;
28 იანვარი 2013      NiNi_N     29 კომენტარი     ნანახია 9268-ჯერ    
კატეგორიაში: საინტერესოა

☁ გენიოსები ქალის შესახებ! Ⅱ ☁

გენიოსები ქალის შესახებ! Ⅱ

ანდრე მორუა - ფრანგი მწერალი (1885-1967)

"ქალი შეიძლება იყოს ნივთი ან პიროვნება. ის პიროვნებაა, როცა საყვარელ მამკაცთან დამოუკიდებლობას ინარჩუნებს, აქვს თავისი შეხედულებები და აზრები, არის თავისი სხეულისა და სულის ბატონ-ბატრონი. ხოლო ნივთია, თუ ნებას იძლევა, მოექცე როგორც ნივთს, თუნდაც მშვენიერსა და ძვირფასს, თავისი ბატონის ჟინისა და სურვილების მონას, გემრიელი კერძის მსგავსს, რომელსაც მაშინ გასინჯავავენ, როცა ამის სურვილი გაუჩნდებათ."

"ქალები გასაოცარ ოსტატობას იჩენენ ტყუილის თქმაში, საყვარელი მამაკაცების ნათქვამში კი მას წამში ამჩნევენ."

ჟან დე ლა ბრუიერი - ფრანგი მწერალი (1645-1696)

"ცოტაა ამქვეყნად ისეთი უნაკლო ქალი, რომელიც დღეში ერთხელ მაინც არ მისცემდა ქმარს იმის საბაბს, რომ დაქორწინება ენანა და უცოლოების ხვედრი არ შეშურებოდა."

უილიამ სომერსეტ მოემი - ინგლისელი მწერალი (1874-1965)

"სიყვარული სისუსტეა, ქალებს სიყვარულის გარდა არაფერი შეუძლიათ. სურთ დაგვარწმუნონ, რომ ეს გრძნობა მთავარია ცხოვრებაში. მე ვაღიარებ ბუნებრივ და ჯანსაღ ლტოლვას, სიყვარული კი ავადმყოფობაა."

"ქალი ყოველთვის გაიღებს მსხვერპლს, თუ ამისთვის ხელსაყრელი შემთხვევა მიეცემა. მისთვის ეს სიამოვნების მიღების საყვარელი საშუალებაა."

ჟან-ჟაკ რუსო - ფრანგი განმანათლებელი (1712-1778)

"ქალები იმისთვის არიან შექმნილნი, რომ მამაკაცებს მოსწონდეთ."

"ქალები ყოველთვის ძლიერ მამაკაცებს ანიჭებენ უპირატესობას."

გენიოსები ქალის შესახებ! Ⅱ

ონორე დე ბალზაკი – ფრანგი მწერალი (1799–1850)

"თუ ქალი ქმარს დასცინის, მისი სიყვარული აღარ შეუძლია."

"ქალი თავისი არსით მხოლოდ მამაკაცის დანამატს წარმოადგენს. ბუნებამ ის ჩვენთვის გამოსაყენებლად შექმნა,
რათა ყველაფერი ზიდოს: ბავშვები, დარდი, ცემა-ტყეპა, ტკივილი. ვერავინ დაგადანაშაულებს
გულქვაობაში, რადგან მამაკაცებმა მიიღეს კანონები, რომლებიც ქალის ბედს განაგებს."

ანატოლ ფრანსი - ფრანგი მწერალი (1844-1924)

"ქალები მამაკაცების დიდებული აღმზრდელები არიან."

"ქალმა უნდა იცოდეს: მამაკაცთან, რომელიც სხვა ქალებს უყვართ, ვერასოდეს იქნება მშვიდად;
მამაკაცთან, რომელიც სხვა ქალებს არ უყვართ, ვერასოდეს იქნება ბედნიერი."

ჰაინრიხ ჰაინე – გერმანელი მწერალი (1797–1856)

"ქალებს ჩვენი გაბედნიერების მხოლოდ ერთი და გაუბედურების 30 ათასი ხერხი აქვთ."

