;
31 იანვარი 2013      ფსიქეა     44 კომენტარი     ნანახია 6266-ჯერ    
კატეგორიაში: საინტერესოა

წარმოსახვითი მეგობარი
რას იტყვით, თუ ერთ მშვენიერ დღეს დაინახეთ, რომ თქვენი პატარა ვიღაც უხილავს ესაუბრება, ხოლო როდესაც ჰკითხავთ, რაზე საუბრობენ ასე გატაცებით ის და მისი ახალი მეგობარი, მკაცრად გიპასუხებთ, რომ ეს მათი პირადი საქმეა?

ალბათ დაუყოვნებლივ ჩამოურეკავთ ნაცნობებს და ჰკითხავთ, კარგი ბავშვთა ფსიქოლოგი ხომ არ ეგულებათ, რადგან თქვენს შვილს... წარმოსახვითი მეგობარი გაუჩნდა! ნუ იჩქარებთ. თავდაპირველად იმაზე შევთანხმდეთ, რომ წარმოსახვითი მეგობრის ყოლა გადახრა არ არის. მეტიც – ამერიკელი ფსიქოლოგების ნაწილს მიაჩნია, რომ დღესდღეობით მისი ყოლა უფრო ბუნებრივია, ვიდრე არყოლა. მათი აზრით, დღესდღეობით წარმოსახვითი მეგობრის ყოლა ბავშვის განვითარების ნორმალური პროცესის ნაწილად შეიძლება იქნეს მიჩნეული.

არაფერია განსაკუთრებული იმაში, რომ ბავშვი ალტერნატიულ პიროვნებას იგონებს. განა ჩვენც ასევე არ ვიქცევით, როდესაც წარმოვიდგენთ, როგორ ვიპყრობთ ბიზნესის მწვერვალებს ან როგორ ვხიბლავთ ათასობით თაყვანისმცემელს, რომლებიც სინამდვილეში არასოდეს გვყოლია? ერთადერთი განსხვავება ის არის, რომ ბავშვები, მშობლებისგან განსხვავებით, მკაფიოდ ვერ მიჯნავენ ერთმანეთისგან თავიანთ წარმოსახვით და რეალურ მეს, რადგან ჯერ არ უსწავლიათ, თავიანთი ფიქრები, გრძნობები და მოქმედებები ერთ მთლიანობად აღიქვან. გარდა ამისა, უფროსებს შეგვიძლია, სხვადასხვა სიტუაციაში სხვადასხვა ვიყოთ, მაგალითად, სახლში – ალერსიანი ოჯახის დედა, სამსახურში კი მკაცრი მენეჯერი, დღისით – მოწესრიგებული ფინანსისტი, ღამით – თავზეხელაღებული ქლაბერი, რეალურ სამყაროში – უბრალო ნანუკა, ვირტუალურ რეალობაში კი სუპერგმირი. პიროვნებათა ეს სიმრავლე გვეხმარება ვისიამოვნოთ შესაძლებლობათა უფრო ფართო სპექტრით და უფრო მრავალფეროვანი ცხოვრებით ვიცხოვროთ.

სხვათა შორის, იმავე ამერიკელების აზრით, მრავალი მეს შექმნის შესაძლებლობა არტისტული ნიჭის ნიშანია და შემოქმედებითი გამოცდილების ფორმადაც კი შეიძლება წარმოვიდგინოთ, რომელიც იმ მრავალფეროვან და ცვალებად სამყაროსთან შესახვედრად გვამზადებს, რომელიც მოწიფულ ასაკში გველის.
ასე რომ, თუ ერთ მშვენიერ დღეს ბავშვმა სიტყვა ჩამოაგდო ახალ მეგობარზე, რომელიც მის საწოლ ოთახში, კარადის უკან ან ხალიჩის ქვეშ ცხოვრობს, მაშინვე ფსიქოლოგის (მით უმეტეს, ფსიქიატრის) ძებნას ნუ დაიწყებთ. თქვენს შვილს შესანიშნავი ფანტაზია აქვს – აი ერთადერთი რამ, რაც ამ ეტაპზე უყოყმანოდ შეიძლება ითქვას, დანარჩენს კი დრო გიჩვენებთ.

