;
16 თებერვალი 2013      MTedoradze     20 კომენტარი     ნანახია 10091-ჯერ    
კატეგორიაში: საინტერესოა

რეი ბრედბერი –  "451º ფარენჰაიტით"

რეი ბრედბერი – "451º ფარენჰაიტით"

451 გრადუსი ფარენჰაიტით ჩემთვის არის რაღაცნაირად თბილი წიგნიa, უბრალოდ ლამაზად და გულით დაწერილი და წასაკითხია. ამ ბოლო ხანებში კი ასეთი წიგნები ძალიან მომენატრა და მგონი სწორი არჩევანი გავაკეთე, ეს ნაწარმოები რომ წავიკითხე...

იგი მოგვითხრობს ირეალურ (ჯერჯერობით) ქალაქზე, რომელიც განვითარების ზენიტზეა ამ ქალაქის მცხოვრებლები კედლებში ჩასახლებულ "ნათესავებს" ესაუბრებიან და იმდენად არიან გამოთიშულნი ადამიანობისგან, რომ ცხოვრობენ ერთი გადაცემით, მათთვის ბედნიერება არის კმაყოფილება და იმის ქონა რაც სხვებს აქვთ და მათაც უნდათ რომ ქონდეთ. ქალაქში ასევე არსებობენ მეხანძრეები, რომელთა მისიაც ცეცხლის გაჩაღება, კერძოდ კი წიგნების და მათთან ერთად სახლის განადგურებაცაა. ერთ–ერთი მეხანძრე კი, წინ აღუდგება ამ ყველაფერს, რის გამოც დაიწყებენ მის დევნას. მაგრამ ბოლოს მაინც წიგნის ძალა გაიმარჯვებს.

რეი ბრედბერი –  "451º ფარენჰაიტით"
ფრაზები წიგნიდან:

– 1 – ხალხი ჩირაღდანს ჰგავს, რომელიც, სანამ არ ჩააქრობენ, მხოლოდ საკუთარ შუქს ასხივებს. რა იშვიათად ხდება, რომ სხვა ადამიანმა ასახოს შენი სახე და დაგანახვოს შენი შთაბეჭდილებები, შენი იდუმალი და მოკრძალებული ფიქრები.
– 2 –ჩვენს საუკუნეში ყველაფერი გაუფასურდა. ადამიანისა და ქაღალდის ხელსახოცს ერთი ფასი აქვს. შეგიძლია ცხვირი მოიწმინდო ადამიანით, დაჭმუჭნო, გადააგდო. მერე მეორეს წასწვდე, თითზე შემოიხვიო, ნესტოები გამოიწმინდო და გადააგდო.
– 3 – ახლა არავის სცალია სხვისთვის.
– 4 – ხანძარი ღამე ლამაზ სპექტაკლს წააგავს.
– 5 – ყოველი წიგნის უკან ადამიანი იდგა, ადამიანი ფიქრობდა მსჯელობდა და დიდი წვალებით ნელ–ნელა გადაჰქონდა თავისი აზრი ქაღალდზე.
– 6 – რაც უფრო ხალხმრავალია ბაზარი, მით უფრო ჭირს ისე გავლა, რომ მხარი არავის გაჰკრა.
– 7 – წიგნებში განა ყველაფერია, რასაც თქვენ ეძებთ? იგი ყველგან უნდა ეძებოთ – ძველ გრამაფონის ფირფიტებში, ძველ კინოფილმებში, ძველ მეგობრებში. ეძებეთ ბუნებაში, საკუთარ თავში! წიგნები მხოლოდ ერთ–ერთი ვრცელი საცავი იყო, სადაც იმას ვინახავდით, რისი დავიწყებისაც გვეშინოდა.
– 8 – ახლა ხომ გესმით, რატომ იწვევენ წიგნები ასეთ სიძულვილსა და შიშს! ისინი გვიჩვენებენ ფორმებს ცხოვრების სახეზე. ფუფუნების მაძიებელთ კი უნდათ, მხოლოდ სანთელივით დაწმენდილ, უფერო, უბეწვო და არაფრის მთქმელ სახეს უყურონ.
– 9 – ჩვენ ახლა ისეთ დროში ვცხოვრობთ, რომ ყვავილებიც კი უარს ამბობენ წვიმის წყალსა და ნოყიერ ნიადაგზე და ცდილობენ თავიანთი თანამოძმეებით დაიკმაყოფილონ შიმშილი. მაგრამ თვით ცაში ანთებული თვალწარმტაცი ფეიერვერკიც ხომ მიწიერი ქიმიის პირმშოა!
– 10 – ზოგი ჭირი მარგებელია: როცა დასაკარგავი არაფერი გაქვს, არც არაფრისა გეშინია.
– 11 – თქვენ კი ნურც გარანტიას ითხოვთ და ნურც იმას ფიქრობთ, რომ მხოლოდ რომელიმე ადამიანი, მანქანა ან ბიბლიოთეკა მოგიტანთ ხსნას. თვითონვე უნდა გაიკვლიოთ გზა და თუ დაიხრჩობით, ის მაინც გეცოდინებათ, რომ ნაპირისკენ გეჭირათ გეზი.
– 12 – ხალხმა თვითონ, თავისი ნებით მიატოვა წიგნების კითხვა...

