;
14 თებერვალი 2013      Britain     20 კომენტარი     ნანახია 5590-ჯერ    
კატეგორიაში: საინტერესოა

Beatles - All You Need Is Love

Powered by mp3skull.com

♡ ვალენტინობის დღესასწაული ♡

ყოველი წლის 14 თებერვალს, მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში აღინიშნება ვალენტინობის დღესასწაული. ამ დღეს ბიჭები შეყვარებულს ან უბრალოდ მანდილოსანს, ჩუქნიან ყვავილებს, შოკოლადს,ტკბილეულს...დღესასწაულის ისტორია საიდუმლოებით არის მოცული. მისი სახელი წმინდა ვალენტინს უკავშირდება, და იგი დიდი ხანია, რაც აღინიშნება. ყოველწლიურად მსოფლიოს მასშტაბით იყიდება 141 მილიონი ვალენტინობის დღის მისალოცი ბარათი. ამის შედეგად, ვალენტინობა გახდა #2 დღესასწაული, რომლის პერიოდშიც ყველაზე მეტი ბარათი იგზავნება (პირველ ადგილზეა შობა, ამ პერიოდში მსოფლიოში იყიდება ორ მილიარდზე მეტი მისალოცი ბარათი).კვლევების მიხედვით კი, ყველაზე დიდი რაოდენობით საჩუქრებს იღებენ მასწავლებლები : ბავშვებისგან, მათი მშობლებისგან, მეუღლეებისგან.. აღსანიშნავია, რომ იტალიურ ქალაქ ვერონაში, სადაც შექსპირის მიხედვით რომეო და ჯულიეტა ცხოვრობდნენ, 14 თებერვალს 1000ზე მეტი სასიყვარულო წერილი იგზავნება.
Valentine's Day

კათოლიკური ეკლესია ასახელებს ორ სხვადასხვა წმინდანს, რომელიც შეიძლება დაკავშირებული იყოს ვალენტინობასთან. ესენია ვალენტინი და ვალენტინუსი. ორივე წამებაში გარდაიცვალა. ერთ-ერთი ლეგენდის თანახმად, ვალენტინი იყო მღვდელი, რომელიც მოღვაწეობდა მესამე საუკუნეში, რომში. იმპერატორმა კლაუდიუს მეორემ აკრძალა ქორწინება ახალგაზრდა მამაკაცებისთვის, რადგან ფიქრობდა, რომ დაუოჯახებელი კაცები უკეთესი ჯარსიკაცები იყვნენ. ვალენტინი მიხვდა ამ კანონის უსამართლობას, და ახალგაზრდა წყვილს ჩუმად აქორწინებდა. ვალენტინის ქმედება გამოაშკარავდა და კლაუდიუსმა მისი სიკვდილით დასჯის ბრძანება გასცა.

სხვა გადმოცემების მიხედვით, ვალენტინი შეიძლება მოეკლათ იმის გამო, რომ იგი ეხმარებოდა ქრისტიანებს რომაული საპყრობილეებიდან გაქცევაში. ჩვენამდე მოაღწია მოსაზრებამ იმის შესახებ, რომ ვალენტინმა პირველი ვალენტინობის ბარათი საკუთარ სატრფოსთვის დაწერა. სიკვდილამდე, მან ბარათს ხელი მოაწერა და დაწერა : "შენი ვალენტინისგან" . ეს ფრაზა, დღემდე გამოიყენება 14 თებერვალს გაგზავნილ სასიყვარულო ბარათებში. მიუხედავად იმისა, რომ ვალენტინის ცხოვრების ნამდვილი ისტორია დღემდე ბინდითაა მოცული, იგი ყველა ხელნაწერში აღწერილია როგორც გმირული და რომანტიული სულისკვეთების ადამიანი. დღესდღეობით, იგი ინგლისში და საფრანგეთში ყველაზე პოპულარულ წმინდანადაა ცნობილი.

