;
22 თებერვალი 2013      ფსიქეა     20 კომენტარი     ნანახია 7059-ჯერ    
კატეგორიაში: საინტერესოა



ქალებს უყვართ ცვლილებები და როცა ისინი რამის შეცვლას გადაწყვეტენ, ირჩევენ ყველაზე
მარტივ გზას - ცვლილებები შეაქვთ თავის გარეგნობაში. ყველაზე ხშირად კი ამას მაკიაჟის დახნარებით აკეთებენ

რატომ უყვართ ქალებს შეღებვა? ამას რამდენიმე პასუხი აქვს:

1 . თავდაჯერებულობა. ბევრი ქალბატონი სულაც არ არის თავდაჯერებული, როცა ქუჩაში ან სამსაცურში მაკიაჟის გარეშე გადის. თანაც მაკიაჟის სწორმა გამოყენებამ შეიძლება მოგვცეს გასაოცარი შედეგი.

2 . კარგი განწყობა. მშვენიერი სქესის ყველა წარმომადგენელს სულაც არ მოსწონს თავისი გამოსახულება დილით სარკეში ჩახედვისას. ხოლო გარდასახვა რომელიც მაკიაჟის საშუალებით შეიძლება მოხდეს რადიკალურად ცვლისმანდილოსანთა განწყობას. სწორად შერჩეული ფერი, გამოკვეთილი თვალები, წამწამები, ვნებიანი ტუჩები აიძულებს ქალს გაუღიმოს თავის გამოსახულებას სარკეში.

მაკიაჟი ახდენს სასწაულებს და რადიკალურად ცვლის ქალის გარეგნობას. თქვენ შეგიძლიათ შექნმათ ნებისმიერი სახე და ხასიათი.
დაიწყეთ შექმნა.წარუმატებლობამ არ უნდა შეგაშინოთ მაკიაჟის მოშორება ხომ ნებისმიერ მომენტში შესაძლებელია.

ფსიქოლოგების აზრით, იმან თუ სად და როგორ ვიდებთ მაკიაჟს ბევრი რამის თქმა შეუძლია ჩვენი ხასიათისა და ცხოვრების წესის შესახებ.
შეარჩიეთ ის ვარიანტი რომელიც უფრო ახლოს არის თქვენთან და გამოიტანეთ დასკვები:
რაზე მეტყველებს თქვენი მაკიაჟი
1 . უმაკიაჟობა

-როგორც წესი ქალები, რომლებიც საერთოდ არ იყენებენ მაკიაჟს უარყოფენ საკუთარ ქალურობასაც. მათი „ქალური“ თვითშეფასება ძალიან დაბალია. ამის მიზეზი კი შეიძლება იყოს ძალიან ბევრი. მაგ: მშობლები ოცნებობდნენ ბიჭზე და მას ზრდიდნენ, როგორც ბიჭს. თუმცა ძალიან ხშირად ქალური თვისებების დაწევა შეიძლება გამოწვეული იყოს წარუმატებლობებით პირად ცხოვრებაში. ამ შემთხვევაში მაკიაჟის არ ქონა არის მცდელობა გამოიყურებოდნენ არამიმზიდველად მამაკაცების თვალში, რადგან თავიდან აიცილონ ახალი წარუმატებლობა და ტკივილი.
-უმაკიაჟობის კიდევ ერთი მიზეზი მამაკაცებთან გათანაბრებაა. არიან ქალები, რომლებიც კაცებს არარაობად თვლიან და მთელი ცხოვრების მანძილზე ცდილობენ დაამტკიცონ, რომ ქალები უფრო ძლიერები არიან.
- ხშირად მაკიაჟი საერთოდ ავიწყდებათ ეგოცენტრულ ქალბატონებს. მათთვის ხომ სამყარო მათ გარშემო ბრუნავს და მათვთის სულერთია რას ფიქრობენ გარშემომყოფნი. ინტელექტუალი ქალები კი მთელ თავის დროს უძღვნიან კითხვას, მეცნიერებას ან რელიგიას. ისინი თავს ყველანაირ მაკიაჟზე მაღლა გრძნობენ.
-და ბოლოს უმაკიაჟობის ყველაზე ძლიერი არგუმანტი „მიმიღეთ ისეთი, როგორიც ვარ“. ჩვეულებრივ იკეთებენ მინიმალურ მაკიაჟს, იყენებენ ტუჩ საცხს და შესაძლოა ტუშსაც. ასეთ ქალებს არ უყვართ მასიდან გამოყოფა, ყველაფერში აფასებენ ზომიერებას და კარგ გემოვნებას. გამომწვევ მაკიაჟს ისინი ვულგარულობად მიიჩნევენ და თვლიან, რომ ეს არის პრიმიტიული ხერხი მამაკაცის ყურადღების მისაპყობად. სულის სიღრმეში ისინი დარშმუნებულები არიან, რომ ჭკვიანი ქალი არასოდეს არ დაემსგავსება თოჯინას.

