 5,
    ყოჩაღ, ენჯელებო, კარგი მიქსი გაგიკეთებიათ :) მადლობა

  • aneee თქვა:
    21 January 2013 18:26 - ID: 3,
    მაგას ვამბობდი სულ.... ზამთარი და დეპრესია არაფერმა გაყო. საშინელებააა!

  • Kristine :Xx თქვა:
    21 January 2013 17:00 - ID: 2,
    ყველაფერ ამათ რო წინა ზამთარს მივხვდი იგივეს ვაკეტებ რაც პიროვნული კეთილდღეობისთვის წერია ))

  • psiqologia თქვა:
    21 January 2013 16:58 - ID: 1,
    ვაუ მაგარი ნიუსია, მომავალი ფსიქოლოგი ვარ და იმედი მაქვს გამომადგება feel



Welcome to ANGEL.GE

at our web page you can see the latest top newses about fashion world, street styles, trends, street styles, films, quotes and many other interesting things...

ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Back to Top