წარმოსახვით მეგობარზე დაკვირვებით შეიძლება საკუთარი შვილის შესახებ ბევრი ისეთი რამ შეიტყოთ, რაც მანამდე აზრადაც არ მოგსვლიათ. წარმოსახვითი მეგობარი ბავშვს ეხმარება სხვადასხვა ემოციური პრობლემების დაძლევაში, მაგ, მარტოობის. თუ თქვენ გადახვედით სხვა ადგილზე საცხოვრებლად, ან სულ ახლახანს მივიდა საბავშვო ბაღში და ჯერ ვერ მოახერხა ადაპტირება, ანდა ოჯახს შეემატა ახალშობილი, ბავშვი თავს მარტოსულად გრძნობს და მას უჩნდება მეგობარი, რომელიც ყოველთვის მასთანაა. მას შეუძლია მოუყვეს თავისი განცდების შესახებ, დაელაპარაკოს გულახდილად, ხანდახან წარმოსახვითი მეგობრის როლს ასრულებს სათამაშო.

ფსიქოლოგები გამოყოფენ წარმოსახვითი მეგობრის რამდენიმე ძირითად ტიპს:


1. კომპანიონი (შეიძლება იყოს როგორც ადამიანი, ასევე ცხოველი; ხშირად ნამდვილი ყაჩაღანაა, რომელიც ათასგვარ ოინბაზობას იგონებს)
პრობლემა: ბავშვი მოწყენილია.
გამოსავალი: გამონახეთ დრო შვილთან ურთიერთობისთვის. ჰკითხეთ, რას და როგორ ეთამაშება თავის წარმოსახვით მეგობარს და შესთავაზეთ, იგივე თქვენც გეთამაშოთ. ხშირად ატარეთ თოჯინების თუ საბავშვო თეატრში, გამოფენებზე, სხვა საინტერესო ღონისძიებებზე. დაეხმარეთ რეალური მეგობრების პოვნაში - ხშირად ატარეთ პარკში, მოიწვიეთ შინ მისი თანატოლები. თუ ურთიერთობის დამყარება უჭირს, თავად წამოიწყეთ თამაში და სხვა ბავშვებიც აიყოლიეთ.
2. მუთაქა (სუსტია, ბავშვი მას აშკარად ჩაგრავს, ექცევა და მიმართავს ისე, როგორც თავად მას ექცევიან და მიმართავენ მკაცრი მშობლები: ,,ეს არ შეიძლება”, ,,ამის გამო დაგსჯი”, ,,ახლავე გამომიწოდე ხელი, უნდა ჩაგარტყა!”).
პრობლემა: ბავშვი დათგრუნულია და დაგროვილ ნეგატიურ ემოციას წარმოსახვით მეგობარზე ანთხევს.
გამოსავალი: იყავით მის მიმართ უფრო ლმობიერი, მიეცით მეტი თავისუფლება, მიაჩვიეთ დამოუკიდებლობას, თორემ საბოლოოდ უსუსური, უნებისყოფო პიროვნება შეგრჩებათ ხელში.
წარმოსახვითი მეგობარი
3. მცველი (როგორც წესი, დიდი და ძლიერია).
პრობლემა: ბავშვს ვიღაცის, ან რაღაცისა ეშინია.
გამოსავალი: ტაქტიანად გამოკითხეთ შვილი, გაესაუბრეთ ასევე მის რეალურ მეგობრებსა და მასწავლებლებს და გაგონილის შესაბამისად იმოქმედეთ. ურთიერთობის წესები. როდესაც წარმოსახვითი მეგობრის შესახებ შეიტყობთ, არ დასცინოთ ბავშვს, თუნდაც ალერსით – შესაძლოა, სამუდამოდ დაკარგოთ მისი ნდობა. გამოკითხეთ პატარას, როგორია მისი ახალი მეგობარი, რა უყვარს, რაზე ოცნებობს. თუ ბავშვი ხალისით გიშვებთ თავის წარმოსახვით სამყაროში, თქვენც მხარი აუბით. მაგალითად, მისი წარმოსახვითი მეგობარი სუფრასთან მიიწვიეთ, ცალკე თეფში დაუდგით. მაგრამ თუ შვილი ახალ მეგობარზე უხალისოდ გესაუბრებათ, ძალას ნუ დაატანთ, განზე გადექით და შორიდან დააკვირდით.

