;
26 იანვარი 2013      LeGaTuS     80 კომენტარი     ნანახია 12477-ჯერ    
კატეგორიაში: საინტერესოა

ბევრი გოგოსთვის პირადი ცხოვრების მოწყობის პრობლემა ძალიან მწვავე თემაა, ეს ნორმალური სიტუაციაა დღევანდელი რეალობისთვის. ადამიანები ნაკლებად ეკონტაქტებიან ერთმანეთს, სიცოცხლე გახდა დაძაბული.

ნამდვილად, დღეს ღირსეული, მითუმეტეს თავისუფალი კაცის პოვნა ძნელია, არაა ადვილი საქმე. საერთოდ ყველა პერსპექტიულ ვარიანტს მომენტალურად "ითრევენ", მარტო რჩებიან ის კაცები, რომლებიც ან არავის არ სჭირდებათ, ან ისინი, ვისაც რაღაც მიზეზების გამო არავინ არ სჭირდებათ... როგორ მოიქცეს ასეთ შემთხვევაში გოგო, რომელსაც ბედნიერი პირადი ცხოვრების მოწყობა უნდა?
როგორ წაართვათ კაცი სხვა ქალს
არსებობს რამდენიმე გზა, რომელიც მიგიყვანთ ბედნიერ ოჯახურ მყუდროებამდე. ერთნი მიყვებიან ცოლად პოლკოვნიკს, იმის იმედით, რომ მას გენერლად აქცევენ; მეორენი კი ირჩევენ რთულ გზას „ჭირვეული“ კაცის მორჯულებას; და მხოლოდ ცოტანი ცდილობენ წაართვან მათთვის მოსაწონი კაცი კონკურენტებს . არის კიდევ მეოთხე გზა — დარჩნენ მარტო, მაგრამ რადგან ამ სტატიას კითხულობთ ეს თქვენ არ გეხებათ. აბა ბედნიერების რომელ გზას ირჩევთ თქვენ?

თუ თქვენ მიზანში გყავთ ღირსეული კაცი, მაგრამ ის, როგორც შეეფერება კარგ კანდიდატს, უკვე დაკავებულია, თქვენ კი ზუსტად იცით, რომ გინდათ დახარჯოთ მაქსიმალური ძალისხმევა და წამოიყვანოთ ის სხვისგან, მაშინ ეს სტატია თქვენთვისაა.


როგორ წაართვათ კაცი სხვა ქალს
იმის გააცნობიერებაც მნიშვნელოვანია, რომ გადაწყვეტილების მიღება, წავართვათ კაცი სხვას, ეს ნიშნავს, რომ იმ გოგოსთან კარგი ურთიერთბა აღარ გექნებათ. ამიტომაც თუ „კონკურენტი“— თქვენი მეგობარია, დაფიქრდით, ნამდვილად ასე კარგია ეს კაცი, რომ მის გამო მეგობრობა გარისკოთ? მერე რომ არ იყოს მტანჯველი ტკივილი ჩადენილი შეცდომის გამო.

როგორ წაართვათ კაცი სხვა ქალს
ასევე აუცილებელია გაიაზროთ, რომ მათი განშორების დანაშაული, თქვენს კისერზეა. თქვნ მზად ხართ აიტანოთ ემოციური ზეწოლა მისი ყოფილი შეყვარებულისგან? თავისთავად, არ დაივიწყოთ სინდისის შემოტევებზეც. ასეთ შემთხვევებში დანაშაულის გრძნობა არახელსაყრელ მომენტში შეგაწუხებთ. სანამ ვნმეს ურთიერთობებს დაანგრევთ, მნიშვნელოვანია აბსოლუტურად დარწმუნებული იყოთ თქვენს გადაწყვეტილებაში და თქვენს სურვილში იყოთ მასთან. წინააღმდეგ შემთხვევაში აზრიც არ აქვს ამაზე ფიქრს. მოკლედ, თუ თქვენ მაინც გინდათ კონკურენტისთვის კაცის წართმევა, მაშინ იმოქმედეთ. ყველაფერი თქვენს ხელშია. თქვენ მხოლოდ თანმიმდევრობით უნდა მიყვეთ ქცევის სწორ სტრატეგიას, და საბოლოოდ ის თქვენი გახდება. თავიდანვე ავღნიშნოთ, რომ უნდა მოიმარაგოთ მორალური ძალა და მოთმინება. წაართვა კაცი — არაა ადვილი საქმე, და ის დიდ დროს მოითხოვს.


