;

6 February 2013      ფსიქეა     Views 6970    
Category: Fun, Interesting

ადამიანის ფსიქოლოგია მისი სისხლის ჯგუფის მიხედვით


თუ ჩვენთან აინტერესებთ ხოლმე, თუ ვინ ხარ ჰოროსკოპით, იაპონიაში პიროვნების უკეთ გასაგებად ინტერესდებიან მისი სისხლის ჯგუფით. ხანდახან სამსახურში მიღებისას ზუსტად ამ კრიტერიუმით ხელმძღვანელობენ (რა დასამალია და, ერთ-ერთ დიდ ქართულ კომპანიაზეც მსმენია მსგავსი ამბავი, ოღონდ აქ ზოდიაქოს ნიშნებზე კეთდებოდა აქცენტი რეკრუტინგისას).

იაპონელმა მეცნიერმა პოშიტაკე ნომიმ ჩაატარა გამოკვლევა, სადაც მილიონზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა და დაამტკიცა ამ თეორიის სანდოობა. მოკლედ წარმოგიდგენთ ამ კატეგორიებში შემავალი ადამიანების ძირითად მახასიათებლებს:
და შენ რომელი სისხლის ჯგუფი გაქვს?
- სისხლის I ჯგუფი. თქვენ მიისწრაფვით ლიდერობისკენ. როდესაც მიზანს დაისახავთ, იქამდე იბრძვით, სანამ არ მიაღწევთ მას. შეგიძლიათ წინსვლისთვის მიმართულების სწორად არჩევა. გჯერათ საკუთარი ძალების, არ გაკლიათ ემოციონალურობაც. თუმცა სისუსტეებიც გახასიათებთ: ძალიან ეჭვიანი და მშფოთვარე ხართ, გარდა ამისა ავადმყოფურ აბიციურობასაც ავლენთ.

- სისხლის II ჯგუფი. უპირატესობას ანიჭებთ ჰარმონიას, სიმშვიდეს და მოწესრიგებულობას. სხვა ადამიანებთან კარგად მუშაობთ. ხართ მგრძნობიარე, მომთმენი და კეთილგანწყობილი. სისუსტეებს შორის ხაზგასასმელია - სიჯიუტე და მოდუნების უუნარობა.

- სისხლის III ჯგუფი. თქვენ ჩამოყალიბებული ინდივიდუალისტი ბრძანდებით - აშკარად ხართ მიდრეკილი მოიქცეთ ისე, როგორც თქვენ მოგწონთ. ადვილად ეგუებით ყველაფერს, მოქნილი ხართ და არ უჩივით წარმოსახვის დეფიციტს. თუმცა დამოუკიდებლობის სირვილი ხანდახან შეიძლება ზედმეტი იყოს და სისუსტეში გადაგივიდეთ.

- სისხლის IV ჯგუფი. თქვენ მშვიდი და გაწონასწორებული პიროვნება ბრძანდებით, ადამიანებს უყვარხართ და თქვენთან ერთად თავს კარგად გრძნობენ. იცით მათი გართობა, ამავდროულად ტაქტიანი და სამართლიანი ხართ გარშემომყოფების მიმართ. მაგრამ ხანდახან ძალიან უხეშიც. გიჭირთ გადაწყვეტილებების მიღება.

