;

4 February 2013      NiNi_N     Views 9097    
Category: Fun, Interesting

ცნობილი ქალბატონები მამაკაცის შესახებ! Ⅰ

ცნობილი ქალბატონები მამაკაცის შესახებ! Ⅰ

მერლინ მონრო - ამერიკელი მსახიობი (1926-1962)

"მამაკაცები ყველაფერს სცემენ პატივს, რაც მათ სულიერ სიმშვიდეს მიანიჭებს."

"რაც არ უნდა ილაპარაკო, მამაკაცის ცხოვრებაში მხოლოდ ერთი ქალია, დანარჩენები მისი ჩრდილები არიან."

"მამაკაცს, რომელიც სწორ ახსნას მოუძებნის იმ ფაქტს, რომ ერთდროულად ცოლიც უყვარს და საყვარელიც, უთუოდ ნობელის პრემია ეკუთვნის."

"ნამდვილი მამაკაცი ისაა, რომელსაც ყოველთვის ახსოვს ქალის დაბადების დღე და არასდროს იცის, რამდენი წლისაა ის. მამაკაცი, რომელსაც არასდროს ახსოვს ქალის დაბადების დღე, ხოლო ზუსტად იცის მისი ასაკი - ეს მისი ქმარია."

მარგარეტ მიტჩელი - ამერიკელი მწერალი (1900-1949)

"არ შეიძლება ჯენლტმენების საუბარში ჩარევა, თუნდაც იცოდე, რომ ისინი მართლები არ არიან, შენ კი ეს საკითხი მათზე უკეთ იცი. ჯენლტმენებს არ უყვართ ზედმეტად დამოუკიდებლად მოაზროვნე ქალები."

"არც ერთი მამაკაცი არ შეირთავს ქალს, თუ შეამჩნევს, რომ მას ამ ცხოვრებაში მასზე მეტი გაეგება, არადა, ასეთი ჯენლტმენებისთვის დიდი მოულოდნელობაა, როცა ქორწინების შემდეგ აღმოაჩენენ, რომ მათი ცოლები ნამდვილი იდიოტები არიან."

მარგარეტ ტეტჩერი - ბრიტანელი პოლიტიკოსი (1925)

"შეიძლება მძიმე წონის მამაკაცი მეტია, ვიდრე ქალი და ფოლადის გამოდნობაც ჩვენზე უკეთ
შეუძლიათ, მაგრამ ადამიანის ტვინი კუნთებს არ საჭიროებს."

ცნობილი ქალბატონები მამაკაცის შესახებ! Ⅰ

აგატა კრისტი - ინგლისელი მწერალი (1890-1976)

"მამაკაცი - პატივმოყვარეობის ქმნილებაა."

"მამაკაცი თავისი ცოლის წარსულს ყოველთვის დიდ მნიშვნელობას ანიჭებს."

"ყველა მამაკაცი ერთნაირად იქცევა იმ ქალის წინაშე, რომლითაც აღფრთოვანებულია."

კოკო შანელი - ფრანგი მოდელიორი (1883-1971)

"მამაკაცებს არ უყვართ პატარა გოგონები და თუ მაინც შეუყვარდათ, ბოლოს აუცილებლად მიატოვებენ."

"სილამაზე იმისთვის გვჭირდება, რომ მამაკაცებს ვუყვარდეთ, სისულელე კი იმისთვის, რომ ისინი გვიყვარდეს."

"მამაკაცი, რომელსაც კეთილშობილური საქციელის ჩადენა შეუძლია, ქალების მხრიდან სიყვარულისთვის განწირულია."

"იცით, რით განსხვავდება მამაკაცური ეგოიზმი ქალური ეგოიზმისგან? მამაკაცს სურს, საკუთარი თავისთვის იცხოვროს, ქალს კი სურს, მამაკაცმა მისთვის იცხოვროს."

"მამაკაცს გული უცივდება იმ ქალის მიმართ, ვისაც ის ძლიერ უყვარს, ეტყობა გრძნობები ქველმოქმედებას ჰგავს, ვისაც არ შეუძლია მათზე ღირსეული პასუხის გაცემა, უმადური ხდება."

ცნობილი ქალბატონები მამაკაცის შესახებ! Ⅰ

მეი უესტი - ამერიკელი მსახიობი (1893-1980)

"მამაკაცისთვის ყველა ქალი გამოცანაა, რომლის გამოცნობასაც მეორე ქალით ცდილობს."

"ის მამაკაცი, რომელსაც ქალი თავის ნებაზე ატრიალებს, მამაკაცი აღარაა, უბრალოდ არარაობაა."

"არცერთ მამაკაცს არ შეუძლია, ქალის გონებას ჩაწვდეს და სწორედ ამიტომ მიიჩნევს მას უგუნურად."

"დაბალი მამაკაცების უბედურება ისაა, რომ მათ ჩევულებრივ, მაღალი, თვალშისაცემი ქალები მოსწონთ."

"ახალგაზრდა მამაკაცები ქალებთან მორიდებული მდიდრებივით იქცევიან, მოხუცები კი თავხედი მათხოვრებივით."