რაზე მეტყველებს თქვენი მაკიაჟი
2. მკვეთრი, გამომწვევი მაკიაჟი

მიზეზი, რატომაც ქალი ყოველ დილით იდებს მაკიაჟის ძალიან სქელ ფენას, რომლისაც ინდიელი ტომების ბელადსაც შეშურდებოდათ შეიძლება იყოს ძალიან ბევრი.
-ხშირად ქალი იკეთებს მკვეთრ მაკიაჟს და იყენებს მას როგორც „დამცავი ნიღაბი“. ამ შემთხვევაში ადვილად შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მას სულიერად უჭირს. შესაძლოა ის ნაწყენი და დათრგუნულია და საზოგადოებისთვის არ სურს ამის ჩვენება. ამ შემთხვევაში მკვეთრი მაკიაჟი შველის.
-ფსიქოლოგები აღნიშნავენ, რომ თუ ქალი ყოველთვის ნორმის ფარგლებში იყენებს კოსმეტიკას და უცბათ გადადის მკვეთრ მაკიაჟზე მაშინ ეს პირდაპირი ნიშანია იმისა, რომ მას ყველაფერი რიგზე არ აქვს.
- და ბოლოს მკვეთრი მაკიაჟის გაკეთების მიზეზი შეიძლება იყოს - ცხოვრების შეცვლის სურვილი. მაკიაჟი კი ატარებს სიმბოლურ ხასიათს და თუ გინდათ შეცვალოთ რამე გლობალურად უნდა დაიწყოთ მცირედან.

3. მაკიაჟი, რომელზეც იხარჯება ერთი საათი,შეიძლება ორიც

ასეთი ქალბათნების მიზანია თავისი გარეგნობის სრულყოფილებამდე მიყვანა, სწორედ ამიტომ ისინი რამოდენიმე საათსაც არ ინანებან მაკიაჟს გასაკეთებლად.

4. ზამთარ ზაფხულ ერთი ფერი.


ქალები, რომლებიც წლიდან წლამდე ერთი და იგივე ტონებს იყენებენ მაკიაჟისთვის, კლასიკური კონსერვატორები არიან, რომელთაც პანიკურად ეშინიათ სიახლეების. მაკიაჟი კი შიშის მხოლოდ გარეგანი გამოხატულებაა. ისინი ფიქრობენ, რომ ფერების მცირეოდენმა ცვლილებამაც კი შეიძლება დაარღვიოს წონასწორობა მათ ცხოვრებაში, იმ შემთხვეაშიც კი თუ ისინი ხვდებიან, რომ მათ ცხოვრებაში საჭიროა ცვლილებაბი ისინი მაინც ბოლომდე ეწინააღმდეგებიან საკუთარ თავს და ყველაფერს უცვლელად ტოვებენ.
თუ აქ აღწერილი ნიშნები თქვენვის ნაცნობია, იქნებ დროა გაიხსენოთ რისთვის არის საჭირო დეკორატიული ოსმეტიკა? უპირველეს ყოვლისა იმისთვის, რომ შეცვალოთ თქვენი გარეგნობა გარემოებისადა ხასიათის მიხედვით.