ნუ შეგრცხვებათ თქვენი შვილის წარმოსახვით მეგობართან ურთიერთობის თუ ამას ბავშვი თავად შემოგთავაზებთ, მაგრამ ურთიერთობაში ლიდერის როლი შვილს დაუთმეთ.
თუ ბავშვმა მოულოდნელად გამოგიცხადათ, რომ მის მეგობარს ეშინია ან წუხს, ყურადღებით იყავით – შესაძლოა, ეს თავად თქვენი შვილის განცდები იყოს, მაგრამ ამას ხმამაღლა ნუ იტყვით. ჰკითხეთ ბავშვს: ,,შენ როგორ ფიქრობ, რისი ეშინია, რა აწუხებს შენს მეგობარს? შენც იმავეს გრძნობ?” თუ ბავშვმა წარმოსახვითი მეგობარი ერთგვარ ფოსტალიონად აირჩია, რათა თქვენამდე მოეტანა თავისი პრობლემა, რომელზე პირდაპირ საუბარიც არ სურს, აჯობებს, მოგვარების გზაც ირიბად, წარმოსახვით მეგობარზე საუბრის გზით ეძიოთ.


როდის მივმართოთ ფსიქოლოგს?
როდესაც წარმოსახვით მეგობართან ერთად ბავშვს ჰყავს რეალური ამხანაგებიც, სიამოვნებით ურთიერთობს მათთან, ხალისით დადის საბავშვო ბაღსა თუ სკოლაში, პარკში, სტუმრად, – საშიში არაფერია.
ფსიქოლოგთან გასაუბრება სასურველია, როდესაც ბავშვი:
- შინ თუ გარეთ მხოლოდ წარმოსახვით მეგობარს ეთამაშება, გაურბის რეალურ ბავშვებთან კონტაქტს.
- თამაშის დროს ცდილობს, ტკივილი მიაყენოს ამხანაგებს ან მშობლებს და ირწმუნება, რომ ეს წარმოსახვითმა მეგობარმა უბრძანა.
- ამბობს, რომ წარმოსახვითი მეგობარი მას შორს, უკეთეს ადგილას წაიყვანს – ეს იმას ნიშნავს, რომ ბავშვს ჩვეულ გარემოში რაღაც აწუხებს ან აშინებს.
- ამბობს რომ წარმოსახვითი მეგობარი დასჯის ყველას, ვინც მას გააბრაზებს – ეს ფარული აგრესიის ნიშანია, რომელსაც პატარა შესაძლოა არ გამოხატავდეს, მაგრამ მის ხასიათზე უთუოდ მოახდენს გავლენას.
- ამბობს, თუ რა ცუდად იქცევა, ან როგორ აწვალებს მისი წარმოსახვითი მეგობარი – უნდა ვიფიქროთ, რომ ბავშვს დანაშაულის განცდა ტანჯავს, ამიტომ თავს აფარებს გამოგონილ სამყაროს, სადაც ვიღაც მასზე უარესად იქცევა.
- წარმოსახვით მეგობარს მშობლებს უმალავს – ეს იმას ნიშნავს, რომ მათ არ ენდობა.

