;

21 January 2013      LeGaTuS     Views 31420    
Category: Fun, Interesting

ბევრი მანდილოსანისთვის კითხვაროგორ მიიზიდოს, დააინტერესოს, მოაწონოს თავი მის მოსაწონ კაცს ძალიან აქტუალურია. რათქმაუნდა, არ შეიძლება იმის თქმა რომ ყველა გოგო საიდუმლოდ ოცნებობს ურთიერთობებზე...

ცხოვრების გარკვეულ პერიოდში ქალების უმრავლესობას ეს უბრალოდ არ სჭირდება. მაგრამ ადრე თუ გვიან დგება ის მომენტიც, როდესაც გინდებათ გაიგოთ კაცისგან ის სანუკვარი სამი სიტყვა, გინდებათ იყოთ საყვარელი, სასურველი, გრძნობდეთ ზრუნვას, სითბოს და ყურადღებას.

სიყვარული — ეს ერთგვარი ხელოვნებაა.
იმისთვის რომ პარტნიორმა განიცადოს გრძნობები თქვენს მიმართ, არაა საკმარისი მასთან მხოლოდ დროის გატარება. მნიშვნელოვანია დაამყაროთ ურთიერთობების გარკვეული გზა, ისე, რომ გააღვიძოთ ემოციები, გახდეთ მისთვის მისი სიცოცხლის შეუცვლელი ნაწილი.



დაბადებიდან, გოგოებს, ცდილობენ შთააგონონ, რომ გზა მამაკაცის გულამდე არის მისი კუჭის გავლით. ეჭვგარეშეა, რომ ფაქტი, გემრიელ საჭმელს ამზადებთ გახდება სასიამოვნო დამატებად თქვენს ურთიერთობებში. სხვები „ადამიანის გრძნობების მცოდნენი“ გვარწმუნებენ, რომ კაცებს ქალებისგან სჭირდებათ მხოლოდ სექსი, ამიტომაც ლამაზი სხეული და ინტიმური ცხოვრების უნარი თითქოს დაგეხმარებათ მამაკაცის შებმაში, მაგრამ ნუ დაგვავიწყდება რომ ეს საქართველოა და მამაკაცებსაც და ქალბატონებსაც სხვანაირი წარმოდგენები აქვთ ინტიმურ ურთიერთობებზე.

სინამდვილეში კაცები, ისევე როგორც ქალები, — ძალიან მგრძნობიარენი ვართ, შესაძლოა, ზოგჯერ კიდევ უფრო ემოციურნიც. დამიჯერეთ, დღესდღეისობით არაა რთული იპოვო ადგილი, სადაც გემრიელად მიირთმევთ და დაკავდებით სექსით. რათქმაუნდა, ეს აუცილებელი ელემენტებია ურთიერთობის ასაწყობად, მათ გარეშე ძნელია წარმოიდგინო კაცისა და ქალის ურთიერთობა. მიუხედავად ამისა ეს ყველაფერი არ არის, რასაც ძლიერი სქესის წარმომადგენლები აფასებენ ქალებში. შესაძლოა თქვენ მიგექციათ ყურადღება, რომ ხანდახან ძალიან ლამაზ გოგოებს და ფანტასტიურ მეოჯახეებს ვერ მოუწყვიათ პირადი ცხოვრება.
ამიტომ, რომ ნამდვილად შეაყვაროთ თავი, მამაკაცს სჭირდება ბევრად მეტი, ვიდრე უბრალოდ გემრიელი საჭმედი და ხარისხიანი, რეგულარული სექსია.




რა უყვართ ქალებში კაცებს?

უპირველეს ყოვლისა, სულის სიღმეში, ყველა მამაკაცი მონადირეა. ძლიერი სქესის წარმომადგენლებისთვის, როგორც ძველ დროში, კიდევ მნიშვნელოვანია „მონადირება, დაპყრობა,“ იყოს მთავარი, უფროსი ოჯახში, ხვდებოდეს, რომ მის გარეშე ცოლი და შვილები უბრალოდ ვერ შეძლებენ არსებობას. გრძნობა საკუთარი აუცილებლობის, ამის დაკმაყოფილება კი შეუძლია ქალთან ურთიერთობაში. თუ თქვენ წარმატებული, ძლიერი ქალი, გამოიმუშავებთ თვეში იმაზე მეტს რასაც ბევრი მამაკაცი, თქვენთვითონ იღებთ გადაწყვეტილებებს, მაშინ რაღა უნდა შემოგთავაზოთ მან? ძნელია შეეჯიბრო ძლიერ ქალს როცა განსხვავებული არაფრის შეთავაზება არ შეგიძლია. მხოლოდ ყველაზე მამაცნი ბედავენ ამას. კაცების უმრავლესობა კი ოჯახს აწყობენ გოგონებთან, რომელნიც მზად არიან იყვნენ სუსტნი მის გვერდით.