შარლოტა ბრონტე - ინგლისელი მწერალი (1816-1855)

"ნამდვილი ხიფათის წინაშე მამაკაცები ამჯობინებენ, ქალები გვერდით არ ჰყავდეთ."

"მამაკაცები ქალებს ყოველთვის ასე ექცევიან: მოსალოდნელ საშიშროებას
უმალავენ, რადგან ჰგონიათ, ამით ტანჯვას აარიდებენ."

"მამაკაცი ჩინურად დაწერილი გადაშლილი წიგნია, თარგმნა, ინტერპრეტაცია და გაგება
სჭირდება. ზოგჯერ თარგმნა იმდენად რთულია, რომ ქალს კითხვის ხალისი ეკარგება,
ინტერპრეტაციის დროს კი ქალი, დიდი ალბათობით, შეცდომებს უშვებს. რაც შეეხება
გაგებას - თარგმნის უკანასკნელ სტადიაზე ნათელი ხდება, რომ "სიუჟეტმა" ქალი გააწბილა."

ავა გარდნერი - ამერიკელი მსახიობი (1922-1990)

"არ მეჯრა, რომ მამაკაცი ქალის მტერია, მე უფრო მისი ადვოკატი მგონია."

"მამაკაცები შინაგანად ზარმაცები არიან. ყველა ქალს რომ სამუშაოს შოვნა
შეეძლოს, მამაკაცები სიამოვნებით დასხდებოდნენ სახლში და ლუდს დალევდნენ."

ცნობილი ქალბატონები მამაკაცის შესახებ! Ⅰ

ჯინა ლოლობრიჯიდა - იტალიელი მსახიობი (1928)

"ერთი მამაკაცის პატივმოყვარეობა ათ ქალს ეყოფა."

"ქალები უფრო იოლად აღიარებენ თავიანთ შეცდომებს,
ვიდრე მამაკაცები, ამიტომაც ისე ჩანს, თითქოს ქალები მეტ შეცდომებს უშვებენ."

"მამაკაცი საკუთარ საიდუმლოზე ერთგულად სხვის საიდუმლოს ინახავს, ქალი კი - პირიქით."

სიმონე დე ბოვუარი - ფრანგი მწერალი (1908-1986)

"არც ერთი მამაკაცი არაა ქალების მიმართ ისეთი აგრესიული და
ქედმაღალი, როგორც ის, ვისაც საკუთარ მამაკაცობაში ეპარება ეჭვი."

"ქალთან შედარებით სრულიად ჩვეულებრივ მამაკაცსაც კი თავი ნახევრადღმერთი ჰგონია."

"მამაკაცი ჩვეულებრივი ადამიაანისგან განსხვავებით ტკივილის მიმართ ორჯერ უფრო მგრძნობიარეა."

ჟორჟ სანდი - ფრანგი მწერალი (1804-1876)

"მამაკაცი, რომელიც ჭკვიანურად ლაპარაკობს სიყვარულზე - შეყვარებული არაა."

"ქმრის მეგობარი თითქმის ყოველთვის ცოლის მტერია, თუ, რა თქვა უნდა, მისი საყვარელი არ არის."

ცნობილი ქალბატონები მამაკაცის შესახებ! Ⅰ

მადონა - ამერიკელი მომღერალი და მსახიობი (1956)

"რაც უნდა ჩაიცვას მამაკაცმა ის მაინც ქალის აქსესუარად დარჩება."

"მამაკაცისთვის უინტერესოა ის, რასაც თვალის ერთი შევლებით ხედავს."

"როცა მამაკაცი შენგან იმას ვერ მიიღებს, რაც სურს, ღვარძლითა და ბოღმით ივსება."

"თუ მამაკაცი ქალებში წარმატებებით ტრაბახობს, ესე იგი საერთოდ წარუმატებელია."

"მამაკაცები დარწმუნებულნი არიან ქალების სისუსტეში, მაგრამ მათი ტყვეები არიან."

"მამაკაცების სისუსტე ისაა, რომ სურთ, ქალებთან შედარებით ძლიერები გამოჩნდნენ."

"მსოფლიოში ყველაზე უკეთესი მამაკაციც კი უვარგისი იქნება, თუ იუმორის გრძნობა არ გააჩნია."

მადამ დე სტალი - ფრანგი მწერალი (1766-1817)

"მამაკაცებისთვის ნამდვილ სიყვარულში წარუმატებლობა, სიყვარულით გატაცების საბაბია."

"როცა ქალის თვალებში რაიმეს წაკითხვაა საჭირო, მამაკაცების უმეტესობა უწიგნური აღმოჩნდება ხოლმე."

ელიზაბეტ ტეილორი - ამერიკელი მსახიობი (1932-2011)

"ქალების უმეტესობას მამაკაცები არამზადებად მიაჩნიათ, მაგრამ მისი შემცვლელი ჯერ ვერ უპოვიათ."

ცნობილი ქალბატონები მამაკაცის შესახებ! Ⅰ


Category: Fun, Interesting
Tags:

Share it
Comments

« 1 2 »


Welcome to ANGEL.GE

at our web page you can see the latest top newses about fashion world, street styles, trends, street styles, films, quotes and many other interesting things...

some articles are translated to English via google.com

ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Back to Top