;
24 იანვარი 2013      MaRihanna     23 კომენტარი     ნანახია 6012-ჯერ    
კატეგორიაში: საინტერესოა

"ანუბისის სახლი" ბრიტანულ-ამერიკულ-ბელგიური სათავგადასავრო ჟანრის სატელევიზიო სერიალია, რომელიც "ნიკელოდეონზე" გადის. ეს სერიალი Hans Bourlon-ისა და Gert Verhulst-ის მიერაა შექმნილი, მისი პრემიერა კი ამერიკის შეერთებულ შტატებში, "ნიკელოდეონზე" შედგა 2011 წელს.
ანუბისის სახლი
ანუბისის სახლი

ანუბისის სახლი 1890 წლის ინგლისური სკოლა-პანსიონია, სადაც 9 მოსწავლე ცხოვრობს, მათ კი სახლის მეთვალყურე ვიქტორ როდერმანი (Francis Magee) აკონტროლებს. პირველ სეზონში, "ანუბისის სახლში" ახალი მოსწავლე ნინა მარტინი (ნატალია რამოსი) გადმოდის, ის ერთ-ერთი მოსწავლის ჯოის ადგილს იკავებს, რომელიც უგზო-უკვლოდ უჩინარდება. მეგობრები ცდილობენ, გაარკვიონ თუ სად დაიკარგა ჯოი, საიდუმლოს ამოხსნისას კი უამრავ იდუმალებას გადაეყრებიან. სინამდვილეში კი აღმოჩნდება, რომ სკოლის მასწავლებლები იდუმალ კლანში არიან გაწევრიანებულები და ცდილობენ სიცოცხლის ელექსირის დამზადებას, ამის შემდეგ კი ჩნდება ეჭვი, რომ ჯოის გაუჩინარებაში მასწავლებლების ხელი ურევია.
ანუბისის სახლი

ანუბისის სახლი

მეორე სეზონი რადიკალურად განსხვავდება პირველისგან, ჯოი ბრუნდება, იწყება ახალი თავგადასავლები. ნინა მარტინი შემთხვევით ძველ ეგვიპტელ მოჩვენებას გაანთავისუფლებს, რომელიც მას და მის მეგობრებს წყევლის და ითხოვს ანუბისის ნიღაბს მათი სიცოცხლის სანაცვლოდ. მაგრამ უცნობი პიროვნება "კოლექციონერი" ყველანაირად ცდილობს, რომ ნიღაბი ხელში ჩაიგდოს და ამისთვის არაფერზე იხევს უკან.
ანუბისის სახლი

მესამე სეზონში კი ნინა მარტინი აღარ ჩნდება , (ამის მიზეზად კი ის სახელდება, რომ მსახიობმა კოლეჯის დამთავრება ამჯობინა სერიალში მონაწილეობას) . მაგრამ სამაგიეროდ, ანუბისის სახლში ორი ახალი მოსწავლე: კეიტი რაში და უილოუ ჯენკსი გადმოდის. მესამე სეზონი ჯერ-ჯერობით სრულიად არ არის გამოსული, გადაღებები კი მიმდინარეობს და ამ სეზონის სახელია "ანუბისის სახლი:გაღვიძება", რომელიც საკმაოდ საინტერესო და იდუმალებით მოცული ჩანს.
ანუბისის სახლი
ანუბისის სახლი
ანუბისის სახლი


კატეგორია: საინტერესოა
Tags:

23


  • sofiko თქვა:
    30 აგვისტო 2013 11:47 - ID: 23,
    love ვგიჟდები ანუბისის სახლზე. ზეპირად ვიცი უკვე მაგრამ მაინც ვუყურებ love

  • -twilight- თქვა:
    22 ივლისი 2013 15:24 - ID: 22,
    პატრისია და ედი ვგიჯდები ამ წყვილზე love

  • rihanna_mari თქვა:
    12 თებერვალი 2013 23:26 - ID: 21,
    uime deda :||

  • marikuna_elba თქვა:
    9 თებერვალი 2013 18:21 - ID: 20,
    ნიკელოდიონზე როდის გამოვაააა??? what

    Aniutt,
    ხოოო ძააან ხელოვნურები არიან და ხელოვნურ ემოციებს გამოხატავენ მაგრამ იმდენაააააააად მომწონსეს სერიალი რომ მაინც ვერ ვწყვეტ ყურებაას lol