გახსოვთ? ისტორიის გაკვეთილებიდან, როგორ ეწყობოდა ცხოვრება უძველეს ადამიანებს: მამაკაცები დადიოდნენ სანადიროდ, ქალები აწყობდნენ კომფორტს, ინარჩუნებდნენ კერას. დღესდღეისობით, ცივილიზაციის მიუხედავად, ძლიერი სქესის წარმომადგენლებიი გაუაზრებლად, ქვეცნობიერის კარნახით ცდილობენ ააწყონ მსგავსი ურთიერთობა. კაცისთვის მნიშვნელოვანია იყოს ლიდერი. თქვენ იკითხავთ: და ქალის კალთას ამოფარების მოყვარული და ქალების მოყვარული ქალის ხარჯზე მცხოვრები კაცები? დამიჯერეთ, ისინიც მიილტვიან საკუთარი მნიშვნელოვნების გრძნობისკენ, უბრალოდ არ შეუძლიათ ამ მოთხოვნილების რეალიზება. მაგრამ მათ გონებაში ნამდვილად არის გაგება იმისა, რომ რაღაც განხრით ის ყველაზე მთავარია. ეს გარდაუვალი პირობაა ურთიერთობების შენარჩუნებისთვის მამაკაცსა და ქალბატონს შორის.

კიდევ ერთი თავისებურება კაცებში, რომელიც თქვენ ალბათ არაერთხელ შეგიმჩნევიათ, — სურვილი დაუმტკიცოს სხვებს „მამაკაცებს“, რომ ის მათზე წარმატებულია. ყველა ეჯიბრება რითიც შეუძლია: მანქანით, სახლით, ხელფასით, თანამდებობით, სოციალური მდგომარეობით, სექსუალური ურთიერთობების რაოდენობით... თუ ვისაუბრებთ ამ შეჯიბრებაში ქალის როლზე, მაშინ აუცილებელია ხვდებოდეთ, რომ ლამაზი, წარმატებული, მეოჯახე, სექსუალური, მეგობრული ცოლის ახლოს ყოლა — ესეც სიამაყისთვის მიზეზია. ურთიერთობებში კაცისთვის მნიშვნელოვანია, რომ მისი ქალი იყოს საუკეთესო, მისთვის აუცილებელია ხედავდეს შურით სავსე თვალებს მის ირგვლივ, იყოს „გემრიელი ტკბილეულის“ ბედნიერი მფლობელი.



ასე, სწრაფვა იყო ლიდერი ქალთან ურთიერთობაში და შესაძლებლობა იამაყო პარტნიორით — სულ ესაა რაც, აუცილებელია კაცისთვის ურთიერთობში. პირველი შეხედვით, გეჩვენება, რომ სულაც არარის ძნელი მოერგო ამ საკმაოდ მარტივად გასაგებ მოთხოვნებს. მაგრამ საქმეში გამოდის, რომ ეს ორი ელემენტი ქმნის ბევრ ნიუანსს, არაა საკმარისი მხოლოდ იცოდე, რა არის მნიშვნელოვანი კაცისთვის ურთიერთობაში, აუცილებელია შეგეძლოს ამ ცოდნის გამოყენება. რადგან ეს ხომ მხოლოდ საფუძვლებია. თავისთავად, ყველა კონკრეტული შემთხვევა ინდივიდუალურია. მხოლოდ შეგიძლიათ გაეცნოთ საერთო მეთოდებს, როგორ მოირგოთ მამაკაცი, „შეყვარების ტექნიკით“, და უკვე ეცადოთ ამ ყველაფრის პრაკტიკაში გამოყენებას.



როგორ გავაღვიძოთ კაცის გრძნობები?