წარმოსახვითი მეგობარი 7-10 წლისთვის თავისთავად გაქრება, მ
ანამდე კი ჯობს, თავადაც ,,დაუმეგობრდეთ” – ის ბავშვის სამყაროში შესანიშნავ მეგზურობას გაგიწევთ.


პატივისცემით
ესთი ანტოშვილი
facebook.com/psychea.georgia - ფსიქეა

კატეგორია: საინტერესოა
Tags:

44


  • nina__ თქვა:
    10 დეკემბერი 2013 21:02 - ID: 44,
    ეხლაც მყავს, თითქოს ავსებს სიცარიელეს... უმეგობროდ ჯდომას მირჩევნია ისევ წარმოვიდგინო ისალიან მეხმარება მრტოობის ატანაში.. love

  • Nessie თქვა:
    10 თებერვალი 2013 20:21 - ID: 43,
    მე მყავდა ანიტა :დ ♥ სულ ვესაუბრებოდი ხოლმე და სულ მასთან ვთამაშობდი. ზოგჯერ დამიხატავს კიდევაც

  • bekucii თქვა:
    8 თებერვალი 2013 22:02 - ID: 42,
    მეცმყავდა წაროსახვითი მეგობარი მიმი და სუ მაგას ვეტამასჰებოდი ხოლმე :((( მე დედისერტა ავრ და არავინ რო არ მეტამასჰებოდა ხოლმეე ამის გამო

  • Deakoo თქვა:
    7 თებერვალი 2013 15:19 - ID: 41,
    მეც მყავს დათუჩა პატარა და ბულა-ბულა ქვია love

  • keso_love თქვა:
    5 თებერვალი 2013 16:42 - ID: 40,
    მყავდაა

  • SaLLy :) თქვა:
    2 თებერვალი 2013 19:06 - ID: 39,
    ძალიან საინტერესო ნიუსიაააა love

  • raveeeee თქვა:
    1 თებერვალი 2013 23:44 - ID: 38,
    :)

    მე ეხაც მყავს არადა 13 წლის ვარ :)

  • ann თქვა:
    1 თებერვალი 2013 23:05 - ID: 37,
    რა წარმოსახვითი მეგობარიოო რაა ნაპარნიკებიოო მეშინია მე კიდევ კარგი არ მყოლია კიდევ კარგი wassat მე არ მჯერა შეიძლება არსებობს მართლაა თუ ვითომ მაგრამ მეშინია ეგეთი რაგაცეების wink

  • funny17 თქვა:
    1 თებერვალი 2013 19:09 - ID: 36,
    მეც მყავდა წარმოსახვითი მეგობარი მეორე კლასამდე...ამდენხანს რატომ გაგრძელდა არ ვიცი,მაგრამ მახსოვს,რომ ემილია ერქვა(ეს ჩემი საყვარელი წიგნიდან "ყვითელი კოდალას ორდენიდან"არის). love

  • lady_keto თქვა:
    1 თებერვალი 2013 17:29 - ID: 35,
    ბავშვობაში მეგობრები არ მაკლდა ამიტომაც არ მყოლია წარმოსახვითი მეგობარი ნორმალური ბავშვი ვიყავი wink

  • Girl_with_curlyHair თქვა:
    1 თებერვალი 2013 17:13 - ID: 34,
    მეც მყავდა, მგონი იმიტომ რომ იყო რაღაცეები, რომლებსაც ჩემი თანატოლები ვერ გაიგებდნენ და ასე მეგონა დედაჩემიც ვერ გამიგებდა და შესაბამისად ვესაუბრებოდი იმ "ვიღაცას" და ხან ჩემს თავს. ხან წიგნიდან ამოღებულ ფრაგმენტს განვიხილავდი ხოლმე იმასთან ერთად და ხან რას,ხან რას wink მაგრამ მერე დეიდაჩემთან ვიპოვე საერთო ენა და მიუხედავად იმისა რომ ბავშვი ვიყავი, ყოველთვის გაგებით ეკიდებოდა ჩემს ნათქვამს და ჩემი წარმოსახვითი მეგობარიც გაქრა love