Valentine's Day

Valentine's Day

ვალენტინობის დღესასწაული პოპულარული 17 საუკუნეში გახდა. 18 საუკუნის შუა წლებში, მოსახლეობამ დაიწყო ერთმანეთისთვის საჩუქრების გაკეთება. 1900 წლისთვის, ხელით დაწერილი წერილები შეცვალა დაბეჭდილმა ბარათებმა. ყველაზე ძველი ვალენტინობის მისალოცი ბარათი, რომელმაც ჩვენამდე მოაღწია არის 1415 წელს, ორლეანსის ჰერცოგის, ჩარლსის მიერ მისი ცოლისადმი მიძღვნილი ბარათი. ასევე აღმოჩენილია რამდენიმე წლის შემდეგ, მეფე ჰენრი V-ის მიერ დაწერილი წერილი კატერინასადმი.

ფინურ ენაზე, ვალენტინობის დღეს უწოდებენ "Ystävänpäivä", რაც ნიშნავს "მეგობრის დღე"-ს.
ყოველწლიურად, 14 თებერვალს 36 მილიონზე მეტი გულის ფორმის ყუთში ჩადებული შოკოლადი იყიდება.
ვალენტინობის დღისთვის პირველი შოკოლადის ყუთი დამზადდა 1800 წელს და მისი გამომგონებელი იყო რიჩარდ ქედბარი.
ყველაზე შთამბეჭდავი საჩუქარი, რაც კი ოდესმე გაუკეთებიათ საყვარელი ადამიანისთვის არის ინდოეთში მდებარე ტაჯ მაჰალი. მუგალ შაჯაჰანმა ეს ნაგებობა საკუთარ ცოლს მიუძღვნა სამუდამო სიყვარულის სიმბოლოდ. ტაჯ მაჰალის აგება დაიწყო 1634 და გრძელდებოდა 22 წლის განმავლობაში. სამუშაოს ასრულებდა 20,000ზე მეტი ადამიანი ცენტრალური აზიიდან.
წითელი ვარდი იყო სიყვარულის ქაღმერთის, ვენუსის საყვარელი ყვავილი. ზოგადად, ფერი წითელი აღნიშნავს რომატიკულ გრძნობებს. ეს ვარს სიყვარულის ყვავილს ხდის.

Valentine's Day

Valentine's Day

Valentine's Day

Valentine's Day

Valentine's Day

Valentine's Day

Valentine's Day

Valentine's Day

Valentine's Day

Valentine's Day

Valentine's Day

და ბოლოს, გიყვარდეთ 365 დღე, 14 თებერვალი კი მხოლოდ მიზეზი იყოს, რომ განსაკუთრებულად მიულოცოთ თქვენს რჩეულს. გახსოვდეთ, სიყვარული უდიდესი ნიჭია!

კატეგორია: საინტერესოა
Tags:

20


  • anaaa თქვა:
    15 თებერვალი 2013 22:00 - ID: 20,
    საინტერესოა ბევრი ახალი რამ გავიგე მადლოობთ !! love

  • ani ....... თქვა:
    15 თებერვალი 2013 21:52 - ID: 19,
    ჩემთვის ძალიან ლამაზი ვალენტინობა იყო ♥

  • lady_tamo თქვა:
    15 თებერვალი 2013 21:32 - ID: 18,
    ძალიან საინტერესო ნიუსია
    ბოლო ფრაზამ დააგვირგვინა

  • anna_ anna თქვა:
    15 თებერვალი 2013 20:09 - ID: 17,
    რა კარგი ნიუსი იყო love

  • lalaa თქვა:
    15 თებერვალი 2013 18:46 - ID: 16,
    რა კარგი ნიუსიაა love

  • Bao თქვა:
    15 თებერვალი 2013 17:04 - ID: 15,
    ნაუ, ელოუნ! feel ძალიან კარგი იყო!

