;
17 თებერვალი 2013      Afrodite...♥     26 კომენტარი     ნანახია 6421-ჯერ    
კატეგორიაში: საინტერესოა

რა არის, როცა ხარ მოდელი

ალბათ ყველა გოგონას ბავშვობაში მაინც უოცნებია სამოდელო კარიერაზე.მრავალი კამერის წინ გავლაზე,ფოტოსესიებზე და ცნობილი დიზაინერების კაბების მორგებაზე,მაგრამ ბევრმა თუ იცის რომ მომღიმარი ლამაზი და ტანადი გოგონების უკან,უამრავი სახის დიეტა,შიმშილი და გათენებული ღამეები იმალება.ერთი შეხედვით ეს პროფესია სასიამოვნოსთან ასოცირდება,მაგრამ როგორც ჩანს ეს სულ ასე არ ყოფილა

მოდელი რომ გახდეთ თქვენ აუცილებლად უნდა ეკუთვნოდეთ რომელიმე სამოდელო სააგენტოს. დაწესებულების აგენტები ვალდებულნი არიან იზრუნონ მოდელის დასაქმებაზე,უქმნიან მას პორტფოლიოს(უღებენ პროფესიონალურ ფოტო-სურათებს) და უშვებენ მრავალ ქასთინგზე,სადაც მისნაირად ალალ-ბედზე მისული ათასობით გოგონაა,შანსი რომ გოგონა არჩეულ იქნას ძალიან მცირეა,თუ ის გარეგნულად გამოირჩევა სხვა გოგონებისგან
რა არის, როცა ხარ მოდელი

პუნქტები რომლითაც ქასთინგზე გოგონას უნდა არჩევდნენ სხვადასხვაგვარია.მაგრამ საერთო პირობა სიმაღლისა და წონის მიხედვით შემდეგნაირია.გოგონას სიმაღლე არ უნდა იყოს 173სმ-ზე ნაკლები და პარამეტრები არ უნდა ჰქონდეს 90-60-90-ზე მეტი. დიზაინერები ამტკიცებენ,რომ მათთვის მთავარი არ არის გარეგნობა,მთავარია გოგონა იყოს ინდივიდუალური და სხვებისგან გამოირჩეოდეს.

გოგონებს დიდი ძალისხმევა უჯდებათ რომ გახდნენ მოდელები.პარამეტრები რომ დააკმაყოფილონ უწევთ დიეტების დაცვა და ვარჯიში.დიეტები რომელიც ზოგჯერ წლობით გრძელდება სხვადასხვა დაავადებას იწვევს გოგონასთვის(ანორექსია,ბულემია)
რა არის, როცა ხარ მოდელი

პრობლემები რასაც მოდელები აწყდებიან ახალ სფეროში:
ანაზღაურება:
ყველა ჩვენგანმა იცის სუპერ-მოდელები,რომლებიც მილიონერები და მილიარდერები არიან,მაგრამ ეს მხოლოდ გამართლები ამბავია,რიგით მოდელთა ანაზღაურება არ აღემატება $200

გამოცდილი მოდელები:
ახალბედა გოგონებს ფაქტიურად შანსი არ აქვთ,რომ გამოცდილება გაიღრმაონ,რადგან მათ არ აცდიან უკვე გამოცდილი და "დაბრძენებული"მოდელები.მოდის სფეროში ზოგადად წესია,რომ ახალბედას ურჩევნიათ გამოცდილი

ლოკაცია
გოგონებს უწევთ მრავალ ქვეყანაში მოგზაურობა დიზაინერთან ერთად მოდის კვირეულების მსვლელობის დროს,მაგრამ ხშირად მათ უწევთ მგზავრობის თანხების დაფარვა

უანაზღაურობა:
წინა შემთხვევაში განვიხილეთ მცირე ანაზღაურება,მაგრამ ხდება რომ მოდელს საერთოდ არ აძლევენ გასამრჯელოს გაწეული სამსახურისთვის.მიზეზად კი იმას ასახელებენ რომ ის ახალბედაა და პრაქტიკა სჭირდება

თავის მოვლა:
მოდის კვირეულების დროს გოგონას უწევს დაახლოებით 3-8 ჩვენებაზე გამოსვლა დღეში.სხვადასხვა დიზაინერს კოლექციასთან შეხამებული განსხვავებული მაკიაჟი და ვარცხნილობა აქვთ შერჩეული.ამიტომ მოდელს უკეთებენ ამდენივე განსხვავებულ მაკიაჟსა და ვარცხნილობას(თმის მუსების გამოყენებით)რაც ძალიან აფუჭებს სახის კანსა და თმას

