;
17 თებერვალი 2013      NiNi_N     9 კომენტარი     ნანახია 6577-ჯერ    
კატეგორიაში: საინტერესოა

ცნობილი ქალბატონები მამაკაცის შესახებ! Ⅱ

The Script - The Man Who Can't Be Moved


ცნობილი ქალბატონები მამაკაცის შესახებ! Ⅱ

მარლენ დიხტრი - ამერიკელი მსახიობი (1901-1992)

"გულუბრყვილო მამაკაცი მეტია, ვიდრე გულუბრყვილო ქალი."

"იშვიათადაა მამაკაცი ისეთ კარგ ხასიათზე, როგორც მაშინ, როცა თავის თავზე ლაპარაკობს."

"თითქმის ყველა ქალი სიამოვნებით უერთგულებდა მამაკაცს, მაგრამ ისეთი კაცის პოვნა, რომელსაც შეიძლება უერთგულო, ძალიან ძნელია."

"ნებისმიერი მამაკაცის ხელში ჩაგდებაა შესაძლებელი, მთავარია, მოისურვო. მამაკაცი იმდენად ხარბია, რომ ქალი უნდა ჰყავდეს, მნიშვნელობა არ აქვს, სურს ეს თუ არა."

აგატა კრისტი - ინგლისელი მწერალი (1890-1976)

"არც ერთი მამაკაცი არ ფასობს ღირსეულ ქალზე მეტად."

"მამაკაცებს საფრთხე ყველგან ემუქრებათ, ქალებს კი, ძირითადად სიყვარულში."

"წარმატებული ქმრები ცოლებს აიძულებენ, გააკეთონ ის, რაც მათ სჭირდებათ და თან დიდად არც ემადლიერებიან ამის გამო."

"ბუნებას ყველაფერი გათვალისწინებული აქვს. ნებისმიერი მამაკაცი თუნდაც სრულიად უშნო, აუცილებლად პოულობს პარტნიორ ქალს."

ცნობილი ქალბატონები მამაკაცის შესახებ! Ⅱ

ფრანსუაზა საგანი - ფრანგი მწერალი (1935-2004)

"მამაკაცი, რომელიც ქალს პატივს სცემს, მიტოვებისას არ დაამცირებს."

"მამაკაცებს ჩვენზე ცუდად აქვთ საქმე, მათ ხომ ჩვეთან უწევთ გამკლავება."

"ქალისა და მამაკაცის დაშორება ამაო მცდელობაა, ისინი მაინც შეერთდებიან."

"მხდალი მამაკაცის სიყვარული ჩირქს სცხებს ქალს, რაოდენ კეთილშობილიც არ უნდა იყოს ის თავად."

"თუ მამაკაცი უძლეველი ჩანს, ესე იგი, მეტწილად ისეთ წრეში ტრიალებს, საიდანაც წინააღმდეგობას არ ელის."

"მამაკაცები მხოლოდ იმიტომ არიან ძლიერი სქესის წარმომადგენლები, რომ ქალებმა ესთეტიკური თვალსაზრისით თქვეს უარი კუნთების დაყენებაზე."

ნინონ დე ლანკო - ფრანგი კურტიზანი (1623-1705)

"მამაკაცის წარუმატებელი იერიში, მეტწილად, მისივე უხეირობის შედეგია და არა ქალის გულგრილობის."

"როდესაც ქალი მამაკაცს ნებდება, წარმოიდგენს, რომ ის მარადისობას გასცემს, მამაკაცი კი ფიქრობს, რომ წუთიერი სიამოვნება მიიღო."

ჟაკ (სარა) გაბორი - უნგრელი მსახიობი (1919)

"თუ მამაკაცი უკან იხევს, ესე იგი, მართლა იხევს უკან; ქალი კი მხოლოდ უკეთესი სტარტისთვის თუ დაიხევს უკან."

ცნობილი ქალბატონები მამაკაცის შესახებ! Ⅱ

ანა მანიანი - იტალიელი მსახიობი (1908-1973)

"მამაკცებს უყვართ ქალებზე ბოროტი ხმების გავრცელება,
ქალები კი შურს იმით იძიებენ, რომ ამ ხმებს სინამდვილედ აქცევენ."