დასაწყისისთვის კონტაქტი სასურველ მამაკაცთან უნდა გახადოთ რეგულარული. დამეთანხმეთ, უცნაურად გამოიყურება იმის დაინტერესების მცდელობა, ვისთანაც ნახევარ წელიწადში ერთხელ საუბრობთ, მითუმეტეს თუ მას უკვე აწყობილი აქვს ურთიერთობა. დაიწყეთ ბიჭთან კოტაქტი. მიულოცეთ დღესასწაულები, ზოგჯერ დაურეკეთ და მოიკითხეთ, გაიგეთ როგორ აქვს საქმეები. არ იყოთ ძალიან მიკრული. თქვენს შორის უნდა შეიქმნას მეგობრული ატმოსფერო. არ გაწელოთ საუბრები, დაურეკეთ მას, თითქოს ისე უბრალოდ. თქვენი მიზანი ამ ეტაპზე — ურთიერთობა გახადოთ განუყოფელ ნაწილად მის ცხოვრებაში, რომ როდესაც თქვენ დიდხანს არ გამოჩნდებით, მას მოენატროთ, დაფიქრდეს, როგორ გაქვთ საქმები.

როგორ წაართვათ კაცი სხვა ქალს

მას შემდეგ, რაც კონტაქტი დალაგდება და კაცი ბოლომდე გენდობათ, დროა „გაიცნოთ (შეისწავლოთ) კონკურენტი“. გაიგოთ უფრო მეტი მათი ურთიერთობის შესახებ, რა მოსწონს მას გოგოებში და რისი ატანა არ შეუძლია, რა შეცდომებს უშვებს, მისი აზრით ახლანდელი შეყვარებული. თქვენ ხო საბოლოოდ უნდა დაენახოთ კაცს მის შეყვარებულზე უკეთესად. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია გამოირიცხოს ყველანაირი შეცდომები ქცევებში. არ ილაპარაკოთ ცუდად მის შეყვარებულზე. დაიკავეთ მიუკერძოებელი ექსპერტის პოზიცია. საჭიროების შემთხვევაში, რათქმაუნდა გაამხნევეთ კაცი და უეჭველად გააკეთეთ აქცენტი იმაზე, რომ ვერ წარმოგიდგენიათ როგორ შეიძლებოდა მასთან (სასურველ კაცთან) ასე მოქცევა. ხაზი გაუსვით, რომ ურთიერთობებში თქვენ ასეთ ქცვის უფლებას არასდროს მისცემდით საკუთარ თავს.

როგორ წაართვათ კაცი სხვა ქალს
ზედმეტი არ იქნება თქვენი „მეგობრული“ სურვილი გაიცნოთ მისი შეყვარებული. ასე უფრო მეტს შეიტყობთ მის ნაკლოვანებებზე, რომლებზეც უნდა მიაქცევინოთ ყურადღება თქვენთვის სასურველ კაცს საუბრის დროს, ოღონდ ისე რომ რამე არ იეჭვოს. თავი აარიდეთ პირდაპირობას, იყავით ეშმაკური. შინაგანად უნდა შექმნათ სასიამოვნო, მეგობრული შთაბეჭდილება. ასევე თქვენთვის მისაღები და ხელშემწყობი იქნება, თუ თქვენი კონკურენტი მიგიხვდებათ ჩანაფიქრს. ეს მას ნერვებს მოუშლის და გამოიწვევს სიძულვილს. თქვენი ტაქტიკურობით და სირბილით ეს თქვენთვის სასარგებლო აღმოჩნდება. თქვენ მის (კაცის) თვალში უნდა მიიღოთ უბედური, დაუცველი ქალის როლი, რომლის დაცვასაც ის აქტიურად დაიწყებს მისი აგრესიული შეყვარებულისგან. ეს ზუსტად ისარის რაც თქვენ აუცილებლად გჭირდებათ.
სასარგებლო იქნება მიიღოთ მხარდაჭერა მისი (კაცის) მეგობრებისგან. აბსოლუტურათ ზედმეტი იქნება მისი მეგობრებისთვის თქვენი მიზნების განდობა, შესაძლოა ხანდახან საერთო მეგობრის პირადი ცხოვრების განხილვასაც ქონდეს რეზულტატი. უკეთესი იქნება, თუ ინფორმაცია იმაზე, რომ ისინი ერთმანეთისთვის არ არიან შექმნილნი თქვენი მხრიდან არ გავრცელდება, ჯობია სხვას უბიძგოთ ამის თქმისკენ, ამით თქვენ შეძლებთ ზედაპირული ნეიტრალიტეტის შენარჩუნებას. გახსოვდთ, უთანხმოება არსებობს, ყველაზე ბედნიერ წყვილშიც კი. იყავით მის გვერდზე მძიმე სიტუაციაში, დაუჭირეთ მხარი და შემდეგში ის აუცილებლად თქვენთან მოვა ასეთ მომენტებში მხარდაჭერისა და რჩევისთვის. არ მიაწვეთ მას, არ დაატეხოთ თავს თქვენი გრძნობები, უბრალოდ იყავით ახლოს. გახდით მისთვის იდეალური გოგო: კეთილი, ალერსიანი, გამგები, იყავით მის შეყვარებულზე უკეთესი.