რა არის, როცა ხარ მოდელი

ფაქტები მოდელებზე


აღმოჩნდა რომ ისინი სტრესული სიტუაციებიდან ხშირად გამოსასვლელად იღებენ ნარკოტიკებს(მაგ: ქეით მოსი)
მათ ნამდვილად არ მოსწონთ თავიანთი ცხოვრება
ხანდახან ახალგაზრდა მოდელები მიყვებიან მდიდარ,ბებერ,უშნო მამაკაცებს ცოლად
მოდელთა 25 პროცენტი გათხოვილია
მოდელებისთვის საოცნებოა დიზაინერ კარლ ლაგერფილდთან თანამშრომლობა
მოდელებს ხშირად უწევთ ექსტრემალურ სიტუაციებში ყინვაში და სიცივეში მუშაობა
გასაოცარია,მაგრამ მოდელთა 75 პროცენტი პოდიუმზე ერთხელ მაინც დავარდნილა
მოდელების უმრავლესობა მცირე ასაკსი ფიქრობდა,რომ იყო მახინჯი

რა არის, როცა ხარ მოდელი

კატეგორია: საინტერესოა
Tags:

26


  • liii :) თქვა:
    13 ივლისი 2013 18:18 - ID: 26,
    კარგიტ რაა,რა წარმოდგენა გაქვთ ყველაფერზე.მაგ ავიღოთ თამტა შედანია.არ თქვათ რომ ჩააწყო და ასე გაიმარჯვა.არა! მას მამა მოუკვდა იმ დროს როდესაც მის საქართველო გახდა.მან იმდენი მიაღწია რომ ცნობადი სახეა აზიაში და უკვე ევროპაში არის გადასული.ის ხომ ქართველია! მთავარი არის შრომა.შრომისმოყვარე უნდა იყო რომ ყველაფერს მიაღწიო! ევროპიდან ერთ-ერთმა უძლიერესმა სამოდელო სააგენტომ ორი ულამაზესი ქართველი გოგონა მიიწვია.იქ "გაიზარდნენ" მოდელებად ადრიანა ლიმა,მირანდა კერი და ა.შ. ხომ ხედავთ უკვე ისინინელ-ნელა დიდ წარმატებებს აღწევენ სამოდელო სფეროში.ასე რომ არ დაუჯეროთ ასეთ სტატიებს და ამდაგვარ რამეებს! love winked

  • dangerous თქვა:
    4 მაი 2013 14:24 - ID: 25,
    აღარ მინდა მოდელობა :დDD

  • Afrodite...♥ თქვა:
    15 აპრილი 2013 17:42 - ID: 24,
    Calipso
    დიდი მადლობა ელე
    love love

  • Calipso თქვა:
    22 თებერვალი 2013 23:28 - ID: 23,
    საკმაოდ რეალისტური ინფორმაციაა... პირადად მე მყავს მოდელი დაქალი :) მას დიდი ძალისხმევა , დრო და ვარჯიში სჭირდება , რომ მუდმივად ფორმაში იყოს... ყოფილა შემთხვევები, როდესაც ფორმაში ჩადგომის გამო სკოლაში არ დადიოდა რაღაც პერიოდე- სულ ვარჯიშობდა, დიეტებს იცავდა... რაც შეეხება ანაზღაურებას: იგი ხშირად გამოდის ჩვენებებზე , მაგრამ არანაირი ჰონორარი არ აუღია... ( ნუ რას ვიზამთ- ეს საქართველოა)...
    P.S - კარგი იქნება , თუ ესეთი ნიუსები ხშირად დაიდება... smile smile love tongue tongue tongue

  • nini:)(: თქვა:
    18 თებერვალი 2013 18:47 - ID: 22,
    მე ვარ 178სმ და მიოცნებია მოდელობაზე მაგრამ დარწმუნებული ვარ რომ არარეალურია სამწუხაროდ:(

  • Afrodite...♥ თქვა:
    17 თებერვალი 2013 22:08 - ID: 21,
    elga
    ძალიან დიდი მადლობა,მაგრამ ამ სფეროს არასდროს არ შევხედავ როგორც პროფესიას,სანამ საქართველოსი მაინც არ დააფასებენ გოგონების შრომას მაინც.იქამდე კი მხოლოდ ჰობია
    Laaaa
    ძალიან დიდი მადლობა

  • elga თქვა:
    17 თებერვალი 2013 21:27 - ID: 20,
    Afrodite...♥
    იციი თან ისეთ გოგოებს ირჩევენ სააგენტოები ბევრი რო კოშმარია. ჩემი მეზობელი გოგო მართლა ცუდი შესახედაობისაა მაგრამ მაღAლი როა მაინც აიყვანეს სააგენტოში. მე რომ მისი ფოტოები ვნახე აი არ ვიცი ელემნტალური კამერასთან მუშაობა არ შეუძლია არც სიარული და რას ასწავლიან არ ვიცი სააგენტოში.
    შენ მოდელი ხარ? წარმატებები

