;

21 January 2013      ფსიქეა     Views 3802    
Category: Fun, Interesting

ნამდვილ მამაკაცთან ურთიერთობის წესები
13 პუნქტი, 13 თარსი რიცხვიაო... მაგრამ მაინც წაიკითხეთ ბოლომდე, რა იცით,
იქნებ როგორ გამოიყენოთ ამ რთულ თამაშში ქცევის წესები:
ნამდვილ მამაკაცთან ურთიერთობის წესები (1938)
■ თუ ის გელოდებათ, დროზევე გამოიცვალეთ (ცალკე ოთახში),
არ დაიგვიანოთ.
მაკიაჟი წაისვით მაშინ, როცა ის არ გხედავთ.
სარკე მანქანაში მძღოლისთვისაა
და არა თქვენი ვარცხნილობის გასასწორებლად.
■ არ გინდათ სენტიმენტალურობა და გრძნობებზე თამაში.
კაცებს ცრემლები არ მოსწონთ, მითუმეტეს ხალხმრავალ ადგილებში.
ნუ ეცდებით სხვა კაცების ყურადღების მიპყრობას პაემანზე, თუ არ გინდათ, რომ ეს უკანასკნელ შეხვედრად იქცეს.
■ არ ეფლირტავოთ ოფიციანტს. თქვენი პარტნიორი უნდა ფლობდეს თქვენს ყურადღებას სრულად.
მიაქციეთ თქვენს მანერებს ყურადღება. არ ჩააგდოთ თქვენი პარტნიორი უხერხულ მდგომარეობაში და არ მიაყენოთ შეურაცხყოფა სახალხოდ.
■ თუ საცეკვაოდ დაგპატიჟათ, ნუ ილაპარაკებთ. მას ცეკვა უნდოდა და არა საუბარი.
■ ნუ დაჯდებით ჩამომდნარი სანთელივით და ნუ უყურებთ ჩამქრალი მზერით მაშინაც, როცა მართლა მოიწყენთ.
■ თუ დიდი მკერდი გაქვთ, ნუ გაამახვილებთ მასზე ყურადღებას. ატარეთ თავისუფალი ზედატანი.
ნუ ელაპარაკებით მოდაზე და ტანსაცმელზე, არც თქვენი ახალი კაბის აღწერაა საჭირო. იმაზე ესაუბრეთ, რისთვისაც მზადაა.
ნუ დალევთ ძალიან ბევრს. წარმოგიდგენიათ, რას იფიქრებს მამაკაცი თქვენზე?
■ ზოგიერთი გოგონა ალკოჰოლის ზეგავლენით "ჭკვიანდება", უმჯობესია, თუ ჩუმად იქნებით.

ნამდვილ მამაკაცთან ურთიერთობის წესები (1938)

აი ასე... თქვენი არ ვიცი, მაგრამ ამ 13 წესის თარგმნისას, ზოგიერთზე ძალიან მეცინებოდა. იმედია არ ჩათვლით ამ სიას ფსიქოლოგიურ რჩევებად. ეს მეორე მსოფლიო ომამდე - 1938 წელს გამოცემული ბრიტანული ჟუნალის The Daily Mail-ის სტატიაა, რომელიც დაიბეჭდა ქალბატონების საყურადღებოდ.

როგორ ფიქრობთ, რომელი პუნქტებია დღეს ჩვენს კულტურუაში აქტუალური და რომელი - სასაცილო?

რა მნიშვნელოვანი ცვლილებაა დღევანდელობასთან შედარებით? ხომ არ გაქვთ ბებიებისგან ინფორმაცია იმაზე, თუ რა მოეთხოვებოდათ მათ ახალგაზრდობაში მამაკაცთან ურთიერთობისას?

იმედია სათანადოდ მიუდგებით ამ პუბლიკაციას - ანუ ნაწილობრივ იუმორით და ნაწილობრივ სერიოზულად.
პატივისცემით

პატივისცემით, თიკა ევდეევი
facebook.com/ psychea georgia


Category: Fun, Interesting
Tags:

Share it
Comments



Welcome to ANGEL.GE

at our web page you can see the latest top newses about fashion world, street styles, trends, street styles, films, quotes and many other interesting things...

ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Back to Top