;
16 თებერვალი 2013      Britain     18 კომენტარი     ნანახია 3151-ჯერ    
კატეგორიაში: საინტერესოა

უთხარი "არა" რასიზმს ! / Say "NO" To Racism

რასიზმი არის კანის ფერის, რასობრივი, ეთნიკური ან რელიგიური კუთვნილების საფუძველზე ადამიანების ჩაგვრა, დამცირება, დისკრიმინაცია, მათზე ძალადობა... რასიზმი კაცობრიობის გაჩენის პერიოდიდან არსებობს. მისი შედეგია მონობა, უამრავი ომი, ბრძოლა და ა.შ. მოგვიანებით, რასიზმს გამოუჩდნენ მოწინააღმდეგეები. მათი დიდხნიანი მოთხოვნის შედეგად, 21 მარტი რასობრივ დისკრიმინაციასთან ბრძოლის საერთაშორისო დღედ გამოცხადდა. ეს დღე გაეროს გენერალურმა ანსამბლეამ 1966 წელს დააწესა. მიუხედავად იმისა, რომ რასიზმის წინააღმდეგ ამხედრებული ხალხის რაოდენობა ყოველდღე იზრდება, სამწუხაროდ, რასიზმი დღემდე რჩება თემად, რომელიც მსოფლიომ ვერ დაამარცხა.

" მე ვოცნებობ იმ დღეზე, როდესაც პატარა შავ-კანიან ბიჭებს და თეთრ-კანიან გოგონებს ხელი ექნებათ ერთმანეთისთვის ჩაჭიდებული. ისე, როგორც დღეს თეთრ-კანიან
გოგო-ბიჭებს აქვთ."
- მარტინ ლუსერ კინგი





მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ათასი წლის შემდეგ, ადამიანებს სხვადასხვა ფერის კანი ექნებათ, საუბარია არამხოლოდ შავ და თეთრ, არამედ ფერად კანზე.
გამოკვლევებმა აჩვენეს, რომ ექვსი თვის ასაკის ბავშვებს უკვე შეუძლიათ რასობრივი განსხვავებების გარჩევა.
1994 წელს, რუანდაში თითქმის მილიონამდე ადამიანი მოკლეს იმის გამო, რომ ისინი "განსხვავებულები" იყვნენ.
კალიფორნია იყო პირველი შტატი, რომელმაც ბანი დაადო "რასიზმს".


"ადამიანის შეძულება მისი კანის ფერის გამო არასწორია. არ აქვს მნიშვნელობა, რომელი ფერის წარმომადგენელი ანხორციელებს დისკრიმინაციას. ეს უბრალოდ არასწორია. " - მუჰამედ ალი
"ჩვენ ყველა ადამიანები ვართ, განურჩევლად კანის ფერისა. არავინაა ვინმეზე უკეთესი ან უარესი მხოლოდ იმიტომ, რომ მას განსხვავებული კანის ფერი აქვს. ჩვენ ყველანი თანასწორნი ვართ. ამას რომ ყველა ეთანხმებოდეს, მსოფლიო უკეთესი ადგილი იქნებოდა საცხოვრებლად. მაგრამ, სამწუხაროდ, ადამიანები ფიქრობენ, რომ მათ არ შეუძლიათ არაფრის შეცვლა. სინამდვილეში, მათ შეუძლიათ, ჩვენ შეგვიძლია, შენ შეგიძლია შეცვალო მსოფლიო. უთხარი არა რასიზმს."



