;
21 იანვარი 2013      NiNi_N     16 კომენტარი     ნანახია 13321-ჯერ    
კატეგორიაში: საინტერესოა

"ძმები კარამაზოვები"


ფიოდორ დოსტოევსკი – ძმები კარამაზოვები

„ამქვეყნად ყველაფერი დასაშვებია და ამიტომ აკრძალულიც
აღარაფერი არ უნდა იყოს!“
– გაიცანით, ეს კარამაზოვების ოჯახია.

ფიოდორ დოსტოევსკის ეს გენიალური რომანი მისი უკანასკნელი ნაშრომია, რომელიც მე-19 საუკუნის რუსულ ყოფას აცოცხლებს. ნაწარმოები ავტორის მესამე ცოლს, ანა გრიგორიევნას ეძღვნება, რომელმაც დოსტოევსკს სიცოცხლის რწმენა დაუბრუნა. დოსტოევსკი მას ორი წლის განმავლობაში წერდა, თუმცა ის ამ წიგნის გამოცემიდან ოთხ თვეში გარდაიცვალა. კარამაზოვების ოჯახის ისტორია, უფრო სწორად კი ტრაგედია ეხება კაცობრიობისთვის ისეთ მნიშვნელოვან თემებს, როგორებიცაა ღმერთის არსებობის საკითხი, თავისუფალი ნება, მორალი, ეჭვი და რწმენა. რომანის მთავარი გმირები, მამა - ფიოდორ პავლოვიჩ კარამაზოვი ავხორცი და ბილწი მოხუცია, რომელიც ცხოვრებაში ვნებიანი განცხრომის გარდა ვერაფერს ხედავს და არც რაიმე სულიერი, მამობრივი მოვალეობები გააჩნია. საკუთარ შვილს (დმიტრის) ფულს უმალავს და შვილისვე ფულით, რომლის დაბრუნებასაც შვილისთვის არ აპირებს, ცდილობს მისივე საყვარელს აუბნიოს თავგზა. დმიტრი კარამაზოვი (მიტია – უფროსი ძმა) ახალგაზრდა ოფიცერია, რომელიც ცდილობს საყვარელი ქალი საკუთარი მამის კლანჭებიდან იხსნას. ივანი ახალგაზრდა მამაკაცია ბრწყინვალე განათლებითა და მახვილი გონებით, რომელმაც უკვე რწმენა დაკარგა და აღარაფრის სჯერა. როგორც მოგვინებით მისი უმცროსი ნახევარძმა პავლე სმერდიაკოვი ამბობს – „ფიოდორ პავლოვიჩს შვილებიდან ყველაზე მეტად ხასიათით სწორედ ივანი ჰგავსო!“ ალექსეი (ალიოშა) კარამაზოვი ჯერ ისევ ოციოდე წლის ღვთისნიერი და თვინიერი ყმაწვილია. ის წმინდა ბერ ზოსიმესთან ერთად ცხოვრობდა მონასტერში და ბერობა ჰქონდა გადაწყვეტილი, თუმცა წმინდა ზოსიმეს თხოვნით საერო ცხოვრებას დაუბრუნდა. მეოთხე ვაჟი, პავლე სმერდიაკოვი (ფიოდოროვიჩი) კი ოციოდე წლის მაწანწალა ქალისგან გაჩენილი ლაქიაა, რომელიც ფიოდორ კარამაზოვს კანონიერ შვილად არასდროს უცვნია, თუმცა არც უარყოფდა მას. გენიალურმა ფსიქოლოგმა, ზიგმუნდ ფროიდმა „ძმებ კარამაზოვებს“ უწოდა „ყველაზე დიდებული რომანი, რაც კი ოდესმე დაწერილა“.
რომანი უამრავჯერაა ეკრანიზირებული, თუმცა მათ შორის ყველაზე გავრცელებულია 1958 წელს გადაღებული ფილმი, რომლის რეჟისორია რიჩარდ ბრუკსი.
The Brothers Karamazov
"ძმები კარამაზოვები"

საინტერესო ფრაზები რომანიდან:

„უფალი ჭეშმარიტებაა და არა ძალა.“

,,სიყვარული არაფრისგან არ იქმნება, არაფრისგან მხოლოდ ღმერთი ქმნის.”