როგორ წაართვათ კაცი სხვა ქალს

დამატებით მასთან გულიანი საუბრის დროს კარგად უნდა გამოიყურებოდეთ, მიხედეთ თქვენს გარეგნობას, მიეცით თავს ფლირტაობის უფლება, მასში ადრე თუ გვიან გაიღვიძებს არამხოლოდ მეგობრული გრძნობები. აქ ყველაფერი თქვენზეა დამოკიდებული, თქვენი, კაცის შეგრძნების უნარზე. რადგან, ერთის მხრივ, აუცილებელია არ გახდეთ მისთვის საყვარელი, რომელთანაც ის დროის გასატარებლად და „ოჯახური პრობლემებიდან ყურადღების“ გადასატანად მივა, მეორეს მხრივ თქვენ შეიძლება მოეჩვენოთ ზედმეტად მიუწვდომელი. ბევრ კაცს აშინებს გადაჭარბებული სიგრილე და ისინი უარს ამბობენ მცდელობებზე. დაიკავეთ ოქროს შუალედი, ასევე იმედია, გახსოვთ, რომ სექსი იმაზე ბევრად უკეთესი და მრავალფეროვანი უნდა იყოს რაც მას თავის შეყვარებულთან აქვს, მაგრამ ან ნაბიჯის გადადგმას მანამ არ გირჩევთ სანამ დარწმუნებული არ იქნებით რომ მათ აქვთ სექსი და მოახლოვდა ის მომენტი როდესაც ამას შეუძლია ბევრი რამ შეცვალოს.
როგორ წაართვათ კაცი სხვა ქალს
ეცადეთ მასთან ურთიერთობაში გატაცებით შეხედოთ მის ინტერესებს. აუცილებელია, რომ თქვენ მათი ურთიერთობების გარდა სხვა სასაუბროც გექნებათ. იყავით მისთვის მეგობარი ყველაფერში, მაგრამ არ დაივიწყოთ მასთან ფლირტი, გააღვივეთ მისი ინტერესი. კარგი იქნბა, თუ საბოლოოდ მის შეყვარებულთან ღამის გატარებას, თქვენ შეგხვდეთ, გაისეირნოთ ან წახვიდეთ კინოში, მან უნდა აგირჩიოთ თქვენ, იმიტომ რომ მისთვის თქვენთან დროის გატარება სასიამოვნოა.

როგორ წაართვათ კაცი სხვა ქალს
არავითარ შემთხვევაში არ სდიოთ მას. კაცი მონადირეა. იმ სიტუაციაშიც კი როდესაც გინდათ წაართვათ სხვა ქალს სასურველი კაცი, ძლიერი სქესის წარმომადგენელს უნდა დარჩეს ილუზია, რომ ის გინადირებთ თქვენ. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენ მას მალე მობეზრდებით. მიეცით საშვალება იყოს თქვენს გვერდზე კაცი. შესაძლოა, ზუსტად ეს არ ყოფნის მას ახლანდელ ურთიერთობებში. თქვენთან ყოფნა უნდა იყოს საინტერესო და მარტივი.