“ერთი გოგონა იყო შავ-კანიანი, მეორე კი თეთრ-კანიანი. შავ-კანიანმა მეორეს ჰკითხა : "რატომ ხარ ასეთი ფერმკრთალი?" მან პასუხი ვერ გასცა და ჰკითხა :"და შენ რატომ ხარ ასეთი მუქი?" კითხვას პასუხი ვერცერთმა გასცა. და თეთრ-კანიანმა ბავშვმა ლაპარაკი დაიწყო : "ნახე, მე მაქვს თმა. შენც გაქვს თმა." შავ-კანიანმა ცხვირზე მიიდო ხელი და თქვა : "მე მაქვს ცხვირი. შენც გაქვს ცხვირი". "ფერმკრთალმა" გოგონამ თქვა: "მეც და შენც გვაქვს ფეხები." მეორემ უპასუხა : "ასე რომ, ჩვენ ვართ ერთნაირები უბრალოდ, სხვადასხვა კანის ფერი გვაქვს." თეთრ-კანიანი დაეთანხმა და ამის მერე, ისინი მეგობრები გახდნენ." - ეს მე მოვუყევი ჩემს პატარა გოგონას, რომელიც ჯერ ხუთი წლისაც არ არის. მეგონა, ატირდებოდა. მაგრამ, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, მან გაიღიმა და მითხრა
"მეორედ მომიყევი."


Say "NO" To Racism

Say "NO" To Racism

Say "NO" To Racism

Say "NO" To Racism

Say "NO" To Racism


გახსოვდეთ, რომ ყველა ადამიანი დაბადებით თავისუფალია და კანონის წინაშე თანასწორია განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, ენისა, სქესისა, რელიგიისა, პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა, წარმოშობისა, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა, საცხოვრებელი ადგილისა.

კატეგორია: საინტერესოა
Tags:

18


  • elenikojoe თქვა:
    17 თებერვალი 2013 21:00 - ID: 18,
    Say "NO" To Racism
    Say "NO" To Racism
    Say "NO" To Racism
    Say "NO" To Racism
    Say "NO" To Racism



    მადლობა ღმერთს,რომ არ ვარ რასისტი ! ნებისმიერ ადამიანთან შემიძლია ურთიერთობა :)

  • QiQiTo:):) თქვა:
    17 თებერვალი 2013 17:58 - ID: 17,
    კარგიააააააააააააააააააა!

  • krusuna თქვა:
    17 თებერვალი 2013 15:21 - ID: 16,
    ძალიან საინტერესო და აქტუალურ თემაზე იყო ნიუსი აგებული.პირადად მე ხშირად მოვხვედრილვარ რასისტების გარემოცვაში და არანაირი საფუძველი და ახსნა არ აქვს მათ სიძულვის სხვა რასის წარმომადგენლების მიმართ. უბრალოდ რომ შეეკითხოთ რატომ სძულთ შავკანიანები(ძირითადად მათზე აქვთ გართულება :დ) ერთ საპატიო მიზეზსაც კი ვერ დაგისახელებენ.რასისტები მართლა მეცოდებიან იმიტომ რომ,ცხოვრებაში ძალიან გაუჭირდებათ ხალხთან ურთიერთობა!

  • Afrodite...♥ თქვა:
    17 თებერვალი 2013 13:38 - ID: 15,
    მძულს რასიზმი.საქართველოშიც ვერ ვიტან მისტერებულ მზერებს უცხოელებზე(აფრიკელებზე და ჩინელებზე) და მა დისკრიმინაციას საზოგადოებაში
    არაჩვეულებრივი სიახლეა

  • Nanuka. თქვა:
    17 თებერვალი 2013 12:49 - ID: 14,
    ძალიან საჭირო ნიუსი იყო, მით უმეტეს მაშინ, როდესაც საქართველოში ტოლერანტობა "ყვავის".

    SAY NO TO RACISM
    EACH AND EVERY OF US IS EQUAL.

  • Smiley :) თქვა:
    17 თებერვალი 2013 11:22 - ID: 13,
    დღეს რა კეთილი ნიუსები იდება, ძალიან მიხარია ^^
    რაც შეიძლება დავამატო, მხოლოდ ის არის, რომ ძალიან ძაალიან მაგარი ნიუსია და ფავორიტებში მიმაქვს ♥

  • barsutka))) თქვა:
    17 თებერვალი 2013 11:14 - ID: 12,
    ძალაინ მომეწონააა love
    Say "NO" To Racism

  • anna_ anna თქვა:
    17 თებერვალი 2013 11:05 - ID: 11,
    ბოლო რა საყვარელი ფოტოა