  • barsutka))) თქვა:
    1 თებერვალი 2013 14:58 - ID: 33,
    miranda..,
    დავწყნარდიი :DD ოღონდ მართლა

  • MarinkA თქვა:
    1 თებერვალი 2013 01:29 - ID: 32,
    სანამ ჩემი და გაჩნდებოდა მეც მყავდა წარმოსახვითი მეგობარი ,,კომპანიონი'':)მის საპატივსაცემლოდ დავარქვი ჩემ დას ქეთი:)

  • miranda.. თქვა:
    1 თებერვალი 2013 01:12 - ID: 31,
    ვაიმეეეეე ბავშვობაში მეც მყავდა ჩემი გამოგონილი არსებები რომლებსაც ველაპარაკებოდი მაშინ 3 წლის ვიყავი.. ერთხელ ზოოპარკში წამიყვანეს და მთელი გზა ხელები მქონდა გამოშვერილი ჰაერში დედამ რომ მკითხა მიზეზი ვუპასუხე ხელში ბუკა(ასე დავარქვი) მიჭირავს თქო wink ფსიქოლოგმა დედაჩემს აუხსნა რომ ეს ბავშვის ორიგინალური აზროვნების უნარს უსვამს ხაზს.. თუ ბავშვი თავის ასაკთან შედარებით უფრო განვითარებულია ვიდრე მის ასაკის სხვა ბავშვები იგი იწყებს ისეთი პიროვნების გამოგონებას რომელშიც ყველა ის თვისებაა თავმოყრილი რასაც მის ტოლებში ვერ პოულობსოო..
    barsutka))),
    ასე რო საშიში არაფერია ახლა 21 ვარ და არაჩვეულებრივი ფსიქიური დგომარეობა მაქვს wink

  • barsutka))) თქვა:
    31 იანვარი 2013 23:41 - ID: 30,
    MaRyaLiCe,
    კიდევ დაამატე მაშნ :DDD

  • Hope თქვა:
    31 იანვარი 2013 23:12 - ID: 29,
    მე ყოველთვის მყავდა საყვარელი სათამაშო მას ველაპარაკებოდი ხოლმე ანდაც...ჩემთვის სარკესთან დავდგებოდი დ ავლაპარკაობდი ზოგს უცნაურად მიაჩნია მაგრამ ასე იყო :დ ასევე მე ვმღერი და იმავე სარკის წინ წამროვისახავდი დიდ მომავალს სცენაზე love
    ვფიქრობ ყველა ბავშვს უნდა ჰაყვდეს და უმეეტს ნაწილს ჰყავს წარმოსახვითი მეგობრები... love feel

  • elenuca44 თქვა:
    31 იანვარი 2013 23:05 - ID: 28,
    ვაიმეე ჩემ კლასელს ყავდა და მთელი გაკვეთილი მაგას ელაპარაკებოდა :D მე მყავს ოღონდ წარმოვიდგენ ხოლმე რომ ის რობოტია, რატომღაც მგონია რომ ეს რობოტი დამიცავს ყველაფრისგან და როცა მას ვისხენებ შიში მიქვრება love

  • MaRyaLiCe თქვა:
    31 იანვარი 2013 22:48 - ID: 27,
    barsutka))),
    აბა მომბეზრდა 3 კაცში ჯოკრის თამაში :D

  • QiQiTo:):) თქვა:
    31 იანვარი 2013 21:06 - ID: 26,
    გამაცინეთ! wink

  • barsutka))) თქვა:
    31 იანვარი 2013 20:49 - ID: 25,
    MaRyaLiCe,
    არა შენ დამატებაში ძაან :დდდ

« 1 2 3 »
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top