"ქალს ისევ ქალით უნდა ვუწამლოთ, ეს, ალბათ, ყველაზე ნაცადი მეთოდია."

"ქალის სიძულვილი იგივე სიყვარულია, ოღონდ მიმართულებაშეცვლილი."

ფრანსუა დე ლაროშფუკო - ფრანგი მწერალი (1613-1680)

"ქალი ერთგულია თავისი პირველი სიყვარულის მიმართ, მანამ, სანამ ახალს გაიჩენდეს."

გენიოსები ქალის შესახებ! Ⅱ

ოსკარ უაილდი - ირლანდიელი მწერალი (1854-1900)

"მამაკაცი ყოველთვის ცდილობს, იყოს ქალის პირველი სიყვარული,
ქალს კი პირიქით, ურჩევნია მამაკაცის ბოლო სიყვარული იყოს."

"ქალი, რომელიც თავის ნამდვილ ასაკს ამხელს, ყველაფერს გაამხელს."

"თუ ქალი მამაკაცისთვის ყველაფერს გაიღებს, ესე იგი ეს მამაკაცი მისი შვილია."

"ქალი - ესაა ქმედება აღმატებული გონებაზე, მამაკაცი კი გონება აღმატებული მორალზე."

"გათხოვილი ქალის ერთგულება უზენაესი ერთგულებაა. მამაკაცი ამას ვერასდროს შეძლებს."

"თუ გსურთ, გაიგოთ, რას ფიქრობს ქალი სინამდვილეში, უბრალოდ უყურეთ და არ უსმინოთ."

"ქალები უფრო მტკიცედ იტანენ მწუხარებას, ვიდრე მამაკაცები, რომელთა გამოც ისინი ცრემლებს ღვრიან."

"ქალები უჩვეულო უნარით არიან დაჯილდოებულნი: ყველაფერს ხედავენ, გარდა იმისა, რაც ცხვირწინ აქვთ."

"ქალი ისე გვეპყრობა, როგორც კაცობრიობა თავის ღმერთს - თაყვანს გვცემს და თავს გვაბეზრებს, რადგან გამუდმებით რაღაცას გვთხოვს."

"მამაკაცსა და ქალს შორის მეგობრობა შეუძლებელია, მათ შორის შეიძლება იყოს ვნება, მტრობა, თაყვანისცემა, სიყვარული და არამც და არამც მეგობრობა."

გენიოსები ქალის შესახებ! Ⅱ

ბესარიონ ბელინსკი - რუსი მწერალი (1811-1848)

"ქალის ღირსება იმ მამაკაცით იზომება, რომელიც უყვარს."

"თუ იცით, რისთვის გიყვართ ქალი, ესე იგი, ის არ გიყვართ."

"იმაზე სახიფათო არაფერია, ვიდრე ქალთან საკუთარი ბედის
დაკავშირება მხოლოდ იმის გამო, რომ ის მშვენიერი და ახალგაზრდაა."

შარლ ბოდლერი - ფრანგი პოეტი და კრიტიკოსი (1821-1867)

"ქალი თავისსავე ხელჩანთას ჰგავს, მასში ვერასდროს იპოვი იმას, რასაც ეძებ."

"ქალს მაშინ უხდება კაბა, როცა მის შემხედვარე მამაკაცებს სუნთქვა ეკვრით."

მარკ-ჟილბერ სოვაჟონი - ფრანგი დრამატურგი (1909-1985)

"ქალი უნდა იყოს იმდენად ჭკვიანი, რომ სულელ მამაკაცს
მოაწონოს თავი და იმდენად ვულგარული , რომ ჭკვიანებს მოეწონოთ."

"ქალი ყველაზე სუსტია, როცა უყვარს და ყველაზე ძლიერია, როცა უყვართ."

"ქალები დარწმუნებულნი არიან, რომ მამაკაცების გულისთვის ირთვებიან და არა
საკუთარი სიამოვნებისთვის, სინამდვილეში კი ქალები ერთმანეთის დასანახად აკეთებენ ამას."