5. მაკიაჟი ვიზაჟისტთან


ასეთი ქალები არ ენდობიან საკუთარ თავს. სხვისი აზრი მათთვის უფრო ავტორიტეტულია, ამიტომ შოპინგის დროსაც მიყავთ მეგობარი ან ქმარი, მაკიაჟის გაკეთებას კი ვიზაჟისტს ანდობენ. მათთვის აუცილებელია გვერდით ყავდეთ თავდაჯერებული ადამიანი, რომელიც სიტყვით ან საქმით მასაც აუმაღლებს თავდაჯერებულობას.

რაზე მეტყველებს თქვენი მაკიაჟი
6. აქცენტი თვალებზე


ფსიქოლოგების აზრით, ქალები რომლებიც განსაკუთრებულ ყურადღება ანიჭებენ თვალის მაკიაჟს, გარშემომყოფებს ანიშნებენ, რომ მას შეუძლია იყოს კარგი, ჭკვიანი მოსაუბრე. ისინი ყურადრებიანი, დაკვირვებულნი არიან და შეუძლიათ ადამიანის მოსმენა შეწყვეთის გარეშე. მათთვის ინტელექტი და მსჯელობა ემოციურობაზე მაღლა დგას და პირადი გრძნობების გამომჟღავნებისგან თავს იკავებენ.

7. აქცენტი ტუჩებზე

დამახასიათებელია უშუალო და სენტიმენტალური ადამიანებისთვის. ისინი მოლაპარაკენი და მგრძნობიარენი არიან. თავის განცდებში ჩაძირულებს შეუძლიათ საათობით ილაპარაკონ თავის განცდებზე, გრძნობებზე და სურვილებზე.

ქალების უმრავლესობა ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე იყენებს ზემოთ ჩამოთვლილ ვარიანტებს.
და თუ თქვენ მოულოდნელად შეწვიტეთ მაკიაჟის გაკეთება, ან პირიქით ორმაგ მაკიაჟს იდებთ, გაერთეთ სხვადასხვა ფერი ტუჩ საცხის ყიდვით ან ვიჟაზისტებთან სიარულით.



გახსოვდეთ, რომ ეს ყველაფერი მიგვანიშნებს
არა თქვენს დამოკიდებულებაზე კოსმეტიკასთან, არამედ თქვენს ცხოვრებაში მომხდარ ცვლილებებზე და პირადად თქვენზე.


პატივისცემით ესთი ანტოშვილი
დაალაიქეთ ჩვენი გვერდი: www.facebook.com/psychea.georgia

კატეგორია: საინტერესოა
Tags:

20


  • 11 სექტემბერი 2013 22:46 - ID: 20,
    თავს ვუვლი, მაგრამ მაკიაჟს საერთოდ არ ვხმარობ, არ მიყვარს.

  • Mysterious:) თქვა:
    2 მარტი 2013 17:09 - ID: 19,
    ნერვებს მიშლის ის , რომ ჩემი თანატოლი გოგოები (14-15)იყენებენ ტონალურს და ათას რაღაცეებს , მხოლოდ იმიტომ , რომ გამოიყურებოდნენ " ლამაზად " . რა სისულელეა რა ჯობია ბუნებრივ სილამაზეს ! მიტუმეტეს სახეს აფუჭებს . არავინ არ არის მახინჯი , მითუმეტეს ადამიანი გარეგნობით არ უნდა გაიმოარჩიო ! რაც შეეხება ზრდასრულ ქალებს , რაღაც მომენტში მათთვის საჭიროა მაკიაჟი ..

  • KeSso13 თქვა:
    23 თებერვალი 2013 21:24 - ID: 18,
    -და ბოლოს უმაკიაჟობის ყველაზე ძლიერი არგუმანტი „მიმიღეთ ისეთი, როგორიც ვარ“. ჩვეულებრივ იკეთებენ მინიმალურ მაკიაჟს, იყენებენ ტუჩ საცხს და შესაძლოა ტუშსაც. ასეთ ქალებს არ უყვართ მასიდან გამოყოფა, ყველაფერში აფასებენ ზომიერებას და კარგ გემოვნებას.