რეი ბრედბერი –  "451º ფარენჰაიტით"
– 13 – ვინც არ აშენებს, უნდა დაანგრიოს.
– 14 – შეცდომები ხანდახან შეიძლება სასარგებლოც კი იყოს.
– 15 – რაც გადასარჩენია, უნდა გადავარჩინოთ, რაც გასაკეთებელია, უნდა გავაკეთოთ.
– 16 – რა საოცარია, რა წარმოუდგენელია, ისე გინდოდეს სიკვდილი, რომ შეიარაღებული ადამიანი ირგლივ გივლიდეს და შენ ხმა კი არ ჩაიწყვიტო, რათა ამით სიცოცხლე შეინარჩუნო, პირიქით, იღრიალო და დასცინო, ვიდრე მოთმინებიდან არ გამოიყვან, არ გააცოფებ და მერე...
– 17 – მეხსიერება ფოტოგრაფიას წააგავს. ჩვენ კი მთელი სიცოცხლის განმავლობაში სულ იმას ვცდილობთ, რომ ამ ფირზე გადაღებული გამოსახულება არ გამოვამჟღავნოთ.
– 18 – კარგია, რომ ადამიანს ერთი საოცარი თვისება გააჩნია: იგი მხნედ და დაუზარებლად იწყებს ხოლმე საქმეს თავიდან, თუკი იცის, რომ ეს საქმე მნიშვნელოვანია და აუცილებლად უნდა გაკეთდეს.
– 19 – წიგნი ყდით არ უნდა შეაფასო.
– 20 – შენ რა მიეცი ქალაქს, მონტეგ?
ფერფლი!
რას აძლევდა ხალხი ერთმანეთს?
სრულიად არაფერს!
– 21 – ყოველმა ადამიანმა რაიმე უნდა დატოვოს ამქვეყნად.
– 22 – სულერთია რას გააკეთებო, – ამბობდა იგი, – ყველაფერი, რასაც შენი ხელი მიეკარება გადასაკეთებლად, შენვე დაგემსგავსებაო.
– 23 – არ დავივიწყოთ, რომ ჩვენ მხოლოდ მიწის მცირე ფართობი გვეკუთვნის და რომ ბუნებას შეუძლია უკან წაიღოს თვისი ნაბოძვარი. მას სულ ადვილად შეუძლია ჩვენი განადგურება: ერთს შეგვიბერავს და აღგვგვის პირისაგან მიწისა, ან ზღვას მოგვისევს, რათა დაგვიმტკიცოს, რომ არც ისე ძლიერები ვართ, როგორც გვგონია.
– 24 – შეეცადე, დაინახო ცხოვრება. იგი ყოველივე ხელოვნურზე უფრო მშვენიერია. არასოდეს მოთხოვო გარანტია და უშიშროება – ასეთი ცხოველი არ არსებობს, ან თუ არსებობს, ალბათ იმ ზარმაცი მაიმუნის ნათესავია, რომელიც თავდაყირა ჰკიდია ხეზე და მთელ ცხოვრებას ძილში ატარებს. ჯანდაბას იმისი თავი! მაგრად შეარხიე ხე და ის ზარმაცი უკანალით დაახეთქე მიწაზე.
– 25 – ყველაფერს თავისი დრო აქვს – ნგრევასაც და შენებასაც, თქმასაც და ართქმასაც.