  • FML თქვა:
    17 თებერვალი 2013 02:48 - ID: 10,
    საერთოდ ვერ ვიტან ადამიანების გარჩევას XX არ მიყვარს ადამიანების დამცირებაა საშინლად XXX როცა ვხედავ ასეთ სიტუაციებს მაქსიმალურად ვცდილობ იმ ვიღაცის დახმარებას რაც არაერთხელ გამიკეთებიააXX საერთოდ ვერ წარმომიდგენიაა როგორ შეუძლიათ ადამიანებს იყვნენ ასეთI სასტიკები :((((
    არც კანის ფერის გამო და არც სარწმუნოების გამო არ დავამცირებ ვინმეს... Anachkaa ♥,
    გეთანხმები ყველაფერში :* და იმ ბიჭს ვისაც ტერორისტ ეძახიან არის ყველაზე კეთილი ადამინი XX და ყველაზე ემოციურიი ვინც კი ოდესმე მინახავს :(( ვიდეო ვნახეე მეც და მაგ ბიჭის მომენტზზე ვბღაოდიი XXXX შეიძლება ადამინი სეიძულო მიისი ორპირობის და ბოროტების გამო მაგრამ ის რის გამოც ეს ხალხი სძულT უბრალოდ მარაზმიაა (((

  • aneee თქვა:
    17 თებერვალი 2013 01:19 - ID: 9,
    ოცდამეერთე საუკუნეში რასისმზე დიდი გოიმობა არ არსებობს უბრალოდ!! საშინლად მეძიძღება რასისტი არახალხი! fellow

  • beauty queen თქვა:
    17 თებერვალი 2013 00:58 - ID: 8,
    არანაირი მნიშვნელობა არა აქვს ჩემთვის მთავარია ადამიანი იყო კარგი სულის პატრონი. winked fellow

  • kristi_ თქვა:
    17 თებერვალი 2013 00:29 - ID: 7,
    შავკანიანიც , სომეხიც , აზერბაიჯანელიც , მუსლიმიც , ბუდისტიც მყოლია მეგობარი. ქართველებს რასიზმში ბევრი ვერ შეედრება.
    კარგი ნიუსია

  • Johnny depp თქვა:
    16 თებერვალი 2013 23:44 - ID: 6,
    ელენე ძალიან კარგი ნიუსია love

  • ELE-elene თქვა:
    16 თებერვალი 2013 23:33 - ID: 5,
    ძალიან კარგი სიახლეა..ყოჩაღ...

  • QueeN s თქვა:
    16 თებერვალი 2013 23:23 - ID: 4,
    კარგი ნიუსია ნამდვილად

  • Nina√ თქვა:
    16 თებერვალი 2013 23:21 - ID: 3,
    შესანიშნავი ნიუსია ელე ყოჩაღ love love
    ჩვენ ყველა ადამიანები ვართ, განურჩევლად კანის ფერისა. არავინაა ვინმეზე უკეთესი ან უარესი მხოლოდ იმიტომ, რომ მას განსხვავებული კანის ფერი აქვს. ჩვენ ყველანი თანასწორნი ვართ. ამას რომ ყველა ეთანხმებოდეს, მსოფლიო უკეთესი ადგილი იქნებოდა საცხოვრებლად. მაგრამ, სამწუხაროდ, ადამიანები ფიქრობენ, რომ მათ არ შეუძლიათ არაფრის შეცვლა. სინამდვილეში, მათ შეუძლიათ, ჩვენ შეგვიძლია, შენ შეგიძლია შეცვალო მსოფლიო. უთხარი არა რასიზმს."
    love

  • kikimaari თქვა:
    16 თებერვალი 2013 23:15 - ID: 2,
    რამდენი რასისტია საქართელოში რა საშინებელაა, მართლა უტვინო ხალხი!!! ნიუსი საუკეთესოა! love

  • keetaa თქვა:
    16 თებერვალი 2013 23:07 - ID: 1,
    არაფრისტი არ ვარ !!!! ყველა ადამიანი მიყვარს აქ რაცაა ჩამოთვლილი... ძაან კაი ნიუსია love

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top