"მამაკცების აზრით, ქალს მხოლოდ მაშინ ესმის მისი, როცა მისით აღფრთოვანებულია."

ბარბარა სტრეიზანდი - ამერიკელი მომღერალი (1942)

"სიმართლის ნაკლებობას მამაკაცები თავიანთი ძალით ავსებენ."

"მამაკაცს პატივს მისი სიძლიერის გამო სცემენ, მაგრამ მხოლოდ სისუსტის გამო უყვართ."

"დანაღმულ ადგილას ყველა მამაკაცი ჯენტლმენია - დევიზით "მხოლოდ ქალების შემდეგ!"

"მამაკაცებს მშვენიერი გემოვნება აქვთ: ყოველთვის სხვა ქალი სურთ და არა ის, ვის გვერდითაც არიან."

ჰანა არენდტი - პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორი (1906-1975)

"მამაკაცის სახე მისი ავტობიოგრაფიაა, ქალისა კი ავტობიოგრაფიის მხატვრული გამონაგონი."

"მამაკაცებმა იციან, რომ გრძნობები და გამოცდილება გარკვეულწილად მნიშვნელოვანია. ამიტომ შემოიკრიბეს გარშემო ქალები, რომლებიც ისე ზრუნავენ მათი გრძნობებისთვის, როგორც ჭიანჭველები თავიანთი ჭუპრებისთვის."

ცნობილი ქალბატონები მამაკაცის შესახებ! Ⅱ

მარგარეტ მიტჩელი - ამერიკელი მწერალი (1900-1949)

"ერთია, რას ამბობენ მამაკაცები და მეორე, რა უდევთ თავში."

გრეტა გარბო - შვედი მსახიობი (1905-1990)

"სუსტი სქესი ძლიერია ძლიერი სქესის მხრიდან სუსტის მიმართ სისუსტის გამო."

ჯეინ ოსტინი - ინგლისელი მწერალი (1775-1817)

"თუკი მამაკაცს ვერაფერი გაუგია ქალის გულის, ის ქალის ღირსებებში ვერ გარკვეულა."

სიმონე დე ბოვუარი - ფრანგი მწერალი (1908-1986)

"როცა მამაკაცი შეყვარებულია, თავს ისეთად წარმოადგენს, როგორიც ყოველთვის უნდა იყოს."

ელინორა გლინ ნორკ დუზე - ბრიტანელი მწერალი (1864-1943)

"თუ ქალი გზას ასცდა, ესე იგი, გზამკვლები მამაკაცი იყო."

"ქორწინების წინადადება ყველაზე დიდი კომპლიმენტია, რაც მამაკაცმა შეიძლება ქალს უძღვნას, სამწუხაროდ, ხანდახან უკანასკნელიც."

"მამაკაცები საკუთარ პროფესიაზე არიან დაქორწინებულნი; ქალმა კი იმას უნდა მიაღწიოს, რომ მამაკაცმა თავის პროფესიას მასთან ხანდახან მაინც უღალატოს."

ცნობილი ქალბატონები მამაკაცის შესახებ! Ⅱ

ჰელენ როულენდი - ამერიკელი მწერალი და ჟურნალისტი (1875-1950)

"მამაკაცის ცდუნება მისთვის ხელშეუხებლადაც შეიძლება."

"თუ მამაკაცის ყურადღების მიპყრობა გსურთ, მას ყურადღება არ მიაქციოთ."

"ყველა მამაკაცი ეძებს იდეალურ ქალს, განსაკუთრებით ქორწინების შემდეგ."

"მამაკაცები ძაღლებს გვანან, ყველაზე მეტად მაშინ გეჩვევიან, როცა დაბმული არ გყავთ."

"მამაკაცს ვერ გამოიჭერ, თუ ეს თავად არ სურს და ვერც დააკავებ, თუ საკუთარი სურვილით მიდის შენგან."

"მამაკაცები ცოლებს მხოლოდ ორ შემთხვევაში ჩუქნიან ყვავილებს - რვა მარტს და იმ დროს, როცა სხვაგან დაძვრებიან."