გენიოსები ქალის შესახებ! Ⅱ

ჟან როსტანი - ფრანგი მწერალი (1894-1977)

"ყველაზე უკეთ ქალები იქ იცვამენ, სადაც ხშირად იხდიან."

"მამაკაცი ისე იქცევა ქალთან, როგორც ქიმიკოსი თავის
ლაბორატორიაში - აკვირდება გაუგებარ პროცესებს, რომლებიც თავადვე გამოიწვია."

ერიხ მარია რემარკი - გერმანელი მწერალი (1898-1970)

"ცოლი ის ქალია, რომელსაც ერთხელ ხდი და მერე მთელი ცხოვრება უნდა აცვა."

"თუ ქალი დროსა და ნერვებს უფრთხილდება, არ წუწუნებს ყველაფერზე,
არ ტირის და არც სკანდალებს აწყობს, ესე იგი, მისთვის არაფერს წარმოადგენთ."

"ქალი სიზმარს ჰგავს, არასდროსაა ისეთი, როგორის ხილვაც გსურთ."

ლევ ტოლსტოი - რუსი მწერალი (1828-1910)

"სხვების დასანახად ქალები ისე ოსტატურად ინიღბებიან, რომ ვერავინ ხვდება,
როგორები არიან სინამდვილეში, განსაკუთრებით ახალგაზრდობისას."

"ნებისმიერი ქალის იდეალი, რაოდენ განათლებულიც არ უნდა იყოს ის, იმაში მდგომარეობს,
რომ მიიზიდოს, რაც შეიძლება მეტი მამაკაცი, რათა არჩევანის საშუალება ჰქონდეს."

"ქალი, რომელიც ცდილობს, მამაკაცს დაემსგავსოს, ისეთივე მახინჯია, როგორც ქალაჩუნა მამაკაცი."

"ქალი ისეთი საგანია, რომელიც, რაც არ უნდა შეისწავლო, მარად უცნობი დარჩება..."

გენიოსები ქალის შესახებ! Ⅱ

კატეგორია: საინტერესოა
Tags:

29


  • kritikosi თქვა:
    8 თებერვალი 2013 01:21 - ID: 29,

    "ქალი თავისი არსით მხოლოდ მამაკაცის დანამატს წარმოადგენს. ბუნებამ ის ჩვენთვის გამოსაყენებლად შექმნა,
    რათა ყველაფერი ზიდოს: ბავშვები, დარდი, ცემა-ტყეპა, ტკივილი. ვერავინ დაგადანაშაულებს
    გულქვაობაში, რადგან მამაკაცებმა მიიღეს კანონები, რომლებიც ქალის ბედს განაგებს." რა სისულელეა!

  • Tia_Tia თქვა:
    4 თებერვალი 2013 23:28 - ID: 28,
    კარგებია... :D :D

  • Katerina Petrova თქვა:
    30 იანვარი 2013 11:58 - ID: 27,
    კიდევ დადეთ ასეთი სიახლე.. ძალიან მომეწონა love

  • ani:) თქვა:
    29 იანვარი 2013 22:31 - ID: 26,
    "ცოლი ის ქალია, რომელსაც ერთხელ ხდი და მერე მთელი ცხოვრება უნდა აცვა."

    "ქალი ისეთი საგანია, რომელიც, რაც არ უნდა შეისწავლო, მარად უცნობი დარჩება..."

    love

  • Ggvantsa თქვა:
    29 იანვარი 2013 19:29 - ID: 25,
    ოსკარ უაილდი love

  • NiNi_N თქვა:
    29 იანვარი 2013 19:05 - ID: 24,
    MissDevonne
    amanda
    beonce
    ek-u

    მიხარია რომ მოგეწონათ :))
    natianatia
    ალბათ :)

    QiQiTo:):)
    ჰაჰ :D ჰო აბა ფრეაკუნა <3 მადლობა :)

  • MissDevonne თქვა:
    29 იანვარი 2013 18:04 - ID: 23,
    გავაფრინე! ^^ უკარგესი ნიუსი იყო. შესანიშნავი!