„შეყვარება სიყვარულს არ ნიშნავს. შეიძლება გეჯავრებოდეს და მაინც შეგიყვარდეს.“

„ერთ მონანულს მეტი სიხარული მიაქვს ცად, ვიდრე ათ მართალს, რომელთაც მონანიება არ სჭირდებათ.“

„ის, ვინც თავს იტყუებს და საკუთარი ტყუილისა სჯერა, ბოლოს იქამდე მიდის, რომ სიმართლეს ვეღარსად პოულობს.“

"ადამიანი ბედნიერებისთვის არის შექმნილი და ვინც ბედნიერია მას შეუძლია პირდაპირ უთხრას თავს: 'მე აღვასრულე უფლის ნება ამ მიწაზე ’.“

„ადამიანთა ყოფიერების საიდუმლო მხოლოდ იმაში კი არ მდგომარეობს, რომ იცოცხლოს, არამედ იმაშიც, რისთვის იცოცხლოს. თუ მტკიცედ არ იცის რისთვის ცოცხლობს, ის სიცოცხლეზეც არ თანხმდება და ურჩევნია თავიც კი მოიკლას, ვიდრე თუნდაც პურით აღსავსე დედამიწაზე დარჩეს.“
"ძმები კარამაზოვები"

„სიცოცხლე მეტად უნდა შეიყვარო, ვიდრე მისი აზრი.“

"ტანჯვაა სწორედ სიცოცხლე. ტანჯვის გარეშე რაღა იქნებოდა სიცოცხლეში სასიამოვნო."

„სიცოცხლე ლოგიკის გარეშე უნდა შეიყვარო და მის აზრსაც მხოლოდ ასე შეძლებ ჩასწვდე.“

„თუკი მიწაზე დავარდნილი პურის მარცვალი არ მოკვდა, ცალად დარჩება; ხოლო თუ მოკვდა, მრავალ ნაყოფს გამოიღებს.“

„ყველა ქალში შეიძლება იპოვო გასაოცრად არაჩვეულებრივი, რასაც სხვა ვერავისთან ნახავ, ოღონდ პოვნის უნარი უნდა გქონდეს, აი, ეს არის მთავარი.“

„კაცობრიობა თვითონს იპოვის იმ ძალას, რომ ზნეობრივად იცხოვროს, თუნდაც სულის უკვდავებისა არ სწამდეს! თავისუფლების, თანასწორუფლებიანობის, ძმობის სიყვარულში იპოვის....“

მხოლოდ მაშინ აღივსება გული ჩვენი უკიდეგანო, სამყაროსეული, დაუოკებელი სიყვარულით, როცა ყოველ ჩვენგანს ექნება ძალა მთელი სამყარო სიყვარულით შეიმეცნოს, ყოველი მიწიერი ცოდვისგან კი ცრემლით განიწმინდოს...“
"ძმები კარამაზოვები"

,,ყველა ჩვენგანი, ყველაფრის გამო. ყველას წინაშეა დამნაშავე.”

„აზრი რაც უფრო სულელურია, მით უფრო ახლოა რეალობასთან.“

„თუ ეშმაკი არ არსებობს და მაშასადამე, ადამიანმა შექმნა, თავის ხატად და სახედ შეუქმნია.“

„უგუნურება უეშმაკობაა, გონიერება კი მუდამ მოუხელთებელი. გონიერება არამზადაა, უგუნურება კი პირდაპირი და დაუფარავი.“

„ხშირად ამბობენ, რომ ადამიანს ‘მხეცური’ ბუნება აქვს, მაგრამ სინამდვილეში დიდი უსამართლობაა ადამიანი ცხოველს შეადარო: ცხოველი ვერასოდეს ისეთი ულმობელი ვერ იქნება, როგორც ადამიანია.“

„რეალისტს სასწაულებით ვერ შეძრავ. მას სასწაულები არ იზიდავს რწმენისკენ. ჭეშმარიტი რეალისტი, თუ ის მორწმუნე არ არის, ყოველთვის იპოვის თავის თავში ძალასა და უნარს, სასწაულიც კი არ ირწმუნოს. უცილობლადაც რომ დაუდგეს თვალწინ, საკუთარ გრძნობებს დაუჯერებს, მაგრამ ხილულს მაინც უარყოფს. ხოლო თუ დაიჯერებს, ბუნებრივ მოვლენად ჩათვლის, რომლის შესახებაც აქამდე არაფერი იცოდა. რეალისტში რწმენა სასწაულებისგან კი არ იბადება, არამედ სასწაული იბადება რწმენისგან. რეალისტი ერთხელ მაინც თუ ირწმუნებს, სწორედ თავისი რეალისტობის გამო უცილობლად დაუშვებს სასწაულის არსებობასაც.“
"ძმები კარამაზოვები"

"ვისაც ადამიანი უყვარს, იმას ადამიანური სიხარულიც უყვარს."