  • BoTuKa თქვა:
    28 იანვარი 2013 00:52 - ID: 19,
    love

  • buzguna gogo თქვა:
    27 იანვარი 2013 12:35 - ID: 18,
    ჩემიი უსაყვარლესი სერიალიიი . love თუმცა ჩემთვის 1 და 2 ნაწილი უფრო მოსაწონი იყო . ნინას გარეშე არ მინდააა :(:(:(:(:(

    ედის თმის ასეთი ვერცხნილობა არ ყხდება :D ფაბიანს რა საყვარელი გიმილი აქ request

  • Aniutt თქვა:
    26 იანვარი 2013 20:25 - ID: 17,
    Countess A.,

    ,,ხანდახან ხელოვნურად მეჩვენება ყველაფერი და მსახიობებიც დიდ პროფესიონალიზმს არ ამჟღავნებენ,, ძაან მართალი ხარ.

  • tamu_tamu თქვა:
    26 იანვარი 2013 13:28 - ID: 16,
    ვგიჯდები love როგორ მიყვარს <3

  • mariami222 თქვა:
    25 იანვარი 2013 18:26 - ID: 15,
    მიყვარსს <333
    ნინა მომენატრა ძალიანნ

  • ANIcule თქვა:
    25 იანვარი 2013 18:19 - ID: 14,
    მმმმ როგორ მიყვარს.... love love love ნინა და ფაბიანი love

  • anabana თქვა:
    25 იანვარი 2013 14:40 - ID: 13,
    ბანალური სცენებია და მსახიობები...მაგრამ სიამოვნებით ვუყურებ-ედი,ჯოი,და ვიქტორი love

  • QiQiTo:):) თქვა:
    25 იანვარი 2013 11:30 - ID: 12,
    ახლა ამის ყურებისთვის ა რ მცალია თორე სიამოვნებით!
    ნიუსი საინტერესოა!

  • ✪COLD ONE✪ თქვა:
    25 იანვარი 2013 02:01 - ID: 11,
    ჩემი და გიჟდება... მე მხოლოდ ერთი სეზონი მაქვს ნაყურები... კარგი ნიუსი იყო.

  • ELE-elene თქვა:
    24 იანვარი 2013 22:53 - ID: 10,
    ადრე ვუყურებდი ხოლმე..

  • Queen_N თქვა:
    24 იანვარი 2013 22:13 - ID: 9,
    უხარისხო და ძალიან პრიმიტიულია ჩემი აზრით.

  • cr7 თქვა:
    24 იანვარი 2013 22:07 - ID: 8,
    ამის სტატიას ვწერდი და არ გამოაქვეყნეს ძააან მაგარი სერიალი და ღირს ყურება love

  • elenuca44 თქვა:
    24 იანვარი 2013 21:33 - ID: 7,
    ვგიჟდები ამ სერიალზეე love ფაბიანი მევასება :D ნინა მომწონდაა რატო წავიდა :(((((( ემბერზე ხო საერთოდ ვგიჟდები, ვაიმეე ჯერომი და ედი უსიმპათიურესები love love

    barsutka))),
    მესამე სეზონი კაი ხანია გამოსულია 5 სერიას მაქ უკვე ნაყურები ქართულ ენაზე

  • LohanFan თქვა:
    24 იანვარი 2013 21:09 - ID: 6,
    ძაან მიყვარს love ნიუსი ძალიან კარგია love

  • Maicco თქვა:
    24 იანვარი 2013 21:07 - ID: 5,
    barsutka))),
    მესამე სეზონის პრემიერა იყო უკვე და 6 სეერიაც არის ქართულად გამოსული :დ

  • Countess A. თქვა:
    24 იანვარი 2013 21:04 - ID: 4,
    [/color]ოჰ, როგორ მიყვარს ფილმები ეგვიპტური თემატიკით.. მიუხედავად იმისა რომ ხანდახან ხელოვნურად მეჩვენება ყველაფერი და მსახიობებიც დიდ პროფესიონალიზმს არ ამჟღავნებენ, მაინც ძალიან მომწონს ეს სერიალი..[color=#000066]

« 1 2 »
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top