;
3 თებერვალი 2013      Nanuka.     66 კომენტარი     ნანახია 8502-ჯერ    
კატეგორიაში: საინტერესოა

Jared and Savannah

ჯარედი და სავანა არიან გამორჩეული წყვილი, რომელსაც მთელი მსოფლიოს მასშტაბით უამრავი
ადამიანი იცნობს. მათ სახელი გაითქვეს სოციალურ ქსელ "თამბლერით", სადაც სავანა მისი და ჯარედის ურთიერთობის ამსახველ ვიდეოებს, ფოტოებს და ა.შ აქვეყნებდა. მათ არაერთხელ იჩხუბეს და
ხშირად ვრცელდებოდა ჭორები მათი დაშორების შესახებ, თუმცა ისინი დღეს ერთად არიან და
ყველასთვის სამაგალითო სიყვარული აკავშირებთ. გადავხედოთ ფოტოებს, ინფორმაციას და ვიდეოებს.


"არ არსებობს სხვა ადამიანი მსოფლიოში, რომელზეც უფრო მადლობელი ვარ რომ მყავს ჩემს გვერდში, ვიდრე ეს გოგონა. ვიცი, რომ ვჩხუბობთ და ბევრი რაღაც მოხდა ჩვენს შორის, მაგრამ შენ ჩემი სამყარო ხარ და არ ვიცი რა მომივიდოდა უშენოდ. შენ ხარ ჩემი ცხოვრების სიყვარული და ჩვენ ვავსებთ ერთმანეთს. მე შენ ძალიან მიყვარხარ, სავანა. ვისურვებდი, რომ არსებობდეს უკეთესი ხერხი, რომ მადლობა გადამეხადა შენთვის" - ჯარედი.
Jared and Savannah

თუ როგორ დაიწყო მათი სიყვარულის ისტორია, ამას სავანა უყვება ერთ-ერთ თავის "თამბლერის" მომხმარებელს: "ჩვენ ერთმანეთი გავიცანით მე-6 კლასში და გავხდით ნამდვილად კარგი მეგობრები. მას ყოველთვის ჰქონდა სიმპატია ჩემდამი და ყველამ იცოდა ეს, თუმცა მე არასდროს ვუყურებდი მას ისე, როგორც მეგობარზე მეტს. მე-8 კლასში, ერთ ღამეს ჩვენ "ვაკოცეთ" ერთმანეთს და მაშინ ამისთვის დიდი ყურადღება არ მიმიქცევია, თუმცა გამიჩნდა რაღაც გრძნობები. ზუსტად მაშინ, როდესაც მე გრძნობები გამიჩნდა, მას აკავშირებდა რაღაც სხვა გოგოსთან. თავიდან ეს სულაც არ მანაღვლებდა, მაგრამ ერთ დღეს სკოლიდან ექსკურსიაზე წავედით და ჯარედი მთელ დროს იმ გოგოსთან ატარებდა. სწორედ მაშინ მივხვდი, რომ ის მომწონდა, თან ძალიან. თავიდან, არ მინდოდა რომ მისთვის გამემხილა ჩემი გრძნობები, რადგან არ დამენგრია მისი და იმ გოგოს ურთიერთობა, თუმცა როდესაც ექსკურსიიდან ვბრუნდებოდით მე და მან ძალიან ვიჩხუბეთ და სწორედ მაშინ მითხრა, რომ არ სურდა ჰქონოდა ჩემთან ურთიერთობა. იმ მიზეზით, რომ ჯარედი არ დამეკარგა, გავუმხილე ჩემი გრძნობების შესახებ და მან ჩემ გამო მაშინვე დაასრულა იმ გოგოსთან ურთიერთობა. დაახლოებით ერთი კვირის შემდეგ, იმართებოდა წვეულება სასწავლო წლის დასრულებასთან დაკავშირებით და მე მსურდა სხვა ბიჭთან ურთიერთობა, რათა ჩემს ყოფილ შეყვარებულს ეეჭვიანა და სწორედ ამიტომ გავწყვიტე ჯარედთან ურთიერთობა. ის დაუბრუნდა ისევ იმ გოგოს და წვეულებაზე მე და ის ბიჭი და ჯარედი და ის გოგო ერთად მივედით. რა თქმა უნდა, წვეულების შემდეგ კვლავ შემომრჩა გრძნობები ჯარედის მიმართ, მაგრამ ამ დროს ჯარედი და ის გოგო უკვე შეყვარებულები იყვნენ. მე მისთვის არაფერი მითქვამს, რადგან ვფიქრობდი, რომ მან ისედაც იცოდა რას ვგრძნობდი და პლიუს მას მართლა მოსწონდა ის გოგო. ერთ დღეს, ჩვენ ვსაუბრობდით და გაგვიგრძელდა ძალიან ღრმა დიალოგი და სწორედ ამ დროს გავუმხილე მას, რასაც ვგრძნობდი. იმ დღეს, იგი იმ გოგოს დაშორდა ჩემი გულისთვის. ეს არ არის საუკეთესო ხერხი, რომ დაიწყო ურთიერთობა და ვიცი, რომ ბევრჯერ არასწორად მოვიქეცი, თუმცა ვფიქრობ, რომ ყველაფერს თავისი მიზეზი აქვს და ვიცი, რომ მე და ჯარედი ერთმანეთისთვის ვართ შექმნილნი. ჩვენ გავხდით შეყვარებულები იმ დღის მერე და ახლაც ერთად ვართ".
Jared and Savannah