მოიკრიფეთ მოთმინება. შეიგნეთ, რომ არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოაბეზროთ თავი, ზეწოლა, აჩქარებს გადაწყვეტილების მიღებას. იყავით ბოლომდე ტაქტიკური და დაინტერესებული როგორც მის მიმართ, ასევე მისი ნებისმიერი ქმედების მიმართ, ასევე მის შეყვარებულთანაც, არ შეხვიდეთ ღია კონტაქტში. თუ თქვენ შეძლებთ თავის მართვის, საქციელის და გრძნბების მართვის შენარჩუნებას, საბოლოოდ ის შენთან წამოვა. დასაწყისისთვის სასურველ კაცთან სასიყვარულო ურთიერთობისთვის, მნიშვნელოვანია თავიდან დრო დაუთმოთ „დადებითი ეფექტის გამყარებას“. იყავით კიდე გარკვეული დროის მანძილზე იდეალური გოგო, იმისთვის რომ საბოლოოდ დარწმუნდეს თავის არჩევანში.

როგორ წაართვათ კაცი სხვა ქალს
ცოტახნის შემდეგ შეგიძლიათ დაიწყოთ თქვენი ნამდვილი სახის გაცნობა, მაგრამ ეს დიდი სიფრთხილით უნდა გააკეთოთ, თორე უეჭველად გაიქცევა ის სხვა გოგოსთან. გახსოვდეთ: ცოტაა კაცის კონკურენტისთვის წართმევა, მნიშვნელოვანია მისი თქვენს გვერდზე გაჩერებაც. ზუსტად ამიტომ თქვენ ყოველთვის უნდა იყოთ მისთვის მოწოდების სიმაღლეზე, ის უნდა გხედავდეთ მხოლოდ თქვენ და არავის თქვენს გარდა. გახსოვდეთ, თქვენი კაცი განსაკუთრებულია, ნადირობა კი ასეთზე განუწყვეტლივ მიმდინარეობს. ასერომ, გახდეთ ბედნიერი თქვენს ძალებშია. ყველაფერი თქვენზეა დამოკიდებული. თუ თქვენ მოგწონთ ვინმე და მზად ხათ მის მოსანადირებლად — საკმარისია მიყვეთ ქცევის სტრატეგიას და ძალიან მალე აღმოჩნდებით მის მკლავებში თბილი ჩახუტებით.


როგორ წაართვათ კაცი სხვა ქალს


ზუსტად მიყევით ქცევის სტრატეგიას და თქვენ აუცილებლად გამოგივათ გამოგივათ კონკურენტისთვის კაცის "წართმევა":

• აწონდაწონეთ ყველაფერი. ნამდვილად ღირს ამ კაცის გამო ამგვარ ომში ჩარევა?
• მოაწესრიგეთ კაცთან კონტაქტი. ეცადეთ ესაუბროთ ხშირად, მაგრამ ეცადეთ ზედმეტი არ მოგივიდეთ და მოსაბეზრებელი არ გახდეთ.
• გახდით მისთვის მეგობარი, რომელთანაც ის მზად იქნება განიხილოს პირადი ცხოვრების პრობლემები.
• მოძებნეთ საერთო ინტერესები, რისი მეშვეობითაც მასთან უფრო მეტი დროის გატარებას შეძლებთ.
• იყავით კეთილისმსურველი. მოერიდეთ მის შეყვარებულთან ღია კონფლიქტს. დაიკავეთ დამოუკიდებელი ექსპერტის პოზიცია. გაამხნევეთ, მაგრამ მოერიდეთ მისი შეყვარებულის პირდაპირ კრიტიკას.


როგორ წაართვათ კაცი სხვა ქალს

• შეინარჩუნეთ სირბილე და სიმშვიდე მისი შეყვარებულის ეჭვიანობის ფონზე და აგრესიულ საქციელზე. იმეგობრეთ მის კაცთან და ძალიან მალე ის (გოგო) გადაიქცევა ბრაზიან ქაჯად.
• მიიღეთ მხარდაჭერა თქვენი საერთო მეგობრებისგან. მათგან უნდა იცოდეს, რომ ახლანდელი შეყვარებული არაა მისი ღირსი.
• იყავით მისთვის იდეალური. გახდით მის შეყვარებულზე უკეთესი ყველაფერში.
• მიეცით უფლება თქვენთან იგრძნოს თავი ნამდვილ კაცად. გახსოვდეთ, ის უნდა გინადირებდეთ თქვენ.
• იყავით მეგობრული, მომთმენი, თანმიმდევრული, სექსუალური, მოუბეზრებელი და საბოლოოდ სასურველი კაცი გახდება თქვენი!