"მამაკაცისთვის იმაზე საწყენი არაფერია, ვიდრე 'მარადიული' სიყვარულის დაპირება. მას ორ-სამ კვირიანი სიყვარული ურჩევნია."

"იმის მიხედვით, თუ როგორ საცოლეს ირჩევს მამაკაცი, ადვილი მისახვედრია, რას წარმოადგენს ის და რამდენად იცის საკუთარი თავის ფასი."

"მამაკაცის მთავარი სურვილი თავის ვაჟში საკუთარი თავის გამეორებაა, რათა კაცობრიობას არ დაეკარგოს მისნაირი შესანიშნავი ქმნილება."

"ქალს ერთი მამაკაცის გაცნობას ჰყოფნის, რომ ყველა მამაკაცის ესმოდეს; მამაკაცი კი შეიძლება ბევრ ქალს იცნობდეს, მაგრამ არც ერთის არ ესმოდეს."

ცნობილი ქალბატონები მამაკაცის შესახებ! Ⅱ

ჰელენ როულენდი - ამერიკელი მწერალი და ჟურნალისტი (1875-1950)

"მამაკაცი პატივს ვერ სცემს სიყვარულს, თუ არ უყვარს."

"ქმარი - ესაა ის, რაც სიყვარულისგან ნერვის ამოღების შემდეგ დარჩა."

"მამაკაცმა არ იცის, როგორ უნდა დაშორდეს, ქალმა - როდის უნდა დაშორდეს."

"ქალისთვის პირველი კოცნა დასაწყისის დასასრულია, მამაკაცისთვის კი დასასრულის დასაწყისი."

"მამაკცებს გენეტიკურად არ გააჩნიათ უნარი, გაიგონ, რომ მათი ოცნების ქალი შეიძლება სულელი აღმოჩნდეს."

"დამნაშავე მამაკაცის ლაპარაკში გაჩენილი ყალბი სილაღე და გადაჭარბებული ბუნებრიობა ტყუილზე მეტყველებს."

"მხოლოდ მამაკაცს შეუძლია, ქალს ნამდვილი ქალურობა შესძინოს. მოიქცეს ისე, რომ მან თავი ლამაზად და სასურველად იგრძნოს."

"მამაკაცი ქალს მაშინ ღალატობს, როცა თავს გამოუსადეგრად თვლის, ქალი კი მაშინ, როცა თავის თავს სიყვარულის საგნად აღარ თვლის."

"სისულელეები, რომლებზეც მთელი ცხოვრება სწუხს მამაკაცი, ის სისულელეებია, რომლებიც არ ჩაუდენია, როცა ამის შესაძლებლობა ჰქონდა."

"მამაკაცი პირველ კოცნას იპარავს, მეორეს გვემუდარება, მესამეს მოითხოვს, მეოთხეს დაუკითხავად იღებს, მეხუთეს გულმოწყალედ გვჩუქნის, ყველა დანარჩენს კი ითმენს."

ცნობილი ქალბატონები მამაკაცის შესახებ! Ⅱ

აინ რენდი - ამერიკელი მწერალი (1905-1982)

"მამაკაცი ქალში ყოველთვის თავის ანარეკლს ეძებს."

"ქალს ისე სჭირდება სიყვარული, როგორც მამაკაცს აღფრთოვანება."

მარტა კეტრო - თანამდეროვე რუსი მწერალი

"მამაკაცის დაპყრობა ომია, მისი შენარჩუნება კი აპოკალიფსი."

"მამაკაცი ყოველთვის ისე გეპყრობათ, როგორც თქვენ ეპყრობით საკუთარ თავს."

"გიყვარდეს სიყვარული და არა მამაკაცი, რათა მისი ძლაუფლების ქვეშ არ აღმოჩნდე."

ჰელენ ფილდინგი - ინგლისელი მწერალი (1958)

"მამაკაცს სამი ქალი ახსოვს: პირველი, უკანასკნელი და ერთადერთი."

"ნამდვილ მამაკაცს ორი რამ სურს: ხიფათი და თამაში. ამიტომ ელტვის ქალს, როგორც სახიფათო სათამაშოს."