სავანა და ჯარედი თავიანთი სიყვარულის ისტორიას არამარტო "თამბლერით" უზიარებენ მსოფლიოს, არამედ "იუთუბითაც". ვიდეოში ნახავთ მათ ყოველდღიურ ცხოვრებას, ურთიერთობას, თავგადასავლებს და ა.შ.







❤ Javannah ❤

Jared and Savannah
Jared and Savannah
Jared and Savannah
Jared and Savannah
Jared and Savannah
Jared and Savannah
Jared and Savannah
Jared and Savannah
Jared and Savannah
Jared and Savannah
Jared and Savannah
Jared and Savannah
Jared and Savannah
Jared and Savannah
Jared and Savannah
Jared and Savannah
Jared and Savannah

"მე შენ ძალიან მაგრად მიყვარხარ. რაც არ უნდა მოხდეს, ყოველთვის მეყვარები. შენ უბრალოდ უნაკლო ხარ" - ჯარედი (ეს წერილი სავანამ თავის ლოგინში იპოვა)
Jared and Savannah

სავანას ოფიციალური "ინსტგრამი": s0fly
ჯარედის ოფიციალური "ინსტაგრამი": jaredscott123


სავანას ოფიციალური "თვითერი": @savmontano
ჯარედის ოფიციალური "თვითერი": @jswaggieeee


Javannah - Until the very end

კატეგორია: საინტერესოა
Tags:

66


  • FML თქვა:
    8 თებერვალი 2013 17:41 - ID: 66,
    შევწუხდი რა უბედურება :D არ მიკვირს ასე რო არიან :D ბაზარი არაა:D მაგრამ არ მომწონს ასეთი რაღაცები XX თუ გიყვარს შეგარგოს X რა საჭიროა ნეტში გამოჭენებაXX არ მესმის ასეთების :)

  • ani:) თქვა:
    7 თებერვალი 2013 21:49 - ID: 65,
    არც გოგო მომეწონა დიდად და არც ბიჭი..თუ გინდათ კომუნისტად ჩამთვალეთ მაგრამ ჩემთვის მიუღებელია ასე "ზასაობა" სახალხოდ და რა ვქნა fellow

  • beonce თქვა:
    6 თებერვალი 2013 23:15 - ID: 64,
    საყვარელი წყვილია feel

  • Nino. თქვა:
    5 თებერვალი 2013 19:56 - ID: 63,
    მგონი დაშორდნენ

  • MarinkA თქვა:
    5 თებერვალი 2013 15:39 - ID: 62,
    ჩემთვის გაუგებარია გრძნობების ასეთი დემონსტრირება,ასე მგონია ამით ამბობენ ,,შეაფასეთ ჩვენი სიყვარული''.White Fang,გეთანხმები

  • Smiley :) თქვა:
    4 თებერვალი 2013 21:27 - ID: 61,
    mariiiiiiamooooo)),
    გეთანხმებიიი ))