"ყველაფერი, რაც ჭეშმარიტია და მშვენიერი, მუდამ აღსავსეა მიტევებით."

,,ადამიანი რომ შეიყვარო, მის ჭეშმარიტ სახეს ვერ უნდა ხედავდე. თორემ თუ ხედავ, სიყვარული ქრება.”

,,სილამაზე საშინელი რამაა, იმიტომ, რომ გამოუთქმელია და ვერც განსაზღვრავ, რადგან უფალმა მხოლოდ გამოცანები დაგვიტოვა, აქ ეშმაკი ღმერთს ებრძვის, ბრძოლის ველი კი ადამიანთა გულებია.”

„ერთი ბებერი ცოდვილი ცხოვრობდა მეთვრამეტე საუკუნეში, რომელმაც განსაცხადა, ღმერთი რომ არ არსებულიყო, მისი გამოგონება გახდებოდა საჭიროო. და მართლაც, ადამიანმა ღმერთი მოიგონა და ის კი არ არის გასაკვირი ან საოცარი, რომ ღმერთი მართლაც არსებობს, არამედ ის, რომ ასეთი აზრი – ღმერთის აუცილებელი არსებობის აზრი – ისეთ ველურ და ბოროტ ცხოველს შეიძლებოდა გასჩენოდა, როგორიც ადამიანია.“

„ისეთი ცოდვა არ არსებობს და ვერც იარსებებს ამქვეყნად, რაც ჭეშმარიტ მომნანიებელს არ მიეტევება. და ვერც ჩაიდენს ადამიანი ისეთ დიდ ცოდვას, ღვთის უსაზღვრო სიყვარული რომ ამოწუროს.“ ♥

კატეგორია: საინტერესოა
Tags:

16


  • gretta თქვა:
    2 თებერვალი 2013 13:06 - ID: 16,
    გენიალური წიგნია love მისმა ბოლო თავმა დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე, სადაც რწმნაზე , ცხოვრების გზაზე და ჯოჯოხეთზე იყო საუბარი-რა არის ჯოჯოხეთი? ”ტანჯვა იმაზე, რომ ვეღარასოდეს შეძლებ სიყვარულს”.

  • NiNi_N თქვა:
    22 იანვარი 2013 22:08 - ID: 15,
    Countess A.
    ეგ უკვე კაი ხნის წინ გავაკეთე :) მაშინ მოგწერე და მგონი არ იყავი ქალაქში თუ რაღაც ეგეთი :)

    "კაცი, რომელიც იცინის"

    barjakuzu
    მე პირადად (დაახლოებით) თვეში ერთხელ დავდებ (ალბათ), ვნახოთ :)

  • Countess A. თქვა:
    22 იანვარი 2013 21:51 - ID: 14,
    NiNi_N,
    [/color][/i] ნინი, ასეთი ნიუსს თუ გააკეთებ ჰიუგოს "კაცი, რომელიც იცნის-ზე" ძალიან კარგი იქნება..... [color=#000066] [i]

  • Bao თქვა:
    22 იანვარი 2013 17:02 - ID: 13,
    ეხლა ვკითხულობ!
    დიდებულია!




    ____________
    Like <3 Thanks

  • barjakuzu თქვა:
    22 იანვარი 2013 12:20 - ID: 12,
    ასეთI ნიუსები დადეთ ხოლმე!! სწორედ ეხლა წავიკითხე ეს რომანი და უძლიერესია მართლა!