გარდა ამ კლასიფიკაციისა, გთავაზობთ სხვასაც, რომელიც არაა დაფუძნებული ისეთივე გრანდიოზულ კვლევაზე, როგორც პოშიკატესი, მაგრამ შესაძლოა საინტერესო აღმოჩნდეს თქვენთვის.
და შენ რომელი სისხლის ჯგუფი გაქვს?
მამაკაცი:
I ჯგუფი - ნამდვილი მამრია, სულ აღგზნებულია. უარს არ ღებულობს ქალებისგან.
II ჯგუფი - მორიდებულობა ცოტა ანელებს მათ. ურჩევნიათ ქალი კინოში დაპატიჟონ, გზაში უყიდონ ნაყინი, დასხდნენ ბოლო რიგებში და მორცხვად ,,შემთხვევით" ხელი შეახონ მუხლზე ან მხარზე.
IIII ჯგუფი - მისი მიზანი არაა გულების მოგება. უარსაც უპრობლემოდ იღებს და შეუძლია ამის მიუხედავად ურთიერთობის გაგრძელება. უბრალოდ მოსწონს, როცა ის მოსწონთ.
IV ჯგუფი - მიუხედავად შესანიშნავი ნიჭისა, შეაყვარონ თავი ქალბატონებს, მათ ახასიათებთ დაურწმუნებლობა და ეჭვები. უყვარდებათ თავდავიწყებით.

ქალბატონი:
I ჯგუფი - სექსამდე ძუნწია. ეჭვიანია
II ჯგუფი - შესანიშნავი ცოლები არიან - ერთგული და მოსიყვარულე. მორიდებულობა ქალბატონებსაც ახასიათებთ.
IIII ჯგუფი - ექსტრავაგანტულები არიან. ადვილად აყვარებენ თავს მამაკაცებს. ამის გამო ეშინიათ მათთან დაოჯახება. თუმცა დროთა განმავლობაში ერთგულები და საკმაოდ კარგი მეოჯახეები დგებიან.
IV ჯგუფი - ძალიან ბევრ რამეს აქცევენ ყურადღებას მამაკაცის შერჩევისას და მომთხოვნებიც არიან მათ მიმართ.



იხილეთ ინფოგრაფა
, რომელიც წარმოაჩენს რამოდენიმე საინტერესო ისტორიულ მოვლენას და ფაქტს,
რომელიც ამ თეორიასა და მოსაზრებას დაკავშირებით არსებობს:


პირველი თეორია 1916 წელს ჩამოაყალიბა იაპონელმა ექიმმა კიმატა ჰარამ. ეს მოხდა სისხლის ჯგუფების განსაზღვრების დადგენიდან 16 წელიწადში.
1927 წელს კი გამოიცა ტაკეჯი ფურუკაუას წიგნი, რომელიც ადამიანის ტემპერამენტს განსაზღვრავდა სისხლის ჯგუფის მიხედვით.
1930 წლიდან სამხედროებმა დაიწყეს ჯარისკაცების სელექცია სისხლის ტიპის მიხედვით.
1970 წლიდან ფართოდ დაიწყო ამ თემის პოპულარიზაცია ტელევიზიასა და ჟურნალ-გაზეთებში.
2008 წელს იაპონიის ბესტსელერ წიგნთა ათეულიდან 4 წიგნი სისხლის ტიპის შესახებ იყო.
სისხლის ჯგუფის მიხედვით სასმელის შერჩევა პოპულარული მეთოდია იაპონიის კაფე-რესტორნებში.
იაპონიაში იყიდება პრეზერვატივები, რომელთა შერჩევაც სისხლის ტიპის მიხედვით ხდება.
ოლიმპიურ ქალთა ნაკრების წევრებისთვის ვარჯიშების შერჩევა ხდება ინდივიდუალურად სისხლის ჯგუფის მიხედვით.


[ყოფილ საბჭოთა კავშირის ქვეყნებში სისხლის ჯგუფებს მოიხსენიებენ რიცხვებით და აღინიშნებიან რომაული ნუმეროლოგიით: I, II, III და IV, მათ შეესაბამებათ ასო-ბგერები: O, A, B და AB. ]

და შენ რომელი სისხლის ჯგუფი გაქვს?


Category: Fun, Interesting
Tags:

Share it
Comments

« 1 2 »


Welcome to ANGEL.GE

at our web page you can see the latest top newses about fashion world, street styles, trends, street styles, films, quotes and many other interesting things...

ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Back to Top