როგორ წაართვათ კაცი სხვა ქალს
გისურვებთ წარმატებებს და იმედი მაქვს ამ რჩევებს არ გამოიყენებთ ბოროტად, სანამ ნაბიჯს გადადგავთ კარგად დაფიქრდით, ღირს თუ არა სხვა გოგოს ცხოვრების დანგრევა თუ თქვენ ვერ შეძლებთ ამ კაცის შენარჩუნებას. დღესდღეისობით საქართველოში ბევრი პერსპექტიული და სასურველი კაცია თავისუფალი, მხოლოდ იმიტომ რომ დრო არ რჩებათ გართობისთვის და პირადი ცხოვრებისთვის, აქვთ მიზნები და ბევრს მუშაობენ ამაზე, ელოდებიან ისეთ ადამიანს რომლისაც მიაქცევენ ყურადღებას და მისი გადატვირთული დროის ნაწილს დაუთმობენ, ამას იმიტომ გეუბნებით რომ ეს საქართველოა და აქ ბევრი რამ სხვაგვარად ხდება, მხოლოდ საქართველოში აქვთ ქალებს წარმოდგენა რომ უნდა იჯდნენ უმოქმედოთ და თეთრ რაშზე ამხედრებული რაინდი თვითონ იპოვის მათ და წაიყვანს, მერე აღმოჩნდება რომ ასე უმოქმედოდ მჯდომარე ქალების უმეტესობა ან მარტო რჩება, ან ძალიან მაგრად უმართლებთ, ან კიდე ვიღაცას ურიგებენ და ახვედრებენ. ნელნელა ვემსგავსებით ევროპას, დროა რაღაც-რაღაცეები შევცვალოთ აზროვნებაში.

როგორ წაართვათ კაცი სხვა ქალს

არაა აუცილებელი ყველა კაცი დაკავებული იყოს... ხასიათებზეც არის დამოკიდებული ბევრი კაცისთვის სიყვარული და სასიყვარულო ურთიერთობები თავისუფლების შეზღუდვად ითვლება და ეს ყველაფერი მათ ახრჩობთ და გუდავთ, მაგალითად მასეთები ვართ მერწყულები, ჩვენთვის კი ქალის ამორჩევაში ყველაზე დიდ როლს ჩვენი თავისუფლების სიყვარული თამაშობს, შეგიძლიათ კომენტარებში მოითხოვოთ თქვენთვის საინტერესო თემები და დასვათ კითხვები, ხშირად ვამოწმებ ჩემი სტატიის კომენტარებს და აუცილებლად გიპასუხებთ. მადლობას გიხდით ყურადღებისთვის, გისურვებთ წარმატებებს.

Facebook გაზიარება არ დაგავიწყდეთ :)))


როგორ წაართვათ კაცი სხვა ქალს როგორ წაართვათ კაცი სხვა ქალს

თემატური სტატიები LeGaTuS -სგან
როგორ შეაყვაროთ თავი სასურველ კაცს
როგორ მივიპყროთ კაცის ყურადღება
რა ვაჩუქოთ შეყვარებულს დაბადების დღეზე
რამდენის უფლება უნდა მივცეთ შეყვარებულს და საკუთარ თავს ურთიერთობაში?
როგორი გოგონები მოსწონთ ბიჭებს?
აიძულეთ ბიჭი, იფიქროს მხოლოდ თქვენზე
რაზე ველაპარაკოთ გოგონას?
რა ვაჩუქოთ გოგონას?