  • Nina√ თქვა:
    15 თებერვალი 2013 15:35 - ID: 14,
    მმ რა კარგი იყოო love არაჩვეულებრივი ნიუსია love

  • ELE-elene თქვა:
    15 თებერვალი 2013 12:29 - ID: 13,
    Anna Glambert,
    ბრწყინვალეზე გამეცინა... wink

  • naomi თქვა:
    15 თებერვალი 2013 11:55 - ID: 12,
    Anna Glambert,
    ბრწყინვალე შიდსის დღესაც მოგილოცავენ შენ )))
    ANIcule,
    ყველაფერი ცოდვაა ეხლა შენ ეშმაკის მანქანასთან ზიხარ და მოინანიე.
    ბლინ იმენა მეცოდებით ,არავინ არ გეხვეწებათ რამე აღნიშნოთ პრიმიტიული არსებებისთვის არ არის ესეთი დღEები

  • bibi თქვა:
    15 თებერვალი 2013 10:46 - ID: 11,
    მე ვალენტინობას სოფელ ნიჩბისის სანაგვეები დავლაშქრეეე
    _________________________
    Creatiuli.Com

  • tamo თქვა:
    15 თებერვალი 2013 09:49 - ID: 10,
    რატო უნდა ავღნიშნო კათოლიკური დღესასწაული ??
    მოიცა ყოველი დღე სიყვარულის არის და ამ ერთი დღის გამეტიჩრებაა რა არისს :))


    პ.ს. ვალენტინი ერთსქესიანებსაც აქორწინებდა და იმიტომაც დაისაჯა :))

  • ANIcule თქვა:
    15 თებერვალი 2013 01:53 - ID: 9,
    რამ გამოგაშტერათ ხალხო?! არ არის ეს ვალენტინობა მართლმადიდებლური დღესასწაული...რას ულოცავთ ერთმანეთს თვითონაც არ იცით...http://www.youtube.com/watch?v=7Cv6lsbkOvc&playnext=1&list=PL416F747E3F0ABBC7&feature=results_video..მოუსმინეთ და ცოტა გაიაზრეთ...!!!

  • Ana smiley თქვა:
    14 თებერვალი 2013 23:37 - ID: 8,
    გილოცავთ love

  • KeSso13 თქვა:
    14 თებერვალი 2013 23:36 - ID: 7,
    კათოლიკური დღესასწაულია როგორც მივხვდი და მართლმადიდებლები რატო აღნიშნავთ ვერ გამიგია


    aneee,
    გეთანხმებიი :D

  • Afrodite...♥ თქვა:
    14 თებერვალი 2013 23:35 - ID: 6,
    მართლმადიდებლები რომელიღაც აპრილს არ აღნიშნავენ?მაგრამ ქართველები ხომ არაფერს არ უნდა გამოვრჩეთ და როგორც მსოფლიო ისე ჩვენ.იმას კი ვერ ხვდებიან რომ მთელი ამერიკა თითქმის კათოლიკეა და იმიტომ არის სახელმწიფო დღესასწაული.მაგრამ საქართველოში რახან სახელმწიფო რელიგია არ აარსებობს,რაც გინდათ ის ქენით wink wink
    Britain
    სიახლე ძალიან კარგი იყო

  • aneee თქვა:
    14 თებერვალი 2013 23:28 - ID: 5,
    იაღოვამა თქვაა ვალენტინის დღეობაო.... wink ვალენტინი არა მიქელა კიდე... wink აზრზე მაინცაა ეს ხალხი რას ზეიმობს ვაბშეე? wink ნწნწ მაგარი ვღადაობ ხოლმე ამ ფარჩაკ დღეზე სულ. ,,გაძერსკებული'' ვითომ ეუროპელები... ტეხავს მაგრად!

  • MaRihanna თქვა:
    14 თებერვალი 2013 23:09 - ID: 4,
    my... love

  • ELE-elene თქვა:
    14 თებერვალი 2013 23:05 - ID: 3,
    კარგი სიახლეა,მაგრამ ვალენტინობა არის კათოლიკური დღესასწაული, ასე რომ მილოცვა და აღნიშნვა ზედმეტია ჩვენთვის... smile fellow

  • kikimaari თქვა:
    14 თებერვალი 2013 23:03 - ID: 2,
    მეცმომინდა სიყვარული...

  • Anna Glambert თქვა:
    14 თებერვალი 2013 23:01 - ID: 1,
    ყველას ვულოცავ ვალენტინობის ბრწყინვალე დღესასწაულს love

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top