ბლოგიდან: megiiii.blogspot.com/2013/02/451

კატეგორია: საინტერესოა
Tags:

20


  • FuCk Off. თქვა:
    1 აგვისტო 2013 01:25 - ID: 20,
    მახსოვს ეს წიგნი 1 დღეში წავიკითხე, საღამოს გამოვლაყდი იმენა :/

  • Jack Nicholson თქვა:
    17 აპრილი 2013 10:01 - ID: 19,
    წაკითხული მაქვს love მართლა ძალიან მაგარია

  • Rma_(k) თქვა:
    16 თებერვალი 2013 21:42 - ID: 18,
    მინდააა

  • salome55555 თქვა:
    16 თებერვალი 2013 20:26 - ID: 17,
    ჩემმა მეგობარმა წაიკითხა ეხლა ეს წიგნი და ძალიან მოეწონა. მე რატომღაც არ დამაინტერესა.

  • rosalie თქვა:
    16 თებერვალი 2013 19:47 - ID: 16,
    ზუსტად დღეს დავიწყე ამის კითხვა :D :D

  • tambu თქვა:
    16 თებერვალი 2013 18:26 - ID: 15,
    მაგარია love ყველას გირჩევთ წაიკითხოთ

  • Afrodite...♥ თქვა:
    16 თებერვალი 2013 18:22 - ID: 14,
    ისეთი საინტერესო სათაური აქვს რომ გაიძულებს წაიკითსხო.წიგნის მაღაზიაში ხშირად დავდივარ და არასდროს მინახავს,ახლა ხომ არ შემოიტანეს?არაჩვეულებრივი სიახლეა love love

  • Elenita თქვა:
    16 თებერვალი 2013 17:05 - ID: 13,
    მაგრად მომეწონაა

  • ninS თქვა:
    16 თებერვალი 2013 17:00 - ID: 12,
    მადლობა ნინიი : ))))

  • MTedoradze თქვა:
    16 თებერვალი 2013 14:17 - ID: 11,
    მადლობთ ყველას love

  • Winchester თქვა:
    16 თებერვალი 2013 13:59 - ID: 10,
    წაკითხული მაქვს და ძალიან კარგი წიგნია love წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა love

  • QueeN s თქვა:
    16 თებერვალი 2013 13:54 - ID: 9,
    აუცილებლად წავიკითხავ love ძალიან დამაინტერესა love ფრაზებზე ხო საერთოდ გავგიჟდი love ისე მომეწონა love თან რაღაცნაირად დამაფიქრა love ამ წიგნის ავტორი ალბათ გენიოსიიიაა love

  • magd თქვა:
    16 თებერვალი 2013 12:57 - ID: 8,
    კარგი წიგნია წაკითხული მაქვს <3

  • NiNi_N თქვა:
    16 თებერვალი 2013 12:32 - ID: 7,
    ninS
    წიგნის მაღაზიებში - ბიბლუსში :)

  • tarantuli თქვა:
    16 თებერვალი 2013 12:29 - ID: 6,
    waikitxeet! didi azri deevs :)))

  • Anch_Bey თქვა:
    16 თებერვალი 2013 11:49 - ID: 5,
    საცაა გავიჟდები, ისე მინდა ამ წიგნის წაკითხვა:333333

  • kristi_ თქვა:
    16 თებერვალი 2013 11:47 - ID: 4,
    ვაუ წიგნი არ მაქვს წაკითხული თუმცა ისე გულიანად გიწერია აუცილებლად წავიკითხავ

  • ninS თქვა:
    16 თებერვალი 2013 11:42 - ID: 3,
    სად შეიძლება ამ წიგნის შეძენა??????




  • NiNi_N თქვა:
    16 თებერვალი 2013 11:05 - ID: 2,
    ძალიან მომეწონა ნიუსი :) პირველად რომ გავიგე ამ წიგნის შეახებ სათაურმა დიდი შთაბეჭდილება დატოვა ჩემზე თუმცა მისი ზოგადი მიმოხლვით დიდიად ვერ მოვიხიბლე...ამ ნიუსის წაკითხვის შემდეგ კი მომეწონა love მარტისკენ დავიწყებ ამის კითხვას. ახლა არ მცალია ამისთვის
    ჰოდა კიდევ შენი ბლოგიც მომეწონა :) ჩემთვის საინტერესო მასალა დევს :)

  • ek-u თქვა:
    16 თებერვალი 2013 10:07 - ID: 1,
    წავიკითხააააააააავ smile

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top