ჟორჟ სანდი - ფრანგი მწერალი (1804-1876)

"მამაკაცმა მიგატოვათ? ესე იგი, უბრალოდ, გამოუსადეგარი ნაწილი დაკარგეთ, ისწავლეთ, შეიყვაროთ ცხოვრება მამაკაცზე მეტად!"

"არასრულფასოვნების კომპლექსია, როცა ცოლზე ნებისმიერ მამაკაცთან ეჭვიანობს; განდიდების მანიაა, როცა გგონია, რომ ქალს მარტო შენ უყვარხარ."

ცნობილი ქალბატონები მამაკაცის შესახებ! Ⅱ

კატეგორია: საინტერესოა
Tags:

9


  • QueeN s თქვა:
    17 თებერვალი 2013 22:19 - ID: 9,
    ძალიან მაგარიი ნიუსიია love ყოჩაღ love ფავორიტებშიი love

  • NiNi_N თქვა:
    17 თებერვალი 2013 18:22 - ID: 8,
    Afrodite...♥
    krist...star
    Johnny depp
    Mari Glonti
    LohanFan
    tamo

    მადლობა :)

  • aneee თქვა:
    17 თებერვალი 2013 16:27 - ID: 7,
    ჰელენ როულენდი... ამ ქალის აზრები უფრო მომეწონა სხვებთან შედარებით...... fellow

  • krist...star თქვა:
    17 თებერვალი 2013 15:39 - ID: 6,
    "მამაკაცები მხოლოდ იმიტომ არიან ძლიერი სქესის წარმომადგენლები, რომ ქალებმა ესთეტიკური თვალსაზრისით თქვეს უარი კუნთების დაყენებაზე."
    lol
    "დანაღმულ ადგილას ყველა მამაკაცი ჯენტლმენია - დევიზით "მხოლოდ ქალების შემდეგ!"
    lol
    "თუ ქალი გზას ასცდა, ესე იგი, გზამკვლები მამაკაცი იყო."
    wink
    "თუ მამაკაცის ყურადღების მიპყრობა გსურთ, მას ყურადღება არ მიაქციოთ."
    feel
    ხო კიდე ბევრი... :D კარგი ნიუსია love

  • Mari Glonti თქვა:
    17 თებერვალი 2013 13:28 - ID: 5,
    სუპერ ნიუსია love რამდენიმეს გამოვარჩევდი:
    "წარმატებული ქმრები ცოლებს აიძულებენ, გააკეთონ ის, რაც მათ სჭირდებათ და თან დიდად არც ემადლიერებიან ამის გამო."
    "მამაკაცები მხოლოდ იმიტომ არიან ძლიერი სქესის წარმომადგენლები, რომ ქალებმა ესთეტიკური თვალსაზრისით თქვეს უარი კუნთების დაყენებაზე."

    "მამაკაცმა არ იცის, როგორ უნდა დაშორდეს, ქალმა - როდის უნდა დაშორდეს."
    "სუსტი სქესი ძლიერია ძლიერი სქესის მხრიდან სუსტის მიმართ
    სისუსტის გამო."
    "როდესაც ქალი მამაკაცს ნებდება, წარმოიდგენს, რომ ის მარადისობას გასცემს, მამაკაცი კი ფიქრობს, რომ წუთიერი სიამოვნება მიიღო."

  • Afrodite...♥ თქვა:
    17 თებერვალი 2013 13:22 - ID: 4,
    ნინი არაცვეულებრივი სიახლე იყო,თუმცა არამგონი ქალებზე გულუბრყვილო კაცები იყვნენ

  • tamo თქვა:
    17 თებერვალი 2013 12:36 - ID: 3,
    მამაკაცი, რომელიც ქალს პატივს სცემს, მიტოვებისას არ დაამცირებს
    მოკლედ ბევრი მომეწონა მარა აქ რა ჩამოწერსსს :DDD

    კარგი სიახლეები გაქვს ;)

  • Johnny depp თქვა:
    17 თებერვალი 2013 11:56 - ID: 2,
    ნინი რა კარგი ნიუსი იყო love

  • LohanFan თქვა:
    17 თებერვალი 2013 11:35 - ID: 1,
    ძალიან კარგი იყო love

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top