;

31 January 2013      NiNi_N     Views 8958    
Category: Fun, Interesting

☾ გენიოსები ქალის შესახებ!

გენიოსები ქალის შესახებ! Ⅲ

ჯუზეპე მაზინი - იტალიელი მწერალი (1805-1872)

"ქალი ყველაზე ძლიერი სასმელია."

"ყველა ქალი ერთნაირია, მაგრამ თითოეული მათგანი განუმეორებელია."

"ჩვეულებრივი ქალის არაჩვეულებრივად გადაქცევა ადვილია, ამისთვის საკმარისია ის შეიყვარო."

ჯოზეფ ადისონი - ინგლისელი მწერალი (1672-1719)

"საყვარელი ქალის დაკარგვაზე უფრო მტკინვეული დანაკლისი არ არსებობს."

ემილ გოიტი - გერმანელი მწერალი (1864-1908)

"ყოველ ქალს უნდა შეეძლოს ორთი რამ: ქალიშვილივით გამოიყურებოდეს,
ქალბატონივით იქცეოდეს, კაცივით აზროვნებდეს და ცხენივით მუაშაობდეს."

ვიქტორ (მარი) ჰიუგო - ფრანგი მწერალი (1802-1885)

"იყო ადამიანი ბევრს ნიშნავს, მაგრამ იყო ქალი კიდევ უფრო ბევრს."

"ქალის ტვინი ისეა მოწყობილი, რომ ნიჭიერ მამაკაცში მხოლოდ ნაკლს ეძებს, ხოლო სულელეში - ღირსებებს."

"ქალები მამაკაცებში თავიანთი პატივმოყვარეობის დაკმაყოფილებას ცდილობენ. მათ ჩვენში საკუთარი თავი უყვართ."

გენიოსები ქალის შესახებ! Ⅲ

გუსტავ ფლობერი - ფრანგი მწერალი (1821-1880)

"ქალი ახალგაზრდაა მანამ, სანამ უყვართ."

ფრანსუა მორიაკი - ფრანგი მწერალი (1885-1970)

"ქალებს ის მიაჩნიათ დასაშვებად, რის ნებასაც საკუთარ თავს აძლევენ."

ჯორჯ გორდონ ბაირონი - ინგლისელი პოეტი (1788-1824)

"მამაკაცი უფრო მეტად ქალზე ეჭვიანობს, ქალები კი ერთმანეთზე."

"უბედურებაა, რომ ვერც ქალების გარეშე ვძლებთ და ვერც მათთან ერთად."

ფრიდრიხ ნიცშე - გერმანელი ფილოსოფოლი (1844-1900)

"პირადი პატივმოყვარეობის სიღრმეში ქალს ყოველთვის აქვს ზიზღი ქალის მოდგმის მიმართ."

"ერთი შეხედვით რაოდენ მშვიდობიანადაც უნდა გამოიყურებოდეს,
თავისი არსით ქალი კატასავით მოუთვინიერებელია."

მარკ ტვენი - ამერიკელი მწერალი (1835-1910)

'მხოლოდ ქალებს შეუძლიათ, იყვნენ ქალებისთვის არამარტო საუკეთესო მსაჯულები, არამედ ჯალათებიც."

გენიოსები ქალის შესახებ! Ⅲ

ეფრაიმ კიშონი - ებრაელი მწერალი (1924-2005)

"ქალის ტანსაცმლის რაოდენობა პირდაპირპროპორციულია
იმ დროისა, რომლის განმავლობაშიც ქმარს მისი ლოდინი უწევს."

ანრი დე მონტერლანტი - ფრანგი მწერალი (1896-1972)

"წესიერი ქალი ისაა, ვისაც აღარ სურს, ერთ მამაკაცზე მეტი გააუბედუროს."

"ქალები არასდროს ტყუიან, ისინი იგონებენ სიმართლეს, რომელიც იმ წუთებში სჭირდებათ."

კონსტანტინე მელიხანი - თანამედროვე რუსი მწერალი (1952)

"მამაკაცს ქალი მზერით უყვარს და სმენით სძულს."

"ცოლი იმიტომ უნდა მოიყვანო, რომ მიხვდე ეს არ უნდა გაგეკეთებინა."