კატეგორია: საინტერესოა
Tags:

80


  • GvaNcaa =) თქვა:
    12 თებერვალი 2013 23:22 - ID: 80,
    რა მნიშვნელობა აქვს ვინ დაწერა? wink მით უარესიიი თუ ბიჭმა დაწერა "როგორ უნდა აახიო სხვას ბიჭი " smile

    P.S. Psevdo "ბებიაჩემი მიყვება ხოლმე ბაბუაჩემი რამდენი ხანი დასდევდა. შენნ დაჯექი და შენ შვილიშვილებს ის მოუყევი ვიღაც ქალს ბაბუა როგორ აახიე" <== კაი იყოოო wink გამეცინაა wink

  • tiii_tiii თქვა:
    2 თებერვალი 2013 03:53 - ID: 79,
    არამგონია ასეთი გზით მოპოვებული ურთიერთობა ხახვივით შეგრჩეს. არ არსებობს. ბოროტებას სიკეთე არასოდეს მოაქვს.... თუ ის გოგო მისი ბედი არ არის უშენოდაც დაშორდებიან და თუ არ შორდებიან ე.ი უყვართ ერთმანეთი და 1 წელი ანგელოზს ყველა ითამაშებს მაგრამ როგორც კი ერთ დღეს ნამდვილ სახეს გამოაჩენ ფაა ფუუუ... შენი კაცი უკვე სხვის მკლავებში თბება. ამიტომ თავისუფალი კაცების მეტი რა არის... ისე ეძებეთ თქვენი ბედი.. უბრალოდ მდაბიო საქციელია ეს მეტი არაფერი.

    Psevdo,ყოჩაღ... !!!! იგივეს ვიტყოდი მეც !

    უბრალოდ ეს სტატია შეიძლება გამოიყენო თავის დასაცავად ზუსტად ასეთი კახპებისგან რომლებიც მეგობრის ნიგაბს ამოფარებულები ალოდებიან შესაძლო შემთხვევას რომ კლანჭებით ჩააფრინდნენ კაცს)) კაცები შტერები არიან და ყველა კაბიანს დასდევენ მაგრამ ბოლოს მაინც იქ ბრუნდებიან სადაც თავისი რეალური(!) შეყვარებული დატოვეს, მაგრამ საკითხავია მიიღებს კი ის გოგო უკან ??? აი ასე რომ ამ გეგმით იმ გოგოს კი არ ახევთ ბიჭს არამედ თავად ამ ბიჭს უნგრევთ ცხოვრებას... და არამგონია ღმერთმა ოდესმე გარგუნოთ თქვენი წილი ბედნიერება , რადგან თქვენ სხვას წაართვით ის , სულ სხვა კი თქვენ წაართმევთ

  • Melakoo თქვა:
    1 თებერვალი 2013 11:35 - ID: 78,
    ასეთი მდაბიო და დაბალი დონის სტატია არსად მინახავს! სირცხვილია!

  • LeGaTuS თქვა:
    30 იანვარი 2013 22:37 - ID: 77,
    liia,
    ამათ იმაზე კიარ აქვთ პრობლემა რო სხვას არ უნდათ წაართვან კაცი lol ამ ხალხს იმის ეშინია რომ ამ რჩევების გამოყნენებით მათ არ დაახიონ კაცები და იმიტომ წიოკობენ ამდენს lol

  • liia თქვა:
    29 იანვარი 2013 22:16 - ID: 76,
    ხალხო რაზე დაობთ? შეეშვით რა, ხისთავიანებს ვერაფერს შეაგნებინებთ და თქვენ ისე ნუ მოიქცევით და ნუ წაართმევთ სხვებს კაცებს და ეგ არის. ცხოვრებაში ბიჭზე უფრო ბევრი კაი რაღაცეები არსებობს და მეზიზღება ისეთი ხალხი, მარტო სიყვარულზე რო ბაზრობენ და კაცის გარდა სხვა თემა არ გააჩნიათ.
    და ისე სხვათაშორის , ვინმესთვის რო კაცი "ამეხია" , ნაღდად არ მომერიდებოდა თქმა , მით უმეტეს რო სხვისი აზრი ფეხებზე მკიდია, უცხო ადამიანების და სტატიის ავტორის მითუმეტეს და ნუ გამოხვალთ ეხლა ზოგზოგიერთები თითქოს მე ქართული აზროვნება მაქვს და თქვენ ევროპული ))))

  • LeGaTuS თქვა:
    29 იანვარი 2013 16:45 - ID: 75,
    ma1ka,
    რატომღაც იმედები გამიცრუვდა recourse მეგონა 200 კომენტარს ასცდებოდა ეს სტატია lol

  • ma1ka თქვა:
    28 იანვარი 2013 14:50 - ID: 74,
    აქ უმრავლესობას ისიც ვერ გაურკვევია რომ ბიჭის დაწერილია სტატია და არა გოგოსი wink

