;

29 January 2013      marika0704     34 Comments     Views 5747    
Category: Fun, Interesting

მთქნარება


–რატომ ვამთქნარებთ?
–არის თუ არა ეს სასარგებლო?
–რეალურად გადამდებია თუ არა ეს პროცესი?


მეცნიერები დიდი ხანია ცდილობენ ახსნან მთქნარების მიზეზი და გასცენ ამ კითხვებს პასუხი. არსებობს სხვა და სხვა მოსაზრება ამ თემასთან დაკავშირებით. ზოგი თვლის, რომ ვამთქნარებთ მხოლოდ მაშინ როცა დაღლილები ვართ ან როცა გვეძინება, მაგრამ ალბათ ხშირად ყოფილა შემთხვევა როცა სულაც არ გვეძინება და არც დაღლილები ვართ, მაგრამ მაინც ვამთქნარებთ, ამიტომ ყველაზე უფრო დამაჯერებლად მიიჩნევა შედარებით უფრო ახალი თეორია, რომელიც პრინსტონის უნივერსიტეტს ეკუთვნეის.

მთქნარება

ამ უნივერსიტეტის მიერ ჩამოყალიბებული თეორიის თანახმად მთქნარების აზრი ტვინის თერმორეგულაციაში მდგომარეობს. ვირთხებზე დაკვირვებით ადგენდნენ ტვინში ტემპერატურის ცვლილებისას მთქნარების სიხშირეს. მთქნარების დროს ხდება ტვინის გაგრილება. რაც უფრო დაბალია ტემპერატურა მით უფრო ხშირია მთქნარება.
ამის შემდეგ გადაწყვიტეს რომ ამ თეორიის ჭეშმარიტება ადამიანებზე დაკვირვებით გაემყარებინათ. კვლევით დადგინდა, რომ წელიწადის დროებს, ტემპერატურას მართლაც დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან კვლევაში მონაწილე ადამიანების ნახევარი ამთქნარებდა ზამთარში, მაგრამ ზაფხულში მონაწილეების მეოთხედი.

მთქნარება

მთქნარების დროს არა მხოლოდ ტვინი გრილდება, არამედ დუნდება კუნთები, მაქსიმალურად ფართოვდება სასუნთქი გზები და დუნდება ადამიანის გონება, ამ დროს ადამიანი თითქმის არ აზროვნებს. ეს პროცესი ძალიან სასარგებლოა და ნუ ეცდებით მის შეკავებას თუ რა თქმა უნდა უხერხულ სიტუაციას არ შეგიქმნით. ხშირი მთქნარება შესაძლებელია მიზეზი იყოს გონებისადმი ჟანგბადის მიუწვდობლობის.

მთქნარება

მთქნარებას ახასიათებს ერთი მეტად უცნაური და საინტერესო რამ,იგი გადამდებია.მეცნიერებს უჭირთ ამის ახსნა, მაგრამ ფაქტია, რომ თუ ვინმე შენს გვერდით ამთნარებს, უმეტეს შემთხვევაში შენც გიჩნდება იგივეს გაკეთების სურვილი.

მთქნარება


Category: Fun, Interesting
Tags:

Share it
Comments

« 1 2 »


Welcome to ANGEL.GE

at our web page you can see the latest top newses about fashion world, street styles, trends, street styles, films, quotes and many other interesting things...

ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Back to Top