  • bibi თქვა:
    17 თებერვალი 2013 21:27 - ID: 19,
    საქართველოში კი მოდელს 50 ლარი აქვს ანაზღაურება სასაცილოა მეტი არაფერი
    ________________________

    Creatiuli.Com

  • Laaaa თქვა:
    17 თებერვალი 2013 21:18 - ID: 18,
    არასდროს არ მიოცნებია მოდელობაზე მიუხედავად იმისა რო ფიგურა მიწყობს ხელს და ამ ნიუსის მერე საერთოდ ... საინტერესო ნიუსიაა )))

  • Afrodite...♥ თქვა:
    17 თებერვალი 2013 21:05 - ID: 17,
    elga
    სააგენტოები მართლაც უამრავია,მაგრამ დასაქმების შანსი ნაკლები.სიმართლე რომ გითხრა ანაზღაურებაც მხოლოდ მოდის კვირეულზეა,დანარჩენ სემთხვევაში აქეთ მადლობა უნდა უხადო თუ დაგიძახებენ

  • elga თქვა:
    17 თებერვალი 2013 20:20 - ID: 16,
    Afrodite...♥
    ხოო ჩვენთან არც არის ეს სფერო განვითარებული.და არც გვყავს ისეთი მოდელები.სააგენტოები კი არის მომრავლებული სოკოებივით

  • Afrodite...♥ თქვა:
    17 თებერვალი 2013 20:18 - ID: 15,
    ta_mo
    ძალიან დიდი მადლობა რომ მოგეწონა და ყველაფერში გეთანხმები.ზოგადად უცხოური სტანდარტებით არ არის მნიშვნელოვანი მოდელი იყოს სახეზე ლამაზი,უბრალოდ ითხოვენ გამხდარ(პარამეტრებში რომ ჩაჯდნენ)და მაღალ გოგოებს.ხოლო რაც შეეხება მათ ვისაც ორმაგად აქვთ ბედნიერება სახეზეც ლამაზები არიან და ტანიც კარგი აქვთ უფრო ცნობადები არიან
    elga
    მაღალი დონის მოდელი არც იმუშავებს 200 დოლარად,ეს არის ჩვეულებრივი მოდელის ანაზღაურება,ხოლო საქართველოში მაგაზე ნაკლებია 100 ლარია და აქედან 20-30 პროცენტს სააგენტო გიქვითავს.
    Nina√,
    Ana smiley
    I LOVE BS
    უღრმესი მადლობა რომ მოგეწონათ

  • elga თქვა:
    17 თებერვალი 2013 19:58 - ID: 14,
    სიმაღლე არ მიწყობს ხელს თორე გავხდებოდი მოდელი ოღონდ აქ არა.
    ანაზღაურება არ მგონია ეგეთი მწირე იყოს მაღალი მოდის მოდელებზე რა სისულელლეა.

  • Nina√ თქვა:
    17 თებერვალი 2013 19:11 - ID: 13,
    ძალიან საინტერესო ოყო შესანიშნავი ნიუსია love

  • ale თქვა:
    17 თებერვალი 2013 18:52 - ID: 12,
    მეც მინდა მოდელობა სიმაღლეში მინდა ერთი 15 სანტიმეტრი და ეგ არის :D

  • Ana smiley თქვა:
    17 თებერვალი 2013 18:43 - ID: 11,
    საინტერესო იყოოო love

  • suslika თქვა:
    17 თებერვალი 2013 18:27 - ID: 10,
    ეჰ როგორ მინდა რომ მეც ვიყო მოდელი:(
    არც ჭამის პრობლემა მაქ არც სიმაღლის და სიმსუქნის
    უბრალოდ ჯერ პატარა ვარ ;დ

  • beauty queen თქვა:
    17 თებერვალი 2013 18:18 - ID: 9,
    ძაან საინტერესო იყო

  • taaaaaaaaaaaaaaaaa თქვა:
    17 თებერვალი 2013 18:15 - ID: 8,
    ძალიან რთულია და ძალიან ცოტა შანსია რომ მიაღწიო წარმატებას საქართველოში... რაც შეეხება შიმშილობას საქართველოში დიდად თავს არ იკლავენ...

  • Afrodite...♥ თქვა:
    17 თებერვალი 2013 16:27 - ID: 7,
    Anachkaa ♥
    ვაიმე ძალიან დიდი მადლობა.მოდელობა ძალიან კარგია მაგრამ პროფესიად ნამდვილად არ მინდა,უფრო ჰობია ჩემთვის.შენ წარმოიდგინე მე არც მინდოდა დედაჩემმა დამაძალა და შემაგდო სამოდელო სააგენტოში wink wink

« 1 2 »
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top