  • MissDevonne თქვა:
    4 თებერვალი 2013 20:17 - ID: 60,
    საყვარლები არიან... :) მთავარია უყვართ ერთმანეთი და თქვენ ნამდვილად არავინ გეკითხებათ როგორი წყვილი არიან ლაწირაკები არიან თუ არა და ა.შ wink

  • Ggvantsa თქვა:
    4 თებერვალი 2013 19:45 - ID: 59,
    ხან ის გოგო ყვადაო ხან ესო ხან ვუთხარიო ხანა რაო ბლა ბალ აბლაა lol რაღაცა ძალიან პატარებს გვანან belay რა დროს ამათი სამუდამო სიყვარულია lol

  • mariiiiiiamooooo)) თქვა:
    4 თებერვალი 2013 17:11 - ID: 58,
    თუ თვალს გაადაავლებთ ძალიან ბევრი წყვილი დებს მსგავს ვიდეოებს და ნუ სურათებზე აღარ მაქვს ლაპარაკი , ეს უბრალოდ საქართველოა და ჩვენ გვიკვირს ის რაც იქ ჩვეულებრივ მოვლენად ითვლება wink ამ წყვილის შესახებ დიდი ხანია ვიცი და თვალს ვადევნებ ვიდეოებს love ძააალიაან მომწონს , საყვარლები არიან love თქვენი კიდე არ მესმის რა დაინახეთ ცუდი lol

    რატოოო ამდენი სიძულვილი ? lol უბრალოდ ჩათვალეთ როოო ხალხის გასახალისებლად აკეთებენ და ბევრს სტიმულს მატებენ lol არააააააა რა ააააააამ ქართველებს კიდე დიდი ხანი არაფერი გვეშვეელება lol

  • nuca24 თქვა:
    4 თებერვალი 2013 16:13 - ID: 57,
    ძაან საყვარლები არიან პროსტა სავანას რაღაცნაირი ცხვირი აქ მარა უხდება love

  • Vogue თქვა:
    4 თებერვალი 2013 00:34 - ID: 56,
    ჰმ, მერე რა მოხდა რომ მთელ მსოფლიოს დაანახო შენი სიყვარული ?? მერე რა ?? ერთხელ ვცხოვრობთ ხალხნო, რაღაც ხო უნდა გქონდეთ ბოლოს გასახსენებელი. მოვაგროვოთ ლამაზი მოგონებები ;))

  • aneee თქვა:
    3 თებერვალი 2013 23:54 - ID: 55,
    ale, რამე პრობლემა გააქვს?? wink

  • Rainbow თქვა:
    3 თებერვალი 2013 23:18 - ID: 54,
    რა უაზრობააა

  • Nina√ თქვა:
    3 თებერვალი 2013 23:10 - ID: 53,
    crying

  • feistfe თქვა:
    3 თებერვალი 2013 23:02 - ID: 52,
    ვერაფერს ვხედავ ამაში ცუდს

  • Gia Carangi თქვა:
    3 თებერვალი 2013 22:34 - ID: 51,
    ძალიან კარ"ქ"ია ამათი ლავ სთორი მაგრამ ამ ვიდეოების დადებას youtube-ში რა აზრი აქვს ვერ ვხდები... ამათ კი ცოტა კი არადაძალიან გასხვავებული მენტალიტეტი აქვტ ჩვენგან მაგრამ ცოტა მეგოიმებიან და რა ვუყო =)))))

  • wow_disney_wow თქვა:
    3 თებერვალი 2013 22:22 - ID: 50,
    არ დამევასნენ :D :D fellow

  • White Fang თქვა:
    3 თებერვალი 2013 22:18 - ID: 49,
    ისევ თქვენ(ჩვენ) რომ (ვ)ქმნით ასეთებს პოპულარულებს არა?

  • natianatia თქვა:
    3 თებერვალი 2013 22:13 - ID: 48,
    აუ მსოფლიოში მილიონობით წყვილია და გასაკვირი რაა ან ახალი ან რისთვის არიან ესეთი პოპულარულები ვერ ვხვდები ....

  • ELE-elene თქვა:
    3 თებერვალი 2013 22:01 - ID: 47,
    ale,
    ხო, 16 წლის მაინც იქნება ორივე..

« 1 2 3 4 »
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top