;

22 February 2013      anna_ anna     Views 4898    
Category: Fun, Interesting



ჩაის ისტორია

ჩინურ, ინდურ და იაპონურ მითოლოგიაში არსებობს მრავალი ლეგენდა, თუ როგორ იქნა აღმოჩენილი პირველი ჩაის ბუჩქი. თავდაპირველად ჩაის გამოიყენებდნენ სამკურნალოდ. მხოლოდ V საუკუნიდან დაიწყეს ჩინეთში მისი გამოყენება, როგორც სასმელის. X საუკუნეში კი ჩაი გახდა ჩინეთის ნაციონალური სასმელი.




ევროპაში ჩაი XVI საუკუნეში პორტუგალიიდან და ჰოლანდიიდან შემოვიდა.
ინგლისში ჩაი XVII საუკუნეში გაჩნდა, მაგრამ ვინაიდან ჩაი ძალიან ძვირად ფასობდა მისი დაგემოვნება მხოლოდ მდიდრებს შეეძლოთ. მხოლოდ XVIII საუკუნეში გახდა ხელმისაწვდომი ჩვეულებრივ მაცხოვრებლებისთვისაც. ინგლისში გაიხსნა ჩაის მაღაზიები და "ჩაის სახლები". ინგლისი ჩაიმ დაიპყრო.



რუსეთში ჩაი პირველად XVI საუკუნეში გამოჩნდა. მაგრამ მისი გამოყენება და სმა XIX საუკუნეში დაიწყეს. ჩაის ადუღებდნენ ჩაის მოსამზადებელ დანადგარში - სამოვარში. მთელს რუსეთში გაიხსნა ჩაის სახლები. მოსახლეობაში გაჩნდა ჩაიზე მიპატიჯების ტრადიცია.



საქართველოში პირველი ჩაის პლანტაციები გაჩნდა XIX საუკუნეში.
XIX საუკუნის 30-იან წლებში, თავადმა მიხა ერისთავმა მოიყვანა ჩაი თავის ტერიტორიაზე, ოზურგეთთან ახლოს. მან წაიღო ქართული ჩაის ნიმუში რუსულ გამოფენაზე სანკ-პეტერბურგში. ეს იყო პირველი ქართული ჩაი. XIX საუკუნის ბოლოს კი ქართული ჩაი დაჯილდოვდა ოქროს მედალით მსოფლიო გამოფენაზე პარიზში.




Category: Fun, Interesting
Tags:

Share it
Comments



Welcome to ANGEL.GE

at our web page you can see the latest top newses about fashion world, street styles, trends, street styles, films, quotes and many other interesting things...

some articles are translated to English via google.com

ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Back to Top