    ამას ვეთანხმები.. მე საერთოდ არ ვიყენებ მაკიაჟს.. თან ჯერ 15ის ვარ და სად მეჩქერება მერე ისედაც მთელი ცხოვრება მომიწევს და ვიცი რო კანსაც გამიფუჭებს.. თავს ვუვლი მაგრამ არაა აუცილებელი მაკიაჟი მქონდეს გაკეთებული

  • (NaTa) თქვა:
    23 თებერვალი 2013 16:14 - ID: 17,
    ჩემ სკოლაში 70% გოგონები დადიან გაფითრებული, მკვდრისფერი სახეებით, არ მესმის რატომ წარმოადგენს პრობლემას დილით, როცა სარკეში ჩაიხედავ და დაინახავ რომ არ გადევს მაინცდამაინც კარგი ფერი, ადექი და ცოტა რუჟი წაისვი რა, ეს არც ზედმეტი მაკიაჟია და შეხედვაც უფრო სასიამოვნოა. მაგრამ რომ უთხრა, რას ამბობ 16 წლის გოგო მაგას როგორ იზავს..

  • johnnydepplover თქვა:
    23 თებერვალი 2013 15:52 - ID: 16,
    კარგი ნიუსია....ცოტა ხნის წინ იუთუბიდან ვისწავლე სმოქი აის გაკეთება..ელექტრიკ ფერებზე ვაფრენ...მაგრამ არა ბევრ მაკიაჟზე winked

  • WTF თქვა:
    23 თებერვალი 2013 14:57 - ID: 15,
    არიან ქალები რომლებსაც მაკიაჟი უბრალოდ არ უხდებათ და ბუნებრივად უფრო ლამაზები არიან(კიდე კარგი მე მათ რიცხვს არ მივეკუთვნები) lol


    მე მომწონს თვალზე ნაზი, ღია ჩრდილი და ლაინერი, ხელოვნური წამწამები და წითელი ტუჩები! love
    და სულ არ მაინტერესებს ეს სხვისთვის ზედმეტ მაკიაჟად ითვლება თუ არა fellow

    airwalk,

    ჰაჰა, ნუ ხო ხანდახან მასეც არის, რატო უნდა წაისვა სახეზე ამდენი რაღაცა როდესაც უბრალოდ შეგიძლია ადგე და გახვიდე ისეთი როგორიც ხარ! wink

  • airwalk თქვა:
    23 თებერვალი 2013 13:48 - ID: 14,
    შეილება Eზარებათ ტიტყნა რაღაცეების სახეზე fellow

  • nuka თქვა:
    23 თებერვალი 2013 01:39 - ID: 13,
    ძალიან კარგი და საინტერესო სიახლე იყო, საკმაოდ დიდ ყურადღებას ვაქცევ თავის მოვლასთან დაკავშირებულ საკითხებს, ვცდილობ კარგად გამოვიყურებოდე მაგრამ ზოგჯერ ისეა ხოლმე სარკეში ჩახედვის მეშინია, ძალიან მგრძნობიარე კანი მაქვს და საშინელი მოსავლელია, ვერ ვიტან მაკიაჟით გატყიპნილ ქალებს, მაგრამ არც მთლად უმაკიაჟობის მომხრე ვარ, ყველაფერი ზომიერად, მაქსიმალურად ბუნებრივი უნდა იყოს და რეალობასთან ახლო, აბა სახეს რომ დაიბან ვეღარ უნდა გიცნონ? ბლესკი და პატარა სარკე ჩემი მუდმივი თანამგზავრებია, მათ გარეშე თავს არასრულფასოვნად ვგრძნობ, ფანქარი და ტუში იშვიათად განსაკუთრებულ დღეებში, ძირითადად ტუჩებზე ვაკეთებ აქცენტს,

  • tikunia110 თქვა:
    23 თებერვალი 2013 00:51 - ID: 12,
    თვალებზე ვაკეთებ ყოველთვის აქცენტს...