'"ხანდახან ქალი უარს ამბობს მამაკაცთან სიახლოვეზე არა იმიტომ, რომ ის არ მოსწონს, არამედ იმიტომ, რომ შიშობს, თვითონ არ აღმოჩნდეს დაწუნებული."

"ქალი და მამაკაცი ორი რამის გამო მოიწყენს: როცა ერთმანეთს ხშირად ვერ ხედავენ და როცა ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ერთად ყოფნა უწევთ."

"ქალი სწრაფად ნებდება მას, ვინც არ უყვარს და დიდხანს ეწინააღმდეგება მას, ვინც უყვარს, რადგან საყვარელ ადამიანთან საკუთარი თავის კარგად წარმოჩენდა სურს, ხოლო ვინც არ უყვარს, მასთან არც ცხვენია, თუ ცუდი გამოჩნდება."

გენიოსები ქალის შესახებ! Ⅲ

სტენდალი - ფრანგფი მწერალი (1783-1842)

"ქალი თავს ლამაზად მიიჩნევს, თუ კარგად აცვია."

"ქალის ძალაუფლება იმ უბედურებით იზომება, რომლის მოტანაც მას საყვარელი მამაკაცისთვის შეუძლია."

ჟან ჟენე - ფრანგი მწერალი (1910-1996)

"ქალები გამუდმებით ვიღაცის წინააღმდეგ უმეგობრდებიან ერთმანეთს."

"მამაკაცები და ქალები ერთ რამეში თანხმდებიან: არც ერთი არ ენდობა ქალებს."

"ქალი გაპატიებს სიძულვილს, უხეშობას, ზიზრს, მაგრამ არ გაპატიებს ირონიას."

ალექსანდრე დიუმა (მამა) - ფრანგი მწერალი (1802-1870)

"საქმე იმაში როდია, რამდენად ლამაზია ის და არც იმაში, რამდენად საინტერესოა
მასთან საუბარი, უბრალოდ, მას აქვს რაღაც ისეთი, რაც გიზიდავს. საკმარისია მამაკაცმა
ქალი ერთხელ დაინახოს ქუჩაში და შეიძლება სამუდამოდ დაამახსოვრდეს."

ალფრედ პიჩკოკი - ბრიტანელი რეჟისორი (1899-1980)

"თუ ქალი თავის გულს გადაგიშლის, ყველგან დაუფიქრებლად წამოგყვება."

"სრულიად უაზროა, ქალების გაგებას შეეცადოთ; მათი უზარმაზარი ხიბლი ისაა, რომ ამოუცნობები არიან."

გენიოსები ქალის შესახებ! Ⅲ

დემოკრიტე- ბერძენი ფილოსოფოსი (ძვ.წ 470-380)

"ქალს მამაკაცზე მეტად სიამოვნებს ბოროტების ქსელის ხლართვა."

"ქალი ყველაფერს გაპატიებს, მაგრამ ხშირად შეგახსენებს, რომ გაპატია."

ფრანსუა მორიაკი - ფრანგი მწერალი (1885-1970)

"ქალებს ის მიაჩნიათ დასაშვებად, რის ნებასაც საკუთარ თავს აძლევენ."

შოდერლო დე ლაკო - ფრანგი მწერალი (1741-1803)

"ქალი იმ წუთებშია ყველაზე მშვენიერი, როცა მამაკაცს გრძნობით ათრობს."

"ის მოჩვენებითი ძალაუფლება, რომელსაც ვითომდა ქალებს ვანიჭებთ, მახეა, რომელშიც ისინი იოლად ებმებიან."

რაფაელ საბატინი - იტალიელი მწერალი (1875-1950)

"თუ ქალი სხვას ეკუთვნის, ის ხუთგზის უფრო სასურველია, ვიდრე ის, ვისი დაპყრობაც ადვილად შეგიძლია"

ჟან პაული - გერმანელი მწერალი (1763-1825)

"ყველაზე გულახდილი აღიარების დროსაც კი ქალი ყოველთვის რაღაცას იტოვებს თავისთვის."

გენიოსები ქალის შესახებ! Ⅲ


Category: Fun, Interesting
Tags:

Share it
Comments

« 1 2 »


Welcome to ANGEL.GE

at our web page you can see the latest top newses about fashion world, street styles, trends, street styles, films, quotes and many other interesting things...

some articles are translated to English via google.com

ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Back to Top