შემოგთავაზებთ რეკომენდაციების სიას, რომლებიც დაგეხმარებათ სასურველი მამაკაცისთვის თავის შესაყვარებლად;
გახდე განუყოფელ ნაწილად მის სიცოცხლეში; გააკეთო ისე, რომ ის თქვენს გარეშე ვერ ძლებდეს. ამ რჩევების გამოყენებისას თქვენ შეამჩნევთ, როგორ შეიცვლება მის დამოკიდებულება თქვენს მიმართ, ყოველთვის ეცდება თქვენთან გასაუბრებას; მოუნდება თქვენთან დროის გატარება; დაიწყებს ზრუნვას; გამოიჩენს ყურადღებას.
როგორ შეაყვაროთ თავი სასურველ კაცს
მიეცით კაცს საშუალება იგრძნოს თავი „გმირად.“ კაცებისთვის მნიშვნელოვანია ხედავდნენ დაინტერესებას მასთან ურთიერთობაში. სთხოვეთ დახმარება ძალიან მარტივ რამეშიც კი. აგრძნობინეთ მას რომ ის შეუცვლელია. აღფრთოვანდით მისი წარმატებით, უთხარით კომპლიმენტები. კითხეთ რჩევები, მისთვის მნიშვნელოვანია ხვდებოდეს, რომ მისი აზრს აფასებენ. თუ თქვენ თავისთავად გამოგდით მისი თვითშეფასების შენარჩუნება მაღალ დონეზე, თუ მან ზუსტად იცის, რომ, თქვენთან მოსვლისას, ყველაზე მტკივნეული მარცხის შემდეგაც კი, მაინც მოისმენს რომ მან ყველაფერი კარგად გააკეთა, დამიჯერეთ, ის ყოველთვს გაუფრთხილდება თქვენს ურთიერთობებს.

როგორ შეაყვაროთ თავი სასურველ კაცს
მიეცი უფლება იამაყოს შენით. ქალთან ურთიერთობებში ძლიერი სქესის წარმომადგენლებისთვის მნიშვნელოვანია ხედავდნენ, რომ მისი გოგო იპყრობს გარშემომმყოფთა ყურადღებას, გრძნობდეს, რომ მისი არჩევანი შესაშურია სხვა კაცებისთვის. შეინარჩუნეთ თქვენი გარეგნობა საჭირო დონეზე, იყავით მიმზიდვველი, მომხიბვლელი, სექსუალური. ამასთანავე შეინარჩუნეთ ერთგულება, არ მისცეთ საეჭვიანოდ მიზეზები. აუცილებელია შექმნათ წარმოდგენა, რომ სხვა მამაკაცები ინტერესდებიან თქვენით, მაგრამ თქვენ, ყველაფრის მიუხედავად, მაინც არჩევთ მას. იყავით მეგობრული მისი მეგობრების და ნათესავების მიმართ. ახლობლების მოწონება აუცილებელია მამაკაცისთვის. კარგი ურთიერთობა მისთვის ძვირფას ადამიანებთან ყოველთვის სასარგებლო იქნება თქვენთვის, მოგვიანებით თქვენ შეძლებთ მათი მხარდაჭერის მიღებას და ურთიერთობაში გარდაუალი სირთულეების გადაჭრას.

როგორ შეაყვაროთ თავი სასურველ კაცს
მიეცი უფლება მიიღოს გადაწყვეტილებები. ბევრი გოგოს შეცდომა მდგომარეობს იმაში, რომ ურთიერთობებში ისინი ძალიან ჯიუტად მიისწრაფიან თავისი სურვილების მიღწევისკენ, საბოლოოდ იწყებენ კაცის მართვას, მის მაგივრად იღებენ გადაწყვეტილებებს, კიდე ერთხელ ხაზი გავუსვათ, რომ კაცისთვის მნიშვნელოვანია თავს გრძნობდეს ლიდერად. ამიტომაც არ მიაწვეთ კაცს გადაწყვეტილების მიღების დროს, იმ შემთხვევაშიც კი როდესაც საქმე ეხება სერიოზულ შენაძენს, თქვენს მისვლას ან ქორწილის დროის დანიშვნას. მიეცით საშვალება იყოს წამყვანი. იმ შემთხვევაშიც თუ მას სჭირდება თქვენი მხარდაჭერა და ის თქვენ გეკითხებათ აზრს, არ იჩქაროთ ყველაფერი გადაწყვიტოთ მის მაგივრად. არ წაართვათ მას საშვალება იგრძნოს თავი ნამდვილ მამაკაცად. იყავით ეშმაკი, მიაღწიეთ თქვენს მიზნებს მანიპულაციის გზით.

როგორ შეაყვაროთ თავი სასურველ კაცს
გააკეთეთ ისე, რომ მან თავი იგრძნოს კონფორტულად. შეეცადეთ შექმნათ ახლო, სანდო ურთიერთობა. კაცისთვის აუცლებელია ხანდახან გაგიზიაროთ თავისი განცდები, ის უნდა ხვდებოდეს, რომ თქვენ ყოველთვის მოუსმენთ მას და მის გვერდით იქნებით რთულ წუთებში. კაცისთვის სასიამოვნო უნდა იყოს თქვენთან ყოფნა მწუხარებისა და ბედნიერების მომენტებში. შესაძლოა, თქვენ გამოგივიდეთ გაერთოთ იმით, რაც მოსწონს მას, გაიზიაროთ მისი ჰობი. ან თქვენ შეძლებთ მიიპყროთ მისი ყურადღება თქვენი ინტერესებისკენ.