  • NiNi_N თქვა:
    22 იანვარი 2013 08:51 - ID: 11,
    Hermione...♥
    Countess A.
    ketusha24
    QiQiTo:):)
    -Diana-

    მადლობა თქვენ :)

  • Countess A. თქვა:
    21 იანვარი 2013 22:46 - ID: 10,
    გენიალურმა ფსიქოლოგმა, ზიგმუნდ ფროიდმა „ძმებ კარამაზოვებს“ უწოდა „ყველაზე დიდებული რომანი, რაც კი ოდესმე დაწერილა“. !!
    [/color]ოჰ, ჩემი სიგიჟემდე გენიალური დოსტოევსკი.. ჩემთვის ნომერ პირველი მწერალია.. არც ერთ მწერალს არ შეუსწავლია ისე ღრმად ადამინურობა და ადამიანის სული ისე, როგორც ეს დოსტოევსკმა შეისწავლა.. ძმები კარამაზოვები არის უდიადესი წიგნი, რომელმაც ძალიან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა უამრავი ადამიანის სულიერ ჩამოყალიბებაში.. მე მადლობას ვუხდი და პატივს ვცემს რუსეთს იმისთვის, რომ იყო ასეთი გენიალური მწერლის სამშობლო... ნინი, უღრმესი მადლობა ამ სიახლისათვის.[color=#000066]

  • fuck selena თქვა:
    21 იანვარი 2013 22:13 - ID: 9,
    დოსტოევსკი ჩემი ერთ ერთი საყვარელი მწერალია
    ''დანაშაული და სასჯელი'' ''იდიოტი''
    ''საბრალო ადამიანები'' ''მოთამაშე'' ''ყმაწვილი''
    ჩემი ფავორიტები <3 ეს ნაწარმოებიც რათქმაუნდა

  • ketusha24 თქვა:
    21 იანვარი 2013 21:32 - ID: 8,
    ძალიან მიხარია რო ამ საიტზე პაპარაცული ფოტოების გარდა მართლაც ძალიან საინტერესო სტატიები იდება! ფანტასტიური წიგნიაა

  • Tofi თქვა:
    21 იანვარი 2013 20:34 - ID: 7,
    ,,ადამიანი რომ შეიყვარო, მის ჭეშმარიტ სახეს ვერ უნდა ხედავდე. თორემ თუ ხედავ, სიყვარული ქრება.”
    love

  • feistfe თქვა:
    21 იანვარი 2013 19:43 - ID: 6,
    მიყვარს

  • pipia თქვა:
    21 იანვარი 2013 18:37 - ID: 5,
    ჩემთვის პირადად დოსტოევსკი ნომერ პირველია , ძალიან მიყვარს კარამაზოვები, მაგრამ უფრო მეტად მიყვარს "იდიოტი" ... ზეეაა

  • QiQiTo:):) თქვა:
    21 იანვარი 2013 18:03 - ID: 4,
    არ მაქვს წანაკითხი სამწუხაროდ
    ნიუსი კიდე უნაკლოა!

  • -Diana- თქვა:
    21 იანვარი 2013 17:47 - ID: 3,
    - შეუდარებელი წიგნია, ერთ-ერთი იმ ნაწარმოებთაგანია, რომელიც კიდევ დიდხანს არ დაავიწყდება არავის.. ძალიან კარგი სიახლეა love

  • NiNi_N თქვა:
    21 იანვარი 2013 17:43 - ID: 2,
    ამ წიგნში ზოგადად კაცობრიობის ცხოვრება, მათი გრძნობები, განცდები, თვისებებია გადმოცემული. წიგნს ყავს ბევრი პერსონაჟი რაც იმას ნიშნავს რომ მრაფალფეროვანია და მასში ადამიანთა ძირითადი ტიპებია გამოყვანილი. ნაწარმოები საკმაოდ მარტივი ენითაა დაწერილი, ყველა ასაკის მკითხველისთვის გასაგებ ენაზე. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმ ფაქტორსაც რომ მწერალი თავადაც ერთვება სიუჟეტებში როგორც მთხრობელი და ხშირად ამბობს მსგავს სიტყვებს: „ამაზე მოგვიანებით“, „..მაგრამ ამის შესახებ შემდეგ ახლა კი თხრობას დავუბრუნდეთ“ და ა.შ. თითქოს წერის მომენტში თავადაც ხვდებოდა რა დროს რას განიცდის მკითხველი და როდის უნდა „მთავრ“ საკითხს დაუბრუნდეს. ეს ძალიან იშვიათია მწერლებსა დ მათ ნაწარმოებებს შორის. პირადად ჩემთვის დოსტოევსკი ყველაზე რეალისტი მწერალია და ერთ–ერთი იმ მწერალთაგანია რომელსაც ზედმიწევნიდ შეუძლია პერსონაჟის ფსიქოლოგიური სურათი ასოებით დახატოს! ამ წიგნს გენიალურიც არ ეთქმის, კიდევ უფრო სხვააა...აღფრთოვანებული ვარ!

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top