  • wild child თქვა:
    23 თებერვალი 2013 00:43 - ID: 11,
    მიყვარს მაკიაჟი ,თვალებზე ვაკეთებ უფრო აქცენტს winked

  • aneee თქვა:
    22 თებერვალი 2013 23:46 - ID: 10,
    ,,მიმიღეთ ისეთი როგორიც ვარ'' და ,,ეგოცენტრულობა'' << ეს 2 მჭირს მე ზუსტად... fellow

  • chev chelios თქვა:
    22 თებერვალი 2013 23:42 - ID: 9,
    მე პირადად არანაირად არ ვეთანხმები უმეტესს მოსაზრებას გააჩნია სად მიდიხარ და რა დროს ამ შემთხვევაში მაკიაჟის გამკვეთრება შესაძლებელია. ზოგადად მაკიაჟი ლამაზი ნაკვთების გამოსაკვეთად იხმარება, თორე ეგრე შეგილია ეშმაკსაც დაემსგავსო და ანგელოზსაც მაგრამ საკუთარი გარეგნობა თუ არ შეინარჩუნე ეგ არ ნიშნავს მაკიაჟით შელამაზებას

  • Afrodite...♥ თქვა:
    22 თებერვალი 2013 23:22 - ID: 8,
    არ მიყვარს სკოლის პერიოდში გოგოებს რომ აქვთ მაკიაჟი.შეურაწყოფას არავის ვაყენებ,მაგრამ მგონია,რომ ვინც ამბობს,რომ მაკიაჟი არ უხდება,იმიტომ მსჯელობს ასე,რომ არ იცის მისი წასმა(მეც არ ვიცი სინამდვილეში)მაკიაჟი ყველას უხდება,მაგრამ მაინც ბუნებრივ სილამაზეს ვაღმერთებ love

  • Medea♥ თქვა:
    22 თებერვალი 2013 23:19 - ID: 7,
    ძალიაან საინტერესო სიახლეა love
    მაკიაჟს არ ვიყენებ, ასაკიდან გამომდინარე )) ღია ფერის პომადას თუ წავისვამ, ისიც იშვიათად

  • ancho_ano თქვა:
    22 თებერვალი 2013 21:48 - ID: 6,
    ძირითადად ლაინერს და ტონალურს ვხმარობ ისიც ძალიან ლაითად :) არ მიყვარს არაბუნებრივად რომ ისვამენ ხოლმე და ტონა რო ადევთ ხოლმე სახეზე

  • ale თქვა:
    22 თებერვალი 2013 21:45 - ID: 5,
    ჯერ რა დროს ჩემი მაკიაჟია პატარა არ ვარ მაგრამ ვულგალურობად მიმაჩნია ჩემი ასაკის ადამინი მაკიაჟით რომ დადის რო გავიზრდები ალბათ მსუბუქ მაკიაჟს ვიხმარ

  • Let It be Me ♥ თქვა:
    22 თებერვალი 2013 21:43 - ID: 4,
    მე მაკიაჟის გარეშეც მომწონს ჩემი თავი,ზოგადად ბუნებრივი სილამაზე მომწონს ძაან.. მაგრამ მაკიაჟი ყოველთვის მიკეთია,ყოველთვის სადა.. თხელი ფენა ტონალური,ლაინერი,ტუში და ტუჩების გამოსაკვეთად მოწითალო ტუჩის ფანქარი..სულ ასეთ მაკიაჟს ვატარებ

  • elga თქვა:
    22 თებერვალი 2013 21:42 - ID: 3,
    მე სეზონის ყველა დროს მარტო ვიყენებ შავ ფანქარს და ღია ფერის ტონალურს მეტი მაკიაჟი მე არც მჭირდება და არც მინდა.
    კარგი ნიუსია

  • ANGEL თქვა:
    22 თებერვალი 2013 21:37 - ID: 2,
    როგორც წესი ქალები, რომლებიც საერთოდ არ იყენებენ მაკიაჟს უარყოფენ საკუთარ ქალურობასაც. მათი „ქალური“ თვითშეფასება ძალიან დაბალია. - ვეთანხმები ამ მოსაზრებას:)

  • psiqologia თქვა:
    22 თებერვალი 2013 21:31 - ID: 1,
    საერთოდ არ ვიყენებ მაკიაჟს, არც არასდროს წამისვამს, თუმცა ვერ ვიტყვი,რომ თავი ყველაზე ლამაზი მგონია ან პირად ცხოვრებაში წარუმატებლობა მაქვს, უბრალოდ მეზარება წასმა და თან ზოგადად არ მიყავრს ქალებს მაკიაჟი,რომ უსვიათ ბუნებრივობა უფრო მომწონს. ნიუსი კარგია love

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top