დაანახეთ მას თქვენი მეოჯახობა. თუ ჩვენ ვსაუბრობთ დიდიხნის ურთიერთობის აწყობაზე, მაშინ, უდავოდ, უნდა აჩვენოთ კაცს, რომ თქვენ გაუმკლავდებით ცოლობის და დედობის სირთულეს. უნარი შეინარჩუნოთ კერა — ეს ის მომენტია, რომელსაც მამაკაცები ურთიერთობისთვის ქალის ამორჩევის დროს აქცევენ დიდ ყურადღებას. იყავით მზრუნველი, ყურადღებიანი, ალერსიანი, მეოჯახე. გახდით მისთვის ქალი, რომელიც მზადაა მოაწყოს თბილი ბუდე.

გააოცეთ მრავალფეროვენებით. გახსოვდეთ, რომ ბუნებით მამაკაცი პოლიგამურია. (დაოჯახებული მამაკაცი რომელიც ინტერესდება სხვა ქალთან სქესობრივი კავშირით) ამიტომაც თქვენთან ურთიერთობა არ უნდა იყოს ერთფეროვანი. დაანახეთ საკუთარი თავი მას სხვადასხვანაირად. შეითავსეთ საკუთარ თავში მრავალი სხვადასხვანაირი ქალი. ამ შემთხვევაში საქმე ეხება დაინტერესებას, საინტერესო ურთიერთობას, ასევე მრავალფეროვან სექსს. მუდმივად შეიცვლეთ. დარჩით მისთვის მუდმივად ბოლომდე წაუკითხავი წიგნი.

როგორ შეაყვაროთ თავი სასურველ კაცს
მიეცით მას თავისუფლება. არ შეიძლება იძულება. შეუძლებელია შეინარჩუნო ვინმე მისი ნების წინააღმდეგ. ამიტომაც ხშირ ზარებს, მესიჯებს, ხშირ შეხვედრებს და დროის ერთად გატარებას საბოლოოდ მივყავართ პრობლემებთან. როდესაც სიყვარული ბევრია, ის იწყებს გუდვას. მიეცი საშვალება კაცს იგრძნოს თავი თავისუფლად. დაანახეთ მას თქვენი ინტერესი, ასევე მიანიჭეთ დრო საკუთარი თავისთვის, მიანიჭოს თავი თავის ინტერესებს. გახსოვდთ, მხოლოდ მაშინ როცა ის თავს იგრძნობს თავისუფლად, როცა მას ექნება არჩევანი და მიხვდება, რომ მას უნდა იყოს ახლოს საყვარელ ქალთან, კაცი მზადაა აღიაროს, რომ თქვენ გახდით განუყოფელი ნაწილი მის ცხოვრებაში. მხოლოდ ამ შემთხვევაში, შემოგხედავთ სერიოზულად და ეცდება შეინარჩუნოს თქვენთან ურთიერთობა.

სიყვარული — ეს გრძნობაა, რომელზეც ეწყობა ნებისმიერი ურთიერთობა. თქვენ შეგიძლიათ შეაყვაროთ თავი მამაკაცს. გამოიყენეთ რჩევები და თქვენ აუცილებლად გამოგივათ ხარისხიანი ურთიერთობის აწყობდა და შენარჩუნება, თქვენ აუცილებლად შეძლებთ თქვენი პირადი ცხოვრების მოწყობას. მიეცით საკუთარ თავს უფლება იყოთ ქალი, შემატეთ თქვენს ცხოვრებას იმის გრძნობა, რომ თქვენ სასურველი ხართ, რომ თქვენ უყვარხართ. მიეცით თავს უფლება იყოთ წარმატებული ურთიერთობაში. სინამდვილეში მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული, შეძლებთ თუ არა უახლოეს მომავალში მიიღოთ ქალური ბედნიერება. გისურვებთ წარმატებებს, ბედნიერებას და მრავალფეროვან პირად ცხოვრებას.

სტატიის მოწონების შემთხვევაში გამოხატეთ მოწონება, გაეცანით წინა პუბლიკაციებს
და შემოგვთავაზეთ რა თემაზე მოვამზადოთ შემდეგი სტატია:




Category: Fun, Interesting
Tags:

Share it
Comments

« 1 2 »


Welcome to ANGEL.GE

at our web page you can see the latest top newses about fashion world, street styles, trends, street styles, films, quotes and many other interesting things...

some articles are translated to English via google.com

ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Back to Top