  • marika0704 თქვა:
    29 იანვარი 2013 18:00 - ID: 22,
    ქალები უჩვეულო უნარით არიან დაჯილდოებულნი: ყველაფერს ხედავენ, გარდა იმისა, რაც ცხვირწინ აქვთ. wink wink

    ქალი ისეთი საგანია, რომელიც, რაც არ უნდა შეისწავლო, მარად უცნობი დარჩება..." love

  • Ana smiley თქვა:
    29 იანვარი 2013 16:15 - ID: 21,
    love love

  • Ninikoo_18 თქვა:
    29 იანვარი 2013 16:01 - ID: 20,
    "მამაკაცსა და ქალს შორის მეგობრობა შეუძლებელია, მათ შორის შეიძლება იყოს ვნება, მტრობა, თაყვანისცემა, სიყვარული და არამც და არამც მეგობრობა." love სულ ამას ვამტკიცებ )) მალდეც ოსკარ)) :D

  • QiQiTo:):) თქვა:
    29 იანვარი 2013 14:58 - ID: 19,
    NiNi_N,
    ნიუსი ხომ კარგი იყო ! მაგრამ ავატარი გაქ შესანიშნავი!

  • MisSophie თქვა:
    29 იანვარი 2013 14:03 - ID: 18,
    აუუუუ ესე იგი ქართულად ვერ ვხედავ რააა

  • ek-u თქვა:
    29 იანვარი 2013 13:21 - ID: 17,
    სიყვარული სისუსტეა, ქალებს სიყვარულის გარდა არაფერი შეუძლიათ. სურთ დაგვარწმუნონ, რომ ეს გრძნობა მთავარია ცხოვრებაში. მე ვაღიარებ ბუნებრივ და ჯანსაღ ლტოლვას, სიყვარული კი ავადმყოფობაა."
    ქალის სიძულვილი იგივე სიყვარულია, ოღონდ მიმართულებაშეცვლილი."
    დიდი მადლობა ავტორს.... :)

  • Gia Carangi თქვა:
    29 იანვარი 2013 11:00 - ID: 16,
    ბედნიერი ვარ ამას რომ ვკითხულობ, იმიტომ რომ თავი გიჟი აღარ მგონია... :D:D:D

  • natianatia თქვა:
    29 იანვარი 2013 00:36 - ID: 15,
    NiNi_N
    იმედია მაგათსაც ვიხილავთ :)))))))

  • amanda თქვა:
    29 იანვარი 2013 00:16 - ID: 14,
    NiNi_N,

    ძალიან,ძალიან კარგი იყო ეს ნაწილიც ;) love

  • beonce თქვა:
    28 იანვარი 2013 23:33 - ID: 13,
    "ქალის ღირსება იმ მამაკაცით იზომება, რომელიც უყვარს."
    მომეწონა ნიუსი feel

  • NiNi_N თქვა:
    28 იანვარი 2013 23:28 - ID: 12,
    natianatia
    მადლობა. კი არის :D ბევრი
    lady_tamo
    ჰო, ვიცი! მინდოდა შეცვლა მაგრამ...
    ELE-elene
    bax_bax
    Ancho.
    tamo

    მადლობა :)


    "ქალი, რომელიც ცდილობს, მამაკაცს დაემსგავსოს, ისეთივე მახინჯია, როგორც ქალაჩუნა მამაკაცი."--> სრულიად ვეთანხმები. ქალი არის ნაზი არსება და თუ ეს სინაზე დაკარგა მაშინ არ ვიცი...!

  • NataMisfit თქვა:
    28 იანვარი 2013 22:50 - ID: 11,
    "ქალი, რომელიც ცდილობს, მამაკაცს დაემსგავსოს, ისეთივე მახინჯია, როგორც ქალაჩუნა მამაკაცი." არ ვეთანხმები!!!!!!!! ქალი სიმამაცით,გამბედაობით და უშიშრობით ბრძოლის სურვილით ბაძავს მამაკაცს და ზუსტად ეს ხდის მას გამორჩეულს!xx

  • bax_bax თქვა:
    28 იანვარი 2013 22:47 - ID: 10,
    ძAაან მაგარიააა , ყოჩAღ

« 1 2 »
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top