  • Ninikoo_18 თქვა:
    28 იანვარი 2013 12:32 - ID: 73,
    hahahaah legatus dagvibrundi? )))))) momewona kargi iyo ))))))) magram modi axla rame iseti dawere roca ukve sheyvarebulebi xart mere rogor moviqcet anu ra xo xvdebi ufro mravalferovani ro gavxadot cxovreba da a.sh )))) mosawyeni ro ar iyos ertferovneba da ro davanaxot rom chven damoukideblat cxovrebac shegvidzlia da ro ar mivejachvot ))))))) :D mokled imedia gamixseneb =))))))))

  • Nuci_nini თქვა:
    27 იანვარი 2013 23:01 - ID: 72,
    სიბოროტეა,მე მსგავს არაფერს ჩავიდენ...

  • SOF-SOF თქვა:
    27 იანვარი 2013 22:40 - ID: 71,
    marusa923, 100% სწორი ხარ ერთხელ თუ შეძლო სხვის მიტოვება შენიც არ გაუჩირდება winked მარა ალბათ ღირს ცდა თუ ძალიან გიყვარს wink

  • MELINDA თქვა:
    27 იანვარი 2013 20:40 - ID: 70,
    faco55,
    შენზე მეტს ნადვილად წარმოვადგენთ ,ასე რომ დაწყნარდი.

  • PLACEBOrocks თქვა:
    27 იანვარი 2013 19:51 - ID: 69,
    აი ასეთი *ლეობა ჯერ არ მინახავს .და კარგია მერე ეგ ? ფუ აააა მკლავს თქვენი ლოგიკა

  • MaRyaLiCe თქვა:
    27 იანვარი 2013 18:30 - ID: 68,
    აჰაა გასაგებია რას უნდა ველოდე რამდენიმე ბოზისგან wink wink

  • bax_bax თქვა:
    27 იანვარი 2013 14:42 - ID: 67,
    :))))))))))00

  • QueenB თქვა:
    27 იანვარი 2013 12:21 - ID: 66,
    მდაააჰ ბიჭის ვინმესთვის "ახევა" რო გჭირდება უკვე ცოტა ტეხავს! ჯერ მარტო რო დაფიქრდე ის ბიჭი რა ჭკუაზეა ერთი გოგოსგან მეორესთან რო გარბის,ფუ! ვერ ვიტან ეგეთ ბიჭებს აი ამაზრზენია:) და თქვენი თავი იმ გოგოს ადგილზე დააყენეთ,რომელსაც ბიჭს ართმევთ და თუ კიდევ არ გადაიფიქრებთ ამის გაკეთებას მაშინ...

  • tusia თქვა:
    27 იანვარი 2013 08:51 - ID: 65,
    სულაც არ არი საჭირო სხავს წაართვა ბიჭი, ამ რჩევებს ჩვეულებრივი ურთიერთობის დაწყების დროსაც გამოიყენებ როცა ბიჭს შენ ამჩნევ პირველად და მოგწონს,
    ase seriozulad rato miudeqit, ise gagikvirad, zogi iseti amazrzeni da sulmdabali adamianai qmrebs artmeven da ojaxebs angreven, isic ar dagavwydet ro yvelas tavisi miezgveba adre tu gvian

  • ANGEL თქვა:
    27 იანვარი 2013 03:42 - ID: 64,
    ბიჭის დაწერილია ეს სტატია! წაკითხვად ღირდა და გამოიყენებთ ამ რჩევებს (pirad praqtikashi:) თუ სახელმძღვანელოდ ასეთი მტაცებლების ამოსაცნობად თქვენი გადასაწყვეტია, ან იქნებ ღირს დაფიქრებად რომ წყვილმა ურთIერთობა ისე მოაწესირგოს სურვილიც არ გაუჩნდეს რომელიმეს წასვლის. და თუ წაიკითხეთ ის "სხვა" სწორედ ქალის ნაკლოვანებებზე აპირებს თამაშს.

  • nelikoabramidi თქვა:
    27 იანვარი 2013 01:31 - ID: 63,
    იცი ჩემო კარგო რა არის? შენნაირი კახპები არიან ზუსტად მიზეზი ბევრი უბედურების. შენ რომ კაცი წაგართვან მოგეწონება? ( ავტორს ეხება) რა სტატიაა ეს გულის ამრევი იაფფასიანი ნაგავი!

    ასეთი უბედური სტატია არ დადებულა. ან ვინ გამოუქვეყნეთ ეს მარაზმი

  • GvaNcaa =) თქვა:
    27 იანვარი 2013 01:24 - ID: 62,
    თავს ისე არ დავიმცირებ რომ ვიღაცას ვიღაც წავართვა... smile ან კაცს რატომ უნდა მოეწონოს ასეთი სულმდაბალი ქალი? smile
    ასეთი სათაური არასდროს წამიკითხავს და ცოტა არ იყოს გამიკვირდა wink არ მეგონა მსგავს რამეს ვინმე თუ დაწერდა...

  • Psevdo თქვა:
    27 იანვარი 2013 00:34 - ID: 61,
    და რას იზავს ჩვენი ძვირფასი ავტორი თუ ერთ დღესაც იმ გოგოს ადგილას თვითონ აღმოჩნდება ვისაც ვინმე ჭკვიანი და მასზე დაფიქრებული (ბოროტიც) გოგო იმ მამაკაცს წაართმევს ვინც ძალიან უყვარს!

    ითხოვ, არა მოვითხოვ , ამ კითხვაზე ავტორმა პასუხი გამცეს. როცა თვითონ აღმოჩნდება მის ენაზე "დაგოიმებულ" სიტუაციაში, როცა სხვა აღმოჩნდება მასზე უკეთესი, როცა საყვარელი მამკაცი გაიქცევა ვიღაც სხვასთან მხოლოდ იმიტომ რომ ამ ვიღაც სხვამ ცოტა უფრო მეტად ათამაშა ერთი ადგილი რას იზავს?
    სად ჯანდაბაში შეტენეთ ეს თავმოყვარეობა. ქართველსაც ევროპელსაც და ამერიკელსაც უნდა ქონდეს იმის უნარი თავი იმ დონემდე არ დაიჩლუნგოს რომ ვიღაც კაცს გადაეკიდოს და ვიღაც სხვას უმწაროს სიცოცხლე. ეს მორალურადაც დაუშვებელია, სხვა რომ არაფერი ითქვას მარტო მომავალი გაგტანჯავს. მერე ვიღაც შენზე ჭკვიანი გამოჩნდება და ახლა ის აათამაშებს უფრო მეტად ერთ ადგილს !
    კაიი რა ) .
    ბებიაჩემი მიყვება ხოლმე ბაბუაჩემი რამდენი ხანი დასდევდა. შენნ დაჯექი და შენ შვილიშვილებს ის მოუყევი ვიღაც ქალს ბაბუა როგორ აახიე.
    [i][/i]

    ხო კიდე ერთი და მნიშვნელოვანი:
    როცა ცდილობ გახდე ვიღაცაზე უკეთესი, ნიადაგს კარგად შეისწავლი , შეისწავლი იმ მამაკაცს რომელიც შენი ობიექტია, ასე რომ ვთქვათ თავდაპირველად მიწას მოიფხვიერებ და უკვე რქებით ძლიერ მიწოლას დაიწყებ ჩნდება კითხვა. რამდენად რეალური ადამიანად აცნობ ამ ამაკაცს შენს თავს. კეთილი სამარიტელი ვერ იქნება ადამიანი რომელიც გეგმავს, კარგად ფუთავს და ახორციელებს ასეთ გეგმას. მამაკაცი, რომელიც სამომავლო პერსპექტივებში უკვე განხილული გყავს და მასთან ერთად (კონკრეტულ თითზე ნიშნობის ბეჭდის თანხლებით) თამამად დააბიჯებ ქუჩებში, გთვლის სულ სხვა ადამიანად, და რა მოხდება მაში ნროცა ეგ შენი სულ სხვა ადამიანის ბომბი აფეთქდება ? ტყუილს ტყუილს მიაყოლებ, ხოდა ეს შენი ასანთის ჯოხებზე შემომდგარი ხუხულაც ოდესმე თავზე ჩამოგემსხვრევა. აქ მხოლოდ სიბოროტეზე არაა საუბარი. აქ მთავარი კვანძი მაინც შენ ხარ, იმიტომ რომ სიყალბით დაწყებული ურთიერთობა ვერასდროს იქნება მყარი და გამძლე.

    პატივისცემით მე )

